თამო კეშელავა: ბაგა ბაღმა მშობლებს უთხრა, რა გინდათ, დაბალმა ძაბვამ დაარტყა თქვენს შვილებსო, ანუ, ცოცხლები არიანო და გაჩუმდითო...
თამო კეშელავა: ბაგა ბაღმა მშობლებს უთხრა, რა გინდათ, დაბალმა ძაბვამ დაარტყა თქვენს შვილებსო, ანუ, ცოცხლები არიანო და გაჩუმდითო... ამათ ხელში, ყველა ბაღი დასახურია უკვე, ან მალე მივა მაგ ზღვრამდე...

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ბაგა ბაღმა მშობლებს უთხრა, რა გინდათ, დაბალმა ძაბვამ დაარტყა თქვენს შვილებსო, ანუ, ცოცხლები არიანო და გაჩუმდითო...
ბავშვებს სასწრაფოც კი არ გამოუძახეს, ამბავი რომ მიეჩქმალათ. ახედეს, ცოცხლები არიან და ეგაა.
გამოეთრა ბაღების სააგენტო და აგერ მე მაქვს ფურცელი, რომ მანდ ელექტროგაყვანილობა კარგადაა გაკეთებულიო და სხვა რა ვიციო...
გადავიხევ ამ ფურცელს თავზე, შევჭამ ნაკუწ–ნაკუწ, ავწევ @რაკს, მივალ და პირადად გავაკონტროლებ მთელს შენობაში ელექტროენერგიის შემოწმების პროცესს, რომ კუთხეც არ დატოვონ შეუმოწმებელიო, მერე კი, ელექტროხაზის გამყვანსაც დავსჯი და ამ ფურცლის გამცემსაცო კი არა, აგერ მაქვს ფურცელიო...
პაწუა ბავშვები ჰყავთ მშობლებს დასტრესილი, დენდარტყმული და გაიკეთე ეგ ფურცელი ერთ ადგილას, ბრიყვო. პირიქით, დანაშაულის მაჩვენებელია ეგ ფურცელი, ცუდის მტკიცებულებაა, ანუ, – ჯერ ხომ არასწორად გაკეთდა და მერე არასწორად შემოწმებულა, გამოდის!
ამათ ხელში, ყველა ბაღი დასახურია უკვე, ან მალე მივა მაგ ზღვრამდე...
ცნობისათვის, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 109-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.
მშობლის ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ დაწესებულებას სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი არ გამოუძახებია, რათა ამბავი არ გახმაურებულიყო.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…