პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ახალი CFD აუქციონის ფარგლებში გადაიხედება ტარიფები და დაემატება ახალი პროექტები - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძის განცხადებით, წლის ბოლომდე ახალი CFD აუქციონი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც ტარიფები გადაიხედება და ახალი პროექტები დაემატება, რადგან მოქმედი მედიანური ტარიფი ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის.

ახალი CFD აუქციონის ფარგლებში გადაიხედება ტარიფები და დაემატება ახალი პროექტები - მაია მელიქიძე
BM.GE

საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმის ამოქმედება იგეგმება. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ახალი CFD აუქციონი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც წინა ორი აუქციონის შედეგად განსაზღვრული სატარიფო პოლიტიკა გადაიხედება და ახალი ენერგეტიკული პროექტებიც დაემატება. ცვლილებების საჭიროებას სექტორში არსებული საინვესტიციო პირობები განაპირობებს.

მელიქიძის განმარტებით, მოქმედი მედიანური ტარიფი კერძო ინვესტორებისთვის უკვე აღარ არის მიმზიდველი, რადგან ინვესტიციების ამოღების პერიოდი გაიზარდა.

"რეალურად ყალიბდება ახალი მექანიზმი, რომელსაც ჰოლანდიურ მოდელს ვუწოდებთ. პირველი და მეორე CFD აუქციონების შედეგად დათვლილი მედიანური ტარიფი დღეს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს კერძო სექტორის მოთხოვნებს. საკითხი იმას ეხება, რომ გაიზარდა ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი, რაც იმდენად დიდი დარტყმაა სექტორისთვის, რომ ამ მოცემულობის გადახედვა დღის წესრიგში დადგა. რა თქმა უნდა, ჰიდროენერგეტიკას აქვს გამოწვევები და საქართველო ამის წინაშე უკვე მრავალი წელია დგას. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რეგიონებში არსებული პრობლემები, სადაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობაც. ჩვენი ინფორმაციით, ახალი CFD აუქციონი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც გადაიხედება წინა აუქციონების სატარიფო პოლიტიკა და დაემატება ახალი პროექტებიც",- ამბობს მაია მელიქიძე.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო ენერგეტიკის დარგის მხარდამჭერ ახალ მოდელზე მუშაობს. თუმცა მას ახალ მექანიზმთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია.

CFD აუქციონები საქართველოში 2023 და 2024 წლებში გაიმართა. ბოლო აუქციონში დაფიქსირებული მედიანური ტარიფები ასეთია - ჰიდროელექტროსადგურებისთვის მოდინებაზე - 6,5 ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6 ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ახალი გენერაციის სიმძლავრეების განვითარებასთან ერთად, ჩვენს მთავარ პრიორიტეტებად რჩება ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება და მეზობელ ქვეყნებთან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ურთიერთდამაკავშირებლების გაუმჯობესება - მარიამ ქვრივიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები