პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

უნიტრექსატი ტაბლეტები

UNITREXATE Tabs

რეცეპტით2.5მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

1. ლეიკემია 2. მეტოტრექსატი ნაჩვენებია ტროფობლასტური ნეოპლაზმების სამკურნალოდ (ქორიოკარცინომა, ქორიოადენომა destruens, და ჰიდატიფორმული ხალი). 3. რევმატოიდული ართრიტი 4. ასევე გამოიყენება მწვავე, უკონტროლო ფსორიაზის სამკურნალოდ, რომელიც სხვა თერაპიაზე არ რეაგირებს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეთოტრექსატი (methotrexate)
ფორმა და შეფუთვა
2.5მგ ტაბლეტი №100
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC, კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-033962
რეგისტრირებულია
9 დეკემბერი 2021, მოქმედებს 9 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაუნიტრექსატი ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

უნიტრექსატი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ლეიკემია
  • მეტოტრექსატი ნაჩვენებია ტროფობლასტური ნეოპლაზმების სამკურნალოდ (ქორიოკარცინომა, ქორიოადენომა destruens, და ჰიდატიფორმული ხალი).
  • რევმატოიდული ართრიტი
  • ასევე გამოიყენება მწვავე, უკონტროლო ფსორიაზის სამკურნალოდ, რომელიც სხვა თერაპიაზე არ რეაგირებს.

მიღების წესი და დოზირება

ლეიკემია

ჩვილები: 1.25-2.5მგ/დღე-ღამეში

ბავშვები: 2.5-5მგ/დღე-ღამეში

მოზრდილები: 5-10მგ/დღე-ღამეში

გამოიყენება ორალურად, კვირის 3-6 დღის განმავლობაში.

დოზირების კორექცია უნდა მოხდეს პაციენტის მიერ დოზის ატანის და სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.

ტროფობლასტური

მეტოტრექსატი გამოიყენება ორალურად, დღე-ღამეში 10-30მგ დოზით, 5 დღის განმავლობაში. განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია 7-12 დღიანი მოსვენების პერიოდის შემდეგ, რეზიდუალური ტოქსიურობის ყველა ნიშნის გაქრობის შემთხვევაში.

რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდებულია საცდელი დოზა 5-10მგ დღე-ღამეში, თერაპიამდე ერთი კვირით ადრე, იდიოსინკრაზიული გვერდითი მოვლენების აღმოსაჩენად.

მოზრდილებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე, აქტიური, კლასიკური ან განსაზღვრული რევმატოიდული ართრიტი, რომლებიც არ რეაგირებენ ან ვერ იტანენ სტანდარტულ თერაპიას, 7,5-20მგ ორალურად კვირაში ერთხელ ან გაყოფილი ორალური დოზები - 2,5მგ 12 საათიანი ინტერვალით 3 დოზად (7.5მგ) კურსის სახით კვირაში ერთხელ. სქემის თანდათან შეცვლა შესაძლებელია ოპტიმალური პასუხის მისაღწევად, მაგრამ საერთო ყოველკვირეულმა დოზამ 20მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. პასუხის მიღწევის შემდეგ, სქემა უნდა შემცირდეს რაც შეიძლება დაბალ ეფექტურ დოზამდე.

ფსორიაზი

იდიოსინკრაზიული მოვლენების აღმოსაჩენად, თერაპიამდე ერთი კვირით ადრე რეკომენდებულია საცდელი დოზა 5-10მგ ორალურად.

მწვავე ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ან ვერ იტანენ სტანდარტულ თერაპიას, 7,5-20მგ ორალურად კვირაში ერთხელ ან გაყოფილი ორალური დოზები - 2,5მგ 12 საათიანი ინტერვალით 3 დოზად (7.5მგ) კურსის სახით კვირაში ერთხელ.

უკუჩვენებები

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიდროთორაქსი ან ასციტი (გახანგრძლივებული ჰიდროთორაქსი და ასციტი შეიძლება ტოქსიურობას აძლიერებდეს);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ფსორიაზი ან რევმატოიდული ართრიტი:

  • რომლებსაც აქვთ სისხლის დისკრაზია, როგორიცაა ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მნიშვნელოვანი ანემია.
  • რომლებსაც აქვთ ღია ან ლაბორატორიულად დადასტურებული იმუნოდეფიციტის სინდრომი
  • რომლებსაც აღენიშნებათ ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება ან ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადები.

ორსული, შვილოსნობის უნარის მქონე და მეძუძური ქალები.

პაციენტები, რომლებიც აციტრეტინს იღებენ.

სიფრთხილე

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ან წყლულოვანი სტომატიტი (შინაგანი ორგანოების პერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული ენტერიტი და სიკვდილი).

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის წყლული ან წყლუოვანი კოლიტი;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოლოგიური დაავადება;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ძვლის ტვინის დეპრესია;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჩუტყვავილა (შეიძლება განვითარდეს ნაყოფის სისტემური დაზიანება);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექციით მიმდინარე გართულებები;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მენტალური დარღვევები;

ხანდაზმულები და ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

მეტოტრექსატი უნდა დანიშნოს მხოლოდ იმ ექიმმა, რომელსაც აქვს ანტიმეტაბოლური თერაპიის გამოცდილება. ფატალური ან მწვავე ტოქსიური რეაქციების შესაძლებლობის გამო პაციენტი ექიმის მიერ სრულად ინფორმირებული უნდა იყოს რისკების შესახებ და უნდა იმყოფებოდეს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სიფრთხილეა საჭირო აასს და სალიცილატების გამოყენებისას, მეტოტრექსატის დაბალი დოზებით. აღწერილია, რომ ეს პრეპარატები ამცირებენ მეტოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას ცხოველების მოდელში და შეიძლება გააძლიერონ მისი ტოქსიურობა.

პოტენციური ურთიერთქმედების მიუხედავად, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში მეტოტრექსატის კვლევები ჩვეულებრივ მოიცავდა აასს სტანდარტულ დოზირების რეჟიმებს, აშკარა პრობლემების გარეშე. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ რევმატოიდული ართრიტის დროს გამოყენებული დოზები (7.5-15მგ კვირაში), რამდენადმე უფრო დაბალია, ვიდრე ფსორიაზის დროს გამოყენებული და უფრო დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი ტოქსიურობა.

მეტოტრექსატი ნაწილობრივ უკავშირდება შრატის ალბუმინს და ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს გარკვეული პრეპარატების გადანაცვლების გამო, როგორიცაა სალიცილატები, ფენილბუტაზონი, ფენიტოინი და სულფონამიდები. თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტი ასევე მცირდება პრობენეციდით, ამ პრეპარატთან ერთად მეტოტრექსატის გამოყენებისას საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი.

ორალური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი და არაადსორბირებადი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, შეიძლება აქვეითებდეს ნაწლავში მეტოტრექსატის აბსორბციას და მოქმედებდეს ენტეროჰეპატურ ცირკულაციაზე ნაწლავური ფლორის ინჰიბირებით და ბაქტერიების მიერ პრეპარატის მეტაბოლიზმის დათრგუნვით.

პენიცილინები შეიძლება ამცირებდეს თირკმლით მეტოტრექსატის კლირენსს. შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება, თანმხლები ჰემატოლოგიური და გასტროინტესტინური ტოქსიურობით, აღწერილია მეტოტრექსატის მაღალი და დაბალი დოზების გამოყენებისას. მეტოტრექსატის პენიცილინებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი.

მეტოტრექსატის სხვა ჰეპატოტოქსიურ აგენტებთან ერთად გამოყენებისას მომატებული ჰეპატოტოქსიურობის პოტენციალი შეფასებული არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ჰეპატოტოქსიურობა აღწერილია. აქედან გამომდინარე, პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატს და სხვა პოტენციურ ჰეპატოტოქსინებს (მაგ. აზატიოპრინი, რეტინოიდები, სულფასალაზინი) უნდა იყვნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ ჰეპატოტოქსიურობის შესაძლო მომატებული რისკის გამო.

მეტოტრექსატმა შეიძლება დააქვეითოს თეოფილინის კლირენსი. მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებისას საჭიროა თეოფილინის დონის მონიტორინგი.

ცალკეული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა პირის ღრუს წყლულები, შეიძლება შემცირდეს მეტოტრექსატთან ერთად ფოლატების დანამატების გამოყენებით.

აღწერილია, რომ ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი იშვიათად ზრდის ძვლის ტვინის სუპრესიას პაციენტებში, რომლებიც მეტოტრექსატს იღებენ, შესაძლოა ადიტიური ანტიფოლატური ეფექტის გამო .

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველების კვლევაში აღწერილია მეტოტრექსატის ტერატოგენური ეფექტები, აქედან გამომდინარე, პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულ ან შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში.

რადგან ძუძუთი კვების დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, მეტოტრექსატი მეძუძურ დედებში არ უნდა გამოიყენონ. თუ გამოყენება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში

ხანდაზმულებში კლინიკური ფარმაკოლოგია შესწავლილი არ არის. ხანდაზმულებში უფრო დაბალია ფოლიუმის მჟავას რეზერვი და ღვიძლის და თირკმლის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, უნდა გაითვალისწინონ დოზირების შემცირება და საჭიროა ტოქსიურობის საწყის ნიშნებზე დაკვირვება.

უსაფრთხოება დღენაკლებში, ახალშობილებში, ჩვილებში (არაუმეტეს 1 წლის) დადგენილი არ არის.

კლინიკურ ტესტზე ეფექტი

კომპლექსური პრეპარატის სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის თანმხლები გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი დიჰიდრო ფოლატ რედუქტაზას (DHFR) გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე.

გვერდითი მოვლენები

შოკი: იშვიათად, შოკის განვითარების შემთხვევაში საჭიროა საკმარისი მონიტორინგი. აუცილებლობისას გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

გასტროინტესტინური: გასტროინტესტინური ტრაქტის წყლულის, სისხლდენის, სტომატიტის, მუცლის ტკივილის, დიარეის, გულისრევის, ღებინების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეტოტრექსატი უნდა მოიხსნას გამოჯანმრთელებამდე. ასევე შეიძლება განვითარდეს ანორექსია, შავი მასების ღებინება, ენტეროკლეზისი

რესპირატორული სისტემა: აღწერილია გარდაცვალება ინტერსტიციალური პნევმონიის გამო. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ინტერსტიციალური დაავადება, ფილტვის ფიბროზი. ფილტვის სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი, არაპროდუქტიული ხველა) ან არასპეციფიური პნევმონია შეიძლება იყოს სარისკო პოტენციური დაზიანების ნიშნები, აქედან გამომდინარე, ამ დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ინტენსიური გამოკვლევები.

ფსიქონევრალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დისფაზია, ჰემიპლეგია, დამბლა, კონვულსიები, კომა, ათიმია, კისრის და თავის დაჭიმულობა, ზურგის ტკივილი.

უროგენიტალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს ასპერმატიზმი, საკვერცხის უკმარისობა, კატამენიას უკმარისობა, უნაყოფობა, აბორტი და ნაყოფის ანომალიები.

ჰემატოლოგიური: შეიძლება განვითარდეს ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სისხლდენა, იქორემია, ჰიპოგამაგლობულინემია. გრანულოციტოპენიის და ალების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ გამოკვლევა და შესაბამისი თერაპია, როგორიცაა პარენტერალურად ანტიბიოტიკური საშუალებების ექსტენსიური შეყვანა.

ღვიძლი: შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანება (GOT, GPT, AL-P მომატება), სიყვითლე, ღვიძლის გაცხიმოვნება, ღვიძლის ქსოვილის ნეკროზი, ღვიძლის ქსოვილის ფიბროზი, ჰეპატოციროზი. ღვიძლის ციროზის და ფიბროზის მძიმე შემთხვევებში გამოყენება უნდა შეწყდეს.

თირკმლის: შეიძლება განვითარდეს შარდსაწვეთის ნეკრობიოზი, მძიმე ნეფროპათია, ჰემატურია, BUN ან კრეატინინის მომატება. ოსტეოსარკომის სამკურნალოდ გამოყენებულმა მეტოტრექსატის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწივოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

მომატებული მგრძნობელობა: შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დარღვევა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, დამბლა, ცემინება, დისპნოე, გულმკერდის შფოთვა, შემცივნება, ოფლიანობა. ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

კანი: შეიძლება განვითარდეს მომატებული ფოტომგრძნობელობა, გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი, ერითემა, პიგმენტაცია, დეკოლორაცია, კანქვეშა ეკქიმოზი, აკნე, ღრუები, ტელეანგიექტაზია და ჭრილობების გამწვავება.

სხვა: შეიძლება განვითარდეს სისუსტე, პაროტიდიტი, ბლენოფთალმია, ცისტიტი, ართრალგია, მიალგია, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და უეცარი სიკვდილი.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

რადგან შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძვლის ტვინის დეპრესია, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი და კლინიკური ტესტების (სისხლის ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, თირკმლის ფუნქციური ტესტი, შარდის ტესტი) ხშირი ჩატარება. სიმპტომების შემთხვევაში უნდა დაიიშნოს შესაბამისი თერაპია, როგორიცაა დოზის შემცირება ან მოხსნა.

სიფრთხილეა საჭირო ინფექციის გამოვლენის ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის დროს.

ბავშვებში ან ისეთ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ, უნდა გაითვალისწინონ გონადებზე ეფექტი.

პრეპარატის მიღებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა ძირითადად განპირობებულია თირკმლის მილაკებში მეტოტრექსატის და 7-ჰიდრომეტოტრექსატის დალექვით. უსაფრთხო გამოყენებისთვის აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი ადექვატური ჰიდრატაციის, შარდის დატუტიანების, შარდით ელიმინაციის და შრატში მეტოტრექსატის და კერატინინის დონის გაზომვის ჩათვლით.

მეტოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადება პოტენციურად საშიში დაზიანებაა, რომელიც შეიძლება მწვავედ განვითარდეს თერაპიის ნებისმიერ დროს და რომელიც აღწერილია კვირაში 7,5მგ დოზის გამოყენების დროსაც. ის ყოველთვის სრულად შექცევადი არ არის. ფილტვის დაავადებაზე ეჭვის დროს, ეფექტურია ფილტვის ფუნქციური ტესტი, როგორიცაა საბაზისო გაზომვები.

რადგან მეტოტრექსატის დაბალი დოზით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ტოქსიურობა, რეგულარულად საჭირო იქნება ღვიძლის ფუნქციური ტესტები. სიმპტომების შემთხვევაში გამოყენება მინიმუმ 2 კვირით უნდა შეწყდეს.

ამ პრეპარატის გამოყენებით სპერმოგენეზზე და ოვოგენეზზე ეფექტების გამო, რეპროდუქციული ფუნქცია შეიძლება შექცევადად დაქვეითდეს, აქედან გამომდინარე ორსულობის თავიდან აცილება საჭიროა თერაპიის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ინტრასპინალური გამოყენების შემდეგ ტვინის რადიოთერაპიასთან ერთად მიღებისას აღინიშნა ლეიკოენცეფალოპათია.

რადგან ამ პრეპარატს აქვს იმუნოსუპრესიული ფუნქცია, შეიძლება დააქვეითოს ვაქცინისადმი იმუნური პასუხი. ცოცხალ ვაქცინასთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიგენზე სერიოზული პასუხი.

სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის გაზრდისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. შემდეგ უნდა დაიწყოს სისხლის გადასხმით დამხმარე მკურნალობა ან შექცევადი ბარიერული მოვლა.

ჰემოპოეტინის დაქვეითება შეიძლება უეცრად განვითარდეს დაბალი დოზის გამოყენების დროსაც.

ცენტრალური ნერვული სისტემის რადიოთერაპიის შემთხვევაში ამ პრეპარატის პარალელური ინტრასპინალური გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ფერის მიმცემი საშუალების სახით პრეპარატი შეიცავს ტარტრაზინს, აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზა

ლეუკოვორინი ნაჩვენებია ტოქსიურობის განეიტრალების და შემცირებისთვის და მეტოტრექსატის დოზის უნებლიე გადაჭარბების ეფექტის წინააღმდეგობისთვის. ლეუკოვორინის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ლეუკოვორინის მეტოტრექსატის დოზის ეკვივალენტის ან უფრო მეტის გამოყენება უნდა მოხდეს ინტრავენური ნაკადით ინექციის სახით, ერთი საათის განმავლობაში. თუ იზრდება დროის ინტერვალი მეტოტრექსატის გამოყენებას და ლეუკოვორინის მიღების დაწყებას შორის, ლეუკოვორინის მიერ ტოქსიურობის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მცირდება. შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მონიტორინგი აუცილებელია ლეუკოვორინის ოპტიმალური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის. დოზის მასიური გადაჭარბების შემთხვევაში, ჰიდრატაცია და შარდის დატუტიანება შეიძლება აუცილებელი იყოს მეტოტრექსატის და/ან მეტაბოლიტების თირკმლის მილაკებში დალექვის პრევენციისთვის. მეტოტრექსატის ელიმინაციის გაუმჯობესება ნაჩვენები არ არის ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. თუმცა, საჭიროა პაციენტებზე ფრთხილი დაკვირვება და სხვა დამხმარე ზომები, როგორიცაა ჰემოტრანსფუზია, თირკმლის დიალიზი და შექცევადი ბარიერული მოვლა.

ინფორმაცია ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის

მეტოტრექსატი შეიცავს ლაქტოზას და არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის ხარისხის შენარჩუნებისთვის და არასწორად გამოყენების თავიდან ასაცილებლად არ შეინახოთ სხვა კონტეინერებში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვა

ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში

შეინახეთ ოთახის, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

100ტაბლეტი/კოლოფში.

გადახედვა: 7 ნოემბერი, 2009 წელი.

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს

მეტოტრექსატი.....2.5მგ

აღწერა

ყვითელი, მრგვალი ტაბლეტი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

უნიტრექსატი ტაბლეტები

მეტოტრექსატი 2.5მგ

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს

მეტოტრექსატი.....2.5მგ

აღწერა

ყვითელი, მრგვალი ტაბლეტი

ჩვენება

  • ლეიკემია
  • მეტოტრექსატი ნაჩვენებია ტროფობლასტური ნეოპლაზმების სამკურნალოდ (ქორიოკარცინომა, ქორიოადენომა destruens, და ჰიდატიფორმული ხალი).
  • რევმატოიდული ართრიტი
  • ასევე გამოიყენება მწვავე, უკონტროლო ფსორიაზის სამკურნალოდ, რომელიც სხვა თერაპიაზე არ რეაგირებს.

დოზირება და გამოყენება

ლეიკემია

ჩვილები: 1.25-2.5მგ/დღე-ღამეში

ბავშვები: 2.5-5მგ/დღე-ღამეში

მოზრდილები: 5-10მგ/დღე-ღამეში

გამოიყენება ორალურად, კვირის 3-6 დღის განმავლობაში.

დოზირების კორექცია უნდა მოხდეს პაციენტის მიერ დოზის ატანის და სიმპტომების სიმძიმის მიხედვით.

ტროფობლასტური

მეტოტრექსატი გამოიყენება ორალურად, დღე-ღამეში 10-30მგ დოზით, 5 დღის განმავლობაში. განმეორებითი კურსის ჩატარება შესაძლებელია 7-12 დღიანი მოსვენების პერიოდის შემდეგ, რეზიდუალური ტოქსიურობის ყველა ნიშნის გაქრობის შემთხვევაში.

რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდებულია საცდელი დოზა 5-10მგ დღე-ღამეში, თერაპიამდე ერთი კვირით ადრე, იდიოსინკრაზიული გვერდითი მოვლენების აღმოსაჩენად.

მოზრდილებში, რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე, აქტიური, კლასიკური ან განსაზღვრული რევმატოიდული ართრიტი, რომლებიც არ რეაგირებენ ან ვერ იტანენ სტანდარტულ თერაპიას, 7,5-20მგ ორალურად კვირაში ერთხელ ან გაყოფილი ორალური დოზები - 2,5მგ 12 საათიანი ინტერვალით 3 დოზად (7.5მგ) კურსის სახით კვირაში ერთხელ. სქემის თანდათან შეცვლა შესაძლებელია ოპტიმალური პასუხის მისაღწევად, მაგრამ საერთო ყოველკვირეულმა დოზამ 20მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს. პასუხის მიღწევის შემდეგ, სქემა უნდა შემცირდეს რაც შეიძლება დაბალ ეფექტურ დოზამდე.

ფსორიაზი

იდიოსინკრაზიული მოვლენების აღმოსაჩენად, თერაპიამდე ერთი კვირით ადრე რეკომენდებულია საცდელი დოზა 5-10მგ ორალურად.

მწვავე ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენ ან ვერ იტანენ სტანდარტულ თერაპიას, 7,5-20მგ ორალურად კვირაში ერთხელ ან გაყოფილი ორალური დოზები - 2,5მგ 12 საათიანი ინტერვალით 3 დოზად (7.5მგ) კურსის სახით კვირაში ერთხელ.

გაფრთხილება

მეტოტრექსატი უნდა დანიშნოს მხოლოდ იმ ექიმმა, რომელსაც აქვს ანტიმეტაბოლური თერაპიის გამოცდილება. ფატალური ან მწვავე ტოქსიური რეაქციების შესაძლებლობის გამო პაციენტი ექიმის მიერ სრულად ინფორმირებული უნდა იყოს რისკების შესახებ და უნდა იმყოფებოდეს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

უკუჩვენება

პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიდროთორაქსი ან ასციტი (გახანგრძლივებული ჰიდროთორაქსი და ასციტი შეიძლება ტოქსიურობას აძლიერებდეს);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ფსორიაზი ან რევმატოიდული ართრიტი:

  • რომლებსაც აქვთ სისხლის დისკრაზია, როგორიცაა ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, მნიშვნელოვანი ანემია.
  • რომლებსაც აქვთ ღია ან ლაბორატორიულად დადასტურებული იმუნოდეფიციტის სინდრომი
  • რომლებსაც აღენიშნებათ ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება ან ღვიძლის სხვა ქრონიკული დაავადები.

ორსული, შვილოსნობის უნარის მქონე და მეძუძური ქალები.

პაციენტები, რომლებიც აციტრეტინს იღებენ.

სიფრთხილე

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ან წყლულოვანი სტომატიტი (შინაგანი ორგანოების პერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული ენტერიტი და სიკვდილი).

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის წყლული ან წყლუოვანი კოლიტი;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემატოლოგიური დაავადება;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ძვლის ტვინის დეპრესია;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჩუტყვავილა (შეიძლება განვითარდეს ნაყოფის სისტემური დაზიანება);

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექციით მიმდინარე გართულებები;

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მენტალური დარღვევები;

ხანდაზმულები და ბავშვები.

გვერდითი ეფექტები

შოკი: იშვიათად, შოკის განვითარების შემთხვევაში საჭიროა საკმარისი მონიტორინგი. აუცილებლობისას გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

გასტროინტესტინური: გასტროინტესტინური ტრაქტის წყლულის, სისხლდენის, სტომატიტის, მუცლის ტკივილის, დიარეის, გულისრევის, ღებინების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, მეტოტრექსატი უნდა მოიხსნას გამოჯანმრთელებამდე. ასევე შეიძლება განვითარდეს ანორექსია, შავი მასების ღებინება, ენტეროკლეზისი

რესპირატორული სისტემა: აღწერილია გარდაცვალება ინტერსტიციალური პნევმონიის გამო. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ინტერსტიციალური დაავადება, ფილტვის ფიბროზი. ფილტვის სიმპტომები (განსაკუთრებით მშრალი, არაპროდუქტიული ხველა) ან არასპეციფიური პნევმონია შეიძლება იყოს სარისკო პოტენციური დაზიანების ნიშნები, აქედან გამომდინარე, ამ დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ინტენსიური გამოკვლევები.

ფსიქონევრალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დისფაზია, ჰემიპლეგია, დამბლა, კონვულსიები, კომა, ათიმია, კისრის და თავის დაჭიმულობა, ზურგის ტკივილი.

უროგენიტალური სისტემა: შეიძლება განვითარდეს ასპერმატიზმი, საკვერცხის უკმარისობა, კატამენიას უკმარისობა, უნაყოფობა, აბორტი და ნაყოფის ანომალიები.

ჰემატოლოგიური: შეიძლება განვითარდეს ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სისხლდენა, იქორემია, ჰიპოგამაგლობულინემია. გრანულოციტოპენიის და ალების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ გამოკვლევა და შესაბამისი თერაპია, როგორიცაა პარენტერალურად ანტიბიოტიკური საშუალებების ექსტენსიური შეყვანა.

ღვიძლი: შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანება (GOT, GPT, AL-P მომატება), სიყვითლე, ღვიძლის გაცხიმოვნება, ღვიძლის ქსოვილის ნეკროზი, ღვიძლის ქსოვილის ფიბროზი, ჰეპატოციროზი. ღვიძლის ციროზის და ფიბროზის მძიმე შემთხვევებში გამოყენება უნდა შეწყდეს.

თირკმლის: შეიძლება განვითარდეს შარდსაწვეთის ნეკრობიოზი, მძიმე ნეფროპათია, ჰემატურია, BUN ან კრეატინინის მომატება. ოსტეოსარკომის სამკურნალოდ გამოყენებულმა მეტოტრექსატის მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწივოს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

მომატებული მგრძნობელობა: შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დარღვევა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, დამბლა, ცემინება, დისპნოე, გულმკერდის შფოთვა, შემცივნება, ოფლიანობა. ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

კანი: შეიძლება განვითარდეს მომატებული ფოტომგრძნობელობა, გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი, ერითემა, პიგმენტაცია, დეკოლორაცია, კანქვეშა ეკქიმოზი, აკნე, ღრუები, ტელეანგიექტაზია და ჭრილობების გამწვავება.

სხვა: შეიძლება განვითარდეს სისუსტე, პაროტიდიტი, ბლენოფთალმია, ცისტიტი, ართრალგია, მიალგია, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და უეცარი სიკვდილი.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

რადგან შეიძლება განვითარდეს მძიმე გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძვლის ტვინის დეპრესია, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი და კლინიკური ტესტების (სისხლის ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, თირკმლის ფუნქციური ტესტი, შარდის ტესტი) ხშირი ჩატარება. სიმპტომების შემთხვევაში უნდა დაიიშნოს შესაბამისი თერაპია, როგორიცაა დოზის შემცირება ან მოხსნა.

სიფრთხილეა საჭირო ინფექციის გამოვლენის ან გამწვავების, სისხლდენის ტენდენციის დროს.

ბავშვებში ან ისეთ პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება ორსულად იყვნენ, უნდა გაითვალისწინონ გონადებზე ეფექტი.

პრეპარატის მიღებით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა ძირითადად განპირობებულია თირკმლის მილაკებში მეტოტრექსატის და 7-ჰიდრომეტოტრექსატის დალექვით. უსაფრთხო გამოყენებისთვის აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი ადექვატური ჰიდრატაციის, შარდის დატუტიანების, შარდით ელიმინაციის და შრატში მეტოტრექსატის და კერატინინის დონის გაზომვის ჩათვლით.

მეტოტრექსატით გამოწვეული ფილტვის დაავადება პოტენციურად საშიში დაზიანებაა, რომელიც შეიძლება მწვავედ განვითარდეს თერაპიის ნებისმიერ დროს და რომელიც აღწერილია კვირაში 7,5მგ დოზის გამოყენების დროსაც. ის ყოველთვის სრულად შექცევადი არ არის. ფილტვის დაავადებაზე ეჭვის დროს, ეფექტურია ფილტვის ფუნქციური ტესტი, როგორიცაა საბაზისო გაზომვები.

რადგან მეტოტრექსატის დაბალი დოზით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ტოქსიურობა, რეგულარულად საჭირო იქნება ღვიძლის ფუნქციური ტესტები. სიმპტომების შემთხვევაში გამოყენება მინიმუმ 2 კვირით უნდა შეწყდეს.

ამ პრეპარატის გამოყენებით სპერმოგენეზზე და ოვოგენეზზე ეფექტების გამო, რეპროდუქციული ფუნქცია შეიძლება შექცევადად დაქვეითდეს, აქედან გამომდინარე ორსულობის თავიდან აცილება საჭიროა თერაპიის შემდეგ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

ინტრასპინალური გამოყენების შემდეგ ტვინის რადიოთერაპიასთან ერთად მიღებისას აღინიშნა ლეიკოენცეფალოპათია.

რადგან ამ პრეპარატს აქვს იმუნოსუპრესიული ფუნქცია, შეიძლება დააქვეითოს ვაქცინისადმი იმუნური პასუხი. ცოცხალ ვაქცინასთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიგენზე სერიოზული პასუხი.

სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის გაზრდისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. შემდეგ უნდა დაიწყოს სისხლის გადასხმით დამხმარე მკურნალობა ან შექცევადი ბარიერული მოვლა.

ჰემოპოეტინის დაქვეითება შეიძლება უეცრად განვითარდეს დაბალი დოზის გამოყენების დროსაც.

ცენტრალური ნერვული სისტემის რადიოთერაპიის შემთხვევაში ამ პრეპარატის პარალელური ინტრასპინალური გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ფერის მიმცემი საშუალების სახით პრეპარატი შეიცავს ტარტრაზინს, აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

სიფრთხილეა საჭირო აასს და სალიცილატების გამოყენებისას, მეტოტრექსატის დაბალი დოზებით. აღწერილია, რომ ეს პრეპარატები ამცირებენ მეტოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას ცხოველების მოდელში და შეიძლება გააძლიერონ მისი ტოქსიურობა.

პოტენციური ურთიერთქმედების მიუხედავად, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში მეტოტრექსატის კვლევები ჩვეულებრივ მოიცავდა აასს სტანდარტულ დოზირების რეჟიმებს, აშკარა პრობლემების გარეშე. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ რევმატოიდული ართრიტის დროს გამოყენებული დოზები (7.5-15მგ კვირაში), რამდენადმე უფრო დაბალია, ვიდრე ფსორიაზის დროს გამოყენებული და უფრო დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი ტოქსიურობა.

მეტოტრექსატი ნაწილობრივ უკავშირდება შრატის ალბუმინს და ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს გარკვეული პრეპარატების გადანაცვლების გამო, როგორიცაა სალიცილატები, ფენილბუტაზონი, ფენიტოინი და სულფონამიდები. თირკმლის მილაკოვანი ტრანსპორტი ასევე მცირდება პრობენეციდით, ამ პრეპარატთან ერთად მეტოტრექსატის გამოყენებისას საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი.

ორალური ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი და არაადსორბირებადი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, შეიძლება აქვეითებდეს ნაწლავში მეტოტრექსატის აბსორბციას და მოქმედებდეს ენტეროჰეპატურ ცირკულაციაზე ნაწლავური ფლორის ინჰიბირებით და ბაქტერიების მიერ პრეპარატის მეტაბოლიზმის დათრგუნვით.

პენიცილინები შეიძლება ამცირებდეს თირკმლით მეტოტრექსატის კლირენსს. შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება, თანმხლები ჰემატოლოგიური და გასტროინტესტინური ტოქსიურობით, აღწერილია მეტოტრექსატის მაღალი და დაბალი დოზების გამოყენებისას. მეტოტრექსატის პენიცილინებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი.

მეტოტრექსატის სხვა ჰეპატოტოქსიურ აგენტებთან ერთად გამოყენებისას მომატებული ჰეპატოტოქსიურობის პოტენციალი შეფასებული არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ჰეპატოტოქსიურობა აღწერილია. აქედან გამომდინარე, პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტოტრექსატს და სხვა პოტენციურ ჰეპატოტოქსინებს (მაგ. აზატიოპრინი, რეტინოიდები, სულფასალაზინი) უნდა იყვნენ ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ ჰეპატოტოქსიურობის შესაძლო მომატებული რისკის გამო.

მეტოტრექსატმა შეიძლება დააქვეითოს თეოფილინის კლირენსი. მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებისას საჭიროა თეოფილინის დონის მონიტორინგი.

ცალკეული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა პირის ღრუს წყლულები, შეიძლება შემცირდეს მეტოტრექსატთან ერთად ფოლატების დანამატების გამოყენებით.

აღწერილია, რომ ტრიმეტოპრიმი/სულფამეტოქსაზოლი იშვიათად ზრდის ძვლის ტვინის სუპრესიას პაციენტებში, რომლებიც მეტოტრექსატს იღებენ, შესაძლოა ადიტიური ანტიფოლატური ეფექტის გამო .

გამოყენება ორსულობის დროს და მეძუძურ დედებში

ცხოველების კვლევაში აღწერილია მეტოტრექსატის ტერატოგენური ეფექტები, აქედან გამომდინარე, პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ორსულ ან შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში.

რადგან ძუძუთი კვების დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, მეტოტრექსატი მეძუძურ დედებში არ უნდა გამოიყენონ. თუ გამოყენება აუცილებელია, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში

ხანდაზმულებში კლინიკური ფარმაკოლოგია შესწავლილი არ არის. ხანდაზმულებში უფრო დაბალია ფოლიუმის მჟავას რეზერვი და ღვიძლის და თირკმლის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, უნდა გაითვალისწინონ დოზირების შემცირება და საჭიროა ტოქსიურობის საწყის ნიშნებზე დაკვირვება.

უსაფრთხოება დღენაკლებში, ახალშობილებში, ჩვილებში (არაუმეტეს 1 წლის) დადგენილი არ არის.

კლინიკურ ტესტზე ეფექტი

კომპლექსური პრეპარატის სულფამეტოქსაზოლის და ტრიმეტოპრიმის თანმხლები გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი დიჰიდრო ფოლატ რედუქტაზას (DHFR) გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე.

დოზის გადაჭარბება

ლეუკოვორინი ნაჩვენებია ტოქსიურობის განეიტრალების და შემცირებისთვის და მეტოტრექსატის დოზის უნებლიე გადაჭარბების ეფექტის წინააღმდეგობისთვის. ლეუკოვორინის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე. ლეუკოვორინის მეტოტრექსატის დოზის ეკვივალენტის ან უფრო მეტის გამოყენება უნდა მოხდეს ინტრავენური ნაკადით ინექციის სახით, ერთი საათის განმავლობაში. თუ იზრდება დროის ინტერვალი მეტოტრექსატის გამოყენებას და ლეუკოვორინის მიღების დაწყებას შორის, ლეუკოვორინის მიერ ტოქსიურობის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მცირდება. შრატში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მონიტორინგი აუცილებელია ლეუკოვორინის ოპტიმალური დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისთვის. დოზის მასიური გადაჭარბების შემთხვევაში, ჰიდრატაცია და შარდის დატუტიანება შეიძლება აუცილებელი იყოს მეტოტრექსატის და/ან მეტაბოლიტების თირკმლის მილაკებში დალექვის პრევენციისთვის. მეტოტრექსატის ელიმინაციის გაუმჯობესება ნაჩვენები არ არის ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. თუმცა, საჭიროა პაციენტებზე ფრთხილი დაკვირვება და სხვა დამხმარე ზომები, როგორიცაა ჰემოტრანსფუზია, თირკმლის დიალიზი და შექცევადი ბარიერული მოვლა.

ინფორმაცია ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის

მეტოტრექსატი შეიცავს ლაქტოზას და არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის ხარისხის შენარჩუნებისთვის და არასწორად გამოყენების თავიდან ასაცილებლად არ შეინახოთ სხვა კონტეინერებში.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვა

ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში

შეინახეთ ოთახის, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

100ტაბლეტი/კოლოფში.

გადახედვა: 7 ნოემბერი, 2009 წელი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა