პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ციპროფლოქსაცინი ტაბლეტები USP 500მგ

Ciprofloxacin Tablets USP 500mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

დღიური დოზა მგ-ში მკურნალობის სრული ხანგრძლივობა (პოტენციურად, ციპროფლოქსაცინით საწყისი პარენტერალური მკურნალობის ჩათვლით) ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები 500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ 7-დან 14 დღემდე ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ქრონიკული სინუსიტის გამწვავება 500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ციპროფლოქსაცინი (ciprofloxacin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
BELCO PHARMA, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-044225
რეგისტრირებულია
24 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ARAVIS PHARMACEUTICALS (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ინტერ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციპროფლოქსაცინი ტაბლეტები USP 500მგ და სხვა წამალი ერთად

ციპროფლოქსაცინი ტაბლეტები USP 500მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დღიური დოზა

მგ-ში

მკურნალობის სრული ხანგრძლივობა (პოტენციურად, ციპროფლოქსაცინით საწყისი პარენტერალური მკურნალობის ჩათვლით)

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

7-დან 14 დღემდე

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ქრონიკული სინუსიტის გამწვავება

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

7-დან 14 დღემდე

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

7-დან 14 დღემდე

ავთვისებიანი გარეთა ოტიტი

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

28 დღიდან 3 თვემდე

საშარდე გზების ინფექციები

ცისტიტი გართულებების გარეშე

500 მგ დღეში ორჯერ

3 დღე

ქალებში ,პრემენოპაუზურ პრიოდში შესაძლოა გამოყენებულ იქნას 500 მგ ერთჯერადი დოზა.

გართულებული ცისტიტი, პიელონეფრიტი

გართულების გარეშე

500 მგ დღეში ორჯერ

7 დღე

გართულებული პიელონეფრიტი

500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

სულ მცირე 10 დღე, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 21 დღეზე მეტხანს

პროსტატიტი

2-დან 4 კვირამდე (მწვავე) 4-დან 6 კვირამდე (ქრონიკული)

სასქესო გზების ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

500 მგ ერთჯერადი დოზის სახით

1 დღე (ერთჯერადი დოზა)

ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ანთებითი დაავადებები

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

სულ მცირე 14 დღე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და აბდომინალური ინფექციები

ბაქტერიული პათოგენებით გამოწვეული დიარეა, მათ შორის Shigella spp., Shigella dysenteriae ტიპი 1-ის გარდა და მოგზაურთა მძიმე დიარეის ემპირიული მკურნალობა

500 მგ დღეში ორჯერ

1 დღე

Shigella dysenteriae ტიპი 1-ით გამოწვეული დიარეა

500 მგ დღეში ორჯერ

5 დღე

ქოლერის ვიბრიონით გამოწვეული დიარეა

500 მგ დღეში ორჯერ

3 დღე

მუცლის ტიფი

500 მგ დღეში ორჯერ

7 დღე

გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ინტრააბდომინალური ინფექციები

5-დან 14 დღემდე

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

ძვლისა და სახსრების ინფექციები

მაქსიმუმ 3 თვე

ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, სავარაუდოდ, ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული. ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას მიღებული შესაბამის ანტიბაქტერიულ პრეპარატ(ებ)თან ერთად, ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

თერაპია უნდა გაგრძელდეს ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში.

Neisseria meningitidis-ით გამოწვეული ინვაზიური ინფექციების პროფილაქტიკა

500 მგ ერთჯერადი დოზის სახით

1 დღე (ერთჯერადი დოზა)

ინჰალაციური ჯილეხის წყლულის შემდგომი ექსპოზიციის პროფილაქტიკა და მკურნალობა იმ პირებისთვის, რომლებსაც კლინიკურად მიზანშეწონილობის შემთხვევაში შეუძლიათ მკურნალობის ჩატარება პერორალური გზით.

პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია დაიწყოს უმოკლეს ვადაში სავარაუდო ან დადასტურებული ექსპოზიციის შემდეგ

500 მგ დღეში ორჯერ

Bacillus anthracis-ის ზემოქმედების დადასტურებიდან 60 დღე

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებს უნდა მიეცეთ დოზა, რომელიც შეირჩევა ინფექციის სიმძიმისა და პაციენტის კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის:

კრეატინინის კლირენსი [მლ/წთ/1.73მ2]

შრატის კრეატინინი [µ მოლ/ლ]

პერორალური დოზა [მგ]

> 60

< 124

იხ. ჩვეულებრივი დოზირება

30 – 60

124 – 168

250-500 მგ ყოველ 12 საათში

< 30

>169

250-500 მგ ყოველ 24 საათში

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

> 169

250-500 მგ ყოველ 24 საათში (დიალიზის შემდეგ)

პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტები

> 169

250-500 მგ ყოველ 24 საათში

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მიღების წესი და დოზირება

დოზირება განისაზღვრება კლინიკური ჩვენებების, ინფექციის სიმძიმისა და ლოკალიზაციის, გამომწვევი(ების) ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობისა და პაციენტის თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები USP 500 მგ გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულების სამკურნალოდ.

ბავშვებსა და მოზარდებში უნდა იქნას გამოიყენებ ციპროფლოქსაცინის სხვა ფორმები.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ასევე კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე.

გარკვეული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა (e.g. Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter or Staphylococci) შეიძლება საჭირო გახდეს ციპროფლოქსაცინის უფრო მაღალი დოზები და სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად მიღება.

ზოგიერთი ინფექციის (მაგ., მენჯის ანთებითი დაავადება, აბდომინალური ინფექციები, ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში ინფექციები და ძვლებისა და სახსრების ინფექციები) მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად მიღება, ჩართული პათოგენების მიხედვით.

მოზრდილები

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული მიღება.

სიფრთხილის ზომები

ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პროდუქტების გამოყენებისას. ამ პაციენტების ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებლის/რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

აორტის ანევრიზმა და დისექცია, და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა

ეპიდემიოლოგიური კვლევები აორტის ანევრიზმისა და დისექციის მომატებულ რისკს აღნიშნავს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტისა და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის გაზრდილ რისკს ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ფატალური შემთხვევებით), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები.

ამიტომ, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასებისა და სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დაავადების ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადების დადებითი ოჯახური ისტორია, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აორტის ანევრიზმის და/ან დისექციის ან გულის სარქვლის დაავადების დიაგნოზი, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც ხელს უწყობენ როგორც აორტის ანევრიზმის, ასევე დისექციის, ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარებას (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან დამატებით. აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევაში, მაგალითად სისხლძარღვთა დაავადებების დროს, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტუჯრედოვანი არტერიიტი, ან დიაგნოსტირებული ათეროსკლეროზი ან შეიგრენის სინდრომი, ან დამატებით გულის სარქვლის რეგურგიტაციისა ან უკმარისობის დროს, მაგალითად ინფექციური ენდოკარდიტის დროს, აორტის ანევრიზმის, დისექციის და მათი გასკდომის რისკი შესაძლოა გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს. სწრაფი და ძლიერი მუცლის, გულმკერდის ან ზურგის ტკივილის დროს პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სასწრაფო დახმარების განყოფილებას. მკვეთრი სუნთქვის უკმარისობის, გულისცემის გახშირების ან მუცლისა და ქვედა კიდურების შეშუპების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ სამედიცინო დახმარება. მძიმე და შერეული ინფექციების მკურნალობაში, რომლებიც გამოწვეულია გრამპოზიტიური და ანაერობული გამომწვევებით, ციპროფლოქსაცინის მონოთერაპია არ არის რეკომენდებული და ასეთ შემთხვევებში ის უნდა დაინიშნოს სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

სტრეპტოკოკური ინფექციები (მათ შორის Streptococcus pneumoniae)

ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.

სასქესო გზების ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ანთებითი დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae იზოლატებით.

ამიტომ, ციპროფლოქსაცინი გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის სამკურნალოდ უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ციპროფლოქსაცინ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ს გამორიცხვა. ეპიდიდიმოორქიტისა და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში ციპროფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება უნდა განიხილოს მხოლოდ სხვა შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატით (მაგალითად, ცეფალოსპორინით) კომბინაციაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა Neisseria gonorrhoeae-ს მიმართ ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა სარწმუნოდ გამორიცხულია. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, საჭიროა თერაპიის გადამოწმება.

საშარდე გზების ინფექციები

Escherichia coli-ს - საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული პათოგენის - რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ განსხვავდება ევროკავშირის მასშტაბით. ექიმებს ურჩევენ, გაითვალისწინონ Escherichia coli-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება.

ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გაურთულებელი ცისტიტის დროს პრემენოპაუზურ პერიოდში ქალებში, სავარაუდოდ, უფრო დაბალ ეფექტურობასთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე მკურნალობის ხანგრძლივობა. ეს კიდევ უფრო გასათვალისწინებელია Escherichia coli-ს ქინოლონების მიმართ მზარდი რეზისტენტობის დონის გათვალისწინებით.

ინტრააბდომინალური ინფექციები

არსებობს შეზღუდული მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ ოპერაციის შემდგომი აბდომინალური ინფექციების მკურნალობისას.

მოგზაურთა დიარეა

ციპროფლოქსაცინის შერჩევისას უნდა განიხილოს იმ პათოგენების მიმართ ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტობის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომლებიც გავრცელებულია იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი მოგზაურობს.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში, მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციის შედეგების მიხედვით.

ინჰალაციური ანტრაქსი

პრეპარატის გამოყენება ადამიანებში ეფუძნება in vitro მგრძნობელობის მონაცემებს, ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებს, ასევე ადამიანებზე მიღებულ შეზღუდულ მონაცემებს. მკურნალმა ექიმებმა უნდა მიმართონ ჯილეხის მკურნალობასთან დაკავშირებით ეროვნულ და/ან საერთაშორისო კონსენსუსის დოკუმენტებს.

პედიატრიული პოპულაცია

ციპროფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უნდა ხდებოდეს მოქმედი ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად. ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა ინიშნებოდეს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბავშვებისა და მოზარდების ცისტური ფიბროზისა და/ან მძიმე ინფექციების მკურნალობაში.

ნაჩვენებია, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ართროპათიას, მოუმწიფებელი ცხოველების მძიმე დატვირთვის მქონე სახსრებში.

ბრონქოპულმონალური ინფექციები კისტოზური ფიბროზის დროს

კლინიკური გამოცდები ჩატარდა 5-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში. 1-დან 5 წლამდე ბავშვების მკურნალობის გამოცდილება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი

საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა განიხილებოდეს სხვა მეთოდების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში და უნდა ეფუძნებოდეს მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგებს. კლინიკური კვლევები ჩატარდა 1-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა სპეციფიური მძიმე ინფექციები

სხვა მძიმე ინფექციები ოფიციალური რეკომენდაციებით, ან სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, როდესაც სხვა მკურნალობის გამოყენება შეუძლებელია, ან ტრადიციული თერაპიის უშედეგო გამოყენების შემდეგ და როდესაც მიკრობიოლოგიური დოკუმენტაცია ამართლებს ციპროფლოქსაცინის გამოყენებას.

ციპროფლოქსაცინის გამოყენება ზემოთ ხსენებულის გარდა სხვა სპეციფიური მძიმე ინფექციების დროს კლინიკურ კვლევებში არ შეფასებულა და კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. შესაბამისად, სიფრთხილეა რეკომენდებული ამ ინფექციების მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ჰიპერმგრძნობელობა

პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერსენსიტიურობა და ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია და ანაფილაქტოიდური რეაქციები, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ციპროფლოქსაცინის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის დანიშვნა.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა

ციპროფლოქსაცინის, როგორც წესი, არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომელთა ანამნეზში აღინიშნება მყესების დაავადებები ან დარღვევები, დაკავშირებული ქინოლონებით მკურნალობასთან. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მიკრობიოლოგიური გამოკვლევით დადასტურდება გამომწვევი, და შეფასდება რისკისა და სარგებლის თანაფარდობა, ციპროფლოქსაცინი შეიძლება დაინიშნოს ამ პაციენტებში გარკვეული მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სტანდარტული თერაპიის არასაკმარისობის ან ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარების დროს, როდესაც მიკრობიოლოგიური მონაცემები ციპროფლოქსაცინის გამოყენებას ამართლებს.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ აქილევსის), ზოგჯერ ორმხრივადაც, შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით, აგრეთვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ეს მოვლენები განვითარდა მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის რისკი მაღალია ასაკოვანი პაციენტების, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების, მყარი ორგანოების გადანერგვის მქონე პაციენტების და კორტიკოსტეროიდებით ერთდროულად მკურნალობის მიმღებ პაციენტებში. ამიტომ რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება. ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება) ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი. დაზიანებული კიდური(ები) უნდა იქნას სათანადოდ დამუშავებული (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გამოვლინდება ტენდინოპათიის ნიშნები.

ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში, რადგან სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დაქვეითების ან თვალებზე რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.

ფოტომგრძნობელობა

ციპროფლოქსაცინი იწვევს ფოტომგრძნობელობის რეაქციებს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდებულია მკურნალობის დროს თავი აარიდონ როგორც მზის სხივების, ასევე ულტრაიისფერი დასხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინს, ისევე როგორც სხვა ქინოლონებს, შეუძლია გამოიწვიოს კრუნჩხვები ან შეამციროს კრუნჩხვებისადმი მზაობის ზღურბლი. აღწერილია კრუნჩხვების გარეშე მიმდინარე ეპილეფსიური სტატუსის შემთხვევებიც. ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნს-ის დარღვევები, რომლებიც შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ კრუნჩხვებისკენ. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს. ფსიქიატრიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს ციპროფლოქსაცინის პირველი მიღების შემდეგაც კი. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება გადაიზარდოს სუიციდურ იდეებში/ფიქრებში, რაც კულმინაციას მიაღწევს თვითმკვლელობის მცდელობაში ან დასრულებულ სუიციდში. ასეთი შემთხვევების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს.

პერიფერიული ნეიროპათია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, აღწერილია სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევდა პარესთეზიას, ჰიპოესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ციპროფლოქსაცინით უნდა იყვნენ გაფრთხილებული, მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს, თუ განვითარდება ნეიროპათიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან აიცილონ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

კარდიოლოგიური დარღვევები

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომელთაც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად:

თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი

  • QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული გამოყენება (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები)
  • ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)
  • გულის დაავადება (მაგ., გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია)

ხანდაზმული პაციენტები და ქალები შესაძლოა უფრო მგრძნობიერნი იყვნენ იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს. ამიტომ, ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას, ამ პაციენტთა ჯგუფებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

დისგლიკემია

ისევე როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, დაფიქსირებულია გლუკოზის დონესთან დაკავშირებული დარღვევები — მათ შორის როგორც ჰიპოგლიკემია, ისე ჰიპერგლიკემია, ძირითადად შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს (მაგალითად, გლიბენკლამიდს) ან ინსულინს. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია გლუკოზის დონის ფრთხილი და მკაცრი კონტროლი სისხლში.

კუჭ-ნაწლავის სისტემა

მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის, მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) მწვავე და მუდმივი დიარეის გაჩენამ შეიძლება მიუთითოს ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ კოლიტზე (სიცოცხლისთვის საშიში, შესაძლო ფატალური შედეგით), რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში, ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია. ამ სიტუაციაში ანტიპერისტალტიკური პრეპარატები უკუნაჩვენებია.

თირკმლის და შარდსასქესო სისტემა

არსებობს ცნობები ციპროფლოქსაცინის მიღებასთან დაკავშირებული კრისტალურიის შესახებ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა დაიცვან სითხის მიღების ბალანსი და თავიდან აიცილონ შარდის გადაჭარბებული ტუტე რეაქცია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რადგან ციპროფლოქსაცინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა უცვლელი სახით, თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის გვერდითი ეფექტების გაძლიერება ციპროფლოქსაცინის დაგროვების შედეგად.

ჰეპატობილიარული სისტემა

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ღვიძლის დაავადების ნებისმიერი ნიშნისა და სიმპტომის შემთხვევაში (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან აბდომინალური ტკივილი), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ჰემოლიზური რეაქციები დაფიქსირდა. ასეთ პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. ამ შემთხვევაში საჭიროა ჰემოლიზის განვითარების რისკის კონტროლი.

წინააღმდეგობა

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში ან მის დასრულების შემდეგ შესაძლოა იდენტიფიცირდეს რეზისტენტული ბაქტერიები რომლებიც ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტულობას ავლენენ — კლინიკურად გამოხატული სუპერინფექციით ან მის გარეშე. შესაძლოა არსებობდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამოვლენის განსაკუთრებული რისკი მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ნოზოკომიური ინფექციების და/ან სტაფილოკოკისა და ფსევდომონას სახეობებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას.

ციტოქრომ P450

ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს CYP1A2-ს და ამგვარად, შეიძლება გამოიწვიოს ამ ფერმენტით მეტაბოლიზებული ერთდროულად მიღებული ნივთიერებების (მაგ., თეოფილინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, ტიზანიდინი, დულოქსეტინი, აგომელატინი) შრატში კონცენტრაციის მომატება. ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც ციპროფლოქსაცინთან ერთად იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრ კლინიკურ დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით. შესაძლოა გახდეს საჭირო ამ პრეპარატების (მაგალითად, თეოფილინის) კონცენტრაციის განსაზღვრა შრატში.

მეთოტრექსატი

ციპროფლოქსაცინისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ტესტებთან ურთიერთქმედება

ციპროფლოქსაცინის in vitro აქტივობამ Mycobacterium tuberculosis-ის წინააღმდეგ შესაძლოა ცრუ უარყოფითი ბაქტერიოლოგიური ტესტის შედეგები მოგვცეს პაციენტებში , რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვა პროდუქტების გავლენა ციპროფლოქსაცინზე:

პრეპარატები, რომლებიც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებით

ციპროფლოქსაცინი, სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).

საკვები და რძის პროდუქტები

კვების შემადგენლობაში არსებული კალციუმი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე. თუმცა, საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება რძის პროდუქტებთან ან მინერალებით გამდიდრებულ სასმელებთან (მაგალითად, რძე, იოგურტი, კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი), რადგან შესაძლოა ციპროფლოქსაცინის შეწოვა შემცირდეს.

პრობენეციდი

პრობენეციდი ახდენს გავლენას ციპროფლოქსაცინის თირკმლის სეკრეციაზე. პრობენეციდისა და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციას სისხლის შრატში.

მეტოკლოპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის (პერორალური) შეწოვას, რაც იწვევს პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის შემცირებას. ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე გავლენა არ დაფიქსირებულა.

ომეპრაზოლი

ციპროფლოქსაცინისა და ომეპრაზოლშემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება იწვევს ციპროფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ მდებარე ფართობის (AUC) მცირე შემცირებას.

ციპროფლოქსაცინის გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე:

ტიზანიდინი

ტიზანიდინი არ უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინთან ერთად (იხ. ნაწილი 4.3). ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას აღინიშნა შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება (Cmax ზრდა: 7-ჯერ, დიაპაზონი: 4-დან 21-ჯერ; AUC ზრდა: 10-ჯერ, დიაპაზონი: 6-დან 24-ჯერ). შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება დაკავშირებულია ჰიპოტენზიური და სედატიური ეფექტის გაძლიერებასთან.

მეთოტრექსატი

ციპროფლოქსაცინთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა დათრგუნული იყოს მეთოტრექსატის თირკმლისმიერი მილაკოვანი ტრანსპორტი, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის პლაზმური დონის მომატება და მეთოტრექსატთან ასოცირებული ტოქსიკური რეაქციების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება. ამან შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, რომლებიც იშვიათად შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური. კომბინაციის დროს უნდა შემოწმდეს შრატში თეოფილინის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში შემცირდეს თეოფილინის დოზა.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინის) ერთდროული გამოყენების დროს დაფიქსირდა აღნიშნული ქსანტინის წარმოებულების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის შრატის დონის მომატება ან შემცირება, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დონის მონიტორინგი.

ციკლოსპორინი

ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას შეინიშნება პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის დროებითი მატება. ამიტომ, ამ პაციენტებში ხშირად (კვირაში ორჯერ) აუცილებელია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტი. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი ინფექციის, ასაკისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ ციპროფლოქსაცინის წვლილი INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) ზრდაში ძნელია შეფასდეს. რეკომენდებულია INR-ის ხშირი მონიტორინგი ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგ., ვარფარინი, აცენომუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ერთად მიღების დროს და მალევე.

დულოქსეტინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ დულოქსეტინის CYP450 1A2 იზოენზიმის ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუვოქსამინი, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax-ის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტების მოლოდინი შესაძლებელია ერთდროული მიღებისას.

როპინიროლი

კლინიკურ კვლევაში ნაჩვენებია, რომ როპინიროლის ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოენზიმის ზომიერ ინჰიბიტორთან, ერთდროული გამოყენება იწვევს როპინიროლის Cmax და AUC-ის ზრდას შესაბამისად 60%-ით და 84%-ით. რეკომენდებულია როპინიროლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების მონიტორინგი და დოზის კორექცია საჭიროებისამებრ ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების დროს და მის შემდეგ მალევე.

ლიდოკაინი

ჯანმრთელ სუბიექტებში ნაჩვენებია, რომ ლიდოკაინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოენზიმის ზომიერ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენება ინტრავენური ლიდოკაინის კლირენსს 22%-ით ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად აიტანებოდა, ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედება, რაც გვერდით მოვლენებს უკავშირდება.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოენზიმის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აფერხებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2-ის ზომიერ ინჰიბიტორთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტების მოლოდინი შესაძლებელია ერთდროული მიღებისას („Cytochrome P450“ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ზოლპიდემის დონე სისხლში, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კლოზაპინი

250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან 7 დღის განმავლობაში ერთდროული მიღების შემდეგ, კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატის კონცენტრაციები გაიზარდა შესაბამისად 29%-ით და 31%-ით. რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა და კლოზაპინის დოზის შესაბამისი კორექტირება ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების დროს და მისი დასრულებიდან მალევე.

სილდენაფილი

სილდენაფილის Cmax და AUC დაახლოებით ორჯერ გაიზარდა ჯანმრთელ სუბიექტებში 50 მგ პერორალური დოზის 500 მგ ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების შემდეგ. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინის სილდენაფილთან ერთად დანიშვნისას, რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ციპროფლოქსაცინის მიღების შესახებ არსებული მონაცემები არ მიუთითებს ციპროფლოქსაცინის მალფორმაციულ ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობაზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. ქინოლონების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ახალგაზრდა და პრენატალურ ცხოველებში დაფიქსირდა ზემოქმედება მოუმწიფებელ ხრტილზე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სასახსრე ხრტილის დაზიანება ადამიანის მოუმწიფებელ ორგანიზმში/ნაყოფში.

ციპროფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში. ციპროფლოქსაცინის მიღება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ნევროლოგიური ეფექტების გამო, ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე. ამრიგად, შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენებია ღებინება და დიარეა.

ქვემოთ ჩამოთვლილია ციპროფლოქსაცინის (პერორალური, ინტრავენური და თანმიმდევრული თერაპიის) კლინიკური კვლევებისა და მარკეტინგის შემდგომი დაკვირვების შედეგად მიღებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიხშირის კატეგორიების მიხედვით არის დალაგებული. სიხშირის ანალიზი ითვალისწინებს ციპროფლოქსაცინის როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური მიღების მონაცემებს.

სისტემურ-ორგანული კლასი

ხშირი

≥ 1/100 to < 1/10

არახშირი

≥ 1/1 000 to < 1/100

იშვიათი ≥ 1/10 000 to < 1/1 000

ძალიან იშვიათი

< 1/10 000

სიხშირე უცნობია

(ხელმისაწვდომი მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია)

ინფექციები და დაინფიცირება

მიკოზური სუპერინფექციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ეოზინოფილია

ლეიკოპენია ანემია ნეიტროპენია ლეიკოციტოზი თრომბოციტოპენია თრომბოციტემია

ჰემოლიზური ანემია

აგრანულოციტოზი

პანციტოპენია (სიცოცხლისთვის საშიში)

ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლისთვის საშიში)

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული რეაქცია ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება

ანაფილაქსიური რეაქცია ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისთვის საშიში) შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია

ენდოკრინული დარღვევები

ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (SIADH)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ჰიპერგლიკემია

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიური კომა

ფსიქიატრიული* დარღვევები

ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა/აჟიტაცია

დაბნეულობა და დეზორიენტაცია

შფოთვითი რეაქცია

პათოლოგიური სიზმრები

დეპრესია (პოტენციურად სუიციდური იდეებით/ფიქრებით ან სუიციდის მცდელობით და დასრულებული სუიციდით)

ჰალუცინაციები

ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად სუიციდური იდეებით/ფიქრებით ან სუიციდის მცდელობით და დასრულებული სუიციდით)

მანია

ჰიპომანია

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა,

ძილის დარღვევები

გემოს დარღვევები

პარესტეზია და დიზესტეზია ჰიპესტეზია ტრემორი კრუნჩხვები (მათ შორის ეპილეფსიური სტატუსი) თავბრუსხვევა

შაკიკი

კოორდინაციის დარღვევა

სიარულის დარღვევა

ყნოსვითი ნერვის დარღვევები

ქალაშიდა ჰიპერტენზია და ცერებრული

ფსევდოსიმსივნე

პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია

თვალის დარღვევები*

მხედველობის დარღვევები (მაგ. დიპლოპია)

ვიზუალური ფერის დამახინჯება

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები*

Tinnitus

Hearing loss / Hearing impaired

კარდიალური დარღვევები

ტაქიკარდია

პარკუჭოვანი არითმია და torsades de pointes, QT-ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი

სისხლძარღვოვანი დარღვევები**

ვაზოდილატაცია ჰიპოტენზია სინკოპე

ვასკულიტი

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ქოშინი (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება

დიარეა

ღებინება

კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილი

დისპეფსია

მეტეორიზმი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ტრანსამინაზების მატება

ბილირუბინის მატება

ღვიძლის უკმარისობა

ქოლესტაზური სიყვითლე

ჰეპატიტი

ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათად პროგრესირებს სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობამდე)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

ქავილი

ჭინჭრის ციება

ფოტომგრძნობელობის რეაქციები

პეტექიები, მრავალფორმიანი ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)

ტოქსიკური ეპიდერმალური

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)

DRESS

კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები*

კუნთოვანი სისტემის ტკივილი (მაგ. კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი)

ართრალგია

მიალგია

ართრიტი

კუნთების ტონუსის მომატება და სპაზმები

კუნთების სისუსტე

ტენდინიტი

მყესის გაწყვეტა (უპირატესად აქილევსის მყესი)

მიასთენიის სიმპტომების გამწვავება

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა

ჰემატურია

კრისტალურია

ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები*

ასთენია ცხელება

შეშუპება

ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)

კვლევები

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება

გაზრდილი ამილაზა

საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მომატება (K ვიტამინის ანტაგონისტებით ნამკურნალებ პაციენტებში)

ქინოლონებისა და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად წინასწარ არსებული რისკის ფაქტორების არსებობისა თუ არყოფნისა, დაფიქსირდა სერიოზული, პოტენციურად შეუქცევადი და ხანგრძლივი (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე) ინვალიდობის გამომწვევი მედიკამენტოზური რეაქციები, რომლებიც აზიანებს ერთდროულად რამდენიმე ორგანოს სისტემასა და გრძნობად ორგანოს. აღნიშნულ რეაქციებს მიეკუთვნება ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, მოსიარულების დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნევროპათია, დაღლილობა, ფსიქიატრიული სიმპტომები, მეხსიერების გაუარესება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითება. ამ გვერდითი მოვლენების ნაწილად შეიძლება განვითარდეს ფსიქიატრიული სიმპტომების მთელი რიგი, რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, ძილის დარღვევებით, შფოთვით, პანიკის შეტევებით, დაბნეულობით ან დეპრესიით. არ არსებობს ფარმაკოლოგიური მკურნალობა, რომელიც დადასტურებულად ეფექტური იქნება ფტორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ინვალიდობის გამომწვევი გვერდითი მოვლენების სიმპტომების სამკურნალოდ. არსებული მონაცემების გამოყენებით, ამ გახანგრძლივებული, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული მედიკამენტოზური რეაქციების სიხშირის ზუსტად შეფასება შეუძლებელია, თუმცა, მედიკამენტის გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშებიდან მიღებული ინფორმაციის სიხშირე მიუთითებს, რომ სიხშირე მინიმუმ 1/1000-დან 1/10000-მდეა (შეესაბამება იშვიათი სიხშირის კატეგორიას).

  • * ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და დაშლის შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ გართულდა აორტის გაუტანლობით (მათ შორის ლეტალური შედეგით), აგრეთვე გულის ნებისმიერი სარქვლის რეგურგიტაციისა და/ან უკმარისობის შემთხვევები.

პედიატრიული პოპულაცია

ზემოთ აღნიშნული ართროპათიის შემთხვევები ეხება ზრდასრულებზე ჩატარებული კვლევებით შეგროვებულ მონაცემებს. ბავშვებში ართროპათია ხშირად გვხვდება (განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

ჭარბი დოზა

12 გ დოზის გადაჭარბებამ, როგორც აღინიშნა, გამოიწვია ტოქსიკურობის მსუბუქი სიმპტომები. 16 გ დოზის მწვავე გადაჭარბებამ, როგორც აღინიშნა, გამოიწვია თირკმლის მწვავე უკმარისობა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, დაღლილობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, დაბნეულობა, მუცლის დისკომფორტი, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, ასევე კრისტალურია და ჰემატურია.

შექცევადი თირკმლის ტოქსიკურობის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

რუტინული გადაუდებელი ზომების გარდა, მაგალითად, პარკუჭების დაცლისა და სამედიცინო ნახშირბადის შეყვანის შემდეგ, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, მათ შორის შარდის pH-ის და საჭიროების შემთხვევაში მჟავიანობის დონის ამაღლების მონიტორინგი კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. პაციენტი კარგად უნდა იყოს ჰიდრატირებული. კალციუმის ან მაგნიუმის შემცველმა ანტაციდებმა თეორიულად შეიძლება შეამცირონ ციპროფლოქსაცინის შეწოვა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი, QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი USP, 500 მგ ციპროფლოქსაცინის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გაწმენდილი ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Opadry White, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

შენახვის პირობები

36 თვე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კონტეინერის შიგთავსი და შემადგენლობა.

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებული თითოეულ ალუ-პოლივინილქლორიდის ბლისტერში, თითო ბლისტერი თითოეულ კოლოფში ერთ შეფუთვის ჩანართთან ერთად.

წარმოებულია:

Belco Pharma-ს მიერ

515, M..I. E., ბაჰადურგარ-124507 ჰარიანა, ინდოეთი

წარმოებულია:

Aravis Pharmaceuticals-სთვის

35, პირველი სართული, შრი ნაგარის კოლონია,

ბჰარათ ნაგარ როუდი, დელი110052 ინდოეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

7

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები. ციპროფლოქსაცინი.

ათქ კოდი: J01MA02

მოქმედების მექანიზმი

ფტორქინოლონების ანტიბაქტერიული საშუალების სახით, ციპროფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზას (დნმ-გირაზა), ასევე IV ტიპის ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციის, აღდგენისა და რეკომბინაციისთვის.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციასა (Cmax) და ბაქტერიული პათოგენისთვის ციპროფლოქსაცინის მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას (MIC) შორის თანაფარდობაზე, ასევე მრუდის ქვეშ არსებულ ფართობს (AUC) და MIC-ს შორის თანაფარდობაზე.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელების დონე შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული მდებარეობისა და დროის მიხედვით კონკრეტული მიკროორგანიზმის სახეობის შემთხვევაში. შესაბამისად, მიზანშეწონილია ადგილობრივი მონაცემების გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია კონსულტაცია სპეციალისტთან, თუ ადგილობრივი რეზისტენტობის მაჩვენებლები ასეთია, რომ შესაძლებელია პრეპარატის ეფექტიანობის ეჭვქვეშ დაყენება გარკვეული ტიპის ინფექციების მიმართ.

ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით შესაბამისი სახეობების დაჯგუფება: ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis;

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Aeromonas spp., Brucella spp., Citrobacter koseri, Francisella tularensis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae¹, Legionella spp., Moraxella catarrhalis¹, Neisseria meningitidis, Pasteurella spp., *Salmonella spp.*¹, *Shigella spp.*¹, Vibrio spp., Yersinia pestis.

Anaerobic micro-organisms: Mobiluncus;

სხვა მიკროორგანიზმები; Chlamydia trachomatis ($),Chlamydia pneumoniae ($), Mycoplasma hominis ($), Mycoplasma pneumoniae ($).

მიკოპლაზმა პნევმონია ($);

სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Enterococcus faecalis ($); Staphylococcus spp.*;

Aerobic Gram-negative micro-organisms: Acinetobacter baumannii+,; Burkholderia cepacia+*; Campylobacter spp.+*; Citrobacter freundii*; Enterobacter aerogenes;Enterobacter cloacae*; Escherichia coli*; Klebsiella oxytoca; Klebsiella pneumoniae*;Morganella morganii*;Neisseria gonorrhoeae*; Proteus mirabilis*; Proteus vulgaris*; Providencia spp.; Pseudomonas aeruginosa*; Pseudomonas fluorescens; Serratia marcescens*.

Anaerobic micro-organisms: Peptostreptococcus spp.; Propionibacterium acnes.

ორგანიზმები თანდაყოლილი რეზისტენტობით

გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Actinomyces; Enterococcus faecium; Listeria monocytogenes;

ანაერობული მიკროორგანიზმები: გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა;

სხვა მიკროორგანიზმები: Mycoplasma genitalium; Ureaplasma urealitycum.

  • კლინიკური ეფექტიანობა დადასტურებულია მგრძნობიარე იზოლატების მიმართ დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების ფარგლებში

+ წინააღმდეგობის მაჩვენებელი ≥ 50% ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში

($): ბუნებრივი შუალედური მგრძნობიარობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის პირობებში.

აბსორბცია

ციპროფლოქსაცინის ტაბლეტების 500 მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი სწრაფად და ფართოდ შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავიდან, ხოლო შრატის მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათის შემდეგ. 100–750 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემთხვევაში სისხლის შრატში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) დოზის შესაბამისად მერყეობდა 0,56 -დან 3,7 მგ/ლ-ის ფარგლებში. შრატში კონცენტრაცია დოზის ზრდასთან პროპორციულად იმატებს 1000 მგ-მდე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70–80%-ს. დადგინდა, რომ პერორალური დოზა 500 მგ, მიღებული ყოველ 12 საათში ერთხელ, ქმნის შრატში კონცენტრაციისა და დროის დამოკიდებულების ფართობს (AUC), რომელიც ექვივალენტურია იმ AUC-ს, რომელიც მიიღება 400 მგ ციპროფლოქსაცინის 60-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის გზით, ასევე ყოველ 12 საათში ერთხელ მიღებისას.

განაწილება

ციპროფლოქსაცინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალია (20–30%). ციპროფლოქსაცინი პლაზმაში ძირითადად არაიონიზებული ფორმითაა წარმოდგენილი და ხასიათდება განაწილების დიდი მოცულობით ჰომეოსტაზურ მდგომარეობაში — 2–3 ლ/კგ სხეულის მასაზე. ციპროფლოქსაცინი აღწევს მაღალ კონცენტრაციებს სხვადასხვა ქსოვილებში, როგორიცაა ფილტვები (ეპითელური სითხე, ალვეოლური მაკროფაგები, ბიოპტატი), ცხვირის ღრუს დანამატები ანთებითი კერები (კანთარიდებით გამოწვეული ბუშტუკოვანი სითხე) და უროგენიტალური ტრაქტი (შარდი, წინამდებარე ჯირკვალი, ენდომეტრიუმი), სადაც მთლიან კონცენტრაციებს ხშირად აღემატება პლაზმური კონცენტრაცია.

ბიოტრანსფორმაცია

დაფიქსირდა ოთხი მეტაბოლიტის დაბალი კონცენტრაციები, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა შემდეგნაირად: დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსოციპროფლოქსაცინი (M3) და ფორმილციპროფლოქსაცინი (M4). მეტაბოლიტები in vitro პირობებში ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას, თუმცა ნაკლებად გამოხატულს, ვიდრე საწყისი ნივთიერება.

ციპროფლოქსაცინი ცნობილია, როგორც CYP450 1A2 იზოენზიმების ზომიერი ინჰიბიტორი.

ელიმინაცია

ციპროფლოქსაცინი ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოყოფილია უცვლელი სახით და ნაკლებად — ფეკალიებთან ერთად. პაციენტებში, რომელთაც თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებული აქვთ, სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 4–7 საათს.

ციპროფლოქსაცინის გამოყოფა (დოზის %)

პერორალური მიღება

შარდი

ფეკალიები

ციპროფლოქსაცინი

  • 7
  • 0

მეტაბოლიტები

  • 3
  • 5

თირკმლის კლირენსი 180-300 მლ/კგ/სთ-ს შორისაა, ხოლო ორგანიზმიდან საერთო კლირენსი 480-600 მლ/კგ/სთ-ს შორის. ციპროფლოქსაცინი განიცდის როგორც გლომერულურ ფილტრაციას, ასევე მილაკოვან სეკრეციას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა იწვევს ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდის 12 საათამდე გაზრდას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ციპროფლოქსაცინი ტაბლეტები USP 500 მგ

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ციპროფლოქსაცინი ტაბლეტები USP 500 მგ

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი USP, 500 მგ ციპროფლოქსაცინის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გაწმენდილი ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი Opadry White, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები. ციპროფლოქსაცინი.

ათქ კოდი: J01MA02

მოქმედების მექანიზმი

ფტორქინოლონების ანტიბაქტერიული საშუალების სახით, ციპროფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია როგორც II ტიპის ტოპოიზომერაზას (დნმ-გირაზა), ასევე IV ტიპის ტოპოიზომერაზას ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციის, აღდგენისა და რეკომბინაციისთვის.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა

ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციასა (Cmax) და ბაქტერიული პათოგენისთვის ციპროფლოქსაცინის მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას (MIC) შორის თანაფარდობაზე, ასევე მრუდის ქვეშ არსებულ ფართობს (AUC) და MIC-ს შორის თანაფარდობაზე.

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელების დონე შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული მდებარეობისა და დროის მიხედვით კონკრეტული მიკროორგანიზმის სახეობის შემთხვევაში. შესაბამისად, მიზანშეწონილია ადგილობრივი მონაცემების გათვალისწინება რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია კონსულტაცია სპეციალისტთან, თუ ადგილობრივი რეზისტენტობის მაჩვენებლები ასეთია, რომ შესაძლებელია პრეპარატის ეფექტიანობის ეჭვქვეშ დაყენება გარკვეული ტიპის ინფექციების მიმართ.

ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით შესაბამისი სახეობების დაჯგუფება: ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis;

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები:

Aeromonas spp., Brucella spp., Citrobacter koseri, Francisella tularensis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae¹, Legionella spp., Moraxella catarrhalis¹, Neisseria meningitidis, Pasteurella spp., *Salmonella spp.*¹, *Shigella spp.*¹, Vibrio spp., Yersinia pestis.

Anaerobic micro-organisms: Mobiluncus;

სხვა მიკროორგანიზმები; Chlamydia trachomatis ($),Chlamydia pneumoniae ($), Mycoplasma hominis ($), Mycoplasma pneumoniae ($).

მიკოპლაზმა პნევმონია ($);

სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს:

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები:

Enterococcus faecalis ($); Staphylococcus spp.*;

Aerobic Gram-negative micro-organisms: Acinetobacter baumannii+,; Burkholderia cepacia+*; Campylobacter spp.+*; Citrobacter freundii*; Enterobacter aerogenes;Enterobacter cloacae*; Escherichia coli*; Klebsiella oxytoca; Klebsiella pneumoniae*;Morganella morganii*;Neisseria gonorrhoeae*; Proteus mirabilis*; Proteus vulgaris*; Providencia spp.; Pseudomonas aeruginosa*; Pseudomonas fluorescens; Serratia marcescens*.

Anaerobic micro-organisms: Peptostreptococcus spp.; Propionibacterium acnes.

ორგანიზმები თანდაყოლილი რეზისტენტობით

გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Actinomyces; Enterococcus faecium; Listeria monocytogenes;

ანაერობული მიკროორგანიზმები: გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა;

სხვა მიკროორგანიზმები: Mycoplasma genitalium; Ureaplasma urealitycum.

  • კლინიკური ეფექტიანობა დადასტურებულია მგრძნობიარე იზოლატების მიმართ დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების ფარგლებში

+ წინააღმდეგობის მაჩვენებელი ≥ 50% ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში

($): ბუნებრივი შუალედური მგრძნობიარობა შეძენილი რეზისტენტობის მექანიზმის არარსებობის პირობებში.

აბსორბცია

ციპროფლოქსაცინის ტაბლეტების 500 მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი სწრაფად და ფართოდ შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავიდან, ხოლო შრატის მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათის შემდეგ. 100–750 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემთხვევაში სისხლის შრატში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) დოზის შესაბამისად მერყეობდა 0,56 -დან 3,7 მგ/ლ-ის ფარგლებში. შრატში კონცენტრაცია დოზის ზრდასთან პროპორციულად იმატებს 1000 მგ-მდე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70–80%-ს. დადგინდა, რომ პერორალური დოზა 500 მგ, მიღებული ყოველ 12 საათში ერთხელ, ქმნის შრატში კონცენტრაციისა და დროის დამოკიდებულების ფართობს (AUC), რომელიც ექვივალენტურია იმ AUC-ს, რომელიც მიიღება 400 მგ ციპროფლოქსაცინის 60-წუთიანი ინტრავენური ინფუზიის გზით, ასევე ყოველ 12 საათში ერთხელ მიღებისას.

განაწილება

ციპროფლოქსაცინის შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალია (20–30%). ციპროფლოქსაცინი პლაზმაში ძირითადად არაიონიზებული ფორმითაა წარმოდგენილი და ხასიათდება განაწილების დიდი მოცულობით ჰომეოსტაზურ მდგომარეობაში — 2–3 ლ/კგ სხეულის მასაზე. ციპროფლოქსაცინი აღწევს მაღალ კონცენტრაციებს სხვადასხვა ქსოვილებში, როგორიცაა ფილტვები (ეპითელური სითხე, ალვეოლური მაკროფაგები, ბიოპტატი), ცხვირის ღრუს დანამატები ანთებითი კერები (კანთარიდებით გამოწვეული ბუშტუკოვანი სითხე) და უროგენიტალური ტრაქტი (შარდი, წინამდებარე ჯირკვალი, ენდომეტრიუმი), სადაც მთლიან კონცენტრაციებს ხშირად აღემატება პლაზმური კონცენტრაცია.

ბიოტრანსფორმაცია

დაფიქსირდა ოთხი მეტაბოლიტის დაბალი კონცენტრაციები, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა შემდეგნაირად: დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსოციპროფლოქსაცინი (M3) და ფორმილციპროფლოქსაცინი (M4). მეტაბოლიტები in vitro პირობებში ავლენენ ანტიმიკრობულ აქტივობას, თუმცა ნაკლებად გამოხატულს, ვიდრე საწყისი ნივთიერება.

ციპროფლოქსაცინი ცნობილია, როგორც CYP450 1A2 იზოენზიმების ზომიერი ინჰიბიტორი.

ელიმინაცია

ციპროფლოქსაცინი ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოყოფილია უცვლელი სახით და ნაკლებად — ფეკალიებთან ერთად. პაციენტებში, რომელთაც თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებული აქვთ, სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 4–7 საათს.

ციპროფლოქსაცინის გამოყოფა (დოზის %)

პერორალური მიღება

შარდი

ფეკალიები

ციპროფლოქსაცინი

  • 7
  • 0

მეტაბოლიტები

  • 3
  • 5

თირკმლის კლირენსი 180-300 მლ/კგ/სთ-ს შორისაა, ხოლო ორგანიზმიდან საერთო კლირენსი 480-600 მლ/კგ/სთ-ს შორის. ციპროფლოქსაცინი განიცდის როგორც გლომერულურ ფილტრაციას, ასევე მილაკოვან სეკრეციას. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა იწვევს ციპროფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდის 12 საათამდე გაზრდას.

თერაპიული ჩვენებები

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული, ხანგრძლივი, მძიმე, დამბლის მსგავსი და პოტენციურად შეუქცევადი არასასურველი რეაქციების რისკის გამო, პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება აღნიშნული ინფექციის სამკურნალოდ, არაა შესაბამისი ან ეფექტური. ეს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა ჩვენებას. სიტუაციები, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები შეუსაბამოდ ითვლება, არის:

ინფექციისთვის რეკომენდებული სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკების მიმართ არსებობს რეზისტენტობა;

სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკები უკუნაჩვენებია ცალკეულ პაციენტში;

სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკებმა გამოიწვია გვერდითი მოვლენები, რაც მოითხოვდა მკურნალობის შეწყვეტას;

  • სხვა პირველი რიგის ანტიბიოტიკებით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

ციპროფლოქსაცინის 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, (იხილეთ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები, სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). თერაპიის დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

მოზრდილები

  • გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები.

ბრონქო-ფილტვის ინფექციები კისტოზური ფიბროზის ან ბრონქოექტაზიის დროს

პნევმონია

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

ქრონიკული სინუსიტის გამწვავება, განსაკუთრებით თუ ეს გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით

გართულებების გარეშე მიმდინარე მწვავე ცისტიტი. ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ინფექციების სამკურნალოდ ჩვეულებრივ რეკომენდებული სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება ჩაითვლება არამიზანშეწონილად.

მწვავე პიელონეფრიტი

საშარდე გზების გართულებული ინფექციები

ბაქტერიული პროსტატიტი

სასქესო გზების ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი, გამოწვეული მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-თი

ეპიდიდიმოორქიტი, მათ შორის შემთხვევები, გამოწვეული Neisseria gonorrhoeae-თი

მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის Neisseria gonorrhoeae-ს მიერ გამოწვეული შემთხვევები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგ., მოგზაურთა დიარეა)

ინტრააბდომინალური ინფექციები

გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

ავთვისებიანი გარე ოტიტი

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

Neisseria meningitidis-ით გამოწვეული ინვაზიური ინფექციების პროფილაქტიკა

ინჰალაციური ჯილეხი (ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და სამკურნალო მკურნალობა)

ციპროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნეიტროპენიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.

მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბავშვებსა და მოზარდებში კისტოზური ფიბროზის და/ან მძიმე ინფექციების მკურნალობაში.

გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალური რეკომენდაციები.

დოზირება და გამოყენების მეთოდი

დოზირება

დოზირება განისაზღვრება კლინიკური ჩვენებების, ინფექციის სიმძიმისა და ლოკალიზაციის, გამომწვევი(ების) ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობისა და პაციენტის თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები USP 500 მგ გამოიყენება მხოლოდ ზრდასრულების სამკურნალოდ.

ბავშვებსა და მოზარდებში უნდა იქნას გამოიყენებ ციპროფლოქსაცინის სხვა ფორმები.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ასევე კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე.

გარკვეული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა (e.g. Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter or Staphylococci) შეიძლება საჭირო გახდეს ციპროფლოქსაცინის უფრო მაღალი დოზები და სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად მიღება.

ზოგიერთი ინფექციის (მაგ., მენჯის ანთებითი დაავადება, აბდომინალური ინფექციები, ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში ინფექციები და ძვლებისა და სახსრების ინფექციები) მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად მიღება, ჩართული პათოგენების მიხედვით.

მოზრდილები

ჩვენებები

დღიური დოზა

მგ-ში

მკურნალობის სრული ხანგრძლივობა (პოტენციურად, ციპროფლოქსაცინით საწყისი პარენტერალური მკურნალობის ჩათვლით)

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

7-დან 14 დღემდე

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ქრონიკული სინუსიტის გამწვავება

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

7-დან 14 დღემდე

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

7-დან 14 დღემდე

ავთვისებიანი გარეთა ოტიტი

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

28 დღიდან 3 თვემდე

საშარდე გზების ინფექციები

ცისტიტი გართულებების გარეშე

500 მგ დღეში ორჯერ

3 დღე

ქალებში ,პრემენოპაუზურ პრიოდში შესაძლოა გამოყენებულ იქნას 500 მგ ერთჯერადი დოზა.

გართულებული ცისტიტი, პიელონეფრიტი

გართულების გარეშე

500 მგ დღეში ორჯერ

7 დღე

გართულებული პიელონეფრიტი

500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

სულ მცირე 10 დღე, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 21 დღეზე მეტხანს

პროსტატიტი

500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

2-დან 4 კვირამდე (მწვავე) 4-დან 6 კვირამდე (ქრონიკული)

სასქესო გზების ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი

500 მგ ერთჯერადი დოზის სახით

1 დღე (ერთჯერადი დოზა)

ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ანთებითი დაავადებები

500 მგ დღეში ორჯერ

750 მგ-მდე დღეში ორჯერ

სულ მცირე 14 დღე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და აბდომინალური ინფექციები

ბაქტერიული პათოგენებით გამოწვეული დიარეა, მათ შორის Shigella spp., Shigella dysenteriae ტიპი 1-ის გარდა და მოგზაურთა მძიმე დიარეის ემპირიული მკურნალობა

500 მგ დღეში ორჯერ

1 დღე

Shigella dysenteriae ტიპი 1-ით გამოწვეული დიარეა

500 მგ დღეში ორჯერ

5 დღე

ქოლერის ვიბრიონით გამოწვეული დიარეა

500 მგ დღეში ორჯერ

3 დღე

მუცლის ტიფი

500 მგ დღეში ორჯერ

7 დღე

გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ინტრააბდომინალური ინფექციები

500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

5-დან 14 დღემდე

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები

500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

7-დან 14 დღემდე

ძვლისა და სახსრების ინფექციები

500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

მაქსიმუმ 3 თვე

ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება, სავარაუდოდ, ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული. ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას მიღებული შესაბამის ანტიბაქტერიულ პრეპარატ(ებ)თან ერთად, ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად.

500 მგ დღეში ორჯერ 750 მგ-მდე დღეში ორჯერ

თერაპია უნდა გაგრძელდეს ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში.

Neisseria meningitidis-ით გამოწვეული ინვაზიური ინფექციების პროფილაქტიკა

500 მგ ერთჯერადი დოზის სახით

1 დღე (ერთჯერადი დოზა)

ინჰალაციური ჯილეხის წყლულის შემდგომი ექსპოზიციის პროფილაქტიკა და მკურნალობა იმ პირებისთვის, რომლებსაც კლინიკურად მიზანშეწონილობის შემთხვევაში შეუძლიათ მკურნალობის ჩატარება პერორალური გზით.

პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია დაიწყოს უმოკლეს ვადაში სავარაუდო ან დადასტურებული ექსპოზიციის შემდეგ

500 მგ დღეში ორჯერ

Bacillus anthracis-ის ზემოქმედების დადასტურებიდან 60 დღე

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებს უნდა მიეცეთ დოზა, რომელიც შეირჩევა ინფექციის სიმძიმისა და პაციენტის კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის:

კრეატინინის კლირენსი [მლ/წთ/1.73მ2]

შრატის კრეატინინი [µ მოლ/ლ]

პერორალური დოზა [მგ]

> 60

< 124

იხ. ჩვეულებრივი დოზირება

30 – 60

124 – 168

250-500 მგ ყოველ 12 საათში

< 30

>169

250-500 მგ ყოველ 24 საათში

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები

> 169

250-500 მგ ყოველ 24 საათში (დიალიზის შემდეგ)

პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტები

> 169

250-500 მგ ყოველ 24 საათში

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მიღების წესი

გამოყენების მეთოდი — პერორალური.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად სითხესთან ერთად. მათი მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. უზმოზე მიღების შემთხვევაში, აქტიური ნივთიერება უფრო სწრაფად შეიწოვება. ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან (მაგ., რძე, იოგურტი) ან მინერალებით გამდიდრებულ ხილის წვენთან (მაგ., კალციუმით გამდიდრებულ ფორთოხლის წვენი) ერთად.

მძიმე შემთხვევებში ან თუ პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტების მიღება (მაგალითად, ენტერალურ კვებაზე მყოფი პაციენტები), რეკომენდებულია თერაპიის დაწყება ინტრავენური ციპროფლოქსაცინით, სანამ პერორალურ მიღებაზე გადასვლა შესაძლებელი არ გახდება.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული მიღება.

არასასურველი ეფექტები

ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენებია ღებინება და დიარეა.

ქვემოთ ჩამოთვლილია ციპროფლოქსაცინის (პერორალური, ინტრავენური და თანმიმდევრული თერაპიის) კლინიკური კვლევებისა და მარკეტინგის შემდგომი დაკვირვების შედეგად მიღებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიხშირის კატეგორიების მიხედვით არის დალაგებული. სიხშირის ანალიზი ითვალისწინებს ციპროფლოქსაცინის როგორც პერორალური, ასევე ინტრავენური მიღების მონაცემებს.

სისტემურ-ორგანული კლასი

ხშირი

≥ 1/100 to < 1/10

არახშირი

≥ 1/1 000 to < 1/100

იშვიათი ≥ 1/10 000 to < 1/1 000

ძალიან იშვიათი

< 1/10 000

სიხშირე უცნობია

(ხელმისაწვდომი მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია)

ინფექციები და დაინფიცირება

მიკოზური სუპერინფექციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ეოზინოფილია

ლეიკოპენია ანემია ნეიტროპენია ლეიკოციტოზი თრომბოციტოპენია თრომბოციტემია

ჰემოლიზური ანემია

აგრანულოციტოზი

პანციტოპენია (სიცოცხლისთვის საშიში)

ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლისთვის საშიში)

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული რეაქცია ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება

ანაფილაქსიური რეაქცია ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისთვის საშიში) შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქცია

ენდოკრინული დარღვევები

ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (SIADH)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

მადის დაქვეითება

ჰიპერგლიკემია

ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემიური კომა

ფსიქიატრიული* დარღვევები

ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა/აჟიტაცია

დაბნეულობა და დეზორიენტაცია

შფოთვითი რეაქცია

პათოლოგიური სიზმრები

დეპრესია (პოტენციურად სუიციდური იდეებით/ფიქრებით ან სუიციდის მცდელობით და დასრულებული სუიციდით)

ჰალუცინაციები

ფსიქოზური რეაქციები (პოტენციურად სუიციდური იდეებით/ფიქრებით ან სუიციდის მცდელობით და დასრულებული სუიციდით)

მანია

ჰიპომანია

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა,

ძილის დარღვევები

გემოს დარღვევები

პარესტეზია და დიზესტეზია ჰიპესტეზია ტრემორი კრუნჩხვები (მათ შორის ეპილეფსიური სტატუსი) თავბრუსხვევა

შაკიკი

კოორდინაციის დარღვევა

სიარულის დარღვევა

ყნოსვითი ნერვის დარღვევები

ქალაშიდა ჰიპერტენზია და ცერებრული

ფსევდოსიმსივნე

პერიფერიული ნეიროპათია და პოლინეიროპათია

თვალის დარღვევები*

მხედველობის დარღვევები (მაგ. დიპლოპია)

ვიზუალური ფერის დამახინჯება

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები*

Tinnitus

Hearing loss / Hearing impaired

კარდიალური დარღვევები

ტაქიკარდია

პარკუჭოვანი არითმია და torsades de pointes, QT-ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი

სისხლძარღვოვანი დარღვევები**

ვაზოდილატაცია ჰიპოტენზია სინკოპე

ვასკულიტი

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

ქოშინი (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით)

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღებინება

დიარეა

ღებინება

კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილი

დისპეფსია

მეტეორიზმი

ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეა, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი

პანკრეატიტი

ჰეპატობილიარული დარღვევები

ტრანსამინაზების მატება

ბილირუბინის მატება

ღვიძლის უკმარისობა

ქოლესტაზური სიყვითლე

ჰეპატიტი

ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათად პროგრესირებს სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობამდე)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

გამონაყარი

ქავილი

ჭინჭრის ციება

ფოტომგრძნობელობის რეაქციები

პეტექიები, მრავალფორმიანი ერითემა, კვანძოვანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)

ტოქსიკური ეპიდერმალური

მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP)

DRESS

კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები*

კუნთოვანი სისტემის ტკივილი (მაგ. კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი)

ართრალგია

მიალგია

ართრიტი

კუნთების ტონუსის მომატება და სპაზმები

კუნთების სისუსტე

ტენდინიტი

მყესის გაწყვეტა (უპირატესად აქილევსის მყესი)

მიასთენიის სიმპტომების გამწვავება

თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა

ჰემატურია

კრისტალურია

ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები*

ასთენია ცხელება

შეშუპება

ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)

კვლევები

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება

გაზრდილი ამილაზა

საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მომატება (K ვიტამინის ანტაგონისტებით ნამკურნალებ პაციენტებში)

ქინოლონებისა და ფტორქინოლონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად წინასწარ არსებული რისკის ფაქტორების არსებობისა თუ არყოფნისა, დაფიქსირდა სერიოზული, პოტენციურად შეუქცევადი და ხანგრძლივი (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე) ინვალიდობის გამომწვევი მედიკამენტოზური რეაქციები, რომლებიც აზიანებს ერთდროულად რამდენიმე ორგანოს სისტემასა და გრძნობად ორგანოს. აღნიშნულ რეაქციებს მიეკუთვნება ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, მოსიარულების დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნევროპათია, დაღლილობა, ფსიქიატრიული სიმპტომები, მეხსიერების გაუარესება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაქვეითება. ამ გვერდითი მოვლენების ნაწილად შეიძლება განვითარდეს ფსიქიატრიული სიმპტომების მთელი რიგი, რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, ძილის დარღვევებით, შფოთვით, პანიკის შეტევებით, დაბნეულობით ან დეპრესიით. არ არსებობს ფარმაკოლოგიური მკურნალობა, რომელიც დადასტურებულად ეფექტური იქნება ფტორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ინვალიდობის გამომწვევი გვერდითი მოვლენების სიმპტომების სამკურნალოდ. არსებული მონაცემების გამოყენებით, ამ გახანგრძლივებული, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული მედიკამენტოზური რეაქციების სიხშირის ზუსტად შეფასება შეუძლებელია, თუმცა, მედიკამენტის გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშებიდან მიღებული ინფორმაციის სიხშირე მიუთითებს, რომ სიხშირე მინიმუმ 1/1000-დან 1/10000-მდეა (შეესაბამება იშვიათი სიხშირის კატეგორიას).

  • * ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა აორტის ანევრიზმისა და დაშლის შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ გართულდა აორტის გაუტანლობით (მათ შორის ლეტალური შედეგით), აგრეთვე გულის ნებისმიერი სარქვლის რეგურგიტაციისა და/ან უკმარისობის შემთხვევები.

პედიატრიული პოპულაცია

ზემოთ აღნიშნული ართროპათიის შემთხვევები ეხება ზრდასრულებზე ჩატარებული კვლევებით შეგროვებულ მონაცემებს. ბავშვებში ართროპათია ხშირად გვხვდება (განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა პროდუქტების გავლენა ციპროფლოქსაცინზე:

პრეპარატები, რომლებიც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებით

ციპროფლოქსაცინი, სხვა ფტორქინოლონების მსგავსად, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).

საკვები და რძის პროდუქტები

კვების შემადგენლობაში არსებული კალციუმი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე. თუმცა, საჭიროა თავიდან იქნას აცილებული ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება რძის პროდუქტებთან ან მინერალებით გამდიდრებულ სასმელებთან (მაგალითად, რძე, იოგურტი, კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი), რადგან შესაძლოა ციპროფლოქსაცინის შეწოვა შემცირდეს.

პრობენეციდი

პრობენეციდი ახდენს გავლენას ციპროფლოქსაცინის თირკმლის სეკრეციაზე. პრობენეციდისა და ციპროფლოქსაცინის ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის კონცენტრაციას სისხლის შრატში.

მეტოკლოპრამიდი

მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის (პერორალური) შეწოვას, რაც იწვევს პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის შემცირებას. ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე გავლენა არ დაფიქსირებულა.

ომეპრაზოლი

ციპროფლოქსაცინისა და ომეპრაზოლშემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება იწვევს ციპროფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ მდებარე ფართობის (AUC) მცირე შემცირებას.

ციპროფლოქსაცინის გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებზე:

ტიზანიდინი

ტიზანიდინი არ უნდა იქნას მიღებული ციპროფლოქსაცინთან ერთად (იხ. ნაწილი 4.3). ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღებისას აღინიშნა შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება (Cmax ზრდა: 7-ჯერ, დიაპაზონი: 4-დან 21-ჯერ; AUC ზრდა: 10-ჯერ, დიაპაზონი: 6-დან 24-ჯერ). შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის მომატება დაკავშირებულია ჰიპოტენზიური და სედატიური ეფექტის გაძლიერებასთან.

მეთოტრექსატი

ციპროფლოქსაცინთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა დათრგუნული იყოს მეთოტრექსატის თირკმლისმიერი მილაკოვანი ტრანსპორტი, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის პლაზმური დონის მომატება და მეთოტრექსატთან ასოცირებული ტოქსიკური რეაქციების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თეოფილინი

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი მატება. ამან შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, რომლებიც იშვიათად შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური. კომბინაციის დროს უნდა შემოწმდეს შრატში თეოფილინის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში შემცირდეს თეოფილინის დოზა.

ქსანტინის სხვა წარმოებულები

ციპროფლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინის) ერთდროული გამოყენების დროს დაფიქსირდა აღნიშნული ქსანტინის წარმოებულების კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში.

ფენიტოინი

ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის შრატის დონის მომატება ან შემცირება, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის დონის მონიტორინგი.

ციკლოსპორინი

ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას შეინიშნება პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის დროებითი მატება. ამიტომ, ამ პაციენტებში ხშირად (კვირაში ორჯერ) აუცილებელია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი.

K ვიტამინის ანტაგონისტები

ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს მისი ანტიკოაგულაციური ეფექტი. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი ინფექციის, ასაკისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, ამიტომ ციპროფლოქსაცინის წვლილი INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) ზრდაში ძნელია შეფასდეს. რეკომენდებულია INR-ის ხშირი მონიტორინგი ციპროფლოქსაცინისა და K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგ., ვარფარინი, აცენომუმაროლი, ფენპროკუმონი ან ფლუინდიონი) ერთად მიღების დროს და მალევე.

დულოქსეტინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ დულოქსეტინის CYP450 1A2 იზოენზიმის ძლიერ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუვოქსამინი, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის AUC და Cmax-ის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტების მოლოდინი შესაძლებელია ერთდროული მიღებისას.

როპინიროლი

კლინიკურ კვლევაში ნაჩვენებია, რომ როპინიროლის ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოენზიმის ზომიერ ინჰიბიტორთან, ერთდროული გამოყენება იწვევს როპინიროლის Cmax და AUC-ის ზრდას შესაბამისად 60%-ით და 84%-ით. რეკომენდებულია როპინიროლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების მონიტორინგი და დოზის კორექცია საჭიროებისამებრ ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების დროს და მის შემდეგ მალევე.

ლიდოკაინი

ჯანმრთელ სუბიექტებში ნაჩვენებია, რომ ლიდოკაინის შემცველი სამკურნალო საშუალებების ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 იზოენზიმის ზომიერ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენება ინტრავენური ლიდოკაინის კლირენსს 22%-ით ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად აიტანებოდა, ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედება, რაც გვერდით მოვლენებს უკავშირდება.

აგომელატინი

კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოენზიმის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აფერხებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2-ის ზომიერ ინჰიბიტორთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტების მოლოდინი შესაძლებელია ერთდროული მიღებისას („Cytochrome P450“ პუნქტი „სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).

ზოლპიდემი

ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს ზოლპიდემის დონე სისხლში, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

კლოზაპინი

250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან 7 დღის განმავლობაში ერთდროული მიღების შემდეგ, კლოზაპინის და N-დესმეთილკლოზაპინის შრატის კონცენტრაციები გაიზარდა შესაბამისად 29%-ით და 31%-ით. რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა და კლოზაპინის დოზის შესაბამისი კორექტირება ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების დროს და მისი დასრულებიდან მალევე.

სილდენაფილი

სილდენაფილის Cmax და AUC დაახლოებით ორჯერ გაიზარდა ჯანმრთელ სუბიექტებში 50 მგ პერორალური დოზის 500 მგ ციპროფლოქსაცინთან ერთად მიღების შემდეგ. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო ციპროფლოქსაცინის სილდენაფილთან ერთად დანიშვნისას, რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში ციპროფლოქსაცინის მიღების შესახებ არსებული მონაცემები არ მიუთითებს ციპროფლოქსაცინის მალფორმაციულ ან ნაყოფის/ახალშობილის ტოქსიკურობაზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციული ტოქსიკურობის თვალსაზრისით. ქინოლონების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ახალგაზრდა და პრენატალურ ცხოველებში დაფიქსირდა ზემოქმედება მოუმწიფებელ ხრტილზე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სასახსრე ხრტილის დაზიანება ადამიანის მოუმწიფებელ ორგანიზმში/ნაყოფში.

ციპროფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა დედის რძეში. ციპროფლოქსაცინის მიღება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

დოზის გადაჭარბება

12 გ დოზის გადაჭარბებამ, როგორც აღინიშნა, გამოიწვია ტოქსიკურობის მსუბუქი სიმპტომები. 16 გ დოზის მწვავე გადაჭარბებამ, როგორც აღინიშნა, გამოიწვია თირკმლის მწვავე უკმარისობა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, დაღლილობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, დაბნეულობა, მუცლის დისკომფორტი, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, ასევე კრისტალურია და ჰემატურია.

შექცევადი თირკმლის ტოქსიკურობის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

რუტინული გადაუდებელი ზომების გარდა, მაგალითად, პარკუჭების დაცლისა და სამედიცინო ნახშირბადის შეყვანის შემდეგ, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, მათ შორის შარდის pH-ის და საჭიროების შემთხვევაში მჟავიანობის დონის ამაღლების მონიტორინგი კრისტალურიის თავიდან ასაცილებლად. პაციენტი კარგად უნდა იყოს ჰიდრატირებული. კალციუმის ან მაგნიუმის შემცველმა ანტაციდებმა თეორიულად შეიძლება შეამცირონ ციპროფლოქსაცინის შეწოვა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი, QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების შემცველი პროდუქტების გამოყენებისას. ამ პაციენტების ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში და სარგებლის/რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

აორტის ანევრიზმა და დისექცია, და გულის სარქვლის რეგურგიტაცია/უკმარისობა

ეპიდემიოლოგიური კვლევები აორტის ანევრიზმისა და დისექციის მომატებულ რისკს აღნიშნავს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე აორტისა და მიტრალური სარქვლის რეგურგიტაციის გაზრდილ რისკს ფტორქინოლონების მიღების შემდეგ. ფტორქინოლონების მიმღებ პაციენტებში აღწერილია აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევები, ზოგჯერ გართულებული გასკდომით (მათ შორის ფატალური შემთხვევებით), ასევე გულის რომელიმე სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის შემთხვევები.

ამიტომ, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასებისა და სხვა თერაპიული ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დაავადების ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დაავადების დადებითი ოჯახური ისტორია, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აორტის ანევრიზმის და/ან დისექციის ან გულის სარქვლის დაავადების დიაგნოზი, ან სხვა რისკ-ფაქტორების ან მდგომარეობების არსებობისას, რომლებიც ხელს უწყობენ როგორც აორტის ანევრიზმის, ასევე დისექციის, ასევე გულის სარქვლის რეგურგიტაციის/უკმარისობის განვითარებას (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან დამატებით. აორტის ანევრიზმისა და დისექციის შემთხვევაში, მაგალითად სისხლძარღვთა დაავადებების დროს, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტუჯრედოვანი არტერიიტი, ან დიაგნოსტირებული ათეროსკლეროზი ან შეიგრენის სინდრომი, ან დამატებით გულის სარქვლის რეგურგიტაციისა ან უკმარისობის დროს, მაგალითად ინფექციური ენდოკარდიტის დროს, აორტის ანევრიზმის, დისექციის და მათი გასკდომის რისკი შესაძლოა გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს. სწრაფი და ძლიერი მუცლის, გულმკერდის ან ზურგის ტკივილის დროს პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სასწრაფო დახმარების განყოფილებას. მკვეთრი სუნთქვის უკმარისობის, გულისცემის გახშირების ან მუცლისა და ქვედა კიდურების შეშუპების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ სამედიცინო დახმარება. მძიმე და შერეული ინფექციების მკურნალობაში, რომლებიც გამოწვეულია გრამპოზიტიური და ანაერობული გამომწვევებით, ციპროფლოქსაცინის მონოთერაპია არ არის რეკომენდებული და ასეთ შემთხვევებში ის უნდა დაინიშნოს სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

სტრეპტოკოკური ინფექციები (მათ შორის Streptococcus pneumoniae)

ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.

სასქესო გზების ინფექციები

გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ანთებითი დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae იზოლატებით.

ამიტომ, ციპროფლოქსაცინი გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის სამკურნალოდ უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ციპროფლოქსაცინ-რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ს გამორიცხვა. ეპიდიდიმოორქიტისა და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში ციპროფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება უნდა განიხილოს მხოლოდ სხვა შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატით (მაგალითად, ცეფალოსპორინით) კომბინაციაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა Neisseria gonorrhoeae-ს მიმართ ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა სარწმუნოდ გამორიცხულია. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, საჭიროა თერაპიის გადამოწმება.

საშარდე გზების ინფექციები

Escherichia coli-ს - საშარდე გზების ინფექციების ყველაზე გავრცელებული პათოგენის - რეზისტენტობა ფტორქინოლონების მიმართ განსხვავდება ევროკავშირის მასშტაბით. ექიმებს ურჩევენ, გაითვალისწინონ Escherichia coli-ის ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება.

ციპროფლოქსაცინის ერთჯერადი დოზა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გაურთულებელი ცისტიტის დროს პრემენოპაუზურ პერიოდში ქალებში, სავარაუდოდ, უფრო დაბალ ეფექტურობასთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე მკურნალობის ხანგრძლივობა. ეს კიდევ უფრო გასათვალისწინებელია Escherichia coli-ს ქინოლონების მიმართ მზარდი რეზისტენტობის დონის გათვალისწინებით.

ინტრააბდომინალური ინფექციები

არსებობს შეზღუდული მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ ოპერაციის შემდგომი აბდომინალური ინფექციების მკურნალობისას.

მოგზაურთა დიარეა

ციპროფლოქსაცინის შერჩევისას უნდა განიხილოს იმ პათოგენების მიმართ ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტობის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომლებიც გავრცელებულია იმ ქვეყნებში, სადაც პაციენტი მოგზაურობს.

ძვლებისა და სახსრების ინფექციები

ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში, მიკრობიოლოგიური დოკუმენტაციის შედეგების მიხედვით.

ინჰალაციური ანტრაქსი

პრეპარატის გამოყენება ადამიანებში ეფუძნება in vitro მგრძნობელობის მონაცემებს, ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებს, ასევე ადამიანებზე მიღებულ შეზღუდულ მონაცემებს. მკურნალმა ექიმებმა უნდა მიმართონ ჯილეხის მკურნალობასთან დაკავშირებით ეროვნულ და/ან საერთაშორისო კონსენსუსის დოკუმენტებს.

პედიატრიული პოპულაცია

ციპროფლოქსაცინის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში უნდა ხდებოდეს მოქმედი ოფიციალური გაიდლაინების შესაბამისად. ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა ინიშნებოდეს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბავშვებისა და მოზარდების ცისტური ფიბროზისა და/ან მძიმე ინფექციების მკურნალობაში.

ნაჩვენებია, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ართროპათიას, მოუმწიფებელი ცხოველების მძიმე დატვირთვის მქონე სახსრებში.

ბრონქოპულმონალური ინფექციები კისტოზური ფიბროზის დროს

კლინიკური გამოცდები ჩატარდა 5-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში. 1-დან 5 წლამდე ბავშვების მკურნალობის გამოცდილება ნაკლებად მნიშვნელოვანია.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი

საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა ციპროფლოქსაცინით უნდა განიხილებოდეს სხვა მეთოდების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში და უნდა ეფუძნებოდეს მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგებს. კლინიკური კვლევები ჩატარდა 1-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა სპეციფიური მძიმე ინფექციები

სხვა მძიმე ინფექციები ოფიციალური რეკომენდაციებით, ან სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, როდესაც სხვა მკურნალობის გამოყენება შეუძლებელია, ან ტრადიციული თერაპიის უშედეგო გამოყენების შემდეგ და როდესაც მიკრობიოლოგიური დოკუმენტაცია ამართლებს ციპროფლოქსაცინის გამოყენებას.

ციპროფლოქსაცინის გამოყენება ზემოთ ხსენებულის გარდა სხვა სპეციფიური მძიმე ინფექციების დროს კლინიკურ კვლევებში არ შეფასებულა და კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. შესაბამისად, სიფრთხილეა რეკომენდებული ამ ინფექციების მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ჰიპერმგრძნობელობა

პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერსენსიტიურობა და ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია და ანაფილაქტოიდური რეაქციები, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ციპროფლოქსაცინის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის დანიშვნა.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა

ციპროფლოქსაცინის, როგორც წესი, არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომელთა ანამნეზში აღინიშნება მყესების დაავადებები ან დარღვევები, დაკავშირებული ქინოლონებით მკურნალობასთან. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მიკრობიოლოგიური გამოკვლევით დადასტურდება გამომწვევი, და შეფასდება რისკისა და სარგებლის თანაფარდობა, ციპროფლოქსაცინი შეიძლება დაინიშნოს ამ პაციენტებში გარკვეული მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სტანდარტული თერაპიის არასაკმარისობის ან ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარების დროს, როდესაც მიკრობიოლოგიური მონაცემები ციპროფლოქსაცინის გამოყენებას ამართლებს.

ტენდინიტი და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ აქილევსის), ზოგჯერ ორმხრივადაც, შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში ქინოლონებითა და ფტორქინოლონებით, აგრეთვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ეს მოვლენები განვითარდა მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. ტენდინიტისა და მყესის გაწყვეტის რისკი მაღალია ასაკოვანი პაციენტების, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების, მყარი ორგანოების გადანერგვის მქონე პაციენტების და კორტიკოსტეროიდებით ერთდროულად მკურნალობის მიმღებ პაციენტებში. ამიტომ რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება. ტენდინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას (მაგ., მტკივნეული შეშუპება, ანთება) ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განხილული უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი. დაზიანებული კიდური(ები) უნდა იქნას სათანადოდ დამუშავებული (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გამოვლინდება ტენდინოპათიის ნიშნები.

ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში, რადგან სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.

მხედველობის დარღვევები

მხედველობის დაქვეითების ან თვალებზე რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.

ფოტომგრძნობელობა

ციპროფლოქსაცინი იწვევს ფოტომგრძნობელობის რეაქციებს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, რეკომენდებულია მკურნალობის დროს თავი აარიდონ როგორც მზის სხივების, ასევე ულტრაიისფერი დასხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

ცენტრალური ნერვული სისტემა

ცნობილია, რომ ციპროფლოქსაცინს, ისევე როგორც სხვა ქინოლონებს, შეუძლია გამოიწვიოს კრუნჩხვები ან შეამციროს კრუნჩხვებისადმი მზაობის ზღურბლი. აღწერილია კრუნჩხვების გარეშე მიმდინარე ეპილეფსიური სტატუსის შემთხვევებიც. ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნს-ის დარღვევები, რომლებიც შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ კრუნჩხვებისკენ. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს. ფსიქიატრიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს ციპროფლოქსაცინის პირველი მიღების შემდეგაც კი. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება გადაიზარდოს სუიციდურ იდეებში/ფიქრებში, რაც კულმინაციას მიაღწევს თვითმკვლელობის მცდელობაში ან დასრულებულ სუიციდში. ასეთი შემთხვევების შემთხვევაში, ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს.

პერიფერიული ნეიროპათია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, აღწერილია სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევდა პარესთეზიას, ჰიპოესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ციპროფლოქსაცინით უნდა იყვნენ გაფრთხილებული, მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს, თუ განვითარდება ნეიროპათიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან აიცილონ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

კარდიოლოგიური დარღვევები

სიფრთხილე უნდა იქნას დაცული ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომელთაც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად:

თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი

  • QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული გამოყენება (მაგ., IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები)
  • ელექტროლიტური დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია)
  • გულის დაავადება (მაგ., გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია)

ხანდაზმული პაციენტები და ქალები შესაძლოა უფრო მგრძნობიერნი იყვნენ იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს. ამიტომ, ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას, ამ პაციენტთა ჯგუფებში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

დისგლიკემია

ისევე როგორც ყველა ქინოლონის შემთხვევაში, დაფიქსირებულია გლუკოზის დონესთან დაკავშირებული დარღვევები — მათ შორის როგორც ჰიპოგლიკემია, ისე ჰიპერგლიკემია, ძირითადად შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს (მაგალითად, გლიბენკლამიდს) ან ინსულინს. აღწერილია ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია გლუკოზის დონის ფრთხილი და მკაცრი კონტროლი სისხლში.

კუჭ-ნაწლავის სისტემა

მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის, მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) მწვავე და მუდმივი დიარეის გაჩენამ შეიძლება მიუთითოს ანტიბიოტიკებთან ასოცირებულ კოლიტზე (სიცოცხლისთვის საშიში, შესაძლო ფატალური შედეგით), რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში, ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია. ამ სიტუაციაში ანტიპერისტალტიკური პრეპარატები უკუნაჩვენებია.

თირკმლის და შარდსასქესო სისტემა

არსებობს ცნობები ციპროფლოქსაცინის მიღებასთან დაკავშირებული კრისტალურიის შესახებ. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა დაიცვან სითხის მიღების ბალანსი და თავიდან აიცილონ შარდის გადაჭარბებული ტუტე რეაქცია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რადგან ციპროფლოქსაცინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა უცვლელი სახით, თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის გვერდითი ეფექტების გაძლიერება ციპროფლოქსაცინის დაგროვების შედეგად.

ჰეპატობილიარული სისტემა

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას აღწერილია ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ღვიძლის დაავადების ნებისმიერი ნიშნისა და სიმპტომის შემთხვევაში (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან აბდომინალური ტკივილი), მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი

ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში ჰემოლიზური რეაქციები დაფიქსირდა. ასეთ პაციენტებში ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. ამ შემთხვევაში საჭიროა ჰემოლიზის განვითარების რისკის კონტროლი.

წინააღმდეგობა

ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში ან მის დასრულების შემდეგ შესაძლოა იდენტიფიცირდეს რეზისტენტული ბაქტერიები რომლებიც ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტულობას ავლენენ — კლინიკურად გამოხატული სუპერინფექციით ან მის გარეშე. შესაძლოა არსებობდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამოვლენის განსაკუთრებული რისკი მკურნალობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ნოზოკომიური ინფექციების და/ან სტაფილოკოკისა და ფსევდომონას სახეობებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას.

ციტოქრომ P450

ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს CYP1A2-ს და ამგვარად, შეიძლება გამოიწვიოს ამ ფერმენტით მეტაბოლიზებული ერთდროულად მიღებული ნივთიერებების (მაგ., თეოფილინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, ტიზანიდინი, დულოქსეტინი, აგომელატინი) შრატში კონცენტრაციის მომატება. ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. შესაბამისად, პაციენტები, რომლებიც ციპროფლოქსაცინთან ერთად იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრ კლინიკურ დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით. შესაძლოა გახდეს საჭირო ამ პრეპარატების (მაგალითად, თეოფილინის) კონცენტრაციის განსაზღვრა შრატში.

მეთოტრექსატი

ციპროფლოქსაცინისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ტესტებთან ურთიერთქმედება

ციპროფლოქსაცინის in vitro აქტივობამ Mycobacterium tuberculosis-ის წინააღმდეგ შესაძლოა ცრუ უარყოფითი ბაქტერიოლოგიური ტესტის შედეგები მოგვცეს პაციენტებში , რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ნევროლოგიური ეფექტების გამო, ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაქციის სიჩქარეზე. ამრიგად, შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.

ვარგისობის ვადა

36 თვე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ და ბნელ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კონტეინერის შიგთავსი და შემადგენლობა.

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებული თითოეულ ალუ-პოლივინილქლორიდის ბლისტერში, თითო ბლისტერი თითოეულ კოლოფში ერთ შეფუთვის ჩანართთან ერთად.

წარმოებულია:

Belco Pharma-ს მიერ

515, M..I. E., ბაჰადურგარ-124507 ჰარიანა, ინდოეთი

წარმოებულია:

Aravis Pharmaceuticals-სთვის

35, პირველი სართული, შრი ნაგარის კოლონია,

ბჰარათ ნაგარ როუდი, დელი110052 ინდოეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

7

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა