პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანკლავები და ექსკლავები არ უნდა იყოს - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანკლავები და ექსკლავები არ უნდა დარჩეს და ორმა ქვეყანამ შესაბამისი ზომის ტერიტორიები უნდა გაცვალოს. პრემიერ-მინისტრმა სამშვიდობო შეთანხმების შემდგომი კომუნიკაციებისა და საზღვრის დელიმიტაციის ხედვა წარადგინა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანკლავები და ექსკლავები არ უნდა იყოს - ნიკოლ ფაშინიანი
რუსთავი 2

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ.

ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები სოციალურ ქსელში გამოთქვა.

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანკლავები და ექსკლავები არ უნდა იყოს.

„როგორი უნდა იყოს მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ? სომხეთის ტერიტორია 29 743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს. საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია ალმა-ატას დეკლარაციას უნდა ეფუძნებოდეს.

ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი შემდეგი ფორმულით უნდა გადაწყდეს: საზღვრის ორივე მხარეს არ უნდა იყოს ანკლავები ან ექსკლავები; ანუ ორმა ქვეყანამ - სომხეთმა და აზერბაიჯანმა - უნდა გაცვალონ შესაბამისი, ზუსტი ზომის ტერიტორიები.

ყველა გზა და საკომუნიკაციო გზა უნდა გაიხსნას TRIPP პროექტის ფარგლებში, მაგრამ არა მხოლოდ მის ფარგლებში. ყველა საკომუნიკაციო გზა უნდა ფუნქციონირებდეს და იყოს ღია, მათ შორის, სომხეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის გავლით და აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანში სომხეთის გავლით, კომუნიკაციის უზრუნველყოფის ლოგიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე - ანკლავები და ექსკლავები საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა არსებობდეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფაშინიანმა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიფაშინიანმა ბაქოს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს 2031 წლამდე მოაწერენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები