საზოგადოება · 11 ნოემბერი, 21:02
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მკვლელობა მოხდა - მოკლულია 2 პირი
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტალის მიმდებარედ ორი ადამიანი მოკლეს, ადგილზე კი საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მობილიზებაა.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ადგილზე მკვლელობა მოხდა, მოკლულია ორი ადამიანი.
"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევასა და ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…