ანა ბუჩუკური - ჩვენ გვეუბნებიან, რატომ არ ემიჯნებით გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობასო - ის „ოცნების“ ნაწილი იყო და ივანიშვილმა წარადგინა პრემიერად, ორჯერ! მაშინ არავინ გამიჯვნია, პირიქით, დააწინაურეს, დანაშაული აღმოჩნდა მაშინ, როცა ოპოზიციონერი გახდა
ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველი გუნდი განსხვავებულ აზრს ებრძვის, ხოლო გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობა „ქართული ოცნებისთვის“ დანაშაული მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ის ოპოზიციაში გადავიდა.

2019 წელს გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ნაწილი იყო და ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერად ორჯერ წარადგინა. მაშინ არავინ გამიჯვნია, პირიქით, დააწინაურეს, დანაშაული კი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ოპოზიციონერი გახდა, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.
მისი განმარტებით, მმართველი გუნდის მხრიდან წარდგენილი სარჩელი რეალურად განსხვავებულ აზრთან ბრძოლაა.
„ოცნება“ ებრძვის განსხვავებულ აზრს. როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჩვენც და მედიაც ვეკითხებით, თუ კონკრეტულად რაში სდებენ ბრალს ამა თუ იმ პარტიას - ამ შემთხვევაში, „გახარია საქართველოსთვის“ - იქ ჩაყრილია 2019 წლის მოვლენები, როგორიც არის 20 ივნისის მოვლენები... დღეს ბერდიამ არაჩვეულებრივად უპასუხა ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმაზე... თუნდაც მათ ლოგიკას რომ გავყვეთ, ჩვენ გვეუბნებიან, რატომ არ ემიჯნებით გიორგი გახარიას 2019 წლის საქმიანობასო.
2019 წელს ის „ქართული ოცნების“ ნაწილი იყო და ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა პრემიერად, ორჯერ! მაშინ არავინ გამიჯვნია, პირიქით, დააწინაურეს; დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. დანაშაული აღმოჩნდა მაშინ, როდესაც გიორგი გახარია ოპოზიციონერი გახდა“- განაცხადა ანა ბუჩუკურმა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…