ნინი მანჯგალაძე: პენიტენციურმა სამსახურმა „სიცრუე“ და „სპეკულაცია“ მიწოდა და იმავე განცხადებაში თავადვე დაადასტურა ყველაფერი, რაც ვთქვი
ნინი მანჯგალაძე: თავისსავე ტექსტში უწყება წერს, რომ პაატა მანჯგალაძემ გამოკითხვაში დაადასტურა: „წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა.“ ანუ ფაქტი ნამდვილად მოხდა. უბრალოდ, უწყებამ ჯერ მხოლოდ 10 ნოემბერი შეამოწმა, მერე თქვა, გუშინ არაფერი ყოფილაო, და ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღით ადრე მოხდა, „უბრალო კითხვად“ გაატარა, რადგან „გაგრძელება არ მოჰყოლია“.

ნინი მანჯგალაძე, პაატა მანჯგალაძის შვილი:
თურმე დღეს პენიტენციურმა სამსახურმა „სიცრუე“ და „სპეკულაცია“ მიწოდა და იმავე განცხადებაში თავადვე დაადასტურა ყველაფერი, რაც ვთქვი.
თავისსავე ტექსტში უწყება წერს, რომ პაატა მანჯგალაძემ გამოკითხვაში დაადასტურა: „წარსულში, კიბის უჯრედთან გადაადგილების დროს მისთვის უცნობი პატიმარი დაინტერესდა, თუ რომელ საკანში იმყოფებოდა.“
ანუ ფაქტი ნამდვილად მოხდა. უბრალოდ, უწყებამ ჯერ მხოლოდ 10 ნოემბერი შეამოწმა, მერე თქვა, გუშინ არაფერი ყოფილაო, და ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღით ადრე მოხდა, „უბრალო კითხვად“ გაატარა, რადგან „გაგრძელება არ მოჰყოლია“.
მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა და არა 10 ნოემბერს. მაგრამ მთავარ კითხვას პენიტენციურმა მაინც არ უპასუხა: როდესაც №8 დაწესებულებაში ყოფილი დეპუტატი და პოლიტპატიმარი გადაჰყავთ, რატომ არ იყო კიბეზე მოძრაობა დაკეტილი და როგორ აღმოჩნდა მის გვერდით უცხო პატიმარი, რომელიც მისი საკნის ნომრით ინტერესდებოდა?
ზუსტად იმიტომ გავახმაურე ეს ამბავი, რომ მაგ შეხვედრას „გაგრძელება“ აღარ მოჰყვეს. მამაჩემის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ფურცელზე დაწერილი ოქმებით არ იხსნება ის ბოლომდე თქვენ გეკისრებათ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…