გია გაჩეჩილაძე: ევროკავშირი კიდევ უფრო ძლიერდება: იქმნება ახალი გიგანტური ალიანსი! საქართველო კი იზოლაციისკენ მიექანება!
გია გაჩეჩილაძე: ევროკავშირი კიდევ უფრო ძლიერდება: იქმნება ახალი გიგანტური ალიანსი! საქართველო კი იზოლაციისკენ მიექანება! ევროკავშირი უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს და სრულიად ახალ გლობალურ ალიანსს აყალიბებს. კანადასთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან ერთად იქმნება ევროკავშირთან „უფრო მჭიდრო ასოცირების“ სრულიად ახალი სტატუსი.

პოლიტიკოსი გია გაჩეჩილაძე:
ევროკავშირი კიდევ უფრო ძლიერდება: იქმნება ახალი გიგანტური ალიანსი! საქართველო კი იზოლაციისკენ მიექანება!
ევროკავშირი უპრეცედენტო გეოპოლიტიკურ ნაბიჯს დგამს და სრულიად ახალ გლობალურ ალიანსს აყალიბებს. კანადასთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან ერთად იქმნება ევროკავშირთან „უფრო მჭიდრო ასოცირების“ სრულიად ახალი სტატუსი.
ამ გაერთიანებით იქმნება გლობალური გიგანტი, რომელიც ჯამში 523 მილიონ ადამიანს გააერთიანებს და 23 ტრილიონი დოლარის ეკონომიკით მსოფლიოში მე-2 ადგილს დაიკავებს! ამ მაჩვენებლით ალიანსი გადაასწრებს ჩინეთს (21 ტრილიონი $) და საგრძნობლად შეამცირებს სხვაობას აშშ-სთან (33 ტრილიონი $).
ეს სტატუსი შორს სცდება მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს - ის უპრეცედენტო თავდაცვით -სამხედრო ინტეგრაციას ითვალისწინებს:
• პარტნიორები მიიღებენ პირდაპირ წვდომას ევროპულ თავდაცვის ფონდსა (EDF) და იარაღის ერთობლივ წარმოებაზე.
• კანადისა და ავსტრალიის უმდიდრესი მინერალების საბადოები (ლითიუმი, კობალტი) ევროპული სამხედრო ქარხნების მთავარი საყრდენი გახდება, რაც დასავლეთს ჩინური მონოპოლიისგან დაიცავს.
• იქმნება ერთიანი ფარი კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული ომების წინააღმდეგ, სადაც პარტნიორები თავის უძლიერეს საზღვაო და სადაზვერვო გამოცდილებას ჩადებენ.
• ალიანსი მოიცავს სრულ წვდომას ხელოვნური ინტელექტის ერთობლივ პროექტებზე, ციფრულ ბაზარზე, ენერგეტიკასა და წამყვან სამეცნიერო პროგრამებზე.
ამ ახალი გლობალური გაერთიანების საბოლოო სახით დამტკიცება უახლოეს სამიტზე იგეგმება.
სანამ ევროკავშირი აჩვენებს, რომ პარტნიორობისთვის გეოგრაფიული დაშორებაც კი აღარ არის დაბრკოლება, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა ქვეყანას დასავლეთს აშორებს და იზოლაციისკენ მიაქანებს!
თანამედროვე მსოფლიოში იზოლაცია ნიშნავს სისუსტეს, სიღარიბეს და დაუცველობას! ევროკავშირთან დისტანცირებით საქართველო კარგავს არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს, არამედ სწრაფი განვითარების რეალურ პერსპექტივას.
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის სასწრაფო დაბრუნებას პროდასავლურ, დემოკრატიულ კურსზე ალტერნატივა არ გააჩნია! დროა დასრულდეს უვიცობის ეპოქა, სახელმწიფო მართოს ცოდნამ, გამოცდილებამ და ხალხისა და ქვეყნის რეალურმა სიყვარულმა!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…