ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს 2031 წლამდე მოაწერენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი მიზანია, 2031 წლამდე ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ და მოახდინონ მისი რატიფიცირება.

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს 2031 წლამდე მოაწერენ
ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს 2031 წლამდე მოაწერენიმედინიუსი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი მიზანია 2031 წლამდე ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ და მისი რატიფიცირება მოახდინონ.

როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მისთვის პრიორიტეტულია.

„საკუთარ თავს დავუსახე მიზანი და კონკრეტული ვადები - მივაღწიო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას 2031 წლამდე. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაცაა. მაგრამ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვთვლი, რომ ჩემი პირადი დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა 2031 წლამდე მოვახერხოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული მიზანი არ არის ახალი. მან აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ხედავს.

ფაშინიანმა აგრეთვე დასძინა, რომ მთავრობამ სხვა სტრატეგიული პროგრამების განვითარება არ უნდა დაივიწყოს. აღნიშნულ კონტექსტში მან ტრამპის მარშრუტი (TRIPP) აღნიშნა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკუთარ თავს დავუსახე მიზანი და კონკრეტული ვადები - მივაღწიო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას 2031 წლამდე. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაცაა. მაგრამ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვთვლი, რომ ჩემი პირადი დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა 2031 წლამდე მოვახერხოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე - ანკლავები და ექსკლავები საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა არსებობდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები