“აფთიაქში ვარ ბრუკლინში, – ვიღაც დაჟინებით მიყურებს და თან ტელეფონით მიღებს!” – გია ხუროშვილი
ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრუკლინში, აფთიაქში ყოფნისას, როდესაც კობა ხაბაზის გამოსვლას უსმენდა, უცნობი პირი ტელეფონით იღებდა, დაემუქრა და გაიქცა.

ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვოლი:
აფთიაქში ვარ ბრუკლინში, რიგს ველოდები, წამალს როდის გაამზადებენ და ვუსმენ კობა ხაბაზის გამოსვლას, სადაც საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე და მიშაზე!
უეცრად შევამჩნიე, რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებს და თან ტელეფონით მიღებს!
ვეკითხები ვინ ბრძანდებით მეთქი:
მპასუხობს: მე ყველაფერი ჩავიწერე, რასაც უსმენდით ეხლა! ამას შესაბამის სამსახურებს გადავცემო დამემუქრა და გაიქცა!
ნეტავ ის მაინც ეთქვა ვინ იყო რატომ
დამყვებოდა, რატომ მიწერდა? მიცნო და ამიტომ თუ ვერ მიცნო და უბრალოდ ჩემი შეხედულება არ მოეწონა და მაშინებდა!
გაგაგიჟებს ეს ხალხი!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…