ცოლ-ქმარს 2 ნიღბიანი პირი ლიფტში შეჰყვა და ესროლა - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე ცოლ-ქმარი მოკლეს — „ტვ პირველის“ ცნობით, სახლში მიმავალ წყვილს სადარბაზოს ლიფტში ორმა ნიღბიანმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

"პირველებმა" თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - მოკლულია ცოლ-ქმარი.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
როგორც "პირველებს" ეუბნებიან, ცოლ-ქმარი სავაჭეო ცენტრ "საბაშია" დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება დიდუბეში, გერმანული ჰოსპიტლის გვერდით, ცენტრ-პოინტის საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…