გია ხუროშვილი: ღამით ჩუმად რომ შეიპარებით სახლში ჩხრეკაზე, ქურდები ხართ თუ გამომძიებლები?
ხუროშვილი 2004-2012 წლებში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლიდან იყო საბურთალოს რაიონის გამგებელი. ის უკვე წლებია ემიგრაციაშია და აშშ-ში ცხოვრობს.

„ღამით ჩუმად რომ შეიპარებით სახლში ჩხრეკაზე, ქურდები ხართ თუ გამომძიებლები? თან დაძინებულ ადამიანს რომ ჰკითხავ- ემიგრაციაში მყოფი შენი ოჯახის წევრი სად არის იმის საძებრად მოვედითო! სრული “ბეზპრიდელია”- ტოტალური დევნა უკვე ნათესავებსაც შეეხოთ!……= სხვა დეტალებს ჯერ არ ვასაჯაროებ, ვუფრთხილდები კონფიდენციალურობას, რადგან საქართველოში ადამიანებს საფრთხის ქვეშ აცხოვრებენ. ვინმეს გსმენიათ მსგავსი „ქურდული შეპარვები” ამათ ჰქვიათ პოლიცია და სუსი?!“ - წერს გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში.
ხუროშვილი 2004-2012 წლებში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2013 წლიდან იყო საბურთალოს რაიონის გამგებელი. ის უკვე წლებია ემიგრაციაშია და აშშ-ში ცხოვრობს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…