ლევან სანიკიძე: პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა - “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს”
ლევან სანიკიძე: საბედნიეროდ მთელი დასავლური სამყარო, ევროპარლამენტი, სენატი, კონგრესი, მსოფლიო ლიდერები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მიშა პუტინის პირადი პატიმარია.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე:
მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!
ამაში თუ ეჭვი შეგაქვს, გილოცავ! - შენ ხარ სტანდარტული ქოცი.
თუ პოლიპატიმარს და ამ ქვეყნის გამრუსებელს ათანაბრაბრებ, მაშინ უკვე ქოცზე უარესი!
პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა - “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს”.
საბედნიეროდ მთელი დასავლური სამყარო, ევროპარლამენტი, სენატი, კონგრესი, მსოფლიო ლიდერები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მიშა პუტინის პირადი პატიმარია.
ამავეს ადასტურებდა არჩევნებამდე ჩატარებული ყველა ადგილობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას.
მარტივად ავხსნათ:
1. მიშა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ სამოქალაქო აქტივისტს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ბიძინა მიშას მისცემდა ამის ფუფუნებას?
2. მიშა გაასამართლეს სანქცირებულმა, კორუმპირებულმა მოსამართლეებმა. აი, იმათმა ახლა ვინც ბიჭებს ასამართლებენ. მიშასთან უმაღლესი სტანდარტები დაიცვეს და ახლა გაბოროტდნენ?
3. სააკაშვილის ყველა საქმე პირადად შეკერა ივანიშვილის ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰყავს დასანქცირებული და გუშინ, 9 მაისს პუტინთან ერთად იდგა წითელ მოედანზე.
4. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა თავად ოცნების არაერთ მაღალჩინოსანს აქვს დადასტურებული - “შეეშვას პოლიტიკას და შევეშვებითო”.
5. ჩართეთ რუსული პროპაგანდისტული არხები და მიხვდებით ვისი შეკვეთითა და დაკვეთით ზის მიშა ციხეში. მკიდია, საქართველოში არათუ ყოფილი პრეზიდენტს, არამედ არავის დავაჩაგვრინებ რუსს.
უბრალოდ უნამუსობაა რაც გუშინ მოხდა. ამიტომ მინდა ევროპა, არც ბიძინამ, არც მიშას სიძულვით შეპყრობილმა მიშას ყოფილმა მადიდებელმა არ უნდა გადამიწყვიტოს აქციაზე რა ბანერით მივალ.
პროვოკაცია იყო და მეტი არაფერი. ვინც პირში წყალს იგუბებთ და ამ მავნებლობას არ იმჩნევთ, ისინიც თანამონაწილეები ხართ.
ღმერთმა დამიფაროს ბიძინას, პუტინს, სიმონიანს და თეა წულუკიანს დავემთხვე რამეში.
სიმართლეს გაუმარჯოს!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…