ნინო ჯიბლაძე: იწყებენ პირდაპირ ძლიერების გვერდში დგომიდან და არავის სცალია იმ მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის ან უბრალოდ პატიოსანი მშრომელი ადამიანებისთვის, ვინც ისეა გადაქანცული უთვალავი პრობლემისგან...
ნინო ჯიბლაძე: იცით რა მგონია, რატომ ვართ ასე? იმიტომ რომ არავის არასდროს აზრად არ მოუვიდა დაეწყო ყველაზე დიდი პრობლემებიდან. დაეწყო გაჭირვებული ადამიანებიდან. დაეწყო უმწეო მოხუცებიდან, უსახსროდ დარჩენილი დედებისგან, შშმ პირების ოჯახებიდან, უსახლკაროდ დარჩენილებისგან, ქუჩის ძაღლებისგან - არავის და არასდროს ეს არ მოუვიდა თავში აზრად.

„გალფის“ ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე:
იცით რა მგონია, რატომ ვართ ასე?
იმიტომ რომ არავის არასდროს აზრად არ მოუვიდა დაეწყო ყველაზე დიდი პრობლემებიდან. დაეწყო გაჭირვებული ადამიანებიდან. დაეწყო უმწეო მოხუცებიდან, უსახსროდ დარჩენილი დედებისგან, შშმ პირების ოჯახებიდან, უსახლკაროდ დარჩენილებისგან, ქუჩის ძაღლებისგან - არავის და არასდროს ეს არ მოუვიდა თავში აზრად.
არადა ეს არის სწორი მმართველობა, გაასწორო ის რაც გასასწორებელია და ამასთან ერთად აშენო უკეთესი.
მაგრამ არავის ეს არ უნდა - უნდათ პირდაპირ მიჯრით მიწყობილი 40 სართულიანი კორპუსების მშენებლობა (რომლებიც ერთ დღეს უარეს შედეგს გამოიღებს აუცილებლად, რადგან ძალიან იშვიათად შენდება აქ რამე ხარისხიანად)
იწყებენ პირდაპირ ძლიერების გვერდში დგომიდან და არავის სცალია იმ მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის ან უბრალოდ პატიოსანი მშრომელი ადამიანებისთვის, ვინც ისეა გადაქანცული უთვალავი პრობლემისგან და ყოველდღიურობისგან, რომ ვერ ამჩნევს საკუთარ კორპუსში როგორ დაიწყო გაზმა გაჟონვა… აი ესე ვცხოვრობთ, სიმართლე მწარეა - მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…