დღეს, პოეტ ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა
"ჩემი ცხოვრების მიზანი, პრინციპი და კრედო არის, თუ მისხლისოდენად მაინც შევძელი, გულმოწყალება. ესაა, რაც მომწონს ადამიანშიც და სამყაროშიც" – ბესიკ ხარანაული.

მწერალსა და პოეტს, ბესიკ ხარანაულს რომელიც 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში დღეს, 87 წელი შეუსრულდა.
პოეტის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.
"ჩემი ცხოვრების მიზანი, პრინციპი და კრედო არის, თუ მისხლისოდენად მაინც შევძელი, გულმოწყალება. ესაა, რაც მომწონს ადამიანშიც და სამყაროშიც" – ბესიკ ხარანაული.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…