ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი კორპუსი აშენდება, რომლის დაპროექტებაზეც ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება გააფორმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდებაPOSTV

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება გააფორმა.

ახალ კორპუსში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული კომპლექსური სამედიცინო მომსახურების მიმართულებები, მათ შორის, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, გადაუდებელი დახმარებისა და რადიოლოგიის დეპარტამენტები.

აღნიშნული სერვისები არსებული შენობიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში გადაინაცვლებს.

რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, განახლდება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობებიც.

ახალი კორპუსის დაპროექტებისთვის შერჩეულ საერთაშორისო კომპანიას სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?