ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე - ანკლავები და ექსკლავები საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა არსებობდეს

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ანკლავები და ექსკლავები აღარ უნდა არსებობდეს და მხარეებმა ტერიტორიები უნდა გაცვალონ. მისი თქმით, ქვეყნებმა ერთმანეთს არანაირი მოთხოვნა არ უნდა წაუყენონ, მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებით.

ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე - ანკლავები და ექსკლავები საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა არსებობდეს
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე - ანკლავები და ექსკლავები საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა არსებობდესინტერპრესნიუსი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოადგინა, როგორი შეიძლება იყოს მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„სომხეთის ტერიტორია 29.743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს. საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე ამ ჩარჩოებში უნდა მოხდეს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ანკლავებსა და ექსკლავებზე და განაცხადა, რომ ისინი არ უნდა არსებობდეს.

„საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა იყოს ანკლავები ან ექსკლავები. ანუ ორმა ქვეყანამ - სომხეთმა და აზერბაიჯანმა - ზუსტად განსაზღვრული ფართობის ტერიტორიები უნდა გაცვალონ. ყველა გზა და საკომუნიკაციო მარშრუტი ღია უნდა იყოს TRIPP-ის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის] ფარგლებში, თუმცა არა მხოლოდ TRIPP-ის ფარგლებში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს არანაირი მოთხოვნა არ უნდა წაუყენონ და ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს თავი უნდა დაანებონ.

„არანაირი მოთხოვნა, მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებით, არც გარდმან-შირვან-ნახიჩევანის ლოგიკით და არც დასავლეთ აზერბაიჯანის ლოგიკით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია: რეალურად არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ მშვიდობამ ასეთი სახე მიიღოს? თურქმენეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ წინასწარი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მშვიდობას ასეთი სახე მივცეთ. უახლოეს მომავალში სწორედ ამ შესაძლებლობის რეალიზებით, მისი რეალობად ქცევით დავკავდებით”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სომხეთის ტერიტორია 29.743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს. საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე ამ ჩარჩოებში უნდა მოხდეს“
„საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა იყოს ანკლავები ან ექსკლავები. ანუ ორმა ქვეყანამ - სომხეთმა და აზერბაიჯანმა - ზუსტად განსაზღვრული ფართობის ტერიტორიები უნდა გაცვალონ. ყველა გზა და საკომუნიკაციო მარშრუტი ღია უნდა იყოს TRIPP-ის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის] ფარგლებში, თუმცა არა მხოლოდ TRIPP-ის ფარგლებში“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?