პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რატომ უნდა უწევდეთ შვილმოკლულ მშობლებს საჯარო უწყებების წინ ფორთხიალი და მოთქმა-გოდებით სამართლის აღსრულების თხოვნა?!” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა დარგი სულს ღაფავს, ადამიანებს სამართლისთვის ფორთხიალი უწევთ და რეჟიმი უნდა დასრულდეს.

“რატომ უნდა უწევდეთ შვილმოკლულ მშობლებს საჯარო უწყებების წინ ფორთხიალი და მოთქმა-გოდებით სამართლის აღსრულების თხოვნა?!” – სალომე სიმონია
ალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

რატომ უნდა უწევდეთ შვილმოკლულ მშობლებს საჯარო უწყებების წინ ფორთხიალი და მოთქმა-გოდებით სამართლის აღსრულების თხოვნა?!

რატომ უნდა ემართებოდეს ამდენ ახალგაზრდას მძიმე დაავადებები და მერე მკურნალობისთვის ფულის წვალებით და ვედრებით შეგროვება?!

ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და ასეთი აღმშენებლობის პირობებში, რატომ უწევთ საქართველოში ადამიანებს თირკმლის გაყიდვა?!

საზმაუს ბორდი ხელფასებს იზრდის, პრემიებს იღებს და ამავე დროს მათი ყოფილი თანამშრომელი სიცოცხლის გადარჩენისთვის თანხას აგროვებს.

რა არის იმის რეალური მიზეზი, რომ ახალგაზრდობა ნარკო ანდა თამაშ დამოკიდებულია ან ქვეყნიდან გარბის ან სრულ უიმედობაში ცხოვრობს?!

რატომ უნდა იძარცვებოდეს თბილისის მეტრო 41 მილიონით, ბაღის-სკოლის ბავშვები, სოციალურად დაუცველები, ჯარისკაცები და სხვა დანარჩენი?!

რა არის ასე დაუნდობლად და ასე უმოწყალოდ ქართველი ხალხის ამდენჯერ მოტყუება, გაბაიბურება? ჯერ მათი გამოყენება და მერე მიგდება?!

დღითიდღე შეუქცევადად ზიანდება ქვეყნის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებელი; ყველა სფერო და დარგი სულს ღაფავს.

ნებისმიერ ომზე უარესია ნელი სიკვდილი, ღირსებააყრილი ცხოვრება – მუდმივ ძარცვაში, დაცინვაში, შიშში, შეურაცხყოფასა და სიძულვილში.

საქართველო ვერ და არ დარჩება ძაძებში ჩაცმული მშობლებისა და ახალგაზრდობისგან დაცლილ, დაბეჩავებულ, გაძარცვულ ქვეყანად.

რეჟიმი უნდა დასრულდეს!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?!” – სალომე სიმონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები