“მოუთმენლად ველით თურქეთთან სომხეთის საზღვრის გახსნას” – ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ სომხეთი მოუთმენლად ელის თურქეთთან საზღვრის გახსნასა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, რაც საერთაშორისო ლოგისტიკას შეცვლის. მან ასევე ისაუბრა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე.

„მოუთმენლად ველით თურქეთთან სომხეთის საზღვრის გახსნას“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „კონკორდიას“ ყოველწლიური სამიტის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თურქეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენაც იქნება.
„უპირველეს ყოვლისა, გვექნება სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანთან. მოუთმენლად ველით თურქეთთან სომხეთის საზღვრის გახსნას და, ამ ფარგლებში, სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასაც. უფრო ფართო გაგებით კი, ეს მთლიანად შეცვლის საერთაშორისო ლოგისტიკას, რადგან საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს ახალ მარშრუტს, ახალ გზას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, — განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე და განაცხადა, რომ TRIPP-ის პროექტის პარალელურად შესაძლებელია სარკინიგზო კავშირის ამოქმედება სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის.
სომხეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია. ბოლო წლებში ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობები გააქტიურდა. მხარეებმა სპეციალური წარმომადგენლების ფორმატში მოლაპარაკებები განაახლეს და საზღვრის გახსნის საკითხზეც იმსჯელეს. ამ პროცესის ფარგლებში შეთანხმებულია, რომ საზღვარი თავდაპირველად მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის გაიხსნას, თუმცა შეთანხმებების სრულად ამოქმედების ვადები და ფორმატი კვლავ მხარეების შემდგომ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„უპირველეს ყოვლისა, გვექნება სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანთან. მოუთმენლად ველით თურქეთთან სომხეთის საზღვრის გახსნას და, ამ ფარგლებში, სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასაც. უფრო ფართო გაგებით კი, ეს მთლიანად შეცვლის საერთაშორისო ლოგისტიკას, რადგან საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს ახალ მარშრუტს, ახალ გზას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…