თამუნა მჭედლიშვილი: მიმართვა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს!
თამუნა მჭედლიშვილი: საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი, უცხო მიწაზე ვცხოვრობ, მაგრამ ვერც აქ ვპოულობ სიმშვიდეს, რადგან ჩემი შვილი, მათე დევიძე, პატიმრობაში იმყოფება. მათე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავდა.

მათე დევიძის დედა თამუნა მჭედლიშვილი:
მიმართვა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს!
მოგმართავთ როგორც დედა, რომელიც იძულებული გახდა, საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში, პოლონეთში წასულიყო, რადგან საქართველოში ვერ შეძლო ღირსეული შრომითა და ადამიანური პირობებით ცხოვრება.
საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილი, უცხო მიწაზე ვცხოვრობ, მაგრამ ვერც აქ ვპოულობ სიმშვიდეს, რადგან ჩემი შვილი, მათე დევიძე, პატიმრობაში იმყოფება. მათე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფლებასა და სამართლიანობას იცავდა.
მას შემდეგ ჩემი ცხოვრება მუდმივ ტკივილად იქცა. იძულებული ვარ, უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს, ვიცხოვრო და ყოველდღიურად იმაზე ვიფიქრო, რომ ჩემი შვილი ციხეშია, მე კი არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავეხუტო, გვერდით დავუდგე და მისთვის ყველაზე რთულ წუთებში დედის სითბო გავუზიარო.
ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალობა: დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში, ოჯახები დაშორებული და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი. ხელისუფლებამ ჯერ საკუთარი ქვეყნიდან წასვლა მაიძულა, ახლა კი ჩემი შვილის თავისუფლებაც წამართვა.
დღეს თქვენ მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით და უმოკლეს ვადაში მიიღოთ ქმედითი ზომები მათე დევიძის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირის შესაბამისმა ინსტიტუტებმა:
1. გამოყონ პასუხისმგებელი წარმომადგენელი, მათე დევიძის საქმისა და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის შესასწავლად;
2. მისი საქმე პირდაპირ განიხილონ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შესაბამის ქართულ სახელმწიფო უწყებებთან;
3. საჯაროდ გამოხატონ პოზიცია მისი პატიმრობისა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნის გარემოებებთან დაკავშირებით;
4. განიხილონ ყველა შესაძლო დიპლომატიური და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც მისი გათავისუფლების ხელშეწყობას შეძლებს
რამდენი ოჯახი უნდა დაინგრეს კიდევ? რამდენი დედა უნდა დარჩეს შვილის გარეშე? რამდენი ადამიანი უნდა კარგავდეს თავისუფლებას იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის მომავალზე საკუთარი აზრი გამოხატა?
მე უკვე დავკარგე სამშობლოში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ახლა ჩემი შვილის თავისუფლებისთვის მიწევს ბრძოლა უცხო ქვეყნიდან, უცხო ცის ქვეშ.
მათე დევიძე უდანაშაულოა. ის პოლიტიკური პატიმარია და მისი ადგილი ციხეში არ არის!
გთხოვთ, მოისმინოთ დედის ხმა, რომელიც ორ წელზე მეტია, საკუთარი შვილის თავისუფლებას ითხოვს. ნუ დაუშვებთ, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დაიკარგოს. ვითხოვ საერთაშორისო საზოგადოების რეალურ ჩართულობას და ჩემი შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
თავისუფლება მათე დევიძეს!

An Appeal to the Council of Europe, the European Commission, and the Ambassadors of EU Member States to Georgia
I am addressing you as a mother who was forced to leave her homeland and move to Poland as an emigrant because I was unable to live in Georgia with dignity through honest work and under humane conditions.
Separated from my own country, I live in a foreign country, but I cannot find peace even here, because my son, Mate Devidze, is in prison. Mate was arrested on November 19, 2024, while protesting the falsified elections and defending his country’s European future, freedom, and justice.
Since then, my life has become a constant struggle with pain. I am forced to live in a foreign country, far from my homeland, and every day I have to think about the fact that my son is in prison, while I have no opportunity to embrace him, stand by his side, or share a mother’s warmth with him during the most difficult moments of his life.
This is the reality of Georgia today: mothers in emigration, children in prison, families torn apart, and the country’s future uncertain. The government first forced me to leave my own country, and now it has taken away my son’s freedom as well.
Today, I am addressing you with a request to use all political and diplomatic leverage at your disposal in relation to the Georgian Dream government and to take effective measures as soon as possible to ensure the immediate release of Mate Devidze.
The relevant European Union institutions should:
1. Appoint a responsible representative to examine Mate Devidze’s case and the relevant legal documentation;
2. Address his case directly with the Delegation of the European Union to Georgia and the relevant Georgian state authorities;
3. Publicly express their position regarding his imprisonment and the circumstances surrounding his criminal prosecution;
4. Consider all possible diplomatic and political instruments that could help secure his release.
How many more families must be torn apart? How many more mothers must be left without their children? How many more people must lose their freedom simply because they have expressed their own opinions about the future of their country?
I have already lost the opportunity to live a dignified life in my homeland. Now I am forced to fight for my son’s freedom from a foreign country, under a foreign sky.
Mate Devidze is innocent. He is a political prisoner, and his place is not in prison!
I ask you to hear the voice of a mother who has been demanding her son’s freedom for more than two years. Every further delay prolongs an unacceptable injustice. I call for the genuine involvement of the international community and the immediate release of my son.
Freedom for Mate Devidze!
European Union in Georgia European External Action Service - EEAS European Parliament European Commission Council of the European Union
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპოლიტპატიმარ მათე დევიძის დედა ევროკომისიას და ევროპის საბჭოს მიმართავს
"დედები ემიგრაციაში, შვილები ციხეში" - მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს
მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს
მათე დევიძის დედა ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს მიმართავს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…