ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ჰეპარინი-ფარმექსი

Heparin-Pharmex

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

- თრომბოემბოლური დაავადებების და მათი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მწვავე კორონარული სინდრომი, მაგისტრალური ვენების და არტერიების, ტვინის, თვალების სისხლძარღვების თრომბოზები და ემბოლიები, დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის I ფაზა, წინაგულების ციმციმის მუდმივი ფორმა ემბოლიზაციით); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰეპარინი (heparin)
ფორმა და შეფუთვა
5000 ს.ე./მლ 5მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №5 (1X5)
მწარმოებელი
Farmex Group LTD, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
ATC კოდი
B01AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046483
რეგისტრირებულია
13 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Farmex Group LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს ,,ნიფარმი’’
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰეპარინი-ფარმექსი და სხვა წამალი ერთად

ჰეპარინი-ფარმექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • თრომბოემბოლური დაავადებების და მათი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მწვავე კორონარული სინდრომი, მაგისტრალური ვენების და არტერიების, ტვინის, თვალების სისხლძარღვების თრომბოზები და ემბოლიები, დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის I ფაზა, წინაგულების ციმციმის მუდმივი ფორმა ემბოლიზაციით);
  • ოპერაციის შემდგომი ვენოზური თრომბოზების და ფილტვის არტერიის ემბოლიების თავიდან ასაცილებლად (დაბალი დოზირების რეჟიმში) პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ქირურგიული ჩარევები, ან იმ პირებში, ვისაც რაიმე სხვა მიზეზების გამო აქვს თრომბოემბოლური დაავადების განვითარების რისკი;
  • სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ლაბორატორიული კვლევების, დიალიზის, ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის, გულსა და სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციების, სისხლის პირდაპირი გადასხმის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება

ჰეპარინ-ფარმექსს ნიშნავენ ნაკადური ან წყვეტილი, ან კანქვეშა ინექციების სახით. პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა განისაზღვროს სისხლის შედედების დრო, თრომბინული და აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო, თრომბოციტების რაოდენობა. ჰეპარინის განზავებისათვის გამოიყენება მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარი.

მოზრდილებისთვის მწვავე თრომბოზისას მკურნალობას იწყებენ ჰეპარინ-ფარმექსის 10000-15000 სე ინტრავენური შეყვანით, აკონტროლებენ ვენური სისხლის შედედებას, თრომბინულ და აქტივირებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროს. ამის შემდეგ ჰეპარინ-ფარმექსის 5000-10000 სე შეყავთ ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ. ამასთან, ადექვატურად მიჩნეულია ჰეპარინ-ფარმექსის დოზა, რომლის დროსაც სისხლის შედედების დრო 2,5-3-ჯერ ხანგრძლივდება, ხოლო აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო 1,5-2-ჯერ ხანგრძლივდება.

მწვავე თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ჰეპარინ-ფარმექსის 5000 სე შეყავთ კანქვეშ ყოველ 6-8 საათში ერთხელ. სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის პირველი ფაზის დროს მოზრდილებში ჰეპარინს იყენებენ კანქვეშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სადღეღამისო დოზით 2500-5000 სე თრომბინული დროის კონტროლით. ჰეპარინ-ფარმექსის მიღების შეწყვეტამდე 1-2 დღე-ღამით ადრე სადღეღამისო დოზა თანდათან მცირდება.

ღია გულზე ჩატარებული ოპერაციის დროს ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის აპარატის ჩართვით პაციენტებისთვის შეყავთ ჰეპარინი-ფარმექსი საწყისი დოზით არანაკლებ 150 სე-სა სხეულის მასის 1 კგ-ზე. თუ პროცედურა გრძელდება 60 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, ინიშნება დოზა 300 სე/კგ, ხოლო თუ პროცედურა გრძელდება 60 წუთზე მეტხანს, ინიშნება 400 სე/კგ.

პროფილაქტიკური მიზნით ჰეპარინი-ფარმექსი შეყავთ კანქვეშ დოზით 5000 სე ოპერაციამდე 2 საათით ადრე, შემდგომში 5000 სე ყოველ 6-8 საათში ერთხელ 7 დღის განმავლობაში.

სტრეპტოკინაზასთან დამატების სახით ჰეპარინი-ფარმექსი 5000 სე დოზით დღე-ღამეში 3-ჯერ ან 10000-12500 სე დღე-ღამეში 2-ჯერ ნაჩვენებია თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში შემდეგ პაციენტებში:

  • განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტისას;
  • წინაგულების ციმციმის მუდმივი ფორმით ემბოლიზაციით.

მწვავე კორონარული სინდრომისას (არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში) თავდაპირველად ინტრავენურად ნაკადურად შეყავთ ჰეპარინ-ფარმექსის 5000 სე, შემდგომ გადადიან პრეპარატის ინტრავენურ წვეთოვან შეყვანაზე სიჩქარით 1000 სე/საათი. ინფუზიის სიჩქარე შერჩეული უნდა იქნეს ისე, რომ პირველი 2-3 დღე-ღამის განმავლობაში შენარჩუნებული იქნეს პარციალური თრომბოპლასტინური დრო მის ნორმალურ მნიშვნელობაზე 1,5-2-ჯერ უფრო მაღალ დონეზე.

ბავშვებისთვის ჰეპარინ-ფარმექსს ნიშნავენ შემდეგი სქემის მიხედვით: საწყისი დოზა შეადგენს 50 სე/კგ-ს (ინტრავენური ინექცია/ინფუზია), შემანარჩუნებელი დოზა - 100 სე/კგ-ს ყოველ 4 საათში ერთხელ. საშუალო სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის შეადგენს 300 სე/კგ-ს.

ჩვილებს უნიშნავენ 2-10 სე/კგ/სთ ინტრავენურად (მუდმივად ან წყვეტილად). კანქვეშ ჩვილებისთვის ჰეპარინი შეყავთ სადღეღამისო დოზით 200-300 სე/კგ, მისი 4-6 ინექციაზე განაწილებით.

ყველა შემთხვევაში ჰეპარინ-ფარმექსის გამოყენებისას 1-3 დღით ადრე მისი გამოყენების შეწყვეტამდე ინიშნება არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები.

ბავშვები

ბავშვებისთვის დოზები ინიშნება მათი სხეულის მასის შესაბამისად. არ გამოიყენება დღენაკლულ ბავშვებსა და ჩვილებში, რადგან პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების, მათ შორის ტოქსიკური, განვითარება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ჰეპარინის ან/და ბენზილის სპირტის მიმართ; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზები; ეჭვი ჰეპარინინდუცირებულ იმუნურ თრომბოციტოპენიაზე; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული; მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; ღვიძლის ციროზი, რომელსაც თან სდევს საყლაპავი მილის ვარიკოზული გაგანიერება; თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ბაქტერიული ენდოკარიტი; მენსტრუაცია; ცოტა ხნის წინ ჩატარებული ქირურგიული ჩარევები, განსაკუთრებით ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური; წყლულოვანი კოლიტი; ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები; ჰემორაგიული ინსულტი (პირველი 2-3 დღე-ღამე); ქალა-ტვინის ტრავმები; რეტინოპათია; სისხლჩაქცევა თვალის ქსოვილებში; ფილტვების დესტრუქციული ტუბერკულოზი; ენცეფალომალაცია; ჰემორაგიული პანკრეონეკროზი; ნებისმიერი ლოკალიზაციის სისხლდენები (კუჭის ღია წყლული, ქალასშიდა სისხლდენა), ჰემორაგიის გარდა, რომელიც წარმოიქმნა ფილტვების (სისხლიანი ნახველი) ან თირკმელების (ჰემატურია) ემბოლური ინფარქტის ნიადაგზე; განმეორებითი სისხლდენები ანამნეზში, ლოკალიზაციის მიუხედავად; სისხლძარღვების გამტარობის მომატება (მაგალითად, ვერლგოფის დაავადების დროს), შოკის მდგომარეობა, აბორტის საფრთხე.

ჰეპარინის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში, რომლებიც იყენებდა ალკოჰოლს მაღალი დოზებით; ინტრამუსკულარული ინექციების სახით; მწვავე და ქრონიკული ლეიკოზებისას; აპლასტური და ჰიპოპლასტური ანემიებისას; გულის და აორტის მწვავე ანევრიზმისას; თავის ან ზურგის ტვინზე, თვალის გუგაზე, ყურებზე ოპერაციების ჩატარების დროს; ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შემდეგ ზონებზე, სადაც სისხლდენის განვითარება სახიფათოა პაციენტის სიცოცხლისთვის; შაქრიანი დიაბეტისას; ეპიდურული ანესთეზიის ჩატარებისას მშობიარობის დროს. პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც იყენებენ ჰეპარინს სამკურნალო მიზნით, გეგმიური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას უკუნაჩვენებია გამტარობითი ანესთეზია, რადგანაც ჰეპარინის გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ეპიდურული ან ზურგის ტვინის ჰემატომები, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი ან შეუქცევადი დამბლა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ქირურგიულ ჩარევამდე არანაკლებ 5 დღით ადრე უნდა შეწყდეს პერორალური ანტიკოაგულანტების (დიკუმარინი) და ანტითრომბოციტული (აცეტილსალიცილის მჟავა, დიპირიდამოლი) სამკურნალო საშუალებების მიღება, რადგან ისინი ზრდის სისხლდენისადმი მიდრეკილებას ოპერაციის დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში.

პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას. ასკორბინის მჟავის, ანტიჰისტამინური და დიგიტალისის სამკურნალო საშუალებების, ტეტრაციკლინების, ნიკოტინის, ნიტროგლიცერინის, კორტიკოტროპინის, თიროქსინის ერთდროული მიღება შესაძლებელია დაასუსტოს პრეპარატის ანტიკოაგულაციური მოქმედება. საშუალებები, რომლებიც ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას (აცეტილსალიცილის მჟავა, დექსტრინი, ფენილბუტაზონი, იბუპროფენი, მეთინდოლი, დიპირიდამოლი, ჰიდროქსიქლოროქინი, ფიბრინოლიტიკები, ასკორბინის მჟავა, ჭვავის რქის ალკალოიდები, ინდომეტაცინი, სულფინპირაზონი, პრობენეციდი, ცეფალოსპორინები, კეტოროლაკი, ეპოპროსტინოლი, კლოპიდოგრელი, ტიკლიპიდინი, სტრეპტოკინაზა, ინტრავენურად შესაყვანი პენიცილინები, ეტაკრინის მჟავა, ციტოსტატიკები), ჰეპარინთან ერთდროული თერაპიისას შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები, ამიტომ მათი გამოყენება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით. სისხლჩაქცევების რისკი ასევე იზრდება ჰეპარინის კომბინირებული თერაპიისას ულცეროგენულ, იმუნოდეპრესიულ და თრომბოლიზურ პრეპარატებთან.

ჰეპარინს შეუძლია ფენიტოინის, ქინიდინის, პროპრანოლოლის, ბენზოდიაზეპინებისა და ბილირუბინის განდევნა სისხლის პლაზმის ცილებთან ბმის ადგილებიდან. ერთდროული გამოყენებისას ტუტე სამკურნალო საშუალებები, ენაპრილატი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ებმის ჰეპარინს, რაც იწვევს ეფექტიანობის ურთიერთშემცირებას.

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, II ანგიოტენზინის ანტაგონისტები: შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.

ალკოჰოლი: სპირტიანი სასმელების ერთდროული გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სისხლდენების განვითარების რისკს.

საშიშროება აგრეთვე მატულობს ჰეპარინ-ფარმექსის ულცეროგენურ, იმუნოდეპრესიულ და თრომბოლიზურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენების დროს.

მოქმედება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებზე: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის დონის ცრუ მომატება. ცრუდადებითი მეტაბოლური აციდოზი და ჰიპოკალციემია (ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში). ენდოტოქსინების განმსაზღვრელი ქრომოგენული ლიზატ-ტესტების დათრგუნვა. ჰეპარინს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ამინოგლიკოზიდების იმუნოფერმენტულ ანალიზზე.

გამოყენების თავისებურებები

ჰეპარინის სამკურნალო მიზნით დანიშვნისას აკრძალულია პრეპარატის ინტრამუსკულარულად შეყვანა. უნდა მოერიდოთ ბიოფსიებს, ეპიდურულ ანესთეზიებს და დიაგნოსტიკურ ლუმბალურ პუნქციებს.

საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები დაბალმოლეკულური ჰეპარინების მიმართ.

თრომბოციტების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველ დღეს და 3-4 დღის შემდეგ ჰეპარინის დანიშვნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თრომბოციტების რაოდენობის უეცარი შემცირება მოითხოვს პრეპარატის დაუყოვნებელ შეწყვეტას, ასევე შემდგომ გამოკვლევას თრომბოციტოპენიის ეტიოლოგიის დაზუსტების მიზნით. I ან II ჰეპარინინდუცირებულ თრომბოციტოპენიაზე ეჭვისას ჰეპარინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მკურნალობის დაბალდოზირებული რეჟიმის გარდა, თერაპიის დაწყებამდე ყოველთვის აუცილებელია ჩატარდეს კოაგულაციური ტესტები.

დიდი სიფრთხილით ინიშნება ჰეპარინი პაციენტებში დაავადებებით, რომელთა დროსაც იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია).

ჰეპარინით თერაპიიდან არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მიღებაზე გადასვლისას, ჰეპარინის მიღების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები უზრუნველყოფს პროთრომბინული დროის მომატებას თერაპიულ ზღვრებამდე არანაკლებ 2 დღისა თანმიყოლებით.

მნიშვნელოვანი ჰიპოკოაგულაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა შემცირდეს ჰეპარინის დოზა, ინექციებს შორის ინტერვალების გაზრდის გარეშე.

ჰეპარინის გამოყენების დროს რეკომენდირებულია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების კონტროლი, ასევე პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, ჰემორაგიული გართულებების განვითარების თავისებურებების კონტროლი.

60 წელს ზემოთ პაციენტებში ჰეპარინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიები, განსაკუთრებით ქალებსა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

პაციენტები, რომლებსაც ახასიათებთ მგრძნობელობა ცხოველური წარმოშობის ცილების მიმართ, შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ასევე ჰეპარინის მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ეჭვისას სრული დოზის შეყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე საჭიროა გაზავებული საცდელი დოზის ნელ-ნელა ინტრავენურად შეყვანა დოზით 1000 სე.

ჰეპარინ-ფარმექსის გამოყენება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით პოსტოპერაციულ და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში პირველი 3-8 დღის განმავლობაში (გარდა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციებისა, და იმ შემთხვევებში, როდესაც საციცოცხლო მაჩვენებლების გამო აუცილებელია ჰეპარინიზაცია).

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ 36 საათის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა.

პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის უკმარისობით, მეტაბოლური აციდოზით, კალიუმის მომატებული კონცენტრაციით სისხლში ან იმ პირებში, რომლებიც იყენებენ კალიუმის შემცველ პრეპარატებს, პრეპარატის გამოყენების დროს რეკომენდებულია სისხლში კალიუმის დონის მუდმივად გაკონტროლება, ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ჰეპარინი უკუნაჩვენები არ არის ორსულობის დროს. პრეპარატი არ აღწევს პლაცენტაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპარინი არ აღწევს დედის რძეში, მისმა დანიშვნამ მეძუძური დედებისთვის ცალკეულ შემთხვევებში გამოიწვია ოსტეოპოროზის სწრაფი (2-4 კვირის განმავლობაში) განვითარება და ხერხემლის დაზიანება. პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დედისთვის სარგებლობის/ნაყოფისთვის რისკის თანაფარდობის გათვალისწინებით.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას

არ არსებობს მონაცემები რეაქციის სიჩქარეზე ჰეპარინის ზეგავლენის თაობაზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია სისხლდენების წარმოქმნა. უმნიშვნელო სისხლდენებისას საკმარისია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი შეყვანის დროებით შეწყვეტა. მნიშვნელოვანი სისხლდენებისას ჰეპარინის შეყვანა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ანტიდოტი - პროტამინის სულფატის 1 % ხსნარი (ნელ-ნელა ინტრავენური შეყვანით) იმის გათვალისწინებით, რომ პროტამინის სულფატის 1 მგ ანეიტრალებს ჰეპარინის 85 სე-ს.

გვერდითი რეაქციები

ყველაზე გავრცელებულ გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება სისხლჩაქცევები, ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება, შექცევადი თრომბოციტოპენია და სხვადასხვა დერმატოლოგიური დარღვევები.

ასევე იყო შეტყობინებები გენერალიზებული ალერგიული რეაქციების, კანის ნეკროზის და პრიაპიზმის ერთეული შემთხვევების შესახებ.

სისხლის სისტემის მხრივ: I და II ტიპის თრომბოციტოპენია, ეპიდურული და ზურგის ტვინის ჰემატომები.

ფსიქიკის მხრივ: დეპრესია.

ნერვული სისტემის მხრივ თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ტრანსამინაზების (ალტ და ასტ), ლაქტატდეჰიდროგენაზის, გამა-გლუტამილტრანსფერაზის დონის მომატება და ჰიპერლიპიდემია (მოცემული დარღვევები არის შექცევადი და ქრება პრეპარატის მოხსნისას).

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: გამონაყარი (ერითემატოზური, მაკულოპაპულოზური), ჭინჭრის ციება, ქავილი, ქავილი და წვა ტერფების კანის არეში, კანის ნეკროზი, მულტიფორმული ერითემა, ალოპეცია.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ოსტეოპოროზი, ძვლების დემინერალიზაცია.

სასქესო სისტემის მხრივ: პრიაპიზმი.

იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი კანზე, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა, რინიტი, ბრონქოსპაზმი, ასთმა, ტაქიპნოე, ციანოზი, ალერგიული ანგიოსპაზმი კიდურებში, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

ენდოკრინული სისტემისა და მეტაბილიზმის მხრივ: ჰიპოალდოსტერონიზმი, ჰიპერკალიემია, თიროქსინის დონის მომატება, ქოლესტერინის დონის შემცირება, გლუკოზის დონის მომატება სისხლში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სისხლჩაქცევები და ჰემატომები ნებისმიერ ორგანოსა ან ორგანოთა სისტემაში (კანქვეშა, ინტრამუსკულარული, ინტრაპერიტონეალური, ცხვირის, ნაწლავშიდა, კუჭის, საშვილოსნოს).

რეაქციები შეყვანის ადგილას: გაღიზიანება, წყლულები, მტკივნეულობა, სისხლჩაქცევები, ჰემატომები და ატროფია ინექციის ადგილას.

სხვა: სურდო, ცხელება.

თრომბოციტოპენია, როგორც ჰეპარინით თერაპიის გართულება, გავრცელებულია პაციენტთა 6%-ში. იგი შეიძლება წარმოიქმნას როგორც თრომბოციტების აგრეგაციის პირდაპირი შედეგი ჰეპარინის ზემოქმედებით ან იმუნური რეაქციის გამო, როდესაც ანტისხეული აზიანებს თრომბოციტებს და ენდოთელიუმს. პირველი ტიპის რეაქციები, როგორც წესი, ვლინდება მსუბუქი ფორმით და ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ხოლო მეორე ტიპის რეაქციებს მძიმე ხასიათი გააჩნიათ. თრომბოციტოპენიის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას კანის ნეკროზები და თრომბოზები არტერიებში („თეთრი თრომბი“), რომლებსაც თან სდევს ვენოზური თრომბოემბოლიების რეციდივი, განგრენის განვითარება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. მძიმე თრომბოციტოპენიის წარმოქმნისას (თრომბოციტების ხარისხის 2-ჯერ შემცირება საწყისი რაოდენობიდან) აუცილებელია შეწყვიტოთ ჰეპარინის გამოყენება.

შეიძლება აღინიშნოს ტრანსამინაზების (ალტ და ასტ) აქტივობის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და თიროქსინის დონეების მომატება, კალიუმის შექცევადი დაყოვნება.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ხსნარის 1 მლ შეიცავს ნატრიუმის ჰეპარინს 5000 სე;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა: საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ხსნარი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეუთავსებლობა

შესაძლო დალექვის (პრეციპიტაციის) განვითარების გამო დაუშვებელია ჰეპარინ-ფარმექსის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ საინფუზიო კონტეინერში ან შპრიცში.

დაუშვებელია დობუტამინის ჰიდროქლორიდის და ჰეპარინის შერევა და ერთდროული ინტრავენური შეყვანა, რადგანაც წარმოიქმნება ქელატური კომპლექსები.

შეფუთვა

5 მლ ფლაკონებში, 5 ფლაკონი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს „ფარმექს გრუპ“-ი

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100.

ბოლო გადახედვის თარიღი: 12.08.2019.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები. ჰეპარინის ჯგუფი. ათქ კოდი B01AB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ჰეპარინი წარმოადგენს გლიკოზამინგლიკანს (მუკოპოლისაქარიდი), რომელიც შედგება D-გლუკოზამინის სულფატირებული ნარჩენებისგან და D-გლუკორონის მჟავისგან.

ჰეპარინი არის პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. ხსნარში ჰეპარინს აქვს უარყოფითი მუხტი, რაც ხელს უწყობს მის ურთიერთქმედებას ცილებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებს სისხლის შედედების პროცესში. ჰეპარინი უერთდება ანტითრომბინს III (ჰეპარინის კოფაქტორი) და ახდენს სისხლის შედედების პროცესის ინჰიბირებას V, VII, IX, X ფაქტორების ინაქტივაციის მეშვეობით. ამასთან, ნეიტრალიზდება ფაქტორები, რომლებიც ააქტიურებს სისხლის შედედებას (კალიკრეინი, IXa, Xa, XIa, XIIa), ირღვევა პროთრომბინის გადასვლა თრომბინში. როდესაც თრომბწარმოქმნის პროცესი უკვე დაიწყო, ჰეპარინს დიდი რაოდენობით შეუძლია შემდგომი კოაგულაციის დათრგუნვა თრომბინის ინაქტივაციის მეშვეობით და ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნის დამუხრუჭება. ჰეპარინი ასევე თავიდან აცილებს სტაბილური ფიბრინული შედედებული სისხლის წარმოქმნას ფიბრინმასტაბილიზებელი ფაქტორის აქტივაციის დამუხრუჭების მეშვეობით. პარენტერალური შეყვანისას ჰეპარინი აფერხებს სისხლის შედედებას, ააქტიურებს ფიბრინოლიზის პროცესს, თრგუნავს ზოგიერთი ენზიმების აქტივობას (ჰიალურონიდაზა, ფოსფოტაზა, ტრიფსინი), აყოვნებს პროსტაციკლინის მოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე, რომელიც გამოწვეულია ადენოზინდიფოსფატის მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური დონე მიიღწევა რამდენიმე წუთის შემდეგ, ნელი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ - არაუგვიანეს 2-3 წუთში, კანქვეშა შეყვანის შემდეგ - 40-60 წუთში. ჰეპარინის განაწილების მოცულობა შეესაბამება სისხლის პლაზმის მოცულობას და მნიშვნელოვანწილად იზრდება პრეპარატის დოზის მომატებისას. სისხლის პლაზმის ცილები, თუ ჰეპარინის კონცენტრაცია არის სისხლის 2 სე/მლ, ებმის პრეპარატის 95%-მდე, უფრო მაღალი კონცენტრაციებისას - ნაკლებად. ჰეპარინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში. დაახლოებით 20% ვლინდება შარდში უცვლელი ჰეპარინისა და უროჰეპარინის ფორმით (გააჩნია აქტიური ნივთიერების 50 % აქტივობა). ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 1,32-1,72 საათს. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30-60 წუთს. ღვიძლის უკმარისობისას ჰეპარინი კუმულირდება. ჰეპარინი არ აღწევს დედის რძეში, ცუდად აღწევს პლაცენტაში.

კლინიკური მახასიათებლები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ჰეპარინი-ფარმექსი

(HEPARIN-PHARMEX)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ხსნარის 1 მლ შეიცავს ნატრიუმის ჰეპარინს 5000 სე;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა: საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ანტითრომბოზული საშუალებები. ჰეპარინის ჯგუფი. ათქ კოდი B01AB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ჰეპარინი წარმოადგენს გლიკოზამინგლიკანს (მუკოპოლისაქარიდი), რომელიც შედგება D-გლუკოზამინის სულფატირებული ნარჩენებისგან და D-გლუკორონის მჟავისგან.

ჰეპარინი არის პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. ხსნარში ჰეპარინს აქვს უარყოფითი მუხტი, რაც ხელს უწყობს მის ურთიერთქმედებას ცილებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებს სისხლის შედედების პროცესში. ჰეპარინი უერთდება ანტითრომბინს III (ჰეპარინის კოფაქტორი) და ახდენს სისხლის შედედების პროცესის ინჰიბირებას V, VII, IX, X ფაქტორების ინაქტივაციის მეშვეობით. ამასთან, ნეიტრალიზდება ფაქტორები, რომლებიც ააქტიურებს სისხლის შედედებას (კალიკრეინი, IXa, Xa, XIa, XIIa), ირღვევა პროთრომბინის გადასვლა თრომბინში. როდესაც თრომბწარმოქმნის პროცესი უკვე დაიწყო, ჰეპარინს დიდი რაოდენობით შეუძლია შემდგომი კოაგულაციის დათრგუნვა თრომბინის ინაქტივაციის მეშვეობით და ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნის დამუხრუჭება. ჰეპარინი ასევე თავიდან აცილებს სტაბილური ფიბრინული შედედებული სისხლის წარმოქმნას ფიბრინმასტაბილიზებელი ფაქტორის აქტივაციის დამუხრუჭების მეშვეობით. პარენტერალური შეყვანისას ჰეპარინი აფერხებს სისხლის შედედებას, ააქტიურებს ფიბრინოლიზის პროცესს, თრგუნავს ზოგიერთი ენზიმების აქტივობას (ჰიალურონიდაზა, ფოსფოტაზა, ტრიფსინი), აყოვნებს პროსტაციკლინის მოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციაზე, რომელიც გამოწვეულია ადენოზინდიფოსფატის მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა.

ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური დონე მიიღწევა რამდენიმე წუთის შემდეგ, ნელი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ - არაუგვიანეს 2-3 წუთში, კანქვეშა შეყვანის შემდეგ - 40-60 წუთში. ჰეპარინის განაწილების მოცულობა შეესაბამება სისხლის პლაზმის მოცულობას და მნიშვნელოვანწილად იზრდება პრეპარატის დოზის მომატებისას. სისხლის პლაზმის ცილები, თუ ჰეპარინის კონცენტრაცია არის სისხლის 2 სე/მლ, ებმის პრეპარატის 95%-მდე, უფრო მაღალი კონცენტრაციებისას - ნაკლებად. ჰეპარინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში. დაახლოებით 20% ვლინდება შარდში უცვლელი ჰეპარინისა და უროჰეპარინის ფორმით (გააჩნია აქტიური ნივთიერების 50 % აქტივობა). ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 1,32-1,72 საათს. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30-60 წუთს. ღვიძლის უკმარისობისას ჰეპარინი კუმულირდება. ჰეპარინი არ აღწევს დედის რძეში, ცუდად აღწევს პლაცენტაში.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

  • თრომბოემბოლური დაავადებების და მათი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მწვავე კორონარული სინდრომი, მაგისტრალური ვენების და არტერიების, ტვინის, თვალების სისხლძარღვების თრომბოზები და ემბოლიები, დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის I ფაზა, წინაგულების ციმციმის მუდმივი ფორმა ემბოლიზაციით);
  • ოპერაციის შემდგომი ვენოზური თრომბოზების და ფილტვის არტერიის ემბოლიების თავიდან ასაცილებლად (დაბალი დოზირების რეჟიმში) პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ქირურგიული ჩარევები, ან იმ პირებში, ვისაც რაიმე სხვა მიზეზების გამო აქვს თრომბოემბოლური დაავადების განვითარების რისკი;
  • სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად ლაბორატორიული კვლევების, დიალიზის, ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის, გულსა და სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციების, სისხლის პირდაპირი გადასხმის შემთხვევაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ჰეპარინის ან/და ბენზილის სპირტის მიმართ; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზები; ეჭვი ჰეპარინინდუცირებულ იმუნურ თრომბოციტოპენიაზე; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული; მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; ღვიძლის ციროზი, რომელსაც თან სდევს საყლაპავი მილის ვარიკოზული გაგანიერება; თირკმელების და ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ბაქტერიული ენდოკარიტი; მენსტრუაცია; ცოტა ხნის წინ ჩატარებული ქირურგიული ჩარევები, განსაკუთრებით ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური; წყლულოვანი კოლიტი; ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები; ჰემორაგიული ინსულტი (პირველი 2-3 დღე-ღამე); ქალა-ტვინის ტრავმები; რეტინოპათია; სისხლჩაქცევა თვალის ქსოვილებში; ფილტვების დესტრუქციული ტუბერკულოზი; ენცეფალომალაცია; ჰემორაგიული პანკრეონეკროზი; ნებისმიერი ლოკალიზაციის სისხლდენები (კუჭის ღია წყლული, ქალასშიდა სისხლდენა), ჰემორაგიის გარდა, რომელიც წარმოიქმნა ფილტვების (სისხლიანი ნახველი) ან თირკმელების (ჰემატურია) ემბოლური ინფარქტის ნიადაგზე; განმეორებითი სისხლდენები ანამნეზში, ლოკალიზაციის მიუხედავად; სისხლძარღვების გამტარობის მომატება (მაგალითად, ვერლგოფის დაავადების დროს), შოკის მდგომარეობა, აბორტის საფრთხე.

ჰეპარინის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში, რომლებიც იყენებდა ალკოჰოლს მაღალი დოზებით; ინტრამუსკულარული ინექციების სახით; მწვავე და ქრონიკული ლეიკოზებისას; აპლასტური და ჰიპოპლასტური ანემიებისას; გულის და აორტის მწვავე ანევრიზმისას; თავის ან ზურგის ტვინზე, თვალის გუგაზე, ყურებზე ოპერაციების ჩატარების დროს; ქირურგიული ოპერაციების ჩატარების შემდეგ ზონებზე, სადაც სისხლდენის განვითარება სახიფათოა პაციენტის სიცოცხლისთვის; შაქრიანი დიაბეტისას; ეპიდურული ანესთეზიის ჩატარებისას მშობიარობის დროს. პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც იყენებენ ჰეპარინს სამკურნალო მიზნით, გეგმიური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას უკუნაჩვენებია გამტარობითი ანესთეზია, რადგანაც ჰეპარინის გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ეპიდურული ან ზურგის ტვინის ჰემატომები, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი ან შეუქცევადი დამბლა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები

ქირურგიულ ჩარევამდე არანაკლებ 5 დღით ადრე უნდა შეწყდეს პერორალური ანტიკოაგულანტების (დიკუმარინი) და ანტითრომბოციტული (აცეტილსალიცილის მჟავა, დიპირიდამოლი) სამკურნალო საშუალებების მიღება, რადგან ისინი ზრდის სისხლდენისადმი მიდრეკილებას ოპერაციის დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში.

პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები აძლიერებს ჰეპარინის მოქმედებას. ასკორბინის მჟავის, ანტიჰისტამინური და დიგიტალისის სამკურნალო საშუალებების, ტეტრაციკლინების, ნიკოტინის, ნიტროგლიცერინის, კორტიკოტროპინის, თიროქსინის ერთდროული მიღება შესაძლებელია დაასუსტოს პრეპარატის ანტიკოაგულაციური მოქმედება. საშუალებები, რომლებიც ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას (აცეტილსალიცილის მჟავა, დექსტრინი, ფენილბუტაზონი, იბუპროფენი, მეთინდოლი, დიპირიდამოლი, ჰიდროქსიქლოროქინი, ფიბრინოლიტიკები, ასკორბინის მჟავა, ჭვავის რქის ალკალოიდები, ინდომეტაცინი, სულფინპირაზონი, პრობენეციდი, ცეფალოსპორინები, კეტოროლაკი, ეპოპროსტინოლი, კლოპიდოგრელი, ტიკლიპიდინი, სტრეპტოკინაზა, ინტრავენურად შესაყვანი პენიცილინები, ეტაკრინის მჟავა, ციტოსტატიკები), ჰეპარინთან ერთდროული თერაპიისას შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები, ამიტომ მათი გამოყენება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით. სისხლჩაქცევების რისკი ასევე იზრდება ჰეპარინის კომბინირებული თერაპიისას ულცეროგენულ, იმუნოდეპრესიულ და თრომბოლიზურ პრეპარატებთან.

ჰეპარინს შეუძლია ფენიტოინის, ქინიდინის, პროპრანოლოლის, ბენზოდიაზეპინებისა და ბილირუბინის განდევნა სისხლის პლაზმის ცილებთან ბმის ადგილებიდან. ერთდროული გამოყენებისას ტუტე სამკურნალო საშუალებები, ენაპრილატი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ებმის ჰეპარინს, რაც იწვევს ეფექტიანობის ურთიერთშემცირებას.

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, II ანგიოტენზინის ანტაგონისტები: შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.

ალკოჰოლი: სპირტიანი სასმელების ერთდროული გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სისხლდენების განვითარების რისკს.

საშიშროება აგრეთვე მატულობს ჰეპარინ-ფარმექსის ულცეროგენურ, იმუნოდეპრესიულ და თრომბოლიზურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენების დროს.

მოქმედება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებზე: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის დონის ცრუ მომატება. ცრუდადებითი მეტაბოლური აციდოზი და ჰიპოკალციემია (ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში). ენდოტოქსინების განმსაზღვრელი ქრომოგენული ლიზატ-ტესტების დათრგუნვა. ჰეპარინს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ამინოგლიკოზიდების იმუნოფერმენტულ ანალიზზე.

გამოყენების თავისებურებები

ჰეპარინის სამკურნალო მიზნით დანიშვნისას აკრძალულია პრეპარატის ინტრამუსკულარულად შეყვანა. უნდა მოერიდოთ ბიოფსიებს, ეპიდურულ ანესთეზიებს და დიაგნოსტიკურ ლუმბალურ პუნქციებს.

საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები დაბალმოლეკულური ჰეპარინების მიმართ.

თრომბოციტების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველ დღეს და 3-4 დღის შემდეგ ჰეპარინის დანიშვნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თრომბოციტების რაოდენობის უეცარი შემცირება მოითხოვს პრეპარატის დაუყოვნებელ შეწყვეტას, ასევე შემდგომ გამოკვლევას თრომბოციტოპენიის ეტიოლოგიის დაზუსტების მიზნით. I ან II ჰეპარინინდუცირებულ თრომბოციტოპენიაზე ეჭვისას ჰეპარინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მკურნალობის დაბალდოზირებული რეჟიმის გარდა, თერაპიის დაწყებამდე ყოველთვის აუცილებელია ჩატარდეს კოაგულაციური ტესტები.

დიდი სიფრთხილით ინიშნება ჰეპარინი პაციენტებში დაავადებებით, რომელთა დროსაც იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი (მაგ., არტერიული ჰიპერტენზია).

ჰეპარინით თერაპიიდან არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მიღებაზე გადასვლისას, ჰეპარინის მიღების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები უზრუნველყოფს პროთრომბინული დროის მომატებას თერაპიულ ზღვრებამდე არანაკლებ 2 დღისა თანმიყოლებით.

მნიშვნელოვანი ჰიპოკოაგულაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა შემცირდეს ჰეპარინის დოზა, ინექციებს შორის ინტერვალების გაზრდის გარეშე.

ჰეპარინის გამოყენების დროს რეკომენდირებულია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების კონტროლი, ასევე პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, ჰემორაგიული გართულებების განვითარების თავისებურებების კონტროლი.

60 წელს ზემოთ პაციენტებში ჰეპარინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიები, განსაკუთრებით ქალებსა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

პაციენტები, რომლებსაც ახასიათებთ მგრძნობელობა ცხოველური წარმოშობის ცილების მიმართ, შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ასევე ჰეპარინის მიმართ.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ეჭვისას სრული დოზის შეყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე საჭიროა გაზავებული საცდელი დოზის ნელ-ნელა ინტრავენურად შეყვანა დოზით 1000 სე.

ჰეპარინ-ფარმექსის გამოყენება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით პოსტოპერაციულ და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში პირველი 3-8 დღის განმავლობაში (გარდა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციებისა, და იმ შემთხვევებში, როდესაც საციცოცხლო მაჩვენებლების გამო აუცილებელია ჰეპარინიზაცია).

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დაიცვათ 36 საათის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა.

პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის უკმარისობით, მეტაბოლური აციდოზით, კალიუმის მომატებული კონცენტრაციით სისხლში ან იმ პირებში, რომლებიც იყენებენ კალიუმის შემცველ პრეპარატებს, პრეპარატის გამოყენების დროს რეკომენდებულია სისხლში კალიუმის დონის მუდმივად გაკონტროლება, ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული საფრთხის გათვალისწინებით.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

ჰეპარინი უკუნაჩვენები არ არის ორსულობის დროს. პრეპარატი არ აღწევს პლაცენტაში. მიუხედავად იმისა, რომ ჰეპარინი არ აღწევს დედის რძეში, მისმა დანიშვნამ მეძუძური დედებისთვის ცალკეულ შემთხვევებში გამოიწვია ოსტეოპოროზის სწრაფი (2-4 კვირის განმავლობაში) განვითარება და ხერხემლის დაზიანება. პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დედისთვის სარგებლობის/ნაყოფისთვის რისკის თანაფარდობის გათვალისწინებით.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას

არ არსებობს მონაცემები რეაქციის სიჩქარეზე ჰეპარინის ზეგავლენის თაობაზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

გამოყენების წესი და დოზები

ჰეპარინ-ფარმექსს ნიშნავენ ნაკადური ან წყვეტილი, ან კანქვეშა ინექციების სახით. პრეპარატის დანიშვნის წინ უნდა განისაზღვროს სისხლის შედედების დრო, თრომბინული და აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო, თრომბოციტების რაოდენობა. ჰეპარინის განზავებისათვის გამოიყენება მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარი.

მოზრდილებისთვის მწვავე თრომბოზისას მკურნალობას იწყებენ ჰეპარინ-ფარმექსის 10000-15000 სე ინტრავენური შეყვანით, აკონტროლებენ ვენური სისხლის შედედებას, თრომბინულ და აქტივირებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროს. ამის შემდეგ ჰეპარინ-ფარმექსის 5000-10000 სე შეყავთ ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ. ამასთან, ადექვატურად მიჩნეულია ჰეპარინ-ფარმექსის დოზა, რომლის დროსაც სისხლის შედედების დრო 2,5-3-ჯერ ხანგრძლივდება, ხოლო აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური დრო 1,5-2-ჯერ ხანგრძლივდება.

მწვავე თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ჰეპარინ-ფარმექსის 5000 სე შეყავთ კანქვეშ ყოველ 6-8 საათში ერთხელ. სისხლის დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის პირველი ფაზის დროს მოზრდილებში ჰეპარინს იყენებენ კანქვეშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სადღეღამისო დოზით 2500-5000 სე თრომბინული დროის კონტროლით. ჰეპარინ-ფარმექსის მიღების შეწყვეტამდე 1-2 დღე-ღამით ადრე სადღეღამისო დოზა თანდათან მცირდება.

ღია გულზე ჩატარებული ოპერაციის დროს ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის აპარატის ჩართვით პაციენტებისთვის შეყავთ ჰეპარინი-ფარმექსი საწყისი დოზით არანაკლებ 150 სე-სა სხეულის მასის 1 კგ-ზე. თუ პროცედურა გრძელდება 60 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, ინიშნება დოზა 300 სე/კგ, ხოლო თუ პროცედურა გრძელდება 60 წუთზე მეტხანს, ინიშნება 400 სე/კგ.

პროფილაქტიკური მიზნით ჰეპარინი-ფარმექსი შეყავთ კანქვეშ დოზით 5000 სე ოპერაციამდე 2 საათით ადრე, შემდგომში 5000 სე ყოველ 6-8 საათში ერთხელ 7 დღის განმავლობაში.

სტრეპტოკინაზასთან დამატების სახით ჰეპარინი-ფარმექსი 5000 სე დოზით დღე-ღამეში 3-ჯერ ან 10000-12500 სე დღე-ღამეში 2-ჯერ ნაჩვენებია თრომბოემბოლიური გართულებების განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში შემდეგ პაციენტებში:

  • განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტისას;
  • წინაგულების ციმციმის მუდმივი ფორმით ემბოლიზაციით.

მწვავე კორონარული სინდრომისას (არასტაბილური სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში) თავდაპირველად ინტრავენურად ნაკადურად შეყავთ ჰეპარინ-ფარმექსის 5000 სე, შემდგომ გადადიან პრეპარატის ინტრავენურ წვეთოვან შეყვანაზე სიჩქარით 1000 სე/საათი. ინფუზიის სიჩქარე შერჩეული უნდა იქნეს ისე, რომ პირველი 2-3 დღე-ღამის განმავლობაში შენარჩუნებული იქნეს პარციალური თრომბოპლასტინური დრო მის ნორმალურ მნიშვნელობაზე 1,5-2-ჯერ უფრო მაღალ დონეზე.

ბავშვებისთვის ჰეპარინ-ფარმექსს ნიშნავენ შემდეგი სქემის მიხედვით: საწყისი დოზა შეადგენს 50 სე/კგ-ს (ინტრავენური ინექცია/ინფუზია), შემანარჩუნებელი დოზა - 100 სე/კგ-ს ყოველ 4 საათში ერთხელ. საშუალო სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის შეადგენს 300 სე/კგ-ს.

ჩვილებს უნიშნავენ 2-10 სე/კგ/სთ ინტრავენურად (მუდმივად ან წყვეტილად). კანქვეშ ჩვილებისთვის ჰეპარინი შეყავთ სადღეღამისო დოზით 200-300 სე/კგ, მისი 4-6 ინექციაზე განაწილებით.

ყველა შემთხვევაში ჰეპარინ-ფარმექსის გამოყენებისას 1-3 დღით ადრე მისი გამოყენების შეწყვეტამდე ინიშნება არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები.

ბავშვები

ბავშვებისთვის დოზები ინიშნება მათი სხეულის მასის შესაბამისად. არ გამოიყენება დღენაკლულ ბავშვებსა და ჩვილებში, რადგან პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების, მათ შორის ტოქსიკური, განვითარება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია სისხლდენების წარმოქმნა. უმნიშვნელო სისხლდენებისას საკმარისია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი შეყვანის დროებით შეწყვეტა. მნიშვნელოვანი სისხლდენებისას ჰეპარინის შეყვანა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ანტიდოტი - პროტამინის სულფატის 1 % ხსნარი (ნელ-ნელა ინტრავენური შეყვანით) იმის გათვალისწინებით, რომ პროტამინის სულფატის 1 მგ ანეიტრალებს ჰეპარინის 85 სე-ს.

გვერდითი რეაქციები

ყველაზე გავრცელებულ გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება სისხლჩაქცევები, ღვიძლისმიერი ფერმენტების დონის მომატება, შექცევადი თრომბოციტოპენია და სხვადასხვა დერმატოლოგიური დარღვევები.

ასევე იყო შეტყობინებები გენერალიზებული ალერგიული რეაქციების, კანის ნეკროზის და პრიაპიზმის ერთეული შემთხვევების შესახებ.

სისხლის სისტემის მხრივ: I და II ტიპის თრომბოციტოპენია, ეპიდურული და ზურგის ტვინის ჰემატომები.

ფსიქიკის მხრივ: დეპრესია.

ნერვული სისტემის მხრივ თავის ტკივილი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ტრანსამინაზების (ალტ და ასტ), ლაქტატდეჰიდროგენაზის, გამა-გლუტამილტრანსფერაზის დონის მომატება და ჰიპერლიპიდემია (მოცემული დარღვევები არის შექცევადი და ქრება პრეპარატის მოხსნისას).

კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: გამონაყარი (ერითემატოზური, მაკულოპაპულოზური), ჭინჭრის ციება, ქავილი, ქავილი და წვა ტერფების კანის არეში, კანის ნეკროზი, მულტიფორმული ერითემა, ალოპეცია.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ოსტეოპოროზი, ძვლების დემინერალიზაცია.

სასქესო სისტემის მხრივ: პრიაპიზმი.

იმუნური სისტემის მხრივ: გამონაყარი კანზე, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა, რინიტი, ბრონქოსპაზმი, ასთმა, ტაქიპნოე, ციანოზი, ალერგიული ანგიოსპაზმი კიდურებში, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.

ენდოკრინული სისტემისა და მეტაბილიზმის მხრივ: ჰიპოალდოსტერონიზმი, ჰიპერკალიემია, თიროქსინის დონის მომატება, ქოლესტერინის დონის შემცირება, გლუკოზის დონის მომატება სისხლში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სისხლჩაქცევები და ჰემატომები ნებისმიერ ორგანოსა ან ორგანოთა სისტემაში (კანქვეშა, ინტრამუსკულარული, ინტრაპერიტონეალური, ცხვირის, ნაწლავშიდა, კუჭის, საშვილოსნოს).

რეაქციები შეყვანის ადგილას: გაღიზიანება, წყლულები, მტკივნეულობა, სისხლჩაქცევები, ჰემატომები და ატროფია ინექციის ადგილას.

სხვა: სურდო, ცხელება.

თრომბოციტოპენია, როგორც ჰეპარინით თერაპიის გართულება, გავრცელებულია პაციენტთა 6%-ში. იგი შეიძლება წარმოიქმნას როგორც თრომბოციტების აგრეგაციის პირდაპირი შედეგი ჰეპარინის ზემოქმედებით ან იმუნური რეაქციის გამო, როდესაც ანტისხეული აზიანებს თრომბოციტებს და ენდოთელიუმს. პირველი ტიპის რეაქციები, როგორც წესი, ვლინდება მსუბუქი ფორმით და ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ხოლო მეორე ტიპის რეაქციებს მძიმე ხასიათი გააჩნიათ. თრომბოციტოპენიის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას კანის ნეკროზები და თრომბოზები არტერიებში („თეთრი თრომბი“), რომლებსაც თან სდევს ვენოზური თრომბოემბოლიების რეციდივი, განგრენის განვითარება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. მძიმე თრომბოციტოპენიის წარმოქმნისას (თრომბოციტების ხარისხის 2-ჯერ შემცირება საწყისი რაოდენობიდან) აუცილებელია შეწყვიტოთ ჰეპარინის გამოყენება.

შეიძლება აღინიშნოს ტრანსამინაზების (ალტ და ასტ) აქტივობის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და თიროქსინის დონეების მომატება, კალიუმის შექცევადი დაყოვნება.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეუთავსებლობა

შესაძლო დალექვის (პრეციპიტაციის) განვითარების გამო დაუშვებელია ჰეპარინ-ფარმექსის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ საინფუზიო კონტეინერში ან შპრიცში.

დაუშვებელია დობუტამინის ჰიდროქლორიდის და ჰეპარინის შერევა და ერთდროული ინტრავენური შეყვანა, რადგანაც წარმოიქმნება ქელატური კომპლექსები.

შეფუთვა

5 მლ ფლაკონებში, 5 ფლაკონი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის კატეგორია: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

შპს „ფარმექს გრუპ“-ი

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 08301, კიევის ოლქი, ქალაქი ბორისპოლი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 100.

ბოლო გადახედვის თარიღი: 12.08.2019.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა