დიმიტრი ჩხეიძე: ჩვენი საზოგადოების მიერ ძალადობის აღქმის კვინტესენციას ვერა და ვერ ჩავწვდი. საინტერესო ფენომენია ჩვენში... (ვიდეო)
ჩვენი საზოგადოების მიერ ძალადობის აღქმის კვინტესენციას ვერა და ვერ ჩავწვდი. საინტერესო ფენომენია ჩვენში, ამ კადრებში მოქალაქეებს ვისაც ხედავთ ანუ სამოქალაქო ფორმაზეა საუბარი და ალბათ ხედავთ ქალბატონ მანანა არჩვაძესაც, სვეცკი წითელი ინწელიგენციის მხრიდან ისე იყვნენ შერაცხულნი, მათ დარბევას ბევრი ძალადობათ კი არა საერთოდ როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს ვერც აღიქვამდნენ “სექტა” დაარქვეს მარტივად.
ფოტო-ვიდეო კოლექციონერი, დიმიტრი ჩხეიძე:
ჩვენი საზოგადოების მიერ ძალადობის აღქმის კვინტესენციას ვერა და ვერ ჩავწვდი. საინტერესო ფენომენია ჩვენში, ამ კადრებში მოქალაქეებს ვისაც ხედავთ ანუ სამოქალაქო ფორმაზეა საუბარი და ალბათ ხედავთ ქალბატონ მანანა არჩვაძესაც, სვეცკი წითელი ინწელიგენციის მხრიდან ისე იყვნენ შერაცხულნი, მათ დარბევას ბევრი ძალადობათ კი არა საერთოდ როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს ვერც აღიქვამდნენ “სექტა” დაარქვეს მარტივად. ამ კადრებში აგრეთვე იხილავთ მერაბ კოსტავას ეზოში მოკლულ ლეგიტიმური ხელისუფლების ენერგრტიკის მინისტრის მოადგილის ნუგზარ ლეჟავას ცხედარს, მაგრამ წლები გადის და ერთი ვინმეს კითხეთ ვინ იყო, ან მოკლეს თუ არა საერთოდ? ან არა და ნუგზარ ლეჟავას აქვს დაწერილი მცირე მოთხრობები, ნოველები, საკმაოდ ვრცელი მეცნიერული გამოკვლევა მისი საყვარელი მეფის თეიმურაზ I-ის შესახებ… ამ ნაწარმოების გამოქვეყნება, ალბათ, მომავლის საქმეა…
განსაკუთრებით მინდა ყურადღება მიაქციოთ თემურ მღებრიშვილის დამრბევი რაზმის წევრებს, აი ეს ცელკე ფენომენია, თუ კარგად დააკვირდებით უმეტესობა ახალგაზრდაა, 90 იანი წლებიდან ძირითადი მათი ნაწილი იმ ცხრა წელსაც ამ ცხრა წელსაც ორგანოს თანამშრომელია დღემდე, ბევრს ამოიცნობთ ყოველი ახალი მთავრობის მოსვლისა ჟამს როგორი გულისწუხილით გმობენ წინა მთავრობის ძალადობას, მაგრამ არავინ, განვმეორდები არავინ, არ იხსენებს 90 წლებს ის რატომღაც ძალადობად არ აღიქმება, ხოდა რა ფოკუსია რა არის ჩვენში ჩვენი საზოგადოების მიერ ძალადობის აღქმის კვინტესენცია?!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…