ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე: „შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება თორნიკე რაზმაძის განცხადებას და აცხადებს, რომ შესაბამისმა უწყებებმა პირი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე ცდილობს წარმოაჩინოს.

დავით ჩიხელიძე: „შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს.
დავით ჩიხელიძე: „შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს.POSTV

x

„თორნიკე რაზმაძე სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს. სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე საზოგადოებისთვის, შეგნებულად, სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

„სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა დასავლური დემოკრატიული ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკაა. შესაბამისად, კონკრეტული პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თავისთავად, არც განსაკუთრებული შემთხვევაა და არც „დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“. ეს სამართლებრივი/დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველდღიური რეალობის ნაწილია.

რაზმაძე ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილად აქციოს, ფაქტებს ამახინჯებს და საზოგადოებას ისეთ სურათს უხატავს, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის. პარადოქსია, მაგრამ რაზმაძის პოზიციაში და მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაში უცნაური არაფერია, რადგან რაზმაძისგან სიცრუის ტირაჟირებას მიჩვეულნი ვართ“, – წერს ჩიხელიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თორნიკე რაზმაძე სკანდალის შექმნას კვლავ ფაქტების დამახინჯებით ცდილობს! შესაბამისმა უწყებებმა ადამიანი პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დაიბარეს. სამართალწარმოება სწორედ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფის ფაქტზე დაიწყო და არა რუსეთის მოქალაქეების შეურაცხყოფისთვის, როგორც ამას რაზმაძე საზოგადოებისთვის, შეგნებულად, სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობს“
დავით ჩიხელიძე
„სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა დასავლური დემოკრატიული ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკაა. შესაბამისად, კონკრეტული პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თავისთავად, არც განსაკუთრებული შემთხვევაა და არც „დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა“. ეს სამართლებრივი/დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველდღიური რეალობის ნაწილია. რაზმაძე ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილად აქციოს, ფაქტებს ამახინჯებს და საზოგადოებას ისეთ სურათს უხატავს, რომელიც რეალობასთან კავშირში არ არის. პარადოქსია, მაგრამ რაზმაძის პოზიციაში და მის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაში უცნაური არაფერია, რადგან რაზმაძისგან სიცრუის ტირაჟირებას მიჩვეულნი ვართ“
დავით ჩიხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო ფოჩხუა თორნიკე რაზმაძეზე: ქვეყნის პრემიერის გინება ან აუგად მოხსენიება დასჯადია, იცის ეს ამ პატარა კაცმა, მაგრამ თავის მრევლს აჩვენებს თითქოს რუსების გინებისთვის სჯის ხელისუფლება, პატარა ბავშვიც კი არ დაიჯერებს ამასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები