პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ჰეპარინი

Heparinum

რეცეპტით25.000სეინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ჰეპარინი მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების) ჯგუფს და შეიცავს ჰეპარინის ნატრიუმს. ჰეპარინი წარმოადგენს 5 მლ უფერო და გამჭვირვალე ხსნარს ფლაკონში და შეიცავს 25.000 სე ჰეპარინის ნატრიუმს. ერთი შეფუთვა შეიცავს 1 ან 10 ფლაკონს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰეპარინი (heparin)
ფორმა და შეფუთვა
25.000სე/5მლ 5მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Dem İlaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
ATC კოდი
B01AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046662
რეგისტრირებულია
11 ნოემბერი 2026, მოქმედებს 11 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაჰეპარინი და სხვა წამალი ერთად

ჰეპარინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰეპარინი მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების) ჯგუფს და შეიცავს ჰეპარინის ნატრიუმს.

ჰეპარინი წარმოადგენს 5 მლ უფერო და გამჭვირვალე ხსნარს ფლაკონში და შეიცავს 25.000 სე ჰეპარინის ნატრიუმს. ერთი შეფუთვა შეიცავს 1 ან 10 ფლაკონს.

სამკურნალო პრეპარატი ჰეპარინი წარმოადგენს სტანდარტულ ჰეპარინს. ჰეპარინი მიიღება ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან.

ჰეპარინის ნატრიუმი ხელს უშლის სისხლის შედედებას და უზრუნველყოფს სისხლის შეუფერხებელ მოძრაობას.

სისხლძარღვებს, რომლებიც სისხლს ატარებენ თქვენს სხეულში, არტერიები ან ვენები ეწოდება.

ჰეპარინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

სისხლძარღვებში (არტერიებსა და ვენებში) მავნე სისხლის კოლტების შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად (მკურნალობის მიზნით),

სისხლძარღვებში (არტერიებსა და ვენებში) მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად (პროფილაქტიკური მიზნით),

ჰემოდიალიზისა და გულის ოპერაციის დროს,

გულის შეტევის ან გულის შეტევის რისკის შემთხვევაში,

სისხლის შედედების სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში.

სისხლის კოლტები შეიძლება წარმოიქმნას თქვენს ორგანიზმში - მაგალითად, ფეხში (ღრმა ვენების თრომბოზი, DVT) ან სისხლძარღვებში, რომლებიც სისხლს ფილტვებში გადაჰყავს (ფილტვის ემბოლია). ჭარბი წონა, ორსულობა, სისხლის გარკვეული დარღვევები, ფილტვის ემბოლიის ან ღრმა ვენების თრომბოზის გადატანა, გულის შეტევა, ინსულტი ან უმოძრაობის ხანგრძლივი პერიოდები ზრდის ასეთი კოლტების განვითარების რისკს.

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სწორი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ჰეპარინი შეიცავს 5.000 სე/მლ ჰეპარინს. რადგან ყველა ჰეპარინის პრეპარატი ერთნაირ კონცენტრაციას არ შეიცავს, ჰეპარინის დოზა განისაზღვრება საერთაშორისო ერთეულებში (I.U.).

ჰეპარინს გამოგიწერთ ექიმი ან ექთანი. ექიმი განსაზღვრავს და დაგინიშნავთ მედიკამენტის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

ინექციის წინ ჰეპარინი სხვა მედიკამენტებთან არ შეურიოთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ჰეპარინი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთ თვემდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

რეკომენდებულია დოზის შემცირება და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) მონიტორინგი თრომბის წარმოქმნის მიზნით.

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემა, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ჰეპარინის უფრო დაბალი დოზის გამოყენება.

თუ ფიქრობთ, რომ ჰეპარინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ჰეპარინი:

ვინაიდან ეს მედიკამენტი გაგიკეთდებათ თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ჰეპარინი. თუმცა, თუ გრძნობთ, რომ ძალიან მაღალი დოზა მიიღეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა (სერიოზული სისხლდენა) (იხილეთ მე-4 ნაწილი).

პროტამინის სულფატის სახელით ცნობილი მედიკამენტი შეიძლება დაგენიშნოთ სხვა ინექციის სახით.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ჰეპარინი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ჰეპარინის მიღება:

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

რადგან ეს მედიკამენტი შეიყვანება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ჰეპარინის არასწორი დოზა. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ დოზა გამოტოვეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები

ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტისას რაიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.

უკუჩვენებები

თუ:

გაქვთ ალერგია ამ მედიკამენტის აქტიური ინგრედიენტის (ჰეპარინის ნატრიუმის), ღორის ხორცისგან მიღებული ინგრედიენტების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების (მაგ., ბენზილის სპირტის) მიმართ.

თუ ამჟამად გახასიათებთ ან წარსულში აღინიშნებოდა თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გამოწვეულია ჰეპარინის ნებისმიერი ფორმით (რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია),

გაქვთ ცნობილი სისხლის დაავადება, რომელიც იწვევს სერიოზულ სისხლდენას, როგორიცაა ჰემოფილია,

გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა,

გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები,

გაქვთ კუჭის წყლული,

გაქვთ ცნობილი ენდოკარდიტი (გულის ლორწოვანი გარსის და გულის სარქვლების ანთება),

ადრე გადაიტანეთ ინსულტი,

გქონიათ ხერხემლის, თავის, თვალების ან ყურების დაზიანება,

გაქვთ ოპერაცია ხერხემალზე, თავზე, თვალებზე ან ყურებზე. თუ გქონიათ ან მალე გაიკეთებთ ასეთ ოპერაციას,

თუ გაქვთ აბორტის რისკი,

ასეთ შემთხვევებში არ უნდა მიიღოთ ჰეპარინის ნატრიუმი.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული დღენაკლულებში, ახალშობილებში ან ერთ თვემდე ასაკის ბავშვებში.

ჰეპარინი გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინების მიმართ, როგორიცაა ტინზაპარინი, ენოქსაპარინი ან დელტაპარინი,

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

გაქვთ თვალის დაავადება (ბადურის დაავადება),

გაქვთ არტერიული წნევის პრობლემები (მაღალი არტერიული წნევა),

გაქვთ დიაბეტი,

გადატანილი გაქვთ წელის პუნქცია,

გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც მეტაბოლური აციდოზი ეწოდება,

გაქვთ ჯანმრთელობის ცნობილი პრობლემა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია), თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ კალიუმის დამზოგავ შარდმდენს, როგორიცაა ამილორიდი ან სპირონოლაქტონი,

თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ალბათობას ან თუ არ ხართ დარწმუნებული,

თუ ის გამოიყენება 1-3 წლის ასაკის ბავშვებში, მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ სხვა მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე, იხილეთ ნაწილი „გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“ ამ მედიკამენტების ჩამონათვალისთვის.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას,

გთხოვთ, იხილეთ ნაწილი „მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰეპარინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ“.

ჰეპარინის გამოყენების დაწყებამდე და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს. ამ გზით ის შეძლებს შემოწმებას, გაძლევთ თუ არა სწორ დოზას. ეს ტესტები გამოიყენება სისხლის შედედების უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობისა და სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგისთვის.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლოა უფრო მეტად იყოთ მიდრეკილი სისხლდენისკენ. ამიტომ, თქვენი ექიმი ან ექთანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ სხვა ინექციების ან სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ - მაშინაც კი, თუ ისინი წარსულშიც აღინიშნებოდა.

ჰეპარინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰეპარინის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად.

სიფრთხილის ზომები

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია:

ანესთეზიის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ჰეპარინს; თუ ორსულად ხართ, ასევე უნდა აცნობოთ მას თქვენი ორსულობის შესახებ.

თუ ოპერაცია იგეგმება, გთხოვთ, აცნობოთ ანესთეზიოლოგს (ასევე თქვენს სტომატოლოგს), რომ იყენებთ ჰეპარინს.

ანესთეზიის შემდეგ სამედიცინო პერსონალი განახორციელებს რეგულარულ შემოწმებას.

ისინი შეამოწმებენ ხერხემლის გარშემო სისხლჩაქცევებს ან სისხლდენას. მსგავსმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი (შეუქცევადი) დამბლა. ეს შეიძლება გამოვლინდეს კანკალით (შემცივნებით), ფეხებში ან სხეულში სისუსტით ან დაბუჟებით, ზურგის ტკივილით ან კუჭში გასვლის გაძნელებით. თუმცა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია.

ანესთეზიის შემდეგ, ექიმი გეტყვით, თუ როდის შეგიძლიათ მედიკამენტების მიღების განახლება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ იღებთ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, როგორიცაა ენალაპრილი, ლოზარტანი ან ვალსარტანი, შესაძლოა სისხლში კალიუმის რაოდენობა ძალიან გაიზარდოს (ჰიპერკალიემია).

თუ ართრიტის ან სხვა ტკივილის დროს იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა იბუპროფენი ან დიკლოფენაკი, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ ტკივილისა და ანთების შესამცირებლად ან მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად იღებთ სალიცილატს, როგორიცაა ასპირინი, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის შესაჩერებლად იყენებთ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს, როგორიცაა კლოპიდოგრელი, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ სისხლის კოლტების დასაშლელად იყენებთ თრომბოლიზურ აგენტებს, როგორიცაა სტრეპტოკინაზა, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად იღებთ K ვიტამინის ანტაგონისტებს, როგორიცაა, მაგალითად, ვარფარინი, სისხლდენის რისკი იზრდება.

სტენოკარდიის სამკურნალოდ გლიცერილ ტრინიტრატის ინფუზიამ შეიძლება გაზარდოს ჰეპარინის ეფექტი.

გააქტიურებული ცილა C: გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად. შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

კორტიკოსტეროიდები (გლუკოკორტიკოიდები) – ჰიდროკორტიზონის გარდა, რომელიც გამოიყენება ადისონის დაავადების ჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილად.

ცეფალოსპორინები: ჰეპარინთან ერთად გამოყენებისას, ზოგიერთი ცეფალოსპორინი, როგორიცაა ცეფაკლორი, ცეფიქსიმი და ცეფტრიაქსონი, გავლენას ახდენს კოაგულაციის პროცესზე და შესაბამისად, შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

მოწევა: ნიკოტინს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი. მწეველებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინის დოზის გაზრდა.

თუ დექსტრანსებს იყენებთ სისხლის მოცულობის გასაზრდელად, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს ჰეპარინთან ერთად, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ჯანმრთელობის სრული შემოწმება, მათ შორის სისხლის ანალიზები.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროების შემთხვევაში, ორსულობის დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ჰეპარინი.

ამ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით მშობიარობის დროს, ეპიდურული ანესთეზია არ უნდა ჩატარდეს.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჰეპარინი, როგორც წესი, ძალიან მცირე გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ მართვაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰეპარინის დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ჰეპარინის თითოეული დოზა შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ანუ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ბენზილის სპირტს (10 მგ/მლ) კონსერვანტის სახით. სიფრთხილეა საჭირო რისკის მქონე პაციენტებისთვის დანიშვნისას. ის არ უნდა მიეცეს დღენაკლულ და ახალშობილებს. მან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ ხართ ორსულად, ექიმი გადაწყვეტს, მიიღოთ თუ არა ჰეპარინი.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ჰეპარინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მომატებული მგრძნობელობით გამოირჩევიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შეწყვიტეთ ჰეპარინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:

თუ განვითარდა სუნთქვის გაძნელება

სახისა და ყელის შეშუპება

კანზე ძლიერი გამონაყარი

ინექციის ადგილას კანზე ბუშტუკები.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ ჰეპარინზე სერიოზული ალერგია გაქვთ. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის შემდეგ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა ინსულტი განვითარდეს:

ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე ან დაბუჟება (ფეხებში ან ქვედა ტანში)

ზურგის ტკივილი

კუჭში გასვლის პრობლემები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. ეს ნიშნავს, რომ სერიოზულ სისხლდენას განიცდით;

წითელი ან ყავისფერი შარდი

ფისის მსგავსი, შავი ფერის განავალი

სისხლჩაქცევები აშკარა მიზეზის გარეშე

მუდმივი სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან ან ქირურგიული ჭრილობიდან.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს:

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.

ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან ერთზე მეტში.

არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან ერთზე მეტში.

იშვიათი: ვლინდება 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 10.000-დან ერთზე მეტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

რეაქციები ინექციის ადგილას; ადგილობრივი კანქვეშა ინექციის დროს შეიძლება განვითარდეს გაღიზიანება.

ხშირი:

გამონაყარი,

ქავილი, ამობურცული გამონაყარი (ჭინჭრის ციება),

თმის ცვენა.

არახშირი:

ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი). პაციენტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ ჰეპარინს, განიცდიან ძვლის კარგვას და უფრო მიდრეკილნი არიან მოტეხილობებისკენ.

იშვიათი:

ადვილად სისხლდენის ან სისხლდენისადმი მიდრეკილება. შესაძლოა, თქვენს სისხლში წარმოიქმნას მავნე სისხლის კოლტები. სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების (თრომბოციტების) მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ნიშნები. ექიმს შეუძლია ამის უფრო დეტალურად ახსნა.

სხვადასხვა სახის ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები და ყველა სახის მძიმე ალერგიული რეაქცია (კონიუნქტივიტი - თვალის დამცავი გარსის ანთება, რინიტი - სურდო, ასთმა, ტაქიკარდია - გულისცემის გახშირება, ცხელება), ანაფილაქსიური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი. კანქვეშა ქსოვილის დიდი შეშუპებები, განსაკუთრებით სახესა და ხელებზე.

შესაძლოა, თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები შეიცვალოს. შესაძლოა, კალიუმის დონე გაიზარდოს. თუ თქვენ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები ან დიაბეტი, სისხლის ანალიზის შედეგებში ცვლილებების ალბათობა უფრო მაღალია. ექიმი შეძლებს ამის უკეთ ახსნას.

შესაძლოა აღინიშნოს ტრანსამინაზას, გამა-GT, LDH-ს და ლიპაზას დონეების მომატება. ჰეპარინის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ისინი, როგორც წესი, ნორმალიზდება. ექიმს შეუძლია უკეთ აგიხსნათ ეს.

მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

შესაძლოა კანის ქსოვილის სიკვდილი. ამ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ძალიან იშვიათი:

მამაკაცებში ხანგრძლივი, მტკივნეული ერექცია.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, აცნობეთ ექიმს. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება სერიოზული იყოს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) „გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე („İlaç Yan Etki Bildirimi“) გადასვლით მათ ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 ნომერზე დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ თქვენს მიერ მიღებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შენახვის პირობები

ჰეპარინი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ჰეპარინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ჰეპარინი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში არ გადააგდოთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის სკანირებით სმარტფონის, პლანშეტის ან QR კოდის წამკითხველი სკანერის მეშვეობით.

ლიცენზიის მფლობელი:

Pharmada Ilaç San. ve Tic. A.Ş. / ფარმადა ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.

დემ პლაზა, ინონუ მაჰ. კაისდაგი, №172

34755 ათაშეჰირი / სტამბოლი

ტელ: 0 216 5778025

ფაქსი: 0 216 5778024

წარმოების ადგილი:

Dem Ilaç San. ve Tic. A.Ş./ დემ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.

ჩიფთლიქის უბანი, 3534-ე ქუჩა, ნომერი 1 ჩიფთლიქქოი / იალოვა

წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 22/02/2019.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ამ მედიკამენტის შეყვანას

არ შეურიოთ ეს პროდუქტი სხვა სამკურნალო საშუალებებს, რადგან თავსებადობის კვლევები არ ჩატარებულა.

ჰეპარინი შეუთავსებელია ბევრ საინექციო პრეპარატთან, მაგალითად, ზოგიერთ ანტიბიოტიკთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან და ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან.

შემდეგი პრეპარატები შეუთავსებელია ჰეპარინთან:

ალტეპლაზი, ამიკაცინის სულფატი, ამიოდარონის ჰიდროქლორიდი, ამპიცილინის ნატრიუმი, აპროტინინი, ბენზილპენიცილინის კალიუმი ან ნატრიუმი, ცეფალოთინის ნატრიუმი, ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი, ციპროფლოქსაცინის ლაქტატი, ცისატრაკურიუმის ბეზილატი, ციტარაბინი, დაკარბაზინი, დაუნორუბიცინის ჰიდროქლორიდი, დიაზეპამი, დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი, დროპერიდოლი, ერითრომიცინის ლექტობიონატი, გენტამიცინის სულფატი, ჰალოპერიდოლის ლაქტატი, ჰიალურონიდაზა, ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატი, კანამიცინის სულფატი, ლაბეტოლოლის ჰიდროქლორიდი, მეთიცილინის ნატრიუმი, მეტრიმეპრაზინი, ნეტილმიცინის სულფატი, ნიკარდიპინის ჰიდროქლორიდი, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი, პეტიდინის ჰიდროქლორიდი, პოლიმიქსინ B სულფატი, პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი, სტრეპტომიცინის სულფატი, ტობრამიცინის სულფატი, ტრიფლუპრომაზინის ჰიდროქლორიდი, ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი და ვინბლასტინის სულფატი.

არ შეურიოთ დობუტამინის ჰიდროქლორიდი ჰეპარინს და არ შეიყვანოთ ისინი ერთი და იგივე ინტრავენური ხაზით, რადგან ისინი იწვევენ ნალექის წარმოქმნას.

ჰეპარინისა და რეტეპლაზას კომბინირებული ხსნარი შეუთავსებელია. თუ აუცილებელია რეტეპლაზასა და ჰეპარინის შეყვანა ერთი და იმავე ხაზით, მაგ. Y-პორტის მეშვეობით, რეტეპლაზის ინექციამდე და მის შემდეგ ხაზი უნდა გამოირეცხოს 0.9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ჰეპარინი ® 25.000 სე/ 5 მლ ინტრავენური საინექციო ხსნარი ფლაკონში

შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ

სტერილური

აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 25.000 სე ჰეპარინის ნატრიუმს. ხსნარის ყოველი მილილიტრი შეიცავს 5.000 სე ჰეპარინის ნატრიუმს. ჰეპარინის ნატრიუმი არის ცხოველური წარმოშობის აქტიური ნივთიერება (ღორის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან).

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა pH დონის დასარეგულირებლად.

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი პირადად თქვენთვისაა დანიშნული; არ მისცეთ ის სხვას გამოყენებისათვის.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ან იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ ამ მედიკამენტისთვის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ჰეპარინი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ჰეპარინის გამოყენებამდე
  • ჰეპარინის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ჰეპარინის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ჰეპარინი და რისთვის გამოიყენება

ჰეპარინი მიეკუთვნება ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებების) ჯგუფს და შეიცავს ჰეპარინის ნატრიუმს.

ჰეპარინი წარმოადგენს 5 მლ უფერო და გამჭვირვალე ხსნარს ფლაკონში და შეიცავს 25.000 სე ჰეპარინის ნატრიუმს. ერთი შეფუთვა შეიცავს 1 ან 10 ფლაკონს.

სამკურნალო პრეპარატი ჰეპარინი წარმოადგენს სტანდარტულ ჰეპარინს. ჰეპარინი მიიღება ღორის ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან.

ჰეპარინის ნატრიუმი ხელს უშლის სისხლის შედედებას და უზრუნველყოფს სისხლის შეუფერხებელ მოძრაობას.

სისხლძარღვებს, რომლებიც სისხლს ატარებენ თქვენს სხეულში, არტერიები ან ვენები ეწოდება.

ჰეპარინი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

სისხლძარღვებში (არტერიებსა და ვენებში) მავნე სისხლის კოლტების შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად (მკურნალობის მიზნით),

სისხლძარღვებში (არტერიებსა და ვენებში) მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად (პროფილაქტიკური მიზნით),

ჰემოდიალიზისა და გულის ოპერაციის დროს,

გულის შეტევის ან გულის შეტევის რისკის შემთხვევაში,

სისხლის შედედების სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში.

სისხლის კოლტები შეიძლება წარმოიქმნას თქვენს ორგანიზმში - მაგალითად, ფეხში (ღრმა ვენების თრომბოზი, DVT) ან სისხლძარღვებში, რომლებიც სისხლს ფილტვებში გადაჰყავს (ფილტვის ემბოლია). ჭარბი წონა, ორსულობა, სისხლის გარკვეული დარღვევები, ფილტვის ემბოლიის ან ღრმა ვენების თრომბოზის გადატანა, გულის შეტევა, ინსულტი ან უმოძრაობის ხანგრძლივი პერიოდები ზრდის ასეთი კოლტების განვითარების რისკს.

  • ინფორმაცია ჰეპარინის გამოყენებამდე

თუ უნდა ჩაგიტარდეთ ეპიდურული ან სპინალური ანესთეზია:

ანესთეზიის მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ჰეპარინს; თუ ორსულად ხართ, ასევე უნდა აცნობოთ მას თქვენი ორსულობის შესახებ.

თუ ოპერაცია იგეგმება, გთხოვთ, აცნობოთ ანესთეზიოლოგს (ასევე თქვენს სტომატოლოგს), რომ იყენებთ ჰეპარინს.

ანესთეზიის შემდეგ სამედიცინო პერსონალი განახორციელებს რეგულარულ შემოწმებას.

ისინი შეამოწმებენ ხერხემლის გარშემო სისხლჩაქცევებს ან სისხლდენას. მსგავსმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი (შეუქცევადი) დამბლა. ეს შეიძლება გამოვლინდეს კანკალით (შემცივნებით), ფეხებში ან სხეულში სისუსტით ან დაბუჟებით, ზურგის ტკივილით ან კუჭში გასვლის გაძნელებით. თუმცა, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია.

ანესთეზიის შემდეგ, ექიმი გეტყვით, თუ როდის შეგიძლიათ მედიკამენტების მიღების განახლება.

არ გამოიყენოთ ჰეპარინი შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაქვთ ალერგია ამ მედიკამენტის აქტიური ინგრედიენტის (ჰეპარინის ნატრიუმის), ღორის ხორცისგან მიღებული ინგრედიენტების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების (მაგ., ბენზილის სპირტის) მიმართ.

თუ ამჟამად გახასიათებთ ან წარსულში აღინიშნებოდა თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გამოწვეულია ჰეპარინის ნებისმიერი ფორმით (რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია),

გაქვთ ცნობილი სისხლის დაავადება, რომელიც იწვევს სერიოზულ სისხლდენას, როგორიცაა ჰემოფილია,

გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა,

გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები,

გაქვთ კუჭის წყლული,

გაქვთ ცნობილი ენდოკარდიტი (გულის ლორწოვანი გარსის და გულის სარქვლების ანთება),

ადრე გადაიტანეთ ინსულტი,

გქონიათ ხერხემლის, თავის, თვალების ან ყურების დაზიანება,

გაქვთ ოპერაცია ხერხემალზე, თავზე, თვალებზე ან ყურებზე. თუ გქონიათ ან მალე გაიკეთებთ ასეთ ოპერაციას,

თუ გაქვთ აბორტის რისკი,

ასეთ შემთხვევებში არ უნდა მიიღოთ ჰეპარინის ნატრიუმი.

ეს მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული დღენაკლულებში, ახალშობილებში ან ერთ თვემდე ასაკის ბავშვებში.

ჰეპარინი გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინების მიმართ, როგორიცაა ტინზაპარინი, ენოქსაპარინი ან დელტაპარინი,

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

გაქვთ თვალის დაავადება (ბადურის დაავადება),

გაქვთ არტერიული წნევის პრობლემები (მაღალი არტერიული წნევა),

გაქვთ დიაბეტი,

გადატანილი გაქვთ წელის პუნქცია,

გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც მეტაბოლური აციდოზი ეწოდება,

გაქვთ ჯანმრთელობის ცნობილი პრობლემა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია), თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ კალიუმის დამზოგავ შარდმდენს, როგორიცაა ამილორიდი ან სპირონოლაქტონი,

თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ალბათობას ან თუ არ ხართ დარწმუნებული,

თუ ის გამოიყენება 1-3 წლის ასაკის ბავშვებში, მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ სხვა მედიკამენტს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის შედედებაზე, იხილეთ ნაწილი „გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“ ამ მედიკამენტების ჩამონათვალისთვის.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას,

გთხოვთ, იხილეთ ნაწილი „მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰეპარინის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ“.

ჰეპარინის გამოყენების დაწყებამდე და მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს. ამ გზით ის შეძლებს შემოწმებას, გაძლევთ თუ არა სწორ დოზას. ეს ტესტები გამოიყენება სისხლის შედედების უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობისა და სისხლში კალიუმის დონის მონიტორინგისთვის.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლოა უფრო მეტად იყოთ მიდრეკილი სისხლდენისკენ. ამიტომ, თქვენი ექიმი ან ექთანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ სხვა ინექციების ან სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ - მაშინაც კი, თუ ისინი წარსულშიც აღინიშნებოდა.

ჰეპარინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ჰეპარინის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროების შემთხვევაში, ორსულობის დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ჰეპარინი.

ამ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით მშობიარობის დროს, ეპიდურული ანესთეზია არ უნდა ჩატარდეს.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ამ პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია ძუძუთი კვება.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ჰეპარინი, როგორც წესი, ძალიან მცირე გავლენას ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ მართვაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰეპარინის დამხმარე ნივთიერებების შესახებ

ჰეპარინის თითოეული დოზა შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ანუ ის არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალია.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ბენზილის სპირტს (10 მგ/მლ) კონსერვანტის სახით. სიფრთხილეა საჭირო რისკის მქონე პაციენტებისთვის დანიშვნისას. ის არ უნდა მიეცეს დღენაკლულ და ახალშობილებს. მან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ჩვილებსა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ ხართ ორსულად, ექიმი გადაწყვეტს, მიიღოთ თუ არა ჰეპარინი.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

თუ მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ იღებთ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს, როგორიცაა ენალაპრილი, ლოზარტანი ან ვალსარტანი, შესაძლოა სისხლში კალიუმის რაოდენობა ძალიან გაიზარდოს (ჰიპერკალიემია).

თუ ართრიტის ან სხვა ტკივილის დროს იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა იბუპროფენი ან დიკლოფენაკი, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ ტკივილისა და ანთების შესამცირებლად ან მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად იღებთ სალიცილატს, როგორიცაა ასპირინი, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის შესაჩერებლად იყენებთ თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს, როგორიცაა კლოპიდოგრელი, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ სისხლის კოლტების დასაშლელად იყენებთ თრომბოლიზურ აგენტებს, როგორიცაა სტრეპტოკინაზა, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ მავნე სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად იღებთ K ვიტამინის ანტაგონისტებს, როგორიცაა, მაგალითად, ვარფარინი, სისხლდენის რისკი იზრდება.

სტენოკარდიის სამკურნალოდ გლიცერილ ტრინიტრატის ინფუზიამ შეიძლება გაზარდოს ჰეპარინის ეფექტი.

გააქტიურებული ცილა C: გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად. შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

კორტიკოსტეროიდები (გლუკოკორტიკოიდები) – ჰიდროკორტიზონის გარდა, რომელიც გამოიყენება ადისონის დაავადების ჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილად.

ცეფალოსპორინები: ჰეპარინთან ერთად გამოყენებისას, ზოგიერთი ცეფალოსპორინი, როგორიცაა ცეფაკლორი, ცეფიქსიმი და ცეფტრიაქსონი, გავლენას ახდენს კოაგულაციის პროცესზე და შესაბამისად, შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი.

მოწევა: ნიკოტინს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი. მწეველებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინის დოზის გაზრდა.

თუ დექსტრანსებს იყენებთ სისხლის მოცულობის გასაზრდელად, შესაძლოა უფრო მეტად მიდრეკილი იყოთ სისხლდენისკენ.

თუ თქვენ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს ჰეპარინთან ერთად, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ ჯანმრთელობის სრული შემოწმება, მათ შორის სისხლის ანალიზები.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ჰეპარინის გამოყენების წესი

ინსტრუქციები სწორი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ჰეპარინი შეიცავს 5.000 სე/მლ ჰეპარინს. რადგან ყველა ჰეპარინის პრეპარატი ერთნაირ კონცენტრაციას არ შეიცავს, ჰეპარინის დოზა განისაზღვრება საერთაშორისო ერთეულებში (I.U.).

ჰეპარინს გამოგიწერთ ექიმი ან ექთანი. ექიმი განსაზღვრავს და დაგინიშნავთ მედიკამენტის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

ინექციის წინ ჰეპარინი სხვა მედიკამენტებთან არ შეურიოთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

შეიყვანება ინტრავენურად ან კანქვეშ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

ჰეპარინი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთ თვემდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

რეკომენდებულია დოზის შემცირება და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) მონიტორინგი თრომბის წარმოქმნის მიზნით.

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემა, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ჰეპარინის უფრო დაბალი დოზის გამოყენება.

თუ ფიქრობთ, რომ ჰეპარინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ჰეპარინი:

ვინაიდან ეს მედიკამენტი გაგიკეთდებათ თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ჰეპარინი. თუმცა, თუ გრძნობთ, რომ ძალიან მაღალი დოზა მიიღეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ექთანს.

შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა (სერიოზული სისხლდენა) (იხილეთ მე-4 ნაწილი).

პროტამინის სულფატის სახელით ცნობილი მედიკამენტი შეიძლება დაგენიშნოთ სხვა ინექციის სახით.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ჰეპარინი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ჰეპარინის მიღება:

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

რადგან ეს მედიკამენტი შეიყვანება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ჰეპარინის არასწორი დოზა. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ დოზა გამოტოვეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ექთანს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები

ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტისას რაიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენა მოსალოდნელი არ არის.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ჰეპარინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებიც მომატებული მგრძნობელობით გამოირჩევიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შეწყვიტეთ ჰეპარინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:

თუ განვითარდა სუნთქვის გაძნელება

სახისა და ყელის შეშუპება

კანზე ძლიერი გამონაყარი

ინექციის ადგილას კანზე ბუშტუკები.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ ჰეპარინზე სერიოზული ალერგია გაქვთ. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

თუ ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიის შემდეგ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა ინსულტი განვითარდეს:

ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე ან დაბუჟება (ფეხებში ან ქვედა ტანში)

ზურგის ტკივილი

კუჭში გასვლის პრობლემები

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს. ეს ნიშნავს, რომ სერიოზულ სისხლდენას განიცდით;

წითელი ან ყავისფერი შარდი

ფისის მსგავსი, შავი ფერის განავალი

სისხლჩაქცევები აშკარა მიზეზის გარეშე

მუდმივი სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან ან ქირურგიული ჭრილობიდან.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს:

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთში.

ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან ერთზე მეტში.

არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 1.000-დან ერთზე მეტში.

იშვიათი: ვლინდება 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში, მაგრამ 10.000-დან ერთზე მეტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

რეაქციები ინექციის ადგილას; ადგილობრივი კანქვეშა ინექციის დროს შეიძლება განვითარდეს გაღიზიანება.

ხშირი:

გამონაყარი,

ქავილი, ამობურცული გამონაყარი (ჭინჭრის ციება),

თმის ცვენა.

არახშირი:

ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი). პაციენტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყენებენ ჰეპარინს, განიცდიან ძვლის კარგვას და უფრო მიდრეკილნი არიან მოტეხილობებისკენ.

იშვიათი:

ადვილად სისხლდენის ან სისხლდენისადმი მიდრეკილება. შესაძლოა, თქვენს სისხლში წარმოიქმნას მავნე სისხლის კოლტები. სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების (თრომბოციტების) მნიშვნელოვანმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ეს ნიშნები. ექიმს შეუძლია ამის უფრო დეტალურად ახსნა.

სხვადასხვა სახის ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები და ყველა სახის მძიმე ალერგიული რეაქცია (კონიუნქტივიტი - თვალის დამცავი გარსის ანთება, რინიტი - სურდო, ასთმა, ტაქიკარდია - გულისცემის გახშირება, ცხელება), ანაფილაქსიური რეაქციები და ანაფილაქსიური შოკი. კანქვეშა ქსოვილის დიდი შეშუპებები, განსაკუთრებით სახესა და ხელებზე.

შესაძლოა, თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები შეიცვალოს. შესაძლოა, კალიუმის დონე გაიზარდოს. თუ თქვენ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები ან დიაბეტი, სისხლის ანალიზის შედეგებში ცვლილებების ალბათობა უფრო მაღალია. ექიმი შეძლებს ამის უკეთ ახსნას.

შესაძლოა აღინიშნოს ტრანსამინაზას, გამა-GT, LDH-ს და ლიპაზას დონეების მომატება. ჰეპარინის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ისინი, როგორც წესი, ნორმალიზდება. ექიმს შეუძლია უკეთ აგიხსნათ ეს.

მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

შესაძლოა კანის ქსოვილის სიკვდილი. ამ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ძალიან იშვიათი:

მამაკაცებში ხანგრძლივი, მტკივნეული ერექცია.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, აცნობეთ ექიმს. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება სერიოზული იყოს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) „გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ ლინკზე („İlaç Yan Etki Bildirimi“) გადასვლით მათ ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 ნომერზე დარეკვით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ თქვენს მიერ მიღებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ჰეპარინის შენახვის პირობები

ჰეპარინი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ჰეპარინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ჰეპარინი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები ნაგავში არ გადააგდოთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის სკანირებით სმარტფონის, პლანშეტის ან QR კოდის წამკითხველი სკანერის მეშვეობით.

ლიცენზიის მფლობელი:

Pharmada Ilaç San. ve Tic. A.Ş. / ფარმადა ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.

დემ პლაზა, ინონუ მაჰ. კაისდაგი, №172

34755 ათაშეჰირი / სტამბოლი

ტელ: 0 216 5778025

ფაქსი: 0 216 5778024

წარმოების ადგილი:

Dem Ilaç San. ve Tic. A.Ş./ დემ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.

ჩიფთლიქის უბანი, 3534-ე ქუჩა, ნომერი 1 ჩიფთლიქქოი / იალოვა

წინამდებარე ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 22/02/2019.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ამ მედიკამენტის შეყვანას

არ შეურიოთ ეს პროდუქტი სხვა სამკურნალო საშუალებებს, რადგან თავსებადობის კვლევები არ ჩატარებულა.

ჰეპარინი შეუთავსებელია ბევრ საინექციო პრეპარატთან, მაგალითად, ზოგიერთ ანტიბიოტიკთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან და ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან.

შემდეგი პრეპარატები შეუთავსებელია ჰეპარინთან:

ალტეპლაზი, ამიკაცინის სულფატი, ამიოდარონის ჰიდროქლორიდი, ამპიცილინის ნატრიუმი, აპროტინინი, ბენზილპენიცილინის კალიუმი ან ნატრიუმი, ცეფალოთინის ნატრიუმი, ქლორპრომაზინის ჰიდროქლორიდი, ციპროფლოქსაცინის ლაქტატი, ცისატრაკურიუმის ბეზილატი, ციტარაბინი, დაკარბაზინი, დაუნორუბიცინის ჰიდროქლორიდი, დიაზეპამი, დოქსორუბიცინის ჰიდროქლორიდი, დროპერიდოლი, ერითრომიცინის ლექტობიონატი, გენტამიცინის სულფატი, ჰალოპერიდოლის ლაქტატი, ჰიალურონიდაზა, ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატი, კანამიცინის სულფატი, ლაბეტოლოლის ჰიდროქლორიდი, მეთიცილინის ნატრიუმი, მეტრიმეპრაზინი, ნეტილმიცინის სულფატი, ნიკარდიპინის ჰიდროქლორიდი, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი, პეტიდინის ჰიდროქლორიდი, პოლიმიქსინ B სულფატი, პრომეთაზინის ჰიდროქლორიდი, სტრეპტომიცინის სულფატი, ტობრამიცინის სულფატი, ტრიფლუპრომაზინის ჰიდროქლორიდი, ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი და ვინბლასტინის სულფატი.

არ შეურიოთ დობუტამინის ჰიდროქლორიდი ჰეპარინს და არ შეიყვანოთ ისინი ერთი და იგივე ინტრავენური ხაზით, რადგან ისინი იწვევენ ნალექის წარმოქმნას.

ჰეპარინისა და რეტეპლაზას კომბინირებული ხსნარი შეუთავსებელია. თუ აუცილებელია რეტეპლაზასა და ჰეპარინის შეყვანა ერთი და იმავე ხაზით, მაგ. Y-პორტის მეშვეობით, რეტეპლაზის ინექციამდე და მის შემდეგ ხაზი უნდა გამოირეცხოს 0.9%-იანი ფიზიოლოგიური ხსნარით ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა