საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: ბიზნესმენ ჯუსტალი ისიანის კომპანიამ ქუთაისის მერიისგან ₾465 000-იანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო...
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ივნისში, ბიზნესმენ ჯუსტალი ისიანის კომპანიამ ქუთაისის მერიისგან ₾465 000-იანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო, 2 თვის შემდეგ, 3 აგვისტოს კი ბიზნესმენმა ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ივნისში, ბიზნესმენ ჯუსტალი ისიანის კომპანიამ ქუთაისის მერიისგან ₾465 000-იანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო, 2 თვის შემდეგ, 3 აგვისტოს კი ბიზნესმენმა ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა.
"2026 წლის 3 აგვისტოს ჯუსტალი ისიანმა ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა. ეს პარტიისთვის მისი პირველი შემოწირულება იყო. მანამდე, 8 ივნისს, ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან, შპს მშენებელი 2018-თან, ფურცელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე 465 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ამ ტენდერში მშენებელი 2018 ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ჯუსტალი ისიანი კომპანიის 100%-იანი მფლობელია.
ტენდერის პირობით, პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 1.4 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები. მშენებელი 2018-მა ეს მოთხოვნა იმ სამუშაოებით დააკმაყოფილა, რომლებიც 2024–2025 წლებში თავად ქუთაისის მერიის სამ ხელშეკრულებაზე ქვეკონტრაქტორის სტატუსით შეასრულა. მერიამ ეს ხელშეკრულებები სხვა კომპანიებთან გააფორმა და სამივე შემთხვევაში მშენებელი 2018-ის ქვეკონტრაქტორად აყვანაზე თანხმობა გასცა. სამიდან ორ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო". - წერს TI.
ორგანიზაციის განცხადებით, ქუთაისის მერიას ჯუსტალი ისიანის კომპანიისთვის შესყიდვის კონტრაქტები პირდაპირ, ტენდერის გარეშეც აქვს გადაცემული
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…