პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

მეტოარტი კონ

METOART CON

რეცეპტით15მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

მეტოარტ კონი, მოქმედი ნივთიერების სახით მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს. მეტოტრექსატის დინატრიუმი, ქვემოთ მოცემული თვისებების მქონე ნივთიერებაა: სხეულში არსებული ზოგიერთი უჯრედის სწრაფ გამრავლებას აფერხებს. იმუნური სისტემის (სხეულის საკუთარი თავის დაცვის მექანიზმი) ფუნქციას აქვეითებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეთოტრექსატი (methotrexate)
ფორმა და შეფუთვა
15მგ/0,375მლ 0,375მლ კანქვეშ შესაყვანი ხსნარი, წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AX03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0485
რეგისტრირებულია
17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამეტოარტი კონ და სხვა წამალი ერთად

მეტოარტი კონ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მეტოარტ კონი, მოქმედი ნივთიერების სახით მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს.

მეტოტრექსატის დინატრიუმი, ქვემოთ მოცემული თვისებების მქონე ნივთიერებაა:

სხეულში არსებული ზოგიერთი უჯრედის სწრაფ გამრავლებას აფერხებს.

იმუნური სისტემის (სხეულის საკუთარი თავის დაცვის მექანიზმი) ფუნქციას აქვეითებს.

აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

მეტოარტ კონი, ნაჩვენებია ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ:

ზრდასრულ ავადმყოფებში აქტიური რევმატოიდული ართრიტი (სახსრების ანთებითი დაავადება)

აქტიური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (სახსრების შეუქცევადი ანთება) და სხვადახვა ფორმის პოლიართრიტების (ერთზე მეტ სახსარში ერთდროულად ანდა მცირე შუალედებით გამოვლენილი ანთება) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობისას, მიღებული არასაკმარისი პასუხი.

ზრდასრულებში მძიმე და გავრცელებული ფსორიაზის ანდა აქტიური ფსორიაზული ართრიტის (ფსორიაზთან დაკაშირებული სახსრების ანთება) ცნობილი მკურნალობის მეთოდებით მკურნალობისას, მიღებული არასაკმარისი პასუხი.

ზრდასრულებში მსუბუქი ანდა საშუალო სიმძიმის კრონის დაავადების (საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებადი დაავადება) სხვა წამლებით მკურნალობისას, მიღებული არასასურველი პასუხი.

რევმატოიდული ართრიტი, სინოვიური გარსების (სასახსრე გარსების) ანთებით მიმდინარე ქრონიკული კოლაგენური დაავადებაა (შემაერთებელი ქსოვილის გახანგრძლივებული დაავადებაა). აღნიშნული გარსები, ბევრი სახსრისთვის საპოხი, ლუბრიკანტული ფუნქციის შესრულებისთვის სპეციალურ სითხეს გამოყოფს. ანთება, სინოვიალური გარსების გასქელებას და სახსრის შესივებას იწვევს.

იუვენილური ართრიტი, 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლენილი დაავადებაა. თუ, დაავადების პირველი 6 თვის განმავლობაში 5 ანდა უფრო მეტი სახსრის ანთება გამოვლინდება, დაავადების პოლიართრიტული ფორმა დაფიქსირდება.

ფსორიაზული ართრიტი, კანს და ფრჩხილებს აზიანებს, განსაკუთრებით კი ხელის და ფეხის თითების სახსრებში ვლინდება ფსორიაზული ართრიტის (სახსრის ანთება) ტიპით.

ფსორიაზი, სქელი, მშრალი, ვერცხლისფერი, შეწებებული ქერქებით დაფარული, წითელი ლოკალური დაზიანების მქონე, ქრონიკული გავრცელებული დაავადებაა.

მეტოარტ კონი, დაავადების განვითარებას ცვლის და ანელებს.

კრონის დაავადება, კუჭ-ნაწლავის სისტემის რომელიმე ნაწილის მომცველი ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება ანდა წონის დაკლების მსგავსი, კუჭ-ნაწლავის სისტემის რომელიმე ნაწილზე მოქმედი ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა.

  • მეტოარტ კონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მეტოარტ კონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ;

თუ, მეტოტრექსატის ანდა მეტოარტ კონის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

ღვიძლის, თირკმლების ანდა სისხლის მძიმე დაავადება გაქვთ.

რეგულარულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მომხმარებელი ხართ.

ტუბერკულოზი, აივ ინფექცია ანდა სხვა იმუნური უკმარისობის სინდრომების მსგავსი მძიმე ინფექციები გაქვთ.

პირის ღრუში, კუჭსა ანდა ნაწლავებში წყლულები (იარები) გაქვთ.

ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავავთ.

პარალელურ რეჟიმში ცოცხალი ვაქცინით აცრებს იკეთებთ.

მეტოარტ კონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ;

ხანდაზმული ხართ ანდა თავს ცუდად გრძნობთ ანდა სისუტე გაქვთ.

ღვიძლის ფუნქციები დარღვეული გაქვთ.

სითხის დაკარგვით გამოწვეული (დეჰიდრატაციული) მდგომარეობა გაქვთ.

რეკომენდირებული გამოკვლევები და უსაფრთხოების ზომები

მეტოარტ კონის, დაბალი დოზებით გამოყენების შემთვევაშიც კი შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. აღნიშნული გვერდით ეფექტების დროული ამოცნობის მიზნით, ექიმმა რეგულარული საკონტროლო კონსულტაციები და ლაბორატორული კვლევების გაკეთება უნდა მოითხოვოს.

მკურნალობის დაწყებამდე

მკურნალობის დაწყებამდე, სისხლში შრატში სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობრივი მაჩვენებლის, ღვიძლის ფუნქციების, სისხლის შრატში ალბუმინის (სისხლში ცილის რაოდენობა) დონის და თირკლების ფუნქციების განსაზღვრისთვის, საჭიროა სისხლის ნიმუშების აღება. ექიმი, ამავდროულად განსაზღვრავს ტუბერკულოზის (ჭლექი, დაზიანებულ ქსოვილში პატარა ნოდულარული დაზიანება, გადამდები დაავადება) არსებობას, რისთვისაც მოითხოვს ფილტვების რენტგენოგრაფიულ კვლევას.

მკურნალობის დროს

ქვემოთ მოცემული ანალიზები, მკურნალობის დაწყებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ და შემდეგ, სულ ცოტა 3 თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს.

ლორწოვანის ცვლილების განსაზრვრისთვის პირის ღრუს და ხახის გამოკვლევა

სისხლის ანალიზები

ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადამოწმება

თირკმლების ფუნქციის განსაზღვრა

სასუნთქი სისტემის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ფილტვების ფუნქციური ტესტების გაკეთება.

მეტოტრექსატმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემასა და ვაქცინაციის შედეგებზე. ამავე დროს, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს იმუნოლოგიური ანალიზების შედეგებზეც, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არააქტიური, ქრონიკული ინფექციების (მაგ.ჰერპეს ზოსტერი, ტუბრკულოზი, B ანდა C ჰეპატიტი) გამწვავებაც. მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, ცოცხალი ვაქცინით აცრა არ უნდა გაკეთდეს.

რადიაციით გამოწვეული დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა) და მზის დამწვრობა, მეტოტრექსატით მკურნალობის დროს შეიძლება კვლავ განმეორებით გამოვლინდეს (receal -რეაქცია).

ულტრაიისფერი სხივების და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენების დროს, ფსორიაზული დაზიანებები შეიძლება გამწვავედეს.

გარდა ამისა, იშვიათად მაგრამ მაინც შეიძლება გამოვლინდეს ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა). აღნიშნული მდგომარეობის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიარეა, შეიძლება მეტოარტ კონის გვერდითი ეფექტი იყოს და შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. თუ, თქვენთან დიარეა გამოვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

მეტოტრექსატით მკურნალობის ქვეშ მყოფ სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებში, დაფიქსირებულია ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება)/ ლეიკოენცეფალოპათია (თავის ტვინის თეთრი ნივთიერებაში გამოვლენილი სპეციფიკური დაავადება). აღნიშნული მდგომარეობა, სხვა დაავადებების გამო მეტოტრექსატით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებთანაც გათვალისწინებული უნდა იქნას.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

მეტოარტ კონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, მოერიდეთ დიდი რაოდენობით ყავის, კოფეინის და ალკოჰოლის, შავი ჩაის მიღებას.

მიღების წესი და დოზირება

ექიმი, თქვენთვის დოზას ინდივიდუალურად შეარჩევს. მკურნალობაზე შედეგის მიღებისთვის საჭიროა 4-დან 8 კვირამდე დრო. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს.

მეტოარტ კონი, კვირაში მხოლოდ ერთხელ კეთდება.

მეტოარტ კონის ინექციისთვის, ექიმთან ერთად კვირაში ერთი სასურველი დღე უნდა შეარჩიოთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მეტოარტ კონის ინექცია კანქვეშ კეთდება.

ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად, წამლის ტრანსპორტირება და განადგურების ფორმა, სხვა უჯრედების გამრავლების შემაჩერებელი (ციტოსტატიკური) წამლების შესაბამისი უნდა იყოს. ორსულობის მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო პერსონალი, მეტოარტ კონის ტრანსპორტირებასა და/ანდა ინექციის გაკეთებაში არ უნდა მონაწილეობდეს.

მეტოტრექსატის კონტაქტი კანის ზედაპირთან ანდა ლორწოვანთან არ უნდა მოხდეს. პროდუქტის შიგთავსთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მიდამო მაშინვე გამდინარე წყლით ჩამობანილი უნდა იქნას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

3 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი კვლევები არ არსებობს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

უკუჩვენებები

მეტოარტი კონი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა მეთოტრექსატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.2)

ალკოჰოლზე დამოკიდებულება

თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები, იხილეთ ნაწილი 4.2 და 4.4)

უკვე არსებული სისხლის დისკრაზია, როგორიცაა ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია ან მნიშვნელოვანი ანემია ძვლის ტვინში

სერიოზული, მწვავე ან ქრონიკული ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი, აივ და სხვა იმუნოდეფიციტის სინდრომები

პირის ღრუს წყლულები და ცნობილი აქტიური კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

სიფრთხილის ზომები

თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:

მეტოარტ კონი, თირკმლის ფუნქციების მსუბუქი დარღვევის მქონე ავადმყოფებსა და განსაკუთრებით, ალკოჰოლ დამოკიდებულ ავადმყოფებში, ასევე ავადმყოფებში, რომელთაც ღვიძლის სერიოზული დაავადება უკვე გადატანილი აქვთ ანდა ამჟამად ფიქსირდება ღვიძლის ინფექცია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ფიქრობთ, რომ მეტოარტ კონის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მეტოარტ კონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზები არ შეცვალოთ. თვითნებური გადაწყვეტილებით დოზა არ შეცვალოთ.

თუ, მეტოარტ კონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმცევტს გაესაუბრეთ.

ექიმი, მავნე ზემოქმედების სიმძიმის მიხედვით შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

თუ, მეტოარტ კონის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

აღნიშნულ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმის მიერ გამოწერილი დოზა უმოკლეს დროში მიიღეთ და შემდეგ ყოველ კვირაში წამლის მიღება გააგრძელეთ.

მოვლენები, რომელიც მეტოარტ კონით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის თანხმობის გარეშე მეტოარტ კონით მკურნალობის შეჩერებამ, შეიძლება დაავადების დამძიმება გამოიწვიოს. ექიმის თანხმობის გარეშე მკურნალობა არ შეაჩეროთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე მეტოარტ კონის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

გვერდით ეფექტების სიხშირე და სიმძიმე დაკავშირებულია წამლის დოზასთან და გამოყენების სიხშირესთან. გვედრით ეფექტები, შეიძლება წამლის დაბალი დოზის მიღების დროსაც გამოვლინდეს, ამიტომ საჭიროა ექიმის მიერ რეგულარული ზედამხედველობა.

ექიმი, სისხლში გამოვლენილი ცვლილებების (სისხლის თეთრი უჯრედების დაცემა, თრომბოციტების რაოდენობის დაცემა და ლიმფომის (ლიმფური კვანძების გადიდება) მსგავსი), თირკმლების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის გამოვლენისთვის საკონტროლო სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლევეტირაცეტამი

ცნობილია, რომ ლევეტირაცეტამის და მეთოტრექსატის ერთდროული მიღება ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს, რითაც იწვევს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდას/გახანგრძლივებას პოტენციურად ტოქსიკურ დონემდე. მეტოტრექსატისა და ლევეტირაცეტამის დონეები სისხლში, რომლებიც ამ ორ პრეპარატს ერთად იყენებდნენ, გულდასმით უნდა შემოწმდეს.

ალკოჰოლი, ჰეპატოტოქსიური სამკურნალო საშუალებები, ჰეპატოტოქსიური სამკურნალო საშუალებები

ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება და სხვა ჰეპატოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება ზრდის მეთოტრექსატის ჰეპატოტოქსიური ეფექტების ალბათობას. (იხ. ნაწილი 4.4. სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას). საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულად იღებენ სხვა ჰეპატოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებს (მაგ. ლეფლუნომიდი). იგივე სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული ჰემატოტოქსიკური მედიკამენტების (მაგ. ლეფლუნომიდი, აზათიოპრინი, რეტინოიდები, სულფასაზალინი) ერთდროულად გამოყენებისას. პანციტოპენიის და ჰეპატოტოქსიურობის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ლეფლუნომიდის მეთოტრექსატთან ერთად შეყვანისას. რეტინოიდების კომბინირებული მკურნალობა, როგორიცაა აციტრეტინი ან ეტრეტინატი და მეტოტრექსატი, ზრდის ჰეპატოტოქსიურობის რისკს.

ორალური ანტიბიოტიკები

პერორალურმა ანტიბიოტიკებმა, როგორიცაა ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი და არაშეწოვადი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, შეიძლება დაარღვიონ ენტეროჰეპატური მიმოქცევა ნაწლავური ფლორის დათრგუნვით ან ბაქტერიული მეტაბოლიზმის დათრგუნვით.

ანტიბიოტიკები

ზოგიერთ შემთხვევაში, ანტიბიოტიკებმა, როგორიცაა პენიცილინები, გლიკოპეპტიდები, სულფონამიდები, ციპროფლოქსაცინი და ცეფალოტინი, შეიძლება შეამცირონ მეტოტრექსატის თირკმლის კლირენსი, ასე რომ შეიძლება მოხდეს თანმხლები ჰემატოლოგიური და კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობა შრატში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდით.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ძლიერად არის დაკავშირებული პლაზმის ცილებთან

მეთოტრექსატი უკავშირდება პლაზმის ცილებს და ცვლის სხვა ცილებთან დამაკავშირებელ პრეპარატებს, როგორიცაა სალიცილატები, ჰიპოგლიკემიური საშუალებები, დიურეზულები, სულფონამიდები, დიფენილჰიდანტოინები, ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი, პ-ამინობენზოინის მჟავა და მჟავე ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, და ამ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურობის გაზრდა.

პრობენეციდის, სუსტი ორგანული მჟავების, პირაზოლების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, როგორიცაა პრობენეციდი, სუსტი ორგანული მჟავების გამოყენებამ, როგორიცაა მარყუჟის დიურეზულები და პირაზოლები (ფენილბუტაზონი), შეიძლება შეამცირონ მეტოტრექსატის ელიმინაცია, ხოლო შრატში მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა. ასევე არსებობს ტოქსიკურობის გაზრდის შესაძლებლობა მეტოტრექსატის დაბალი დოზების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან სალიცილატების კომბინაციისას.

ძვლის ტვინზე არასასურველი რეაქციების მქონე სამკურნალო საშუალებები

გასათვალისწინებელია სისხლის წარმოქმნის მკვეთრი შემცირების შესაძლებლობა ძვლის ტვინზე არასასურველი რეაქციების მქონე სამკურნალო საშუალებებთან (მაგ. სულფონამიდები, ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლი, ქლორამფენიკოლი, პირიმეთამინი) ერთდროული გამოყენებისას.

ფოლიუმის დეფიციტის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები

ფოლიუმის დეფიციტის მქონე სამკურნალო საშუალებების (მაგ. სულფონამიდები, ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტოტრექსატის ტოქსიკურობის გაზრდა. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შემთხვევაში.

პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ფოლიუმის მჟავას და ფოლინის მჟავას

ვიტამინის პრეპარატებმა ან სხვა პროდუქტებმა, რომლებიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ფოლინის მჟავას ან მათ წარმოებულებს, შეიძლება შეამცირონ მეთოტრექსატის ეფექტურობა.

სხვა ანტირევმატული სამკურნალო საშუალებები

მეტოტრექსატის ტოქსიკური ეფექტების ზრდა ზოგადად არ არის მოსალოდნელი, როდესაც მეტოარტი კონი გამოიყენება სხვა ანტირევმატულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად (მაგ. ოქროს ნაერთები, პენიცილამინი, ჰიდროქსიქლოროქინი, სულფასალაზინი, აზათიოპრინი, ციკლოსპორინი).

სულფასალაზინი

მიუხედავად იმისა, რომ მეთოტრექსატისა და სულფასალაზინის კომბინაციამ გამოიწვია მეტოტრექსატის ეფექტის ზრდა და არასასურველი ეფექტების ზრდა სულფასალაზინის მიერ ფოლიუმის მჟავას სინთეზის დათრგუნვის გამო, ეს არასასურველი ეფექტები გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში მხოლოდ რამდენიმე კვლევის დროს.

მერკაპტოპურინი

მეტოტრექსატმა შეიძლება შეამციროს თეოფილინის კლირენსი. ამიტომ, მეთოტრექსატის და მერკაპტოპურინის კომბინაციამ შეიძლება მოითხოვოს დოზის კორექცია.

პროტონული-ტუმბოს ინჰიბიტორი

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ომეპრაზოლი ან პანტოპრაზოლი, შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება: მეთოტრექსატის და ომეპრაზოლის ერთდროული მიღება იწვევს მეტოტრექსატის თირკმელებით ელიმინაციის დაგვიანებას. პანტოპრაზოლთან კომბინაცია თრგუნავს 7-ჰიდროქსიმეტოტრექსატის მეტაბოლიტის თირკმელებით ელიმინაციას მიალგიასთან ერთად, ტრემორი აღინიშნა ერთ შემთხვევაში.

თეოფილინი

მეტოტრექსატმა შეიძლება შეამციროს თეოფილინის კლირენსი. მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებისას საჭიროა თეოფილინის დონის მონიტორინგი.

კოფეინის ან თეოფილინის შემცველი სასმელები

მეთოტრექსატით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული კოფეინისა და თეოფილინის შემცველი სასმელების ჭარბი მოხმარება (ყავა, კოფეინის შემცველი უალკოჰოლო სასმელები, შავი ჩაი).

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ

არ არის ჩატარებული ურთიერთქმედების კვლევები სპეციალურ პოპულაციებში.

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაში ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ამ წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის დროს მეტოარტ კონი არ უნდა გამოიყენოთ. ამ დროს არსებობს ნაყოფის დაზიანების და აბორტის რისკი. მეტოარტ კონით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში ქალებმა და მამაკაცებმა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.

მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებთან, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის ტესტის გაკეთება, ორსულობის არ არსებობის დამადასტურებელი ანალიზების გაკეთება, ორსულობის არ არსებობაში დარწმუნება.

მეტოტრექსატი, გენოტოქსიური პრეპარატია, ამიტომ ორსულობის სურვილის მქონე ქალებისთვის სასურველია გენეტიკის სპეციალისტის კონსულტაციის მიღება, მამაკაცებში კი მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია სპერმის შენახვის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების მიღება.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

მეტოარტ კონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფეტები დაღლილობის და თავბრუსხვევის სახით. აღნიშნულის გამო, ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს ავტომობილის და მექანიზმების მართვის გაძნელება. თუ, თავბრუსხვევას ანდა დაბუჟებას გრძნობთ, ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ.

მეტოარტ კონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა <23 მგ (1 მმოლ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.

სხვა წამლებთან ერთად გამოყენება

თუ, მეტოარტ კონი ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად იქნება გამოყენებული, მკურნალობის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს:

ღვიძლზე ანდა სისხლის შემადგენლობაზე მავნე ზემოქმედების წამლები (მაგ.ლეფლუნომიდი)

ანტიბიოტიკები (განსაზღვრული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით/ ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები). ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი და შეწოვის არ მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, პენიცილინები, გლიკოპეპტიდები, სულფანილამიდები (განსაზღვრული ინფექციების თავიდან აცილების/ინფექციების მკურნალობისას გამოყენებული გოგირდის შემცველი წამლები), ციპროფლოქსაცინი და ცეფალოტინის მსგავსი ანტიბიოტიკები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების სახელით ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი/ანდა ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი წამალი (მაგ.დიკლოფენაკი და იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი სალიცილატები და მეტამიზოლის მსგავსი პირაზოლები).

პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები).

მარყუჟზე მოქმედი დიურეტიკების (შარდმდენები) მსგავსი სუსტი ორგანული მჟავები.

ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ანტიბიოტიკი), პირიმეტამინის მსგავსი ძვლის ტვინზე არასასურველელი ეფექტების გამომწვევი სამედიცინო პროდუქტები.

სულფასალაზინი (ანტი-რევმატოიდული წამალი)

აზათიოპრინი (იმუნური სისტემის დამთრგუნავი აგენტები, რომელიც ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების დროს გამოიყენება)

მერკაპტოპურინი (ციტოსტატიკური აგენტი)

რეტინოიდები (ფსორიაზის და სხვა კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)

თეოფილინი (ბრონქული ასთმის და სხვა ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი).

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (კუჭის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)

ჰიპოგლიკემიური წამლები (სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად გამოყენებული წამლები)

ფოლიუმის მჟავის შემცველმა ვიტამინებმა მკურნალობის ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ამიტომ ეს ვიტამინები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა იქნას მიღებული.

ცოცხალი ვაქცინებით აცრას მოერიდეთ.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული გვერდითი ეფექტები სერიოზულია და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება იყოს, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობის ჩატარება.

შეუქცევადი, მშრალი, ნახველის გარეშე ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ცხელება. აღნიშნული, ფილტვების ანთების (პნევმონიის) ნიშნები შეიძლება იყოს (გავრცელებული).

თვალის სკლერების და კანის სიყვითლე, რაც შეიძლება ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს. მეტოტრექსატის მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაზიანება (ციროზი), ღვიძლში იარების გაჩენა (ღვიძლი ფიბროზი), ღვიძლის ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანება (ნაკლებად გავრცელებული), ღვიძლის ანთება (მწვავე ჰეპატიტი) (იშვიათი) და ღვიძლის უკმარისობა (ძალიან იშვიათი).

კანზე წითელი გამონაყარი ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და სახის შეშუპება (რაც ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას იწვევს) და გონების დაკარგვის შეგრძნების მსგავსი ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი ნიშნები. აღნიშნული ნიშნები, სერიოზული ალერგიული რეაქციის ანდა ანაფილაქსიური შოკის ნიშნები შეიძლება იყოს. (იშვიათი).

ხელების, კოჭების და ფეხების შეშუპება, შარდზე გასვლის სიხშირის ცვლილება, შარდის ვერ გამოყოფა ანდა შარდის გამოყოფის შემცირება, რაც შეიძლება თირკმლების დაზიანების მაჩვენებელი ნიშნები იყოს. აღნიშნული ნიშნები შეიძლება თირკმლების უკმარისობის მაჩვენებეი ნიშნები იყოს. (იშვიათი).

ცხელება, გამონაყარი, ტკივილი ანდა ყელის ტკივილის მსგავსი ინფექციის ნიშნები. მეტოტრექსატის მიღების დროს, აღინიშნება ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. იშვიათად ვლინდება ფილტვების ანთების (პნევმონიის) სახეობა (პნევმოცისტური კარინის პნევმონია) ანდა სისხლის ინტოქსიკაციის (სეფსისი) მსგავსი სერიოზული ინფექციები.

სერიოზული დიარეა, სისხლიანი ღებინება და შაფი ფერის ანდა კუპრის ფერის განავალი. აღნიშნული სიმპტომები, მეტოტრექსატით გამოწვეული იშვიათი გასტრო-ინტესტინალური წყლულის მსგავსი სერიოზული დაავადების გართულება შეიძლება იყოს (დაავადებასთან ერთად გამოვლენილი დარღვევები).

ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული დარღვევა ანდა ყელის ტკივილი ანდა პირის ღრუს ანდა საშარდე სისტემის პრობლემებთან ერთად ტემპერატურის უეცარი მომატება; მეტოტრექსატმა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი დაცემა (აგრანულოციტოზი) და ძვლის ტვინის სერიზოული დათრგუნვა.

ღრძილებიდან სისხლდენა, შარდში სისხლი, სისხლიანი ღებინების მსგავსი მოულოდნელი სისხლდენები ანდა სისხლჩაქცევები. აღნიშნული, ძვლის ტვინის დათრგუნვით გამოწვეული თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირების მაჩვენებლი შეიძლება იყოს.

კანის სერიოზული გამონაყარი ანდა კანის აქერცვლა (პირის ღრუს, თვალის და სასქესო ორგანოების მიდამოში ვლინდება). აღნიშნული სტივენს-ჯონსონის სინდრომის ანდა დამწვარი კანის სინდრომის (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზის) სახელით წოდებული, ძალიან იშვიათი მდგომარეობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

დანარჩენი გვერდითი ეფეტები ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:

პირის ღრუს ანთება

დისპეფსია

გულისრევა

მადის დაკარგვა

ღვიძლის ფერმენტების მომატება

გავრცელებული:

პირის ღრუში იარები

დიარეა

გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი

თავის ტკივილი

დაღლილობა

სისუსტე

სისხლის თეთრი და/ანდა წითელი უჯრედების და/ ანდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, სისხლწარმოქმნის შემცირება (ლეიკოპენია, ანემია,თრომბოციტოპენია)

ნაკლებად გავრცელებული:

ხახის ანთება, ნაწლავების ანთება, ღებინება

სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, თმის ცვენა, რევმატოიდული კვანძების (კანქვეშ გამოვლენილი მუწუკები, კვანძები)რაოდენობის მომატება, ზონა (ვარიცელა ზოსტერის სახელით წოდებული ვირუსით გამოწვეული, ნერვული უჯრედების გამაღიზიანებელი, მტკივენული გამონაყარის მქონე კანის დაავადება), სისხლძარღვების ანთების, ჰერპესის (ჰერპეს ვირუსით გამოწვეული დაავადებები) მსგავსი გამონაყარი კანზე, ურტიკარია.

შაქრიანი დიაბეტის დასაწყისი.

თავბრუსხვევა, გონების არევა, დეპრესია.

სისხლის შრატში ალბუმინის შემცირება.

სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

შარდის ბუშტის ანდა საშოს ანთება და იარები (დაზიანება), თირკმლების ფუნქციის დაქვეითება, შარდის გამოყოფის დარღვევა.

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ოსტეოპოროზი (ძვლოვანი უჯრედების შემცირება).

იშვიათი:

ვენური სისხლდენების გამო მომატებული კანის პიგმენტიაცია, აკნე, ლურჯი ლაქები

სისხლძარღვების ალერგიული ანთება, ცხელება, თვალების გაწითლება, ინფექცია ანდა ჭრილობის შეხორცების გაძნელება, სისხლში ანტისხეულების (ალერგიის განომწვევი ნივთიერების საწინააღმდეგოდ სხეულის მიერ წარმოებული დამცველობითი პროტეინი) რაოდენობის შემცირება.

მხედველობის დარღვევები.

გულის ირგვლივი გარსის ანთება, გულის ირგვლივ გარსებში სითხის დაგროვება.

დაბალი არტერიული წნევა, თრომბის მოწყვეტა და თრომბის მიერ სისხლძარღვის დახშობა (თრომბოემბოლიური მოვლენები)

ფილტვების ფიბროზი (ფილტვების უჯრედებს შორის შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება), სუნთქვის უკმარისობა და ბრონქული ასთმა, ფილტვების შემომგარსავ აპკში სითხის დაგროვება

ელექტროლიტური დარღვევები

ძალიან იშვიათი:

ძლიერი სისხლდენა, ტოქსიკური მეგაკოლონი (ნაწლავის მწვავე ტოქსიკური გაგანიერება)

ფრჩხილებზე მომატებული პიგმენტაცია, ნუნების ანთება, ფურუნკულოზი (თმის ფესვების ღრმა ანთება), წვრილი სისხლძარღვების ხილული გაგანიერება).

კანქვეშა ინექციის შემდეგ, ინექციის ადგილას ლოკალური დაზიანება (სტერილური აბსცესის ფორმაცია, ცხიმოვან ქსოვილის ცვლილებები)

მხედველობის დარღვევები, ტკივილი, ხელებსა და ფეხებში ძალის დაკარგვა, დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება, გემოს შეგრძნების ცვლილება (მეტალის გემო), გულყრები, დამბლა, ცხელებასთან ერთად თავის ტკივილი.

რეტინოპათია (არა-ანთებადი თვალის პრობლემები)

სქესობრივი ურთიერთობის სურვილის დაკარგვა, იმპოტენცია, მამაკაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია), სპერმის წარმოქმნის დარღვევა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშოდან გამონადენი.

ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა)

უცნობი:

ლეიკოენცეფალოპათია (თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დაავადება)

მეტოტრექსატის კანქვეშა გამოყენებით, პრეპარატის ტოლერანტობა კარგია.

მხოლოდ მკურნალობის დროს ვლინდება კანის ლოკალური, მსუბუქი რეაქციები.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • მეტოარტ კონის შენახვა

მეტოარტ კონი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთავში შეინახეთ.

შეინახეთ < 250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენებისთვის მზა შპრიცების სინათლისგან დაცვის მიზნით, შეფუთვაში შეინახეთ.

სამედიცინო პროდუქტი, მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ მეტოარტ კონი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ადამიანებში გამოყენებული ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შემდეგ, დაცლილი შიგნითა შეფუთვების ნარჩენები ,,საშიში ნარჩენებია’’ და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და რიგით 29314-ე ოფიაციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ,,ნარჩენების მართვის რეგულაციის’’ შესაბამისად ხდება.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი

მაჰმუთბეის დასახლ. 2477-ე 1.N:23

ბაღჯილარ/სტამბოლი.

ტელ: (0212) 410 39 50

ფაქსი: (0212) 447 61 65

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი: ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი

ჩერქეზქოის ორგანული მრეწველობის რეგიონი

ქარააღაჩის დასახლ. მე-11 ქ. N:5

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 18.03.2019-ში დამოწმებულია.

KT4148-04

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ჭარბი დოზა

ა) დოზის გადაჭარბების სიმპტომები

მეტოტრექსატის ტოქსიკურობა ძირითადად გავლენას ახდენს ჰემატოპოეზურ სისტემაზე.

ბ) მკურნალობა დოზის გადაჭარბებისას

კალციუმის ფოლინატი არის სპეციფიური ანტიდოტი მეტოტრექსატის ტოქსიკური არასასურველი ეფექტების გასანეიტრალებლად. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს კალციუმის ფოლინატის ტოლი ან მეტი მეთოტრექსატის დოზა, რომელიც მიიღება ერთი საათის განმავლობაში და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მეთოტრექსატის დონე შრატში არ დაეცემა 10-7 მოლ/ლ-ზე დაბლა.

მძიმე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ჰიდრატაცია და შარდის ალკალიზაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული მეტოტრექსატის და მისი მეტაბოლიტების დალექვა თირკმლის მილაკებში. არ არის ცნობილი ზრდის თუ არა ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი მეტოტრექსატის ელიმინაციას. მეთოტრექსატის ეფექტური კლირენსი დაფიქსირდა მწვავე, წყვეტილი ჰემოდიალიზის დროს მაღალი ნაკადის დიალიზატორის გამოყენებით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 43,84 მეთოტრექსატის დინატრიუმს, რომელიც ექვივაენტურია 40 მგ მეტოტრექსატის. თითოეული შპრიცი, რომელიც შეიცავს 0,375 მლ ხსნარს, შეიცავს 16,44 მგ მეთოტრექსატის დინატრიუმს, რაც ექვივალენტურია 15 მგ მეთოტრექსატის.

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის ქლორიდი 2,8875 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

  • წამლის ფორმა

შპრიცი საინექციო ხსნარით

მოყვითალო ყავისფერი, გამჭვირვალე ხსნარი.

შენახვის პირობები

24 თვე

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე და საწყის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა

კოლოფი შეიცავს 1 მლ სიგრძის სტერილურ გამჭვირვალე I ტიპის შპრიცს, 1 მლ სიგრძის I ტიპის ქლორბუტილ ელასტომერის შპრიცის საცობით, 1 მლ სიგრძის გამჭვირვალე პლასტმასის შპრიცის დგუშს და 1/2 გამჭვირვალე პლასტმასის შპრიცის დამცავი მოწყობილობას.

  • 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

ტრანსპორტირებადა უტილიზაცია უნდა განხორციელდეს სხვა ციტოტოქსიური პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ადგილობრივ მოთხოვნებს. ორსულმა სამედიცინო პერსონალმა არ უნდა მოამზადოს და/ან ჩაატაროს მეტოარტ კონით თერაპია. მეტოტრექსატი არ უნდა მოხვდეს კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტში. დაბინძურების შემთხვევაში, საკონტაქტო ადგილი დაუყოვნებლივ უნდა დაიბანოთ ჭარბი რაოდენობით წყლით.

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების" შესაბამისად. პრეპარატი არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

  • ლიცენზიის მფლობელი

კოჩაკ ფარმა ფარმაცევტული და ქიმიური ქარხანა.

Koçak Farma İlaç ve Kimya Sanayi A.Ş.

მაჰმუთბეი მაჰ. კუგუ სოკი. No: 18

ბაგჩილარ/სტამბოლი

ტელეფონი: (0212) 410 39 50

ფაქსი: (0212) 447 61 65

ელ.ფოსტა: [email protected]

  • ლიცენზიის ნომერი(ები)

2016/751

  • პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 20.10.2016

ლიცენზიის განახლების თარიღი:

  • პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის განახლების თარიღი

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფოლიუმის მჟავას ანალოგები

ათქ კოდი: L01BA01

ანტირევმატული სამკურნალო საშუალება არასრულწლოვანთა იდიოპათიური ართრიტის პოლიართრიტული ფორმებისა და ქრონიკული, ანთებითი რევმატული დაავადებების სამკურნალოდ.

მოქმედების მექანიზმი

მეტოტრექსატი არის ფოლიუმის მჟავას ანალოგი, რომელიც მიეკუთვნება ციტოტოქსიური აგენტების კლასს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიმეტაბოლიტები. ის მოქმედებს დიჰიდროფოლატ რედუქტაზას ფერმენტის კონკურენტული ინჰიბიციით და ამით აფერხებს დნმ-ის სინთეზს. სრულად არ არის ცნობილი, აქვს თუ არა მეტოტრექსატს ანთების საწინააღმდეგო ან იმუნოსუპრესიული ეფექტი ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და ქრონიკული პოლიართრიტის სამკურნალოდ, რაც იწვევს მეტოტრექსატთან დაკავშირებული უჯრედგარე ადენოზინის კონცენტრაციის მატებას ანთების ადგილზე.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ მეთოტრექსატი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. დაბალი დოზის შემთხვევაში (დოზა 7,5 მგ/მ2-დან 80 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობამდე) საშუალო ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 70%. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობები (25-100%) ცალკეულ ინდივიდებს შორის. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. კანქვეშა და ინტრამუსკულარული ინექციის ბიოშეღწევადობა მსგავსია და შეადგენს დაახლოებით 100%-ს.

განაწილება

მეთოტრექსატის დაახლოებით 50% უკავშირდება შრატის ცილებს. პოლიგლუტამიდის ფორმის მაღალი კონცენტრაცია აღმოჩენილია ღვიძლში, თირკმელებში და განსაკუთრებით ელენთაში, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს კვირების ან თვეების განმავლობაში, რადგან ის ნაწილდება სხეულის ქსოვილებში. მცირე დოზებით მიღებისას მეთოტრექსატი გადადის მცირე რაოდენობით სხეულის სითხეში. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 6-7 საათს და მნიშვნელოვნად მერყეობს (3-17 საათი). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ნორმალურ დროზე 4-ჯერ მეტ ხანს განაწილების მესამე უბნის მქონე პაციენტებში (პლევრალური გამონაჟონი, ასციტი).

ბიოტრანსფორმაცია

შეყვანილი მეტოტრექსატის დაახლოებით 10% მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი მთავარი მეტაბოლიტი არის 7-ჰიდროქსიმეტოტრექსატი.

ელიმინაცია

ელიმინაცია ძირითადად უცვლელია და ხდება ძირითადად გლომერულური ფილტრაციით და თირკმელებით პროქსიმალურ მილაკში აქტიური სეკრეციით. დაახლოებით 5-20% მეთოტრექსატი და 1-5% 7-ჰიდროქსიმეტოტრექსატი გამოიყოფა ნაღველში. შეინიშნება ძლიერი ენტეროჰეპატური სისხლის მიმოქცევა.

ელიმინაცია მნიშვნელოვნად შეფერხებულია თირკმლის უკმარისობის დროს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამო ელიმინაციის დარღვევა უცნობია.

წრფივობა/არაწრფივობა

ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

  • 3. მონაცემები პრეკლინიკური უსაფრთხოების შესახებ

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტოტრექსატი არღვევს ნაყოფიერებას და არის ემბრიოტოქსიური, ფეტოტოქსიური და ტერატოგენული. მეტოტრექსატი არის მუტაგენური in vivo და in vitro. მეტოტრექსატი არ არის კლასიფიცირებული, როგორც კანცეროგენი ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი კანცეროგენობის კვლევების არარსებობის გამო და ცხოველებში ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევების არარსებობის გამო.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მეტოარტ კონი 15 მგ/0,375 მლ საინექციო ხსნარის შემცველი ინჟექტორი

სტერილური, ციტოტოქსიური

განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: 1 მლ ხსნარი 40 მგ მეტოტრექსატის ექვივალენტური რაოდენობით 43,84 მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს. ყოველი 0,375 მლ ხსნარის შემცველი ინჟექტორი, 15 მგ მეტოტრექსატის ექვივალენტური რაოდენობით 16.44 მგ მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება მეტოარტ კონი ?

მეტოარტ კონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება მეტოარტ კონი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

მეტოარტ კონის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება მეტოარტ კონი?

მეტოარტ კონი, მოქმედი ნივთიერების სახით მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს.

მეტოტრექსატის დინატრიუმი, ქვემოთ მოცემული თვისებების მქონე ნივთიერებაა:

სხეულში არსებული ზოგიერთი უჯრედის სწრაფ გამრავლებას აფერხებს.

იმუნური სისტემის (სხეულის საკუთარი თავის დაცვის მექანიზმი) ფუნქციას აქვეითებს.

აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

მეტოარტ კონი, ნაჩვენებია ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ:

ზრდასრულ ავადმყოფებში აქტიური რევმატოიდული ართრიტი (სახსრების ანთებითი დაავადება)

აქტიური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (სახსრების შეუქცევადი ანთება) და სხვადახვა ფორმის პოლიართრიტების (ერთზე მეტ სახსარში ერთდროულად ანდა მცირე შუალედებით გამოვლენილი ანთება) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობისას, მიღებული არასაკმარისი პასუხი.

ზრდასრულებში მძიმე და გავრცელებული ფსორიაზის ანდა აქტიური ფსორიაზული ართრიტის (ფსორიაზთან დაკაშირებული სახსრების ანთება) ცნობილი მკურნალობის მეთოდებით მკურნალობისას, მიღებული არასაკმარისი პასუხი.

ზრდასრულებში მსუბუქი ანდა საშუალო სიმძიმის კრონის დაავადების (საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებადი დაავადება) სხვა წამლებით მკურნალობისას, მიღებული არასასურველი პასუხი.

რევმატოიდული ართრიტი, სინოვიური გარსების (სასახსრე გარსების) ანთებით მიმდინარე ქრონიკული კოლაგენური დაავადებაა (შემაერთებელი ქსოვილის გახანგრძლივებული დაავადებაა). აღნიშნული გარსები, ბევრი სახსრისთვის საპოხი, ლუბრიკანტული ფუნქციის შესრულებისთვის სპეციალურ სითხეს გამოყოფს. ანთება, სინოვიალური გარსების გასქელებას და სახსრის შესივებას იწვევს.

იუვენილური ართრიტი, 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლენილი დაავადებაა. თუ, დაავადების პირველი 6 თვის განმავლობაში 5 ანდა უფრო მეტი სახსრის ანთება გამოვლინდება, დაავადების პოლიართრიტული ფორმა დაფიქსირდება.

ფსორიაზული ართრიტი, კანს და ფრჩხილებს აზიანებს, განსაკუთრებით კი ხელის და ფეხის თითების სახსრებში ვლინდება ფსორიაზული ართრიტის (სახსრის ანთება) ტიპით.

ფსორიაზი, სქელი, მშრალი, ვერცხლისფერი, შეწებებული ქერქებით დაფარული, წითელი ლოკალური დაზიანების მქონე, ქრონიკული გავრცელებული დაავადებაა.

მეტოარტ კონი, დაავადების განვითარებას ცვლის და ანელებს.

კრონის დაავადება, კუჭ-ნაწლავის სისტემის რომელიმე ნაწილის მომცველი ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება ანდა წონის დაკლების მსგავსი, კუჭ-ნაწლავის სისტემის რომელიმე ნაწილზე მოქმედი ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა.

  • მეტოარტ კონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მეტოარტ კონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,

თუ;

თუ, მეტოტრექსატის ანდა მეტოარტ კონის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.

ღვიძლის, თირკმლების ანდა სისხლის მძიმე დაავადება გაქვთ.

რეგულარულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მომხმარებელი ხართ.

ტუბერკულოზი, აივ ინფექცია ანდა სხვა იმუნური უკმარისობის სინდრომების მსგავსი მძიმე ინფექციები გაქვთ.

პირის ღრუში, კუჭსა ანდა ნაწლავებში წყლულები (იარები) გაქვთ.

ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავავთ.

პარალელურ რეჟიმში ცოცხალი ვაქცინით აცრებს იკეთებთ.

მეტოარტ კონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ;

ხანდაზმული ხართ ანდა თავს ცუდად გრძნობთ ანდა სისუტე გაქვთ.

ღვიძლის ფუნქციები დარღვეული გაქვთ.

სითხის დაკარგვით გამოწვეული (დეჰიდრატაციული) მდგომარეობა გაქვთ.

რეკომენდირებული გამოკვლევები და უსაფრთხოების ზომები

მეტოარტ კონის, დაბალი დოზებით გამოყენების შემთვევაშიც კი შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. აღნიშნული გვერდით ეფექტების დროული ამოცნობის მიზნით, ექიმმა რეგულარული საკონტროლო კონსულტაციები და ლაბორატორული კვლევების გაკეთება უნდა მოითხოვოს.

მკურნალობის დაწყებამდე

მკურნალობის დაწყებამდე, სისხლში შრატში სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობრივი მაჩვენებლის, ღვიძლის ფუნქციების, სისხლის შრატში ალბუმინის (სისხლში ცილის რაოდენობა) დონის და თირკლების ფუნქციების განსაზღვრისთვის, საჭიროა სისხლის ნიმუშების აღება. ექიმი, ამავდროულად განსაზღვრავს ტუბერკულოზის (ჭლექი, დაზიანებულ ქსოვილში პატარა ნოდულარული დაზიანება, გადამდები დაავადება) არსებობას, რისთვისაც მოითხოვს ფილტვების რენტგენოგრაფიულ კვლევას.

მკურნალობის დროს

ქვემოთ მოცემული ანალიზები, მკურნალობის დაწყებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ და შემდეგ, სულ ცოტა 3 თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს.

ლორწოვანის ცვლილების განსაზრვრისთვის პირის ღრუს და ხახის გამოკვლევა

სისხლის ანალიზები

ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადამოწმება

თირკმლების ფუნქციის განსაზღვრა

სასუნთქი სისტემის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ფილტვების ფუნქციური ტესტების გაკეთება.

მეტოტრექსატმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემასა და ვაქცინაციის შედეგებზე. ამავე დროს, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს იმუნოლოგიური ანალიზების შედეგებზეც, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არააქტიური, ქრონიკული ინფექციების (მაგ.ჰერპეს ზოსტერი, ტუბრკულოზი, B ანდა C ჰეპატიტი) გამწვავებაც. მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, ცოცხალი ვაქცინით აცრა არ უნდა გაკეთდეს.

რადიაციით გამოწვეული დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა) და მზის დამწვრობა, მეტოტრექსატით მკურნალობის დროს შეიძლება კვლავ განმეორებით გამოვლინდეს (receal -რეაქცია).

ულტრაიისფერი სხივების და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენების დროს, ფსორიაზული დაზიანებები შეიძლება გამწვავედეს.

გარდა ამისა, იშვიათად მაგრამ მაინც შეიძლება გამოვლინდეს ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა). აღნიშნული მდგომარეობის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიარეა, შეიძლება მეტოარტ კონის გვერდითი ეფექტი იყოს და შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. თუ, თქვენთან დიარეა გამოვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.

მეტოტრექსატით მკურნალობის ქვეშ მყოფ სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებში, დაფიქსირებულია ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება)/ ლეიკოენცეფალოპათია (თავის ტვინის თეთრი ნივთიერებაში გამოვლენილი სპეციფიკური დაავადება). აღნიშნული მდგომარეობა, სხვა დაავადებების გამო მეტოტრექსატით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებთანაც გათვალისწინებული უნდა იქნას.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

მეტოარტ კონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, მოერიდეთ დიდი რაოდენობით ყავის, კოფეინის და ალკოჰოლის, შავი ჩაის მიღებას.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ამ წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ორსულობის დროს მეტოარტ კონი არ უნდა გამოიყენოთ. ამ დროს არსებობს ნაყოფის დაზიანების და აბორტის რისკი. მეტოარტ კონით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში ქალებმა და მამაკაცებმა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.

მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებთან, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის ტესტის გაკეთება, ორსულობის არ არსებობის დამადასტურებელი ანალიზების გაკეთება, ორსულობის არ არსებობაში დარწმუნება.

მეტოტრექსატი, გენოტოქსიური პრეპარატია, ამიტომ ორსულობის სურვილის მქონე ქალებისთვის სასურველია გენეტიკის სპეციალისტის კონსულტაციის მიღება, მამაკაცებში კი მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია სპერმის შენახვის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების მიღება.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

მეტოარტ კონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფეტები დაღლილობის და თავბრუსხვევის სახით. აღნიშნულის გამო, ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს ავტომობილის და მექანიზმების მართვის გაძნელება. თუ, თავბრუსხვევას ანდა დაბუჟებას გრძნობთ, ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ.

მეტოარტ კონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა <23 მგ (1 მმოლ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.

სხვა წამლებთან ერთად გამოყენება

თუ, მეტოარტ კონი ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად იქნება გამოყენებული, მკურნალობის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს:

ღვიძლზე ანდა სისხლის შემადგენლობაზე მავნე ზემოქმედების წამლები (მაგ.ლეფლუნომიდი)

ანტიბიოტიკები (განსაზღვრული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით/ ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები). ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი და შეწოვის არ მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, პენიცილინები, გლიკოპეპტიდები, სულფანილამიდები (განსაზღვრული ინფექციების თავიდან აცილების/ინფექციების მკურნალობისას გამოყენებული გოგირდის შემცველი წამლები), ციპროფლოქსაცინი და ცეფალოტინის მსგავსი ანტიბიოტიკები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების სახელით ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი/ანდა ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი წამალი (მაგ.დიკლოფენაკი და იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი სალიცილატები და მეტამიზოლის მსგავსი პირაზოლები).

პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები).

მარყუჟზე მოქმედი დიურეტიკების (შარდმდენები) მსგავსი სუსტი ორგანული მჟავები.

ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ანტიბიოტიკი), პირიმეტამინის მსგავსი ძვლის ტვინზე არასასურველელი ეფექტების გამომწვევი სამედიცინო პროდუქტები.

სულფასალაზინი (ანტი-რევმატოიდული წამალი)

აზათიოპრინი (იმუნური სისტემის დამთრგუნავი აგენტები, რომელიც ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების დროს გამოიყენება)

მერკაპტოპურინი (ციტოსტატიკური აგენტი)

რეტინოიდები (ფსორიაზის და სხვა კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)

თეოფილინი (ბრონქული ასთმის და სხვა ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი).

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (კუჭის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)

ჰიპოგლიკემიური წამლები (სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად გამოყენებული წამლები)

ფოლიუმის მჟავის შემცველმა ვიტამინებმა მკურნალობის ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ამიტომ ეს ვიტამინები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა იქნას მიღებული.

ცოცხალი ვაქცინებით აცრას მოერიდეთ.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება მეტოარტ კონი ?

ექიმი, თქვენთვის დოზას ინდივიდუალურად შეარჩევს. მკურნალობაზე შედეგის მიღებისთვის საჭიროა 4-დან 8 კვირამდე დრო. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს.

მეტოარტ კონი, კვირაში მხოლოდ ერთხელ კეთდება.

მეტოარტ კონის ინექციისთვის, ექიმთან ერთად კვირაში ერთი სასურველი დღე უნდა შეარჩიოთ.

გამოყენების გზა და მეთოდი:

მეტოარტ კონის ინექცია კანქვეშ კეთდება.

ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად, წამლის ტრანსპორტირება და განადგურების ფორმა, სხვა უჯრედების გამრავლების შემაჩერებელი (ციტოსტატიკური) წამლების შესაბამისი უნდა იყოს. ორსულობის მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო პერსონალი, მეტოარტ კონის ტრანსპორტირებასა და/ანდა ინექციის გაკეთებაში არ უნდა მონაწილეობდეს.

მეტოტრექსატის კონტაქტი კანის ზედაპირთან ანდა ლორწოვანთან არ უნდა მოხდეს. პროდუქტის შიგთავსთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მიდამო მაშინვე გამდინარე წყლით ჩამობანილი უნდა იქნას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

3 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი კვლევები არ არსებობს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:

მეტოარტ კონი, თირკმლის ფუნქციების მსუბუქი დარღვევის მქონე ავადმყოფებსა და განსაკუთრებით, ალკოჰოლ დამოკიდებულ ავადმყოფებში, ასევე ავადმყოფებში, რომელთაც ღვიძლის სერიოზული დაავადება უკვე გადატანილი აქვთ ანდა ამჟამად ფიქსირდება ღვიძლის ინფექცია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ, ფიქრობთ, რომ მეტოარტ კონის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, მეტოარტ კონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზები არ შეცვალოთ. თვითნებური გადაწყვეტილებით დოზა არ შეცვალოთ.

თუ, მეტოარტ კონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმცევტს გაესაუბრეთ.

ექიმი, მავნე ზემოქმედების სიმძიმის მიხედვით შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

თუ, მეტოარტ კონის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

აღნიშნულ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმის მიერ გამოწერილი დოზა უმოკლეს დროში მიიღეთ და შემდეგ ყოველ კვირაში წამლის მიღება გააგრძელეთ.

მოვლენები, რომელიც მეტოარტ კონით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმის თანხმობის გარეშე მეტოარტ კონით მკურნალობის შეჩერებამ, შეიძლება დაავადების დამძიმება გამოიწვიოს. ექიმის თანხმობის გარეშე მკურნალობა არ შეაჩეროთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე მეტოარტ კონის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.

გვერდით ეფექტების სიხშირე და სიმძიმე დაკავშირებულია წამლის დოზასთან და გამოყენების სიხშირესთან. გვედრით ეფექტები, შეიძლება წამლის დაბალი დოზის მიღების დროსაც გამოვლინდეს, ამიტომ საჭიროა ექიმის მიერ რეგულარული ზედამხედველობა.

ექიმი, სისხლში გამოვლენილი ცვლილებების (სისხლის თეთრი უჯრედების დაცემა, თრომბოციტების რაოდენობის დაცემა და ლიმფომის (ლიმფური კვანძების გადიდება) მსგავსი), თირკმლების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის გამოვლენისთვის საკონტროლო სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული გვერდითი ეფექტები სერიოზულია და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება იყოს, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობის ჩატარება.

შეუქცევადი, მშრალი, ნახველის გარეშე ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ცხელება. აღნიშნული, ფილტვების ანთების (პნევმონიის) ნიშნები შეიძლება იყოს (გავრცელებული).

თვალის სკლერების და კანის სიყვითლე, რაც შეიძლება ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს. მეტოტრექსატის მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაზიანება (ციროზი), ღვიძლში იარების გაჩენა (ღვიძლი ფიბროზი), ღვიძლის ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანება (ნაკლებად გავრცელებული), ღვიძლის ანთება (მწვავე ჰეპატიტი) (იშვიათი) და ღვიძლის უკმარისობა (ძალიან იშვიათი).

კანზე წითელი გამონაყარი ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და სახის შეშუპება (რაც ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას იწვევს) და გონების დაკარგვის შეგრძნების მსგავსი ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი ნიშნები. აღნიშნული ნიშნები, სერიოზული ალერგიული რეაქციის ანდა ანაფილაქსიური შოკის ნიშნები შეიძლება იყოს. (იშვიათი).

ხელების, კოჭების და ფეხების შეშუპება, შარდზე გასვლის სიხშირის ცვლილება, შარდის ვერ გამოყოფა ანდა შარდის გამოყოფის შემცირება, რაც შეიძლება თირკმლების დაზიანების მაჩვენებელი ნიშნები იყოს. აღნიშნული ნიშნები შეიძლება თირკმლების უკმარისობის მაჩვენებეი ნიშნები იყოს. (იშვიათი).

ცხელება, გამონაყარი, ტკივილი ანდა ყელის ტკივილის მსგავსი ინფექციის ნიშნები. მეტოტრექსატის მიღების დროს, აღინიშნება ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. იშვიათად ვლინდება ფილტვების ანთების (პნევმონიის) სახეობა (პნევმოცისტური კარინის პნევმონია) ანდა სისხლის ინტოქსიკაციის (სეფსისი) მსგავსი სერიოზული ინფექციები.

სერიოზული დიარეა, სისხლიანი ღებინება და შაფი ფერის ანდა კუპრის ფერის განავალი. აღნიშნული სიმპტომები, მეტოტრექსატით გამოწვეული იშვიათი გასტრო-ინტესტინალური წყლულის მსგავსი სერიოზული დაავადების გართულება შეიძლება იყოს (დაავადებასთან ერთად გამოვლენილი დარღვევები).

ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული დარღვევა ანდა ყელის ტკივილი ანდა პირის ღრუს ანდა საშარდე სისტემის პრობლემებთან ერთად ტემპერატურის უეცარი მომატება; მეტოტრექსატმა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი დაცემა (აგრანულოციტოზი) და ძვლის ტვინის სერიზოული დათრგუნვა.

ღრძილებიდან სისხლდენა, შარდში სისხლი, სისხლიანი ღებინების მსგავსი მოულოდნელი სისხლდენები ანდა სისხლჩაქცევები. აღნიშნული, ძვლის ტვინის დათრგუნვით გამოწვეული თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირების მაჩვენებლი შეიძლება იყოს.

კანის სერიოზული გამონაყარი ანდა კანის აქერცვლა (პირის ღრუს, თვალის და სასქესო ორგანოების მიდამოში ვლინდება). აღნიშნული სტივენს-ჯონსონის სინდრომის ანდა დამწვარი კანის სინდრომის (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზის) სახელით წოდებული, ძალიან იშვიათი მდგომარეობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

დანარჩენი გვერდითი ეფეტები ქვემოთაა მოცემული:

ძალიან გავრცელებული:

პირის ღრუს ანთება

დისპეფსია

გულისრევა

მადის დაკარგვა

ღვიძლის ფერმენტების მომატება

გავრცელებული:

პირის ღრუში იარები

დიარეა

გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი

თავის ტკივილი

დაღლილობა

სისუსტე

სისხლის თეთრი და/ანდა წითელი უჯრედების და/ ანდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, სისხლწარმოქმნის შემცირება (ლეიკოპენია, ანემია,თრომბოციტოპენია)

ნაკლებად გავრცელებული:

ხახის ანთება, ნაწლავების ანთება, ღებინება

სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, თმის ცვენა, რევმატოიდული კვანძების (კანქვეშ გამოვლენილი მუწუკები, კვანძები)რაოდენობის მომატება, ზონა (ვარიცელა ზოსტერის სახელით წოდებული ვირუსით გამოწვეული, ნერვული უჯრედების გამაღიზიანებელი, მტკივენული გამონაყარის მქონე კანის დაავადება), სისხლძარღვების ანთების, ჰერპესის (ჰერპეს ვირუსით გამოწვეული დაავადებები) მსგავსი გამონაყარი კანზე, ურტიკარია.

შაქრიანი დიაბეტის დასაწყისი.

თავბრუსხვევა, გონების არევა, დეპრესია.

სისხლის შრატში ალბუმინის შემცირება.

სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

შარდის ბუშტის ანდა საშოს ანთება და იარები (დაზიანება), თირკმლების ფუნქციის დაქვეითება, შარდის გამოყოფის დარღვევა.

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ოსტეოპოროზი (ძვლოვანი უჯრედების შემცირება).

იშვიათი:

ვენური სისხლდენების გამო მომატებული კანის პიგმენტიაცია, აკნე, ლურჯი ლაქები

სისხლძარღვების ალერგიული ანთება, ცხელება, თვალების გაწითლება, ინფექცია ანდა ჭრილობის შეხორცების გაძნელება, სისხლში ანტისხეულების (ალერგიის განომწვევი ნივთიერების საწინააღმდეგოდ სხეულის მიერ წარმოებული დამცველობითი პროტეინი) რაოდენობის შემცირება.

მხედველობის დარღვევები.

გულის ირგვლივი გარსის ანთება, გულის ირგვლივ გარსებში სითხის დაგროვება.

დაბალი არტერიული წნევა, თრომბის მოწყვეტა და თრომბის მიერ სისხლძარღვის დახშობა (თრომბოემბოლიური მოვლენები)

ფილტვების ფიბროზი (ფილტვების უჯრედებს შორის შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება), სუნთქვის უკმარისობა და ბრონქული ასთმა, ფილტვების შემომგარსავ აპკში სითხის დაგროვება

ელექტროლიტური დარღვევები

ძალიან იშვიათი:

ძლიერი სისხლდენა, ტოქსიკური მეგაკოლონი (ნაწლავის მწვავე ტოქსიკური გაგანიერება)

ფრჩხილებზე მომატებული პიგმენტაცია, ნუნების ანთება, ფურუნკულოზი (თმის ფესვების ღრმა ანთება), წვრილი სისხლძარღვების ხილული გაგანიერება).

კანქვეშა ინექციის შემდეგ, ინექციის ადგილას ლოკალური დაზიანება (სტერილური აბსცესის ფორმაცია, ცხიმოვან ქსოვილის ცვლილებები)

მხედველობის დარღვევები, ტკივილი, ხელებსა და ფეხებში ძალის დაკარგვა, დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება, გემოს შეგრძნების ცვლილება (მეტალის გემო), გულყრები, დამბლა, ცხელებასთან ერთად თავის ტკივილი.

რეტინოპათია (არა-ანთებადი თვალის პრობლემები)

სქესობრივი ურთიერთობის სურვილის დაკარგვა, იმპოტენცია, მამაკაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია), სპერმის წარმოქმნის დარღვევა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშოდან გამონადენი.

ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა)

უცნობი:

ლეიკოენცეფალოპათია (თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დაავადება)

მეტოტრექსატის კანქვეშა გამოყენებით, პრეპარატის ტოლერანტობა კარგია.

მხოლოდ მკურნალობის დროს ვლინდება კანის ლოკალური, მსუბუქი რეაქციები.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • მეტოარტ კონის შენახვა

მეტოარტ კონი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთავში შეინახეთ.

შეინახეთ < 250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენებისთვის მზა შპრიცების სინათლისგან დაცვის მიზნით, შეფუთვაში შეინახეთ.

სამედიცინო პროდუქტი, მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ მეტოარტ კონი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ადამიანებში გამოყენებული ციტოტოქსიური და ციტოსტატიკური სამედიცინო პროდუქტების გამოყენების შემდეგ, დაცლილი შიგნითა შეფუთვების ნარჩენები ,,საშიში ნარჩენებია’’ და ამ ნარჩენების მართვა 2/4/2015 დათარიღებული და რიგით 29314-ე ოფიაციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ,,ნარჩენების მართვის რეგულაციის’’ შესაბამისად ხდება.

ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი

მაჰმუთბეის დასახლ. 2477-ე 1.N:23

ბაღჯილარ/სტამბოლი.

ტელ: (0212) 410 39 50

ფაქსი: (0212) 447 61 65

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი: ს.ს. ქოჩაქ ფარმა ილაჩ ვე ქიმია სანაი

ჩერქეზქოის ორგანული მრეწველობის რეგიონი

ქარააღაჩის დასახლ. მე-11 ქ. N:5

ქაფაქლი/თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 18.03.2019-ში დამოწმებულია.

KT4148-04

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა