პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

მეტოტრექსატი აკორდი

Methotrexat Accord

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მეტოტრექსატი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მეტოტრექსატს. მეტოტრექსატი წარმოადგენს ციტოსტატურ ნივთიერებას, რომელიც აფერხებს უჯრედის ზრდას. იგი ძირითადად სწრაფად მზარდ უჯრედებზე მოქმედებს, როგორიცაა კიბოს, ძვლის ტვინის და კანის უჯრედები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეთოტრექსატი (methotrexate)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/2მლ (25მგ/მლ) 2მლ ი.ვ., ი.მ., ინტრაარტერიული და ინტრათეკალური საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
ACCORD HEALTHCARE LIMITED, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
ATC კოდი
L01BA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040804
რეგისტრირებულია
22 აპრილი 2024, მოქმედებს 22 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებამეტოტრექსატი აკორდი და სხვა წამალი ერთად

მეტოტრექსატი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მეტოტრექსატი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მეტოტრექსატს.

მეტოტრექსატი წარმოადგენს ციტოსტატურ ნივთიერებას, რომელიც აფერხებს უჯრედის ზრდას. იგი ძირითადად სწრაფად მზარდ უჯრედებზე მოქმედებს, როგორიცაა კიბოს, ძვლის ტვინის და კანის უჯრედები.

მეტოტრექსატი აკორდი გამოიყენება შემდეგი ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდ:

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

მენინგეალური ლეიკემიის პროფილაქტიკური მკურნალობა

არა-ჰოჯკინის ლიმფომა

ოსტეოსარკომა

ძუძუს შორსწასული კიბოს მკურნალობა და ადიუვანტური (დამხმარე) თერაპია

თავისა და კისრის რეკურენტული ან მეტასტაზური კიბო

ქორიოკარცინომა და მსგავსი ტროფობლასტური დაავადებები

შარდის ბუშტის შორსწასული კიბო

მიღების წესი და დოზირება

მეტოტრექსატი აკორდის შეყვანას ახორციელებს პროფესიონალი სამედიცინო მუშაკი. გამოყენებული დოზა დამოკიდებულია დაავადების ბუნებაზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, წონასა და სხეულის ზედაპირის ფართობზე. მეტოტრექსატი აკორდის შეყვანა შესაძლებელია კუნთში (კუნთში ინექცია), ვენაში (ინტრავენურად), არტერიაში (ინტრა-არტერიულად) ან ხერხემალში (ინტრათეკალურად).

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია მეტოტრექსატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (შემადგენლობა იხ. მე-6 პუნქტში)

ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში (დაავადების სიმძიმეს დაადგენს მკურნალი ექიმი)

თირკმელების მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში (დაავადების სიმძიმეს დაადგენს მკურნალი ექიმი)

სისხლმბადი ორგანოების დარღვევების შემთხვევაში

თუ პაციენტს აქვს მძიმე ან ქრონიკული ინფექციური დაავადება, როგორიცაა ტუბერკულოზი ან აივ ინფექცია.

თუ პაციენტს აქვს წყლულები პირის ღრუში, ხახაში, კუჭში ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა მიდამოში.

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს (იხ. სექცია ‘’ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა’’)

თუ პაციენტი ჭარბი რაოდენობით მოიხმარს ალკოჰოლს.

მეტოტრექსატი აკორდით მკურნალობისას, ცოცხალი ვაქცინის გამოყენება დაუშვებელია.

სიფრთხილის ზომები

მეტოტრექსატს შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. ექიმი გააცნობს პაციენტს მკურნალობასთან დაკავშირებულ რისკებს და უპირატესობებს, ასევე გვერდითი მოვლენებისთვის დამახასიათებელ ადრეულ ნიშნებს და სიმპტომებს.

მეტოტრექსატი აკორდით მკურნალობისას, შესაძლოა ძლიერ მოიმატოს კანის და თვალების მგრძნობელობამ მზის ან სინათლის სხვა წყაროს მიმართ. ამგვარად, საჭიროა მზის სხივების და სოლარიუმისგან თავის არიდება.

მეტოტრექსატმა შესაძლოა გამოიწვიოს იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმუნიტეტზე, სისხლში ჟანგბადის გადატანაზე და სისხლის ნორმალურ შედედებაზე. ამგვარად, შესაძლოა გაიზარდოს ინფექციების(მაგ. პნევმონია) ან სისხლდენების განვითარების რისკი.

მეტოტრექსატის მკურნალობის პერიოდში, არსებობს ცნობები ფილტვებში მწვავე სისხლდენის განვითარების შესახებ, თანმხლები რევმატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში.

მეტოტრექსატი გარდამავალ გავლენას ახდენს სპერმის და კვერცხუჯრედების წარმოქმნაზე. ცნობილია მეტოტრექსატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნაყოფის სიკვდილის და/ან თანდაყოლილი მალფორმაციების შემთხვევები. თუ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობს მეტოტრექსატით, საჭიროა დაორსულებისგან თავის არიდება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე (იხ. ნაწილი ‘’ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია).

მეტოტრექსატი აკორდის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

თუ პაციენტი მეთოტრექსატით მკურნალობის პარალელურად იტარებს სხივური თერაპიის კურსაც. მსგავს შემთხვევაში შესაძლოა მოიმატოს რბილი ქსოვილების და ძვლების დაზიანების რისკმა.

თუ პრეპარატის შეყვანა ხდება ხერხემალში(ინტრათეკალურად) ან ვენაში(ინტრავენურად), შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ანთებითი პროცესი თავის ტვინში.

თუ პაციენტს უვლინდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია სხეულში სითხის შეკავებით მიმდინარე მდგომარეობებთან, მაგ. ფილტვებში ან მუცლის ღრუში.

თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმელების ფუნქცია.

თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქცია.

თუ პაციენტს აქვს ინფექცია.

თუ პაციენტი საჭიროებს ვაქცინაციას. მეთოტრექსატმა შესაძლოა შეასუსტოს ვაქცინის მოქმედება.

თუ პაციენტს აქვს ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, მეთოტრექსატით მკურნალობა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს.

თუ პაციენტის ან მისი მომვლელი პირის მიერ შეიმჩნევა ახლად განვითარებული ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, მხედველობის დარღვევა, აზროვნების და მეხსიერების დარღვევები, დეზორიენტაცია, რასაც თან ახლავს კონფუზიური მდგომარეობა და პიროვნული ცვლილებები, ან არსებული ნევროლოგიური სიმპტომების გაუარესება, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის ძალიან იშვიათი, საშიში ინფექციის - პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) გამოვლინებას.

რეკომენდებული სამეთვალყურეო გამოკვლევები და გაფრთხილებები:

მეტოტრექსატის თუნდაც მცირე დოზებით გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. მათი დროული აღმოჩენისთვის, მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა გასინჯოს პაციენტი და შეამოწმოს ლაბორატორიული ანალიზების მონაცემები.

მკურნალობის დაწყებამდე:

მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შესაძლოა გააკეთოს სისხლის ანალიზები და დაადგინოს ღვიძლის და თირკმელების მდგომარეობა. პაციენტს შესაძლოა ასევე ჩაუტარდეს გულ-მკერდის რენტგენოგრაფია. დამატებითი გამოკვლევების ჩატარება შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობისას და მისი დასრულების შემდეგ. პაციენტმა არ უნდა დაარღვიოს სისხლის ანალიზებისთვის განკუთვნილი გრაფიკი.

მეტოტრექსატი აკორდის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. მეთოტრექსატმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება(ან პირიქით, შეიცვალოს მეთოტრექსატის მოქმედება), რომლებიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების საწინააღმდეგოდ:

ტკივილი და ანთება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სალიცილატები)

კიბო(ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინი

ინფექციები (ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ტეტრაციკლინი, ციპროფლოქსაცილი და ქლორამფენიკოლი)

ასთმა (თეოფილინი)

ფოლის მჟავა ან მისი შემცველი ნაერთები

რევმატიზმი (ლეფლუნომიდი)

მაღალი არტერიული წნევა (ფუროსემიდი)

პოდაგრალ (პრობენიციდი)

რადიოთერაპია

კუჭის წყლული, გულძმარვა, რეფლუქსი(ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ლანზოპრაზოლი)

ეპილეფსია (ფენიტოინი)

პსორიაზი ან ძლიერი აკნე (რეტინოიდები, როგორიცაა აციტრეტინი ან იზოტრეტინოინი)

რევმატოიდური ართრიტი ან ნაწლავების დაავადება (სულფასალაზინი)

გადანერგილი ორგანოების მიუღებლობა (აზათიოპრინი)

ცოცხალი ვაქცინის გამოყენება

მეტოტრექსატი აკორდის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

მეტოტრექსატი აკორდით მკურნალობის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლური სასმელები და შეზღუდოს ყავის, კოფეინის შემცველი გამაგრილებელი სასმელების და შავი ჩაის მოხმარება. ასევე, მკურნალობის დროს საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან დეჰიდრატაციამ (სხეულში წყლის მოცულობის შემცირება) შესაძლოა გააძლიეროს მეტოტრექსატი აკორდით ტოქსიკურობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში მეტოტრექსატი აკორდის გამოყენება არ უნდა მოხდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი ნიშნავს მას ონკოლოგიური ჩვენებით. მეტოტრექსატმა შესაძლოა გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, საზიანო გავლენა იქონიოს ნაყოფზე ან განაპირობოს მუცლის მოშლა. პრეპარატი ასოცირებულია თავის ქალას, სახის, გულის და სისხლძარღვების, თავის ტვინის და კიდურების მალფორმაციების განვითარებასთან. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის გამოყენება არ მოხდეს პაციენტებში, რომლებიც არიან ორსულად ან აპირებენ დაორსულებას, გარდა ექიმის მიერ დადგენილი ონკოლოგიური ჩვენებებისა.

არაონკოლოგიური ჩვენების დროს, მეტოტრექსატით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალი პაციენტებისთვის (მაგ. ორსულობის ტესტით).

პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს მეტოტრექსატი აკორდი, თუ იგი აპირებს დაორსულებას. პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს დაორსულებისგან მეტოტრექსატით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან არაუმცირეს 6 თვის მანძილზე. ამრიგად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების გამოყენება (ასევე იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”).

მკურნალობის პერიოდში დაორსულების (ან ორსულობაზე ეჭვის არსებობის) შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დეტალური ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებიც ასოცირებულია ნაყოფის ჯანმრთელობასთან. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ იგი აპირებს დაორსულებას. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გააგზავნოს პაციენტი ოჯახის დაგეგმვის სპეციალისტთან.

მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქცია

არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მალფორმაციების და სპონტანური აბორტის განვითარების რისკი არ იმატებს, თუ მამა ღებულობს მეთოტრექსატს დოზით არაუმეტეს 30 მგ/კვ. თუმცა, აღნიშნულის რისკის სრული გამორიცხვა შეუძლებელია და არ არსებობს ცნობები უფრო მაღალ დოზასთან ასოცირებული რისკების შესახებ. მეტოტრექსატს შესაძლოა ჰქონდეს გენოტოქსიკური ეფექტი. აღნიშნული ნიშნავს, რომ მეთოტრექსატმა შესაძლოა განაპირობოს გენეტიკური მუტაციების განვითარება. მეთოტრექსატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სპერმატოგენეზზე, რაც, თავის მხრივ ასოცირებულია თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მომატებულ რისკთან.

მამაკაცმა პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის ყოლისგან მეთოტრექსატით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან არაუმცირეს 6 თვის მანძილზე. ვინაიდან კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება შედარებით მაღალი დოზები, მეთოტრექსატით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა ან გენეტიკური მურტაციები. აღნიშნულ შემთხვევებში (როდესაც მეტოტრექსატის დოზა აღემატება 30 მგ-ს კვირაში), განხილულ უნდა იქნეს კრიოპრეზერვაციის ვარიანტი მეტოტრექსატით მკურნალობის დაწყებამდე (ასევე იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”).

ლაქტაცია

მეთოტრექსატი გამოიყოფა დედის რძეში, რამაც შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. ამგვარად, მეთოტრექსატით მკურნალობისას ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შესაძლოა განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ავტომობილის მართვას და საავტომობილო ტექნიკის გამოყენებას.

ამ სამედიცინო პროდუქტის მაქსიმალური დღიური დოზა შეიცავს 345,59 მგ ნატრიუმს, რაც შეესაბამება ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური რაციონის 17,27%-ს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, მეტოტრექსატი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება. მეტოტრექსატი აკორდის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს მნიშვნელოვანი და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს გვერდითი მოვლენების ნიშნებს და მათი გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს მკურნალ ექიმს. ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა:

უცნობი წარმოშობის ქოშინი, მშრალი ხველა ან ხიხინი (ფილტვის პრობლემის ნიშნები)

უეცარი ქავილი; გამონაყარი კანზე (ურტიკარია); ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება(რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება). ზოგჯერ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს მოახლოებული გულის წასვლის შეგრძნება (ძლიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომები)

გულისრევა, ღებინება, სტომატიტი ან პეპტიური წყლული (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანების სიმპტომები).

კანის ან თვალების მოყვითალო შეფერილობა, მუქი ფერის შარდი (ღვიძლისმიერი სიმპტომები)

ცხელება, კანკალი, კუნთების და ყელის ტკივილი (ინფექციის ნიშნები)

უცნობი წარმოშობის სისხლდენა (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან, მუქი ფერის შარდი, სისხლიანი შარდი ან სისხლიანი ღებინება) ან სისხლჩაქცევები; შავი, კუპრის მსგავსი განავალი(სისხლის შედედების დარღვევის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის გამო)

გამონაყარი აშრევებით ან წყლულებით და ლორწოვანი გარსების დაზიანება, მაგ. ცხვირის ღრუში (სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და მრავალფორმიანი ერითემას სიმპტომები)

შეცვლილი ქცევა, გარდამავალი სიბრმავე და გენერალიზებული გულყრები (ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ნიშნები).

Dამბლა (პარეზი).

ქვემოთ მოცემულია მეტოტრექსატით მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი ( მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

უმადობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა

პირის ღრუს და ხახის მიდამოების ანთება და დაწყლულება

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება

ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ჰერპეს ზოსტერი

სისხლის უჯრედების რაოდენობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენები როგორიცაა, ანემია, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია

თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუხვევა

მშრალი ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ცხელება

ფაღარათი

გამონაყარი, სიწითლე და ქავილი

ნაკლებად ხშირი ( მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

პანციტოპენია (სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი 9სისხლის ზოგიერთი ტიპის თეთრი უჯრედის რაოდენობის შემცირება)

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)

ანაფილაქსიური რეაქციები და ალერგიული ვასკულიტი

თავბრუ, კონფუზია, დეპრესია

გულყრები, ენცეფალოპათია

ლიმფომა (ლიმფური ქსოვილის სიმსივნე)

ფილტვის ფიბროზი (ფილტვის ქსოვილის ჩანაცვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით)

კუჭიდან/ნაწლავებიდან სისხლდენა და დაწყლულება

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

ღვიძლის ფიბროზი და ციროზი, ღვიძლის გაცხიმოვნება

დიაბეტური გართულებები

ალბუმინის (შრატის პროტეინი) რაოდენობის შემცირება

კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, ურტიკარია

კანის პიგმენტაციის გაძლიერება

თმის ცვენა, ჰერპეს ზოსტერი, ფსორიაზისთვის დამახასიათებელი ქერცლიანი და მტკივნეული დაზიანებები

ხშირი რევმატოიდული კვანძები

მოვლენები კანზე და ლორწოვან გარსებზე, ზოგჯერ საშიშიც(სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)

შარდის ბუშტის ანთება და დაწყლულება, ჰემატურია (სისხლიანი შარდი), დიზურია (ტკივილი შარდვისას ან შარდვის გაძნელება)

საშოს ანთება და დაწყლულება

ძვლების გამყიფება (ოსტეოპოროზი), ართრალგია, მიალგია

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 1.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), პერიკარდიული ეფუზია (სითხე პერიკარდიულ სივრცეში) და ტამპონადე (სისხლის დაგროვება პერიკარდიულ სივრცეში)

მეგალობლასტური ანემია

გუნება-განწყობის ცვლილებები

დამბლა (მოძრაობის უნარის ნაწილობრივი დაკარგვა)

მეტყველების დარღვევები, მათ შორის დიზართრია და აფაზია

მიელოპათია (ზურგის ტვინის არაანთებითი დაავადება)

მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა

თრომბოზი (თრომბების წარმოქმნა სისხლძარღვებში), მათ შორის ცერებრალური, ღრმა ვენების და თვალის ბადურის ვენების

არტერიული წნევის დაქვეითება

ფარინგიტი, აპნოე (სუნთქვის მოკლევადიანი შეჩერება), ბრონქული ასთმა

გინგივიტის (ღრძილების ანთება)

წვრილი ნაწლავის ანთება

სისხლიანი განავალი

მალაბსორბცია

ღვიძლის დაზიანება

აკნე, კანის დაზიანებები, ფრჩხილების პიგმენტაციის ცვლილება, სისხლჩაქცევები

მოტეხილობები

თირკმელების უკმარისობა, ოლიგურია (შარდის გამოყოფის დაქვეითება), აზოტემია (აზოტოვანი ნაერთების დაგროვება სისხლში), ანურია (შარდის გამოყოფის შეუძლებლობა)

ჰიპერურიკემია (შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში)

კრეატინინის და შარდოვანას რაოდენობის მომატება შრატში

სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური განვითარება

სისხლში შაქრის დონის მომატება (შაქრიანი დიაბეტი)

ძალიან იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

ინფექციები, სეფსისი (სისტემურად გავრცელებული ინფექცია), ოპორტუნისტული ინფექციები

ძვლის ტვინის უკმარისობა, რომლის დროსაც ვეღარ წარმოიქმნება სისხლის უჯრედები და ვითარდება ანემია (აპლაზიური ანემია), ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები (სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი წარმოქმნა), ეოზინოფილია (სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება) და ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)

იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დათრგუნვა)

ჰიპოგამაგლობულინემია (ანტისხეულების რაოდენობის დაქვეითება სისხლში)

უძილობა

ინტელექტური ფუნქციების დაქვეითება, როგორიცაა ფიქრი, მეხსიერება და აზროვნება

კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ძალის დაკარგვა

მიასთენია(კუნთების სისუსტე)

პათოლოგიური შეგრძნებები, გემოვნების ცვლილება(მეტალის გემო)

მენინგიზმი(კისრის რიგიდობა, ღებინება), მწვავე ასეპტიური მენინგიტის (მენინგეალური გარსების ანთება)

კონიუქტივიტი, რეტინოპათია (თვალის ბადურა გარსის დაზიანება), მხედველობის დაკარგვა, შეშუპება თვალების ქვეშ

ქუთუთოების ანთება, ეპიფორა (ჭარბი ცრემლდენა) და ფოტოფობია

სიმსივნის ლიზისის სინდრომი

ფილტვის ფუნქციის დარღვევები, სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია

ფილტვის ინფექციები

პლევრის ეფუზია (ჭარბი სითხის დაგროვება პლევრის ღრუში)

მსხვილი ნაწლავის გაფართოება( ტოქსიური მეგაკოლონი)

ქრონიკული ჰეპატიტის რეაქტივაცია, ღვიძლის მწვავე დეგენერაცია, მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა

კანის მტკივნეული შეშუპება ფრჩხილების გარშემო (პარანიქია)

წვრილი სისხლძარღვების ზომის მომატება კანის ზედაპირზე

ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ჰიდრადენიტის (საოფლე ჯირკვლების ანთება)

პროტეინურია (ცილა შარდში)

ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია

მენსტრუალური დარღვევები

გამონადენი საშოდან

უნაყოფობა

ცხელება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება

უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე დაზუსტება ვერ ხერხდება)

სისხლდენები, სისხლჩაქცევები

ფსიქოზი

სითხის დაგროვება თავის ტვინსა და ფილტვებში

მეტაბოლური დარღვევები

კანის ნეკროზი, ექსფოლიაციური დერმატიტის (კანის ანთება აშრევებით)

ყბის ძვლის დაზიანება (სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი ზრდის გამო)

კანის სიწითლე და აშრევება

მეტოტრექსატი აკორდის ინტრათეკალურად შეყვანისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი(მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემტხვევაში)

თავის ტკივილი

ცხელება

მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ზურგის ტკივილი, კისრის გაშეშება, ღებინება, ცხელება და ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება. აღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება მეთოტრექსატის ინექციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და რამდენიმე დღეში ქრება.

ჰემიპლეგია (სხეულის ერთი მხარის დამბლა) ან სრული დამბლა, ერთი ან რამდენიმე კიდურის სისუსტე და კუნთოვანი კრამპები(ჩვეულებრივ ვითარდება მეთოტრექსატის განმეორებითი ინტრათეკალური ინექციის შემდგომ)

ცენტრალური ნერვული სისტემის მოვლენები, რომლებიც შესაძლოა დაიწყოს კონფუზიით, აგზნებადობით და დაღლილობით. დროთა განმავლობაში შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს და განვითარდეს დემენცია(მეხსიერების პროგრესული გაუარესება, დეზორიენტაცია და კონფუზია), მეტყველების დარღვევები, კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევები, კუნთების რიგიდობა, კუნთოვანი კრამპები და კომა. აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს მეტოტრექსატის ინტრათეკალური ინექციების დაწყებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგაც. იგი უმეტესად ვითარდება მეტოტრექსატის მაღალი ინტრათეკალური დოზების გამოყენებისას თავის ტვინის სხივურ თერაპიასთან ერთად.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში. შეტყობინება შესაძლებელია უშუალოდ:

წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტში

სრობაროვას ქ. #48

100 41 პრაღა 10

ვებ-გვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

მეტოტრექსატი აკორდის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მეტოტრექსატი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ მეტოტრექსატს.

დამატებითი ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/მარილმჟავა (PH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მეთოტრექსატი 25 მგ/მლ-ის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე, სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

შენახვისას ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს 25˚C-ს.

ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ, მეტოტრექსატი აკორდი გამოიყენება დაუყოვნებლივ. განზავებული ხსნარი ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავების შემდეგ ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტის შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, რაც არ უნდა აჭარბებდეს 24 სთ-ს 2-8 ˚C ტემპერატურაზე თუ განზავება არ წარმოებდა კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

მეტოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მეტოტრექსატი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის გადაცემა. აღნიშნული შესაძლოა საზიანო აღმოჩდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს მეტოტრექსატი აკორდი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მეტოტრექსატი აკორდის გამოყენებამდე

მეტოტრექსატი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

მეტოტრექსატი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს მეტოტრექსატი აკორდი და რისთვის გამოიყენება ის

მეტოტრექსატი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მეტოტრექსატს.

მეტოტრექსატი წარმოადგენს ციტოსტატურ ნივთიერებას, რომელიც აფერხებს უჯრედის ზრდას. იგი ძირითადად სწრაფად მზარდ უჯრედებზე მოქმედებს, როგორიცაა კიბოს, ძვლის ტვინის და კანის უჯრედები.

მეტოტრექსატი აკორდი გამოიყენება შემდეგი ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდ:

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

მენინგეალური ლეიკემიის პროფილაქტიკური მკურნალობა

არა-ჰოჯკინის ლიმფომა

ოსტეოსარკომა

ძუძუს შორსწასული კიბოს მკურნალობა და ადიუვანტური (დამხმარე) თერაპია

თავისა და კისრის რეკურენტული ან მეტასტაზური კიბო

ქორიოკარცინომა და მსგავსი ტროფობლასტური დაავადებები

შარდის ბუშტის შორსწასული კიბო

რა უნდა იცოდეს პაციენტმა მეტოტრექსატი აკორდის გამოყენებამდე

მეტოტრექსატი აკორდი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია მეტოტრექსატის ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (შემადგენლობა იხ. მე-6 პუნქტში)

ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში (დაავადების სიმძიმეს დაადგენს მკურნალი ექიმი)

თირკმელების მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში (დაავადების სიმძიმეს დაადგენს მკურნალი ექიმი)

სისხლმბადი ორგანოების დარღვევების შემთხვევაში

თუ პაციენტს აქვს მძიმე ან ქრონიკული ინფექციური დაავადება, როგორიცაა ტუბერკულოზი ან აივ ინფექცია.

თუ პაციენტს აქვს წყლულები პირის ღრუში, ხახაში, კუჭში ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა მიდამოში.

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს (იხ. სექცია ‘’ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა’’)

თუ პაციენტი ჭარბი რაოდენობით მოიხმარს ალკოჰოლს.

მეტოტრექსატი აკორდით მკურნალობისას, ცოცხალი ვაქცინის გამოყენება დაუშვებელია.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

მეტოტრექსატს შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. ექიმი გააცნობს პაციენტს მკურნალობასთან დაკავშირებულ რისკებს და უპირატესობებს, ასევე გვერდითი მოვლენებისთვის დამახასიათებელ ადრეულ ნიშნებს და სიმპტომებს.

მეტოტრექსატი აკორდით მკურნალობისას, შესაძლოა ძლიერ მოიმატოს კანის და თვალების მგრძნობელობამ მზის ან სინათლის სხვა წყაროს მიმართ. ამგვარად, საჭიროა მზის სხივების და სოლარიუმისგან თავის არიდება.

მეტოტრექსატმა შესაძლოა გამოიწვიოს იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმუნიტეტზე, სისხლში ჟანგბადის გადატანაზე და სისხლის ნორმალურ შედედებაზე. ამგვარად, შესაძლოა გაიზარდოს ინფექციების(მაგ. პნევმონია) ან სისხლდენების განვითარების რისკი.

მეტოტრექსატის მკურნალობის პერიოდში, არსებობს ცნობები ფილტვებში მწვავე სისხლდენის განვითარების შესახებ, თანმხლები რევმატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში.

მეტოტრექსატი გარდამავალ გავლენას ახდენს სპერმის და კვერცხუჯრედების წარმოქმნაზე. ცნობილია მეტოტრექსატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნაყოფის სიკვდილის და/ან თანდაყოლილი მალფორმაციების შემთხვევები. თუ პაციენტი ან მისი პარტნიორი მკურნალობს მეტოტრექსატით, საჭიროა დაორსულებისგან თავის არიდება მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის მანძილზე (იხ. ნაწილი ‘’ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია).

მეტოტრექსატი აკორდის გამოყენებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

თუ პაციენტი მეთოტრექსატით მკურნალობის პარალელურად იტარებს სხივური თერაპიის კურსაც. მსგავს შემთხვევაში შესაძლოა მოიმატოს რბილი ქსოვილების და ძვლების დაზიანების რისკმა.

თუ პრეპარატის შეყვანა ხდება ხერხემალში(ინტრათეკალურად) ან ვენაში(ინტრავენურად), შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ანთებითი პროცესი თავის ტვინში.

თუ პაციენტს უვლინდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია სხეულში სითხის შეკავებით მიმდინარე მდგომარეობებთან, მაგ. ფილტვებში ან მუცლის ღრუში.

თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმელების ფუნქცია.

თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქცია.

თუ პაციენტს აქვს ინფექცია.

თუ პაციენტი საჭიროებს ვაქცინაციას. მეთოტრექსატმა შესაძლოა შეასუსტოს ვაქცინის მოქმედება.

თუ პაციენტს აქვს ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, მეთოტრექსატით მკურნალობა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს.

თუ პაციენტის ან მისი მომვლელი პირის მიერ შეიმჩნევა ახლად განვითარებული ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, მხედველობის დარღვევა, აზროვნების და მეხსიერების დარღვევები, დეზორიენტაცია, რასაც თან ახლავს კონფუზიური მდგომარეობა და პიროვნული ცვლილებები, ან არსებული ნევროლოგიური სიმპტომების გაუარესება, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თავის ტვინის ძალიან იშვიათი, საშიში ინფექციის - პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის (PML) გამოვლინებას.

რეკომენდებული სამეთვალყურეო გამოკვლევები და გაფრთხილებები:

მეტოტრექსატის თუნდაც მცირე დოზებით გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. მათი დროული აღმოჩენისთვის, მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა გასინჯოს პაციენტი და შეამოწმოს ლაბორატორიული ანალიზების მონაცემები.

მკურნალობის დაწყებამდე:

მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა შესაძლოა გააკეთოს სისხლის ანალიზები და დაადგინოს ღვიძლის და თირკმელების მდგომარეობა. პაციენტს შესაძლოა ასევე ჩაუტარდეს გულ-მკერდის რენტგენოგრაფია. დამატებითი გამოკვლევების ჩატარება შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობისას და მისი დასრულების შემდეგ. პაციენტმა არ უნდა დაარღვიოს სისხლის ანალიზებისთვის განკუთვნილი გრაფიკი.

მეტოტრექსატი აკორდის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. მეთოტრექსატმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედება(ან პირიქით, შეიცვალოს მეთოტრექსატის მოქმედება), რომლებიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების საწინააღმდეგოდ:

ტკივილი და ანთება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სალიცილატები)

კიბო(ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები და ტეტრაციკლინი

ინფექციები (ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, ტეტრაციკლინი, ციპროფლოქსაცილი და ქლორამფენიკოლი)

ასთმა (თეოფილინი)

ფოლის მჟავა ან მისი შემცველი ნაერთები

რევმატიზმი (ლეფლუნომიდი)

მაღალი არტერიული წნევა (ფუროსემიდი)

პოდაგრალ (პრობენიციდი)

რადიოთერაპია

კუჭის წყლული, გულძმარვა, რეფლუქსი(ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ლანზოპრაზოლი)

ეპილეფსია (ფენიტოინი)

პსორიაზი ან ძლიერი აკნე (რეტინოიდები, როგორიცაა აციტრეტინი ან იზოტრეტინოინი)

რევმატოიდური ართრიტი ან ნაწლავების დაავადება (სულფასალაზინი)

გადანერგილი ორგანოების მიუღებლობა (აზათიოპრინი)

ცოცხალი ვაქცინის გამოყენება

მეტოტრექსატი აკორდის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

მეტოტრექსატი აკორდით მკურნალობის განმავლობაში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლური სასმელები და შეზღუდოს ყავის, კოფეინის შემცველი გამაგრილებელი სასმელების და შავი ჩაის მოხმარება. ასევე, მკურნალობის დროს საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან დეჰიდრატაციამ (სხეულში წყლის მოცულობის შემცირება) შესაძლოა გააძლიეროს მეტოტრექსატი აკორდით ტოქსიკურობა.

ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნქცია

ორსულობა

ორსულობის პერიოდში მეტოტრექსატი აკორდის გამოყენება არ უნდა მოხდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალი ექიმი ნიშნავს მას ონკოლოგიური ჩვენებით. მეტოტრექსატმა შესაძლოა გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, საზიანო გავლენა იქონიოს ნაყოფზე ან განაპირობოს მუცლის მოშლა. პრეპარატი ასოცირებულია თავის ქალას, სახის, გულის და სისხლძარღვების, თავის ტვინის და კიდურების მალფორმაციების განვითარებასთან. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის გამოყენება არ მოხდეს პაციენტებში, რომლებიც არიან ორსულად ან აპირებენ დაორსულებას, გარდა ექიმის მიერ დადგენილი ონკოლოგიური ჩვენებებისა.

არაონკოლოგიური ჩვენების დროს, მეტოტრექსატით მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალი პაციენტებისთვის (მაგ. ორსულობის ტესტით).

პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს მეტოტრექსატი აკორდი, თუ იგი აპირებს დაორსულებას. პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს დაორსულებისგან მეტოტრექსატით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან არაუმცირეს 6 თვის მანძილზე. ამრიგად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების გამოყენება (ასევე იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”).

მკურნალობის პერიოდში დაორსულების (ან ორსულობაზე ეჭვის არსებობის) შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დეტალური ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რომლებიც ასოცირებულია ნაყოფის ჯანმრთელობასთან. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, თუ იგი აპირებს დაორსულებას. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გააგზავნოს პაციენტი ოჯახის დაგეგმვის სპეციალისტთან.

მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქცია

არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მალფორმაციების და სპონტანური აბორტის განვითარების რისკი არ იმატებს, თუ მამა ღებულობს მეთოტრექსატს დოზით არაუმეტეს 30 მგ/კვ. თუმცა, აღნიშნულის რისკის სრული გამორიცხვა შეუძლებელია და არ არსებობს ცნობები უფრო მაღალ დოზასთან ასოცირებული რისკების შესახებ. მეტოტრექსატს შესაძლოა ჰქონდეს გენოტოქსიკური ეფექტი. აღნიშნული ნიშნავს, რომ მეთოტრექსატმა შესაძლოა განაპირობოს გენეტიკური მუტაციების განვითარება. მეთოტრექსატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სპერმატოგენეზზე, რაც, თავის მხრივ ასოცირებულია თანდაყოლილი დეფექტების განვითარების მომატებულ რისკთან.

მამაკაცმა პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის ყოლისგან მეთოტრექსატით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან არაუმცირეს 6 თვის მანძილზე. ვინაიდან კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება შედარებით მაღალი დოზები, მეთოტრექსატით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა ან გენეტიკური მურტაციები. აღნიშნულ შემთხვევებში (როდესაც მეტოტრექსატის დოზა აღემატება 30 მგ-ს კვირაში), განხილულ უნდა იქნეს კრიოპრეზერვაციის ვარიანტი მეტოტრექსატით მკურნალობის დაწყებამდე (ასევე იხ. პუნქტი “გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები”).

ლაქტაცია

მეთოტრექსატი გამოიყოფა დედის რძეში, რამაც შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. ამგვარად, მეთოტრექსატით მკურნალობისას ძუძუთი კვება არ უნდა მოხდეს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

შესაძლოა განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ავტომობილის მართვას და საავტომობილო ტექნიკის გამოყენებას.

ამ სამედიცინო პროდუქტის მაქსიმალური დღიური დოზა შეიცავს 345,59 მგ ნატრიუმს, რაც შეესაბამება ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური რაციონის 17,27%-ს.

მეტოტრექსატი აკორდის გამოყენების წესი

მეტოტრექსატი აკორდის შეყვანას ახორციელებს პროფესიონალი სამედიცინო მუშაკი. გამოყენებული დოზა დამოკიდებულია დაავადების ბუნებაზე, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, წონასა და სხეულის ზედაპირის ფართობზე. მეტოტრექსატი აკორდის შეყვანა შესაძლებელია კუნთში (კუნთში ინექცია), ვენაში (ინტრავენურად), არტერიაში (ინტრა-არტერიულად) ან ხერხემალში (ინტრათეკალურად).

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალმა, მეტოტრექსატი აკორდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება. მეტოტრექსატი აკორდის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს მნიშვნელოვანი და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები. მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს გვერდითი მოვლენების ნიშნებს და მათი გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს მკურნალ ექიმს. ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა:

უცნობი წარმოშობის ქოშინი, მშრალი ხველა ან ხიხინი (ფილტვის პრობლემის ნიშნები)

უეცარი ქავილი; გამონაყარი კანზე (ურტიკარია); ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება(რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება). ზოგჯერ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს მოახლოებული გულის წასვლის შეგრძნება (ძლიერი ალერგიული რეაქციის სიმპტომები)

გულისრევა, ღებინება, სტომატიტი ან პეპტიური წყლული (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანების სიმპტომები).

კანის ან თვალების მოყვითალო შეფერილობა, მუქი ფერის შარდი (ღვიძლისმიერი სიმპტომები)

ცხელება, კანკალი, კუნთების და ყელის ტკივილი (ინფექციის ნიშნები)

უცნობი წარმოშობის სისხლდენა (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან, მუქი ფერის შარდი, სისხლიანი შარდი ან სისხლიანი ღებინება) ან სისხლჩაქცევები; შავი, კუპრის მსგავსი განავალი(სისხლის შედედების დარღვევის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის გამო)

გამონაყარი აშრევებით ან წყლულებით და ლორწოვანი გარსების დაზიანება, მაგ. ცხვირის ღრუში (სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და მრავალფორმიანი ერითემას სიმპტომები)

შეცვლილი ქცევა, გარდამავალი სიბრმავე და გენერალიზებული გულყრები (ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ნიშნები).

Dამბლა (პარეზი).

ქვემოთ მოცემულია მეტოტრექსატით მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი ( მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

უმადობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა

პირის ღრუს და ხახის მიდამოების ანთება და დაწყლულება

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება

ხშირი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ჰერპეს ზოსტერი

სისხლის უჯრედების რაოდენობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენები როგორიცაა, ანემია, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია

თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუხვევა

მშრალი ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ცხელება

ფაღარათი

გამონაყარი, სიწითლე და ქავილი

ნაკლებად ხშირი ( მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

პანციტოპენია (სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი 9სისხლის ზოგიერთი ტიპის თეთრი უჯრედის რაოდენობის შემცირება)

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)

ანაფილაქსიური რეაქციები და ალერგიული ვასკულიტი

თავბრუ, კონფუზია, დეპრესია

გულყრები, ენცეფალოპათია

ლიმფომა (ლიმფური ქსოვილის სიმსივნე)

ფილტვის ფიბროზი (ფილტვის ქსოვილის ჩანაცვლება ნაწიბუროვანი ქსოვილით)

კუჭიდან/ნაწლავებიდან სისხლდენა და დაწყლულება

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)

ღვიძლის ფიბროზი და ციროზი, ღვიძლის გაცხიმოვნება

დიაბეტური გართულებები

ალბუმინის (შრატის პროტეინი) რაოდენობის შემცირება

კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, ურტიკარია

კანის პიგმენტაციის გაძლიერება

თმის ცვენა, ჰერპეს ზოსტერი, ფსორიაზისთვის დამახასიათებელი ქერცლიანი და მტკივნეული დაზიანებები

ხშირი რევმატოიდული კვანძები

მოვლენები კანზე და ლორწოვან გარსებზე, ზოგჯერ საშიშიც(სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)

შარდის ბუშტის ანთება და დაწყლულება, ჰემატურია (სისხლიანი შარდი), დიზურია (ტკივილი შარდვისას ან შარდვის გაძნელება)

საშოს ანთება და დაწყლულება

ძვლების გამყიფება (ოსტეოპოროზი), ართრალგია, მიალგია

იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 1.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), პერიკარდიული ეფუზია (სითხე პერიკარდიულ სივრცეში) და ტამპონადე (სისხლის დაგროვება პერიკარდიულ სივრცეში)

მეგალობლასტური ანემია

გუნება-განწყობის ცვლილებები

დამბლა (მოძრაობის უნარის ნაწილობრივი დაკარგვა)

მეტყველების დარღვევები, მათ შორის დიზართრია და აფაზია

მიელოპათია (ზურგის ტვინის არაანთებითი დაავადება)

მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა

თრომბოზი (თრომბების წარმოქმნა სისხლძარღვებში), მათ შორის ცერებრალური, ღრმა ვენების და თვალის ბადურის ვენების

არტერიული წნევის დაქვეითება

ფარინგიტი, აპნოე (სუნთქვის მოკლევადიანი შეჩერება), ბრონქული ასთმა

გინგივიტის (ღრძილების ანთება)

წვრილი ნაწლავის ანთება

სისხლიანი განავალი

მალაბსორბცია

ღვიძლის დაზიანება

აკნე, კანის დაზიანებები, ფრჩხილების პიგმენტაციის ცვლილება, სისხლჩაქცევები

მოტეხილობები

თირკმელების უკმარისობა, ოლიგურია (შარდის გამოყოფის დაქვეითება), აზოტემია (აზოტოვანი ნაერთების დაგროვება სისხლში), ანურია (შარდის გამოყოფის შეუძლებლობა)

ჰიპერურიკემია (შარდმჟავას რაოდენობის მომატება სისხლში)

კრეატინინის და შარდოვანას რაოდენობის მომატება შრატში

სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური განვითარება

სისხლში შაქრის დონის მომატება (შაქრიანი დიაბეტი)

ძალიან იშვიათი (მათი განვითარება მოსალოდნელია 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

ინფექციები, სეფსისი (სისტემურად გავრცელებული ინფექცია), ოპორტუნისტული ინფექციები

ძვლის ტვინის უკმარისობა, რომლის დროსაც ვეღარ წარმოიქმნება სისხლის უჯრედები და ვითარდება ანემია (აპლაზიური ანემია), ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება), ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები (სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი წარმოქმნა), ეოზინოფილია (სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება) და ნეიტროპენია (სისხლის გარკვეული ტიპის თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება)

იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დათრგუნვა)

ჰიპოგამაგლობულინემია (ანტისხეულების რაოდენობის დაქვეითება სისხლში)

უძილობა

ინტელექტური ფუნქციების დაქვეითება, როგორიცაა ფიქრი, მეხსიერება და აზროვნება

კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ძალის დაკარგვა

მიასთენია(კუნთების სისუსტე)

პათოლოგიური შეგრძნებები, გემოვნების ცვლილება(მეტალის გემო)

მენინგიზმი(კისრის რიგიდობა, ღებინება), მწვავე ასეპტიური მენინგიტის (მენინგეალური გარსების ანთება)

კონიუქტივიტი, რეტინოპათია (თვალის ბადურა გარსის დაზიანება), მხედველობის დაკარგვა, შეშუპება თვალების ქვეშ

ქუთუთოების ანთება, ეპიფორა (ჭარბი ცრემლდენა) და ფოტოფობია

სიმსივნის ლიზისის სინდრომი

ფილტვის ფუნქციის დარღვევები, სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია

ფილტვის ინფექციები

პლევრის ეფუზია (ჭარბი სითხის დაგროვება პლევრის ღრუში)

მსხვილი ნაწლავის გაფართოება( ტოქსიური მეგაკოლონი)

ქრონიკული ჰეპატიტის რეაქტივაცია, ღვიძლის მწვავე დეგენერაცია, მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა

კანის მტკივნეული შეშუპება ფრჩხილების გარშემო (პარანიქია)

წვრილი სისხლძარღვების ზომის მომატება კანის ზედაპირზე

ალერგიული ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ჰიდრადენიტის (საოფლე ჯირკვლების ანთება)

პროტეინურია (ცილა შარდში)

ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია

მენსტრუალური დარღვევები

გამონადენი საშოდან

უნაყოფობა

ცხელება, ჭრილობის შეხორცების გაძნელება

უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემების საფუძველზე დაზუსტება ვერ ხერხდება)

სისხლდენები, სისხლჩაქცევები

ფსიქოზი

სითხის დაგროვება თავის ტვინსა და ფილტვებში

მეტაბოლური დარღვევები

კანის ნეკროზი, ექსფოლიაციური დერმატიტის (კანის ანთება აშრევებით)

ყბის ძვლის დაზიანება (სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი ზრდის გამო)

კანის სიწითლე და აშრევება

მეტოტრექსატი აკორდის ინტრათეკალურად შეყვანისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი(მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან არაუმეტეს 1 შემტხვევაში)

თავის ტკივილი

ცხელება

მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ზურგის ტკივილი, კისრის გაშეშება, ღებინება, ცხელება და ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება. აღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება მეთოტრექსატის ინექციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და რამდენიმე დღეში ქრება.

ჰემიპლეგია (სხეულის ერთი მხარის დამბლა) ან სრული დამბლა, ერთი ან რამდენიმე კიდურის სისუსტე და კუნთოვანი კრამპები(ჩვეულებრივ ვითარდება მეთოტრექსატის განმეორებითი ინტრათეკალური ინექციის შემდგომ)

ცენტრალური ნერვული სისტემის მოვლენები, რომლებიც შესაძლოა დაიწყოს კონფუზიით, აგზნებადობით და დაღლილობით. დროთა განმავლობაში შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს და განვითარდეს დემენცია(მეხსიერების პროგრესული გაუარესება, დეზორიენტაცია და კონფუზია), მეტყველების დარღვევები, კოორდინაციის და წონასწორობის დარღვევები, კუნთების რიგიდობა, კუნთოვანი კრამპები და კომა. აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს მეტოტრექსატის ინტრათეკალური ინექციების დაწყებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგაც. იგი უმეტესად ვითარდება მეტოტრექსატის მაღალი ინტრათეკალური დოზების გამოყენებისას თავის ტვინის სხივურ თერაპიასთან ერთად.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში. შეტყობინება შესაძლებელია უშუალოდ:

წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტში

სრობაროვას ქ. #48

100 41 პრაღა 10

ვებ-გვერდი: http://www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

მეთოტრექსატი 25 მგ/მლ-ის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მეთოტრექსატი 25 მგ/მლ-ის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე, სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

შენახვისას ტემპერატურა არ უნდა აჭარბებდეს 25˚C-ს.

ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ, მეტოტრექსატი აკორდი გამოიყენება დაუყოვნებლივ. განზავებული ხსნარი ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავების შემდეგ ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტის შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, რაც არ უნდა აჭარბებდეს 24 სთ-ს 2-8 ˚C ტემპერატურაზე თუ განზავება არ წარმოებდა კონტროლირებულ ასეპტიკურ პირობებში.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის მოცილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

მეტოტრექსატი აკორდის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს მეტოტრექსატი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ მეტოტრექსატს.

დამატებითი ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/მარილმჟავა (PH-ის რეგულირებისთვის) და საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

სამედიცინო პროდუქტი წარმოადგენს გამჭვირვალე ყვითელ ხსნარს.

შეფუთვის ზომები:

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 მლ, 20 მლ ან 40 მლ მოცულობის 1 საინექციო ფლაკონი.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 20 მლ ან 40 მლ მოცულობის 10 საინექციო ფლაკონი.

ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o., Tasmowa Street 7, 02-677 Warsaw, Poland

შპს აკორდ ჰეალზქეარ პოლსკა ტაშმოვას ქ. № 7 02-677 ვარშავა, პოლონეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

Accord Healthcare B.V.

Winthontlaan 200

35 K V Utrecht

Netherlands

აკორდ ჰელსქეა ბ.ვ.

ვინტონტლაატი 200

25 კ ვ უტრეხტი

ნიდერლანდები

ეს სამედიცინო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში ლიცენზირებულია შემდეგი დასახელებით:

შვედეთი – მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ავსტრია - საინექციო მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ

ბელგია - მეთოტრექსატი აკორდი ჰელთქეარ 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

კვიპროსი - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ, საინექციო ხსნარი

ჩეხეთი - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

გერმანია - საინექციო მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ

დანია – მეთოტრექსატი აკორდი

ესპანეთი - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ფინეთი - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

საფრანგეთი - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

უნგრეთი - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ირლანდია - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ლიტვა - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მალტა - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ჰოლანდია - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ნორვეგია - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

პორტუგალია – მეთოტრექსატი აკორდი

სლოვაკეთი - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

გაერთიანებული სამეფო - მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი: 12.7.2022

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

ინსტრუქცია მეთოტრექსატი აკორდი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მომზადების, ხმარების წესის და ნარჩენების მოცილების შესახებ

გამოყენებამდე საჭიროა ხსნარის ვიზუალური დათვალიერება. დასაშვებია მხოლოდ სუფთა, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარის გამოყენება. საინექციო მეთოტრექსატის განზავება შესაძლებელია შესაფერის გამხსნელში(არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს), როგორიცაა გლუკოზას ხსნარი(5%) და ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი (0,9%). პროდუქტთან მოპყრობის წესებთან მიმართებით, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები: პროდუქტის მომზადება და შეყვანა უნდა განხორციელდეს მხლოდ შესაბამისი პრაქტიკის მქონე სამედიცინო პერსონალის მიერ. ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ მიდამოში, სადაც პერსონალის და გარემოს დასაცავად ყველა პირობა დაცულია (მაგ. აღჭურვილია ლამინარული ვენტილაციით). აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის (მათ შორის ხელთათმანების, სათვალის და საჭიროების შემთხვევაში ნიღბების) გამოყენება. მეტოტრექსატი აკორდის მომზადება და შეყვანა არ უნდა მოხდეს ორსული სამედიცინო პერსონალის მიერ. მეტოტრექსატი არ უნდა მოხვდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე. კანზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო უნდა ჩამოიბანოს გამდინარე წყლით, სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში.

განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოყენების შემდეგ, საჭიროა ხსნარის დარჩენილი ნაწილის თავიდან მოცილება.

ნარჩენების თავიდან მოცილება უნდა მოხდეს სიფრთხილით, შესაფერისი კონტეინერების გამოყენებით, რომლებზეც გარკვევით არის მითითებული ინფორმაცია შიგთავსის შესახებ (რადგან პაციენტის ორგანიზმის სითხეები და ექსკრემენტები შესაძლოა ასევე შეიცავდეს ანტინეოპლაზიურ ნივთიერებებს საკმაო რაოდენობით, ისინი და მათ მიერ დაბინძურებული ნივთები(მაგ. თეთრეული) ასევე უნდა განიხილებოდნენ როგორც სახიფათო ნარჩენები). ნარჩენი პროდუქტები სრულად უნდა იქნეს განადგურებული(მათი დაწვის გზით) ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში საჭიროა სათანადო პროცედურების გატარება; სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან ნებისმიერი გაუთვალისწინებელი კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა მომუშავე პერსონალის აღრიცხვა და მონიტორინგი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა