ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ
Heparin 5,000 I.U./ml
მედიკამენტის სახელწოდება ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ საინექციო ხსნარი (ინსტრუქციაში ის მოხსენიებული იქნება, როგორც „ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ“). ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ მიეკუთვნება მედიკამენტების ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ჰეპარინი ხელს უშლის სისხლის თრომბების წარმოქმნას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰეპარინი (heparin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5000სე/მლ (25,000 სე/5მლ) 5მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- PANPHARMA GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
- ATC კოდი
- B01AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034026
- რეგისტრირებულია
- 16 დეკემბერი 2021, მოქმედებს 16 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტის სახელწოდება ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ საინექციო ხსნარი (ინსტრუქციაში ის მოხსენიებული იქნება, როგორც „ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ“).
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ მიეკუთვნება მედიკამენტების ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ჰეპარინი ხელს უშლის სისხლის თრომბების წარმოქმნას.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ და პრევენციისათვის:
სისხლის თრომბები ფეხის ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი);
სისხლის თრომბები ფილტვებში (ფილტვის ემბოლია)
ასევე,
მკერდის არეში ტკივილის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია გულის არტერიების დაავადებით (არასტაბილური სტენოკარდია);
ფეხის არტერიების მძიმე დახშობის მკურნალობა (პერიფერიული არტერიული მწვავე ოკლუზია);
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულში სისხლის თრომბების წარმოქნის პრევენცია (მურალური თრომბოზი).
ის ასევე გამოიყენება გულსა და ფილტვებზე ოპერაციების დროს და თირკმელების დიალიზის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ჰეპარინის დოზის ინექცია ხდება ექიმის ან ექთნის მიერ ვენაში ერთბაშად ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ, წვეთოვანი ინფუზიის სახით). ალტერნატიულად, ჰეპარინის ინექცია შესაძლებელია კანქვეშ.
ინტრავენურად, ერთბაშად ინექციის რაოდენობა არ უნდა იყოს 15 მლ-ზე მეტი.
პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების აღება ჰეპარინის მკურნალობის ეფექტის შესამოწმებლად, თუ უკეთდება ჰეპარინის მაღალი დოზები.
ჰეპარინის ინექცია არ უნდა გაკეთდეს დღენაკლულ ბავშვებსა და ახალშობილებში.
პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ დოზას, თუ მას თირკმელების ან ღვიძლის დაავადება აქვს.
ფეხის ვენებში სისხლის თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში სისხლის თრომბების (ფილტვის ემბოლიის) პრევენცია
მოზრდილები
მოზრდილებში ჰეპარინის ინექციის ჩვეულებრივი დოზაა 5,000 ერთეული კანქვეშ ოპერაციამდე 2 საათით ადრე, რომელსაც მოსდევს:
5,000 ერთეულის ინექცია კანქვეშ ყოველ 8-12 საათში 7-10 დღის განმავლობაში ან სანამ პაციენტი არ შეძლებს სრულად მოძრაობას.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზა. თუ პაციენტი ხანდაზმულია, შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების აღება ჰეპარინის მკურნალობის ეფექტის შესამოწმებლად.
ბავშვები
არ არის რეკომენდებული სპეციფიკური დოზები.
ფეხის ვენებში სისხლის თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში სისხლის თრომბების (ფილტვის ემბოლიის) მკურნალობა
მოზრდილები
მოზრდილებში ჰეპარინის ინექციის ჩვეულებრივი დოზაა 5,000 ერთეული ინტრავენურად, რომელსაც მოსდევს:
1,000-2,000 ერთეული/საათი ნელი ინექცია ვენაში ან
10,000-20,000 ერთეული 12 საათში კანქვეშ ან
5,000-10,000 ერთეული 4 საათში ერთბაშად ინექცია ვენაში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში შეიძლება გამოიყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზები.
მოზარდები და ბავშვები
მოზარდებსა და ბავშვებში კეთდება 50 ერთეული/კგ სხეულის წონის ინტრავენურად, რომელსაც მოსდევს:
15-25 ერთეული/კგ სხეულის წონის/საათი ნელი ინექცია ვენაში ან
250 ერთეული/კგ სხეულის წონის 12 საათში კანქვეშ ინექცია ან
100 ერთეული/კგ სხეულის წონის 4 საათში ერთბაშად ინექცია ვენაში.
მკერდის არეში ტკივილის (არასტაბილური სტენოკარდია) და არტერიების მძიმე სისხლის თრომბების (პერიფერიული არტერიების მწვავე ოკლუზია) მურნალობა
მოზრდილები
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში არის 5,000 ერთეული ვენაში ინექცია, რომელსაც მოსდევს:

ხანდაზმულებში შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზები.

საჭიროა სისხლის ანალიზების აღება ყოველდღე ჰეპარინის ეფექტის შესამოწმებლად.
გულში სისხლის თრომბის წარმოქმნის პრევენცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
მოზრდილები
მოზრდილებში ჩვეულებრივი დოზაა 12,500 ერთეული 12 საათში კანქვეშ, არაუმცირეს 10 დღის განმავლობაში.
ხანდაზმულები
შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზა.
გულსა და ფილტვებზე ქირურგიული ოპერაციების დროს (მოზრდილები)
თავდაპირველად კეთდება 300 ერთეული/კგ სხეულის წონის. დოზა შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზების შედეგების მიხედვით.
თირკმელების დიალიზის დროს (მოზრდილები)
ჩვეულებრივ კეთდება 1,000-5,000 ერთეული. დოზა შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზების შედეგების მიხედვით.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის დოზის გადაჭარბებისას
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.
ჰეპარინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. სუსტი სისხლდენა შეიძლება შეჩერდეს ჰეპარინის მკურნალობის შეწყვეტით. თუმცა, თუ პაციენტს აღენიშნება უფრო ძლიერი სისხლდენა, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების შემოწმება და მედიკამენტის - პროტამინის სულფატის - ინექცია.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მას გაუკეთდა მედიკამენტის ჭარბი დოზა, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა,
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
სიფრთხილის ზომები
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ არ კეთდება:
თუ პაციენტი ალერგიულია ჰეპარინის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
ფეხმძიმობის დროს;
ადვილად სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა კანის მძიმე პრობლემები ჰეპარინით მკურნალობის შემდეგ;
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს თავის ტვინზე, ხერხემალზე ან თვალზე ოპერაცია, ლუმპალური პუნქცია ან ადგილობრივი ანესთეზია ნერვის ბლოკადის გამო ან სხვა პროცედურები, რომელთა დროსაც სისხლდენა შეიძლება გახდეს პრობლემა.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ არ უნდა გაკეთდეს დღენაკლულ ბავშვებში ან ახალშობილებში ან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია. განსაკუთრებით საჭიროა ექიმის ყურადღებითი მეთვალყურეობა, თუ:
პაციენტი 60 წელზე მეტი ასაკისაა;
პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც იწვევს ადვილად სისხლდენას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს;
პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
პაციენტს აქვს კალიუმის მაღალი დონე სისხლში ან იღებს მედიკამენტს, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს კალიუმის დონე სისხლში;
პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის დაავადება აქვს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტის უფრო დაბალი დოზა;
პაციენტს აქვს ალერგია ან ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქცია ჰეპარინის მიმართ.
მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს, თუ პაციენტი მკურნალობს ხუთ დღეზე მეტ ხანს და შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის სხვა ანალიზების აღება, თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია.
ბავშვები
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ არ უნდა გაკეთდეს დღენაკლულ ბავსვებში ან ახალშობილებში ან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან უნდა მიიღოს.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჰეპარინის ინექციის მოქმედების მექანიზმზე. ჰეპარინთან ერთად ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი სისხლდენა.
განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (მაგ.: დიკლოფენაკი ან იბუპროფენი);
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის შედედებაზე (მაგ.; დიპირიდამოლი, ეპოპროსტენოლი, კლოპიდოგრელი ან სტრეპტოკინაზა);
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე სისხლში;
გლიცერილტრინიტრატი (გამოიყენება გულის დაავადების დროს).
თუ პაციენტს ესაჭიროება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღება, ექიმმა შეიძლება შეცვალოს ჰეპარინის ინექციის ან სხვა მედიკამენტის დოზა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენებამდე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დაუშვებელია ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის აღწერილი, რომ ჰეპარინის ინექციამ გავლენა იქონია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ შეიცავს ბენზილის სპირტს
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის) და განსაკუთრებით, ბრონქოსპაზმი.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ ფლაკონში. ეს ექვივალენტურია მოზრდილი ადამიანის საკვებით მიღებული ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1%-ის.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მძიმდება, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მნიშვნელოვანი საყურადღებო გვერდითი მოვლენები (სიხშირე არ არის დადგენილი)
მძიმე ალერგიული რეაქციები
ჰეპარინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის გაძნელებით, ტუჩების ციანოზით, ცხელებით, შემცივნებით, თვალების და ტუჩების შეშუპებით და შოკით.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ აღენიშნება მძიმე ალერგიული რეაქცია, უნდა შეწყვიტოს ჰეპარინის მიღება და მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ.
სისხლდენა და სისხლჩაქცევა
ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ადვილად სისხლდენის განვითარებას, მოიცავს:
უჩვეულო სისხლჩაქცევები ან იასამნისფერი ლაქები კანზე;
უჩვეულო სისხლდენა ღრძილებიდან;
უჩვეულო სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლიანი შარდი (რომელიც იწვევს მის მუქ შეფერილობას);
შავი, კუპრისფერი განავალი;
სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება ოპერაციის ადგილიდან ან სხვა დაზიანებიდან.
თუ პაციენტი შეშფოთებულია უჩვეულო სისხლდენის გამო, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა.
სხვა გვერდითი მოვლენები (სიხშირე არ არის დადგენილი) მოიცავს:
წითელი კვანძები ან ეგზემის მსგავსი წითელი ლაქები ქავილის შეგრძნებით, რომელიც ხშირად ვითარდება ჰეპარინის მკურნალობის დაწყებიდან 3-21 დღეში, როცა ინექცია კეთდება კანქვეშ;
კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილის ირგვლივ;
პერსისტენტული ერექცია;
ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების ცვლილებები;
სისხლში ლიპიდების მაღალი დონე ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;
კალიუმის მაღალი ან დაბალი დონე სისხლში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს დაღლილობა და სისუსტე.
თუ ჰეპარინის ინექცია კეთდება რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს:
თმის ცვენა
ძვლების სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ში ან Apple App Store-ში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ჰეპარინი.
თითოეული ფლაკონი 5 მლ საინექციო ხსნარით შეიცავს 25,000 ს.ე. ნატრიუმის ჰეპარინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 10 ფლაკონი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
PANPHARMA
Z.I. du Clairay
35133 Luitré
France
პანფარმა
კლერეის ინდუსტრიული ზონა
35133 ლუტრე
საფრანგეთი
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბაშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ჩვეულებრივ, მკურნალი ექიმი ან ექთანია პასუხისმგებელი ინექციის შენახვასა და მომზადებაზე მის გამოყენებამდე და რომ არ არის გასული ფლაკონების შენახვის ვადა, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ეტიკეტზე.
დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ჰეპარინის ინექცია არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება გაფუჭების, როგორიცაა ფერის ცვლილება, ნიშნები.
აღდგენის შემდეგ:
5% გლუკოზაში და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნაჩვენები იქნა 48 საათის განმავლობაში 18-22°C-ზე შენახვისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ საინექციო ხსნარი
ნატრიუმის ჰეპარინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენებამდე;
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ და მისი გამოყენება
მედიკამენტის სახელწოდება ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ საინექციო ხსნარი (ინსტრუქციაში ის მოხსენიებული იქნება, როგორც „ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ“).
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ მიეკუთვნება მედიკამენტების ანტიკოაგულანტების ჯგუფს. ჰეპარინი ხელს უშლის სისხლის თრომბების წარმოქმნას.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ და პრევენციისათვის:
სისხლის თრომბები ფეხის ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი);
სისხლის თრომბები ფილტვებში (ფილტვის ემბოლია)
ასევე,
მკერდის არეში ტკივილის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია გულის არტერიების დაავადებით (არასტაბილური სტენოკარდია);
ფეხის არტერიების მძიმე დახშობის მკურნალობა (პერიფერიული არტერიული მწვავე ოკლუზია);
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულში სისხლის თრომბების წარმოქნის პრევენცია (მურალური თრომბოზი).
ის ასევე გამოიყენება გულსა და ფილტვებზე ოპერაციების დროს და თირკმელების დიალიზის დროს.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენებამდე
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ არ კეთდება:
თუ პაციენტი ალერგიულია ჰეპარინის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6);
ფეხმძიმობის დროს;
ადვილად სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების დროს;
თუ პაციენტს აღენიშნებოდა კანის მძიმე პრობლემები ჰეპარინით მკურნალობის შემდეგ;
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს თავის ტვინზე, ხერხემალზე ან თვალზე ოპერაცია, ლუმპალური პუნქცია ან ადგილობრივი ანესთეზია ნერვის ბლოკადის გამო ან სხვა პროცედურები, რომელთა დროსაც სისხლდენა შეიძლება გახდეს პრობლემა.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ არ უნდა გაკეთდეს დღენაკლულ ბავშვებში ან ახალშობილებში ან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია. განსაკუთრებით საჭიროა ექიმის ყურადღებითი მეთვალყურეობა, თუ:
პაციენტი 60 წელზე მეტი ასაკისაა;
პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც იწვევს ადვილად სისხლდენას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს;
პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
პაციენტს აქვს კალიუმის მაღალი დონე სისხლში ან იღებს მედიკამენტს, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს კალიუმის დონე სისხლში;
პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის დაავადება აქვს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტის უფრო დაბალი დოზა;
პაციენტს აქვს ალერგია ან ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქცია ჰეპარინის მიმართ.
მკურნალი ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზს, თუ პაციენტი მკურნალობს ხუთ დღეზე მეტ ხანს და შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის სხვა ანალიზების აღება, თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს დიდი ქირურგიული ოპერაცია.
ბავშვები
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ არ უნდა გაკეთდეს დღენაკლულ ბავსვებში ან ახალშობილებში ან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან უნდა მიიღოს.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჰეპარინის ინექციის მოქმედების მექანიზმზე. ჰეპარინთან ერთად ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ძლიერი სისხლდენა.
განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:
ასპირინი ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები (მაგ.: დიკლოფენაკი ან იბუპროფენი);
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის შედედებაზე (მაგ.; დიპირიდამოლი, ეპოპროსტენოლი, კლოპიდოგრელი ან სტრეპტოკინაზა);
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე სისხლში;
გლიცერილტრინიტრატი (გამოიყენება გულის დაავადების დროს).
თუ პაციენტს ესაჭიროება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის მიღება, ექიმმა შეიძლება შეცვალოს ჰეპარინის ინექციის ან სხვა მედიკამენტის დოზა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, რომ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან კონსულტაცია ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენებამდე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დაუშვებელია ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის აღწერილი, რომ ჰეპარინის ინექციამ გავლენა იქონია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ შეიცავს ბენზილის სპირტს
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის) და განსაკუთრებით, ბრონქოსპაზმი.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 23.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) თითოეულ ფლაკონში. ეს ექვივალენტურია მოზრდილი ადამიანის საკვებით მიღებული ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 1%-ის.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის გამოყენების წესი
ჰეპარინის დოზის ინექცია ხდება ექიმის ან ექთნის მიერ ვენაში ერთბაშად ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ, წვეთოვანი ინფუზიის სახით). ალტერნატიულად, ჰეპარინის ინექცია შესაძლებელია კანქვეშ.
ინტრავენურად, ერთბაშად ინექციის რაოდენობა არ უნდა იყოს 15 მლ-ზე მეტი.
პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების აღება ჰეპარინის მკურნალობის ეფექტის შესამოწმებლად, თუ უკეთდება ჰეპარინის მაღალი დოზები.
ჰეპარინის ინექცია არ უნდა გაკეთდეს დღენაკლულ ბავშვებსა და ახალშობილებში.
პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ დოზას, თუ მას თირკმელების ან ღვიძლის დაავადება აქვს.
ფეხის ვენებში სისხლის თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში სისხლის თრომბების (ფილტვის ემბოლიის) პრევენცია
მოზრდილები
მოზრდილებში ჰეპარინის ინექციის ჩვეულებრივი დოზაა 5,000 ერთეული კანქვეშ ოპერაციამდე 2 საათით ადრე, რომელსაც მოსდევს:
5,000 ერთეულის ინექცია კანქვეშ ყოველ 8-12 საათში 7-10 დღის განმავლობაში ან სანამ პაციენტი არ შეძლებს სრულად მოძრაობას.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზა. თუ პაციენტი ხანდაზმულია, შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზების აღება ჰეპარინის მკურნალობის ეფექტის შესამოწმებლად.
ბავშვები
არ არის რეკომენდებული სპეციფიკური დოზები.
ფეხის ვენებში სისხლის თრომბების (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვებში სისხლის თრომბების (ფილტვის ემბოლიის) მკურნალობა
მოზრდილები
მოზრდილებში ჰეპარინის ინექციის ჩვეულებრივი დოზაა 5,000 ერთეული ინტრავენურად, რომელსაც მოსდევს:
1,000-2,000 ერთეული/საათი ნელი ინექცია ვენაში ან
10,000-20,000 ერთეული 12 საათში კანქვეშ ან
5,000-10,000 ერთეული 4 საათში ერთბაშად ინექცია ვენაში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში შეიძლება გამოიყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზები.
მოზარდები და ბავშვები
მოზარდებსა და ბავშვებში კეთდება 50 ერთეული/კგ სხეულის წონის ინტრავენურად, რომელსაც მოსდევს:
15-25 ერთეული/კგ სხეულის წონის/საათი ნელი ინექცია ვენაში ან
250 ერთეული/კგ სხეულის წონის 12 საათში კანქვეშ ინექცია ან
100 ერთეული/კგ სხეულის წონის 4 საათში ერთბაშად ინექცია ვენაში.
მკერდის არეში ტკივილის (არასტაბილური სტენოკარდია) და არტერიების მძიმე სისხლის თრომბების (პერიფერიული არტერიების მწვავე ოკლუზია) მურნალობა
მოზრდილები
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში არის 5,000 ერთეული ვენაში ინექცია, რომელსაც მოსდევს:
1,000-2,000 ერთეული/საათი ნელი ინექცია ვენაში ან
5,000-10,000 ერთეული 4 საათში ერთბაშად ინექცია ვენაში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო დაბალი დოზები.
მოზარდები და ბავშვები
მოზარდებსა და ბავშვებში კეთდება 50 ერთეული/კგ სხეულის წონის ინტრავენურად, რომელსაც მოსდევს:
15-25 ერთეული/კგ სხეულის წონის/საათი ნელი ინექცია ვენაში ან
100 ერთეული/კგ სხეულის წონის 4 საათში ერთბაშად ინექცია ვენაში.
საჭიროა სისხლის ანალიზების აღება ყოველდღე ჰეპარინის ეფექტის შესამოწმებლად.
გულში სისხლის თრომბის წარმოქმნის პრევენცია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
მოზრდილები
მოზრდილებში ჩვეულებრივი დოზაა 12,500 ერთეული 12 საათში კანქვეშ, არაუმცირეს 10 დღის განმავლობაში.
ხანდაზმულები
შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი დოზა.
გულსა და ფილტვებზე ქირურგიული ოპერაციების დროს (მოზრდილები)
თავდაპირველად კეთდება 300 ერთეული/კგ სხეულის წონის. დოზა შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზების შედეგების მიხედვით.
თირკმელების დიალიზის დროს (მოზრდილები)
ჩვეულებრივ კეთდება 1,000-5,000 ერთეული. დოზა შეიძლება შეიცვალოს სისხლის ანალიზების შედეგების მიხედვით.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის დოზის გადაჭარბებისას
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.
ჰეპარინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. სუსტი სისხლდენა შეიძლება შეჩერდეს ჰეპარინის მკურნალობის შეწყვეტით. თუმცა, თუ პაციენტს აღენიშნება უფრო ძლიერი სისხლდენა, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზების შემოწმება და მედიკამენტის - პროტამინის სულფატის - ინექცია.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მას გაუკეთდა მედიკამენტის ჭარბი დოზა, საჭიროა ექიმთან ან ექთანთან მიმართვა,
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მძიმდება, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მნიშვნელოვანი საყურადღებო გვერდითი მოვლენები (სიხშირე არ არის დადგენილი)
მძიმე ალერგიული რეაქციები
ჰეპარინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის გაძნელებით, ტუჩების ციანოზით, ცხელებით, შემცივნებით, თვალების და ტუჩების შეშუპებით და შოკით.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ აღენიშნება მძიმე ალერგიული რეაქცია, უნდა შეწყვიტოს ჰეპარინის მიღება და მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ.
სისხლდენა და სისხლჩაქცევა
ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ადვილად სისხლდენის განვითარებას, მოიცავს:
უჩვეულო სისხლჩაქცევები ან იასამნისფერი ლაქები კანზე;
უჩვეულო სისხლდენა ღრძილებიდან;
უჩვეულო სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლიანი შარდი (რომელიც იწვევს მის მუქ შეფერილობას);
შავი, კუპრისფერი განავალი;
სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება ოპერაციის ადგილიდან ან სხვა დაზიანებიდან.
თუ პაციენტი შეშფოთებულია უჩვეულო სისხლდენის გამო, უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს დაუყოვნებლივ, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტა.
სხვა გვერდითი მოვლენები (სიხშირე არ არის დადგენილი) მოიცავს:
წითელი კვანძები ან ეგზემის მსგავსი წითელი ლაქები ქავილის შეგრძნებით, რომელიც ხშირად ვითარდება ჰეპარინის მკურნალობის დაწყებიდან 3-21 დღეში, როცა ინექცია კეთდება კანქვეშ;
კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ინექციის ადგილის ირგვლივ;
პერსისტენტული ერექცია;
ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების ცვლილებები;
სისხლში ლიპიდების მაღალი დონე ჰეპარინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;
კალიუმის მაღალი ან დაბალი დონე სისხლში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს დაღლილობა და სისუსტე.
თუ ჰეპარინის ინექცია კეთდება რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს:
თმის ცვენა
ძვლების სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზი).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ში ან Apple App Store-ში.
5,000 ს.ე./მლ-ის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბაშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ჩვეულებრივ, მკურნალი ექიმი ან ექთანია პასუხისმგებელი ინექციის შენახვასა და მომზადებაზე მის გამოყენებამდე და რომ არ არის გასული ფლაკონების შენახვის ვადა, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ეტიკეტზე.
დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება კოლოფსა და ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ჰეპარინის ინექცია არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ აღინიშნება გაფუჭების, როგორიცაა ფერის ცვლილება, ნიშნები.
აღდგენის შემდეგ:
5% გლუკოზაში და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში გახსნის შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილობა ნაჩვენები იქნა 48 საათის განმავლობაში 18-22°C-ზე შენახვისას.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ
აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის ჰეპარინი.
თითოეული ფლაკონი 5 მლ საინექციო ხსნარით შეიცავს 25,000 ს.ე. ნატრიუმის ჰეპარინს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ-ის ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ჰეპარინი 5,000 ს.ე./მლ ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 10 ფლაკონი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
PANPHARMA
Z.I. du Clairay
35133 Luitré
France
პანფარმა
კლერეის ინდუსტრიული ზონა
35133 ლუტრე
საფრანგეთი
მწარმოებელი
ROTEXMEDICA GmbH
Arzneimittelwerk - Bunsenstrasse 4
D-22946 TRITTAU
GERMANY
როტექსმედიკა გმბჰ
არცნაიმითელვერქ -ბუნზენშტრასე 4
D-22946 ტრიტაუ
გერმანია
ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია 2019 წლის ოქტომბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.