საზოგადოება · 11 ნოემბერი, 21:16
დიდუბეში ორი ადამიანი მოკლეს
თბილისში, დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ორი ადამიანი ჩაცხრილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისში, დიდუბეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ ერთ-ერთ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულები სავარაუდოდ 60 წელს გადაცილებული ქალი და მამაკაცი არიან.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
„პირველების“ ცნობით, მოკლულია ცოლ-ქმარი, რომელსაც ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლი გაუხსნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…