ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებობს აუცილებლობა დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისთვის, რათა ახალი მიმართულებები განვითარდეს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება „აი სი ემ ი ჰელს ქეართან“ გააფორმა. მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, სამშენებლო პროექტი ერთ წელში მომზადდება, პარალელურად კი არსებული შენობის განვითარება გაგრძელდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებობს აუცილებლობა დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისთვის, რათა ახალი მიმართულებები განვითარდეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებობს აუცილებლობა დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისთვის, რათა ახალი მიმართულებები განვითარდესრუსთავი 2

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება.

ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია "აი სი ემ ი ჰელს ქეართან" ხელშეკრულება გააფორმა.

ახალ კორპუსში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული კომპლექსური სამედიცინო მომსახურების მიმართულებები.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი პროცედურების შედეგად, კომპანიას უკვე გააჩნია საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება.

"აუცილებლობა არსებობს დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისთვის, იმისთვის, რომ ახალი დეპარტამენტები და ახალი მიმართულებები განვითარდეს. ამისთვის აუცილებელია იმავე ტერიტორიაზე ახალი შენობების აღმართვა, რადგან ეს იყოს მაქსიმალურად თავსებადი საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე პირობებისთვის და მოთხოვნებისთვის. ჩვენ მიერ შერჩეული იქნა შესაბამისი პროცედურების შედეგად კომპანია, რომელსაც აქვს საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება. დაახლოებით ერთ წლამდე ვადის განმავლობაში დაიდება სამშენებლო პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე განვითარდება შემდგომი სამშენებლო პროცესები, პარალელურად, ბუნებრივია არსებული შენობის განვითარებაზეც მიმდინარეობს მუშაობა." - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აუცილებლობა არსებობს დამატებითი სამშენებლო სამუშაოებისთვის, იმისთვის, რომ ახალი დეპარტამენტები და ახალი მიმართულებები განვითარდეს. ამისთვის აუცილებელია იმავე ტერიტორიაზე ახალი შენობების აღმართვა, რადგან ეს იყოს მაქსიმალურად თავსებადი საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე პირობებისთვის და მოთხოვნებისთვის. ჩვენ მიერ შერჩეული იქნა შესაბამისი პროცედურების შედეგად კომპანია, რომელსაც აქვს საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება. დაახლოებით ერთ წლამდე ვადის განმავლობაში დაიდება სამშენებლო პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე განვითარდება შემდგომი სამშენებლო პროცესები, პარალელურად, ბუნებრივია არსებული შენობის განვითარებაზეც მიმდინარეობს მუშაობა.“
მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?