ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი - ანი წითლიძე

ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის ეროვნული სირცხვილია და რეჟიმის დამარცხება მხოლოდ მისი თავისუფლებით არის შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი - ანი წითლიძე
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი - ანი წითლიძეTV პირველი

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი - რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია და ის გადის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია ოპოზიციურ სპექტრში, რომელიც 2012 წლიდან დღემდე იბრძვის არ გაიყიდა და არ დანებდა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ამბავი, ეს არის ქვეყნის ეროვნული სირცხვილი. თუ შენ შეეგუე იმას, რომ ციხეში გიზის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსების დავალებით, რომელმაც პირველმა პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა ამ ქვეყნაში, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსულ ოკუპაციას, განვითარების გზაზე ამაყად ატარა ცხრა წლის განმავლობაში საქართველო. ეს ნიშნავს, რომ შენ შეეგუე რუსულ ოკუპაციას , - განაცხადა წითლიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.