მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ოპოზიციის თუ გარე აქტორების ეს მცდელობა ქვეყნის კურსს ვერ შეცვლის.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ გავრცელებულ შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მსგავსი მცდელობები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ქვეყნის ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოს იზოლაციის შესახებ ნარატივის შექმნასა და დამკვიდრებას გარკვეული პოლიტიკური ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ.
„ეს ძალისხმევა დღესაც გრძელდება როგორც ჩვენს ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან თუ ოპოზიციის მხრიდან, ისე გარკვეული აქტორების მხრიდან ქვეყნის გარეთ, თუმცა ეს არის აბსოლუტურად უშედეგო ძალისხმევა, აბსოლუტურად გაუმართლებელი და არანაირი მნიშვნელობა მას არა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესს აგრძელებს და ოპოზიციისა და გარკვეული ძალების მხრიდან წარმოებული კამპანია ამ კურსს ვერ შეცვლის.
„ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვან ბრძოლაში საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი ინტერესების დასაცავად და ეს ძალისხმევა, რაც მოდის ოპოზიციისა და გარკვეული ძალების მხრიდან, ვერ შეუშლის ხელს საქართველოს“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ გარკვეულ აქტორებს ჰქონდათ დღის წესრიგი, საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, რაც საფუძველს მოკლებულია, ეს არის გაუმართლებელი და უშედეგო ძალისხმევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია
მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის შესახებ საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია”
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვან ბრძოლაში საკუთარი სუვერენიტეტის, საკუთარი ინტერესების დასაცავად და ეს ძალისხმევა, რაც მოდის ოპოზიციისა და გარკვეული ძალების მხრიდან, ვერ შეუშლის ხელს საქართველოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…