თამო კეშელავა: გამოიყვანეთ ის 68 ოჯახიც კორპუსიდან და მათაც, ანუ, ყველას მიეცით კუთვნილი ბინები და იმის იქეთ, ვისაც რა გინდათ ის აჩუქეთ, ისედაც ოხრად გიყრიათ დაკეტილი ბინები, თითო ჩინოვნიკზე რამდენი მოდის ვერ ვითვლით...
თამო კეშელავა: ივანიშვილმა ვისაც რა უნდა ის უყიდოს, ამ ადამიანებს, ამ 90 ოჯახს, ყველას ანუ ამ კორპუსიდან, ყველას ეკუთვნის დედაქალაქისგან საცხოვრებელი ბინები და მიეცით!

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ივანიშვილმა ვისაც რა უნდა ის უყიდოს, ამ ადამიანებს, ამ 90 ოჯახს, ყველას ანუ ამ კორპუსიდან, ყველას ეკუთვნის დედაქალაქისგან საცხოვრებელი ბინები და მიეცით!
გამოიყვანეთ ის 68 ოჯახიც კორპუსიდან და მათაც, ანუ, ყველას მიეცით კუთვნილი ბინები და იმის იქეთ, ვისაც რა გინდათ ის აჩუქეთ, ისედაც ოხრად გიყრიათ დაკეტილი ბინები, თითო ჩინოვნიკზე რამდენი მოდის ვერ ვითვლით...
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ფონიჭალაში აფეთქების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს ახალ საცხოვრებელ ბინებს ჰპირდება.
ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის წერილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“, — ნათქვამია წერილში.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…