მეტექსის აქტიური ნივთიერება მეტოტრექსატია. მეტოტრექსატი არის ნივთიერება, რომელსაც აქვს შემდეგი თვისებები: აინჰიბირებს გარკვეული სწრაფად გამყოფი უჯრედების პროლიფერაციას აქვეითებს იმუნური სისტემის აქტიურობას (ორგანიზმის დამცველობითი სისტემა) აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეთოტრექსატი (methotrexate)
- ფორმა და შეფუთვა
- (50მგ/მლ) 20მგ/0,4მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1 სპირტიან ტამპონთან ერთად
- მწარმოებელი
- medac Gesellschaft für klinische Spezialpräparate mbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, სხვა იმუნოსუპრესანტები
- ATC კოდი
- L04AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034728
- რეგისტრირებულია
- 22 მარტი 2022, მოქმედებს 22 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
- GMP
- -
მეტექსი FS — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მეტექსის აქტიური ნივთიერება მეტოტრექსატია.
მეტოტრექსატი არის ნივთიერება, რომელსაც აქვს შემდეგი თვისებები:
აინჰიბირებს გარკვეული სწრაფად გამყოფი უჯრედების პროლიფერაციას
აქვეითებს იმუნური სისტემის აქტიურობას (ორგანიზმის დამცველობითი სისტემა)
აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მეტექსი გამოიყენება სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:
აქტიური რევმატოიდული ართრიტი მოზრდილებში
მძიმე აქტიური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (JIA) პოლიართრიტული ფორმა, როდესაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (NSAID) საშუალებებით მკურნალობაზე პასუხი არაადექვატურია
მძიმე, მკურნალობაზე რეზისტენტული, დამაინვალიდებელი ფსორიაზი, როდესაც მკურნალობის სხვა ფორმებზე, ისეთი როგორიცაა სინათლით თერაპია, PUVA-თერაპია და რეტინოიდები (ვიტამინ A-ს ნაწარმი), პასუხი არაადექვატურია. ასევე მძიმე ფსორიაზის მკურნალობა, რომელიც მიმდინარეობს მოზრდილებში სახსრების დაზიანებით (ართროპათიული ფსორიაზი)
მოზრდილ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კრონის დაავადება, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა შეუძლებელია.
რევმატოიდული ართრიტი (RA) - არის შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სინოვიალური ქსოვილის (სასახსრე კაფსულის გარსი) ანთებით. ეს ქსოვილი გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც მოქმედებს როგორც ლუბრიკანტი მრავალი სახსრისთვის. სინოვიალური ქსოვილის ანთება იწვევს ამ გარსის გასქელებას და სახსრის შეშუპებას.
იუვენილური ართრიტი აზიანებს ბავშვებს და მოზარდებს 16 წლის ასაკამდე. 5 და მეტი სახსრის პირველი 6 თვის განმავლობაში დაზიანების შემთხვევაში საუბრობენ პოლიართრიტულ ფორმაზე.
ართროპათიული ფსორიაზი წარმოადგენს სახსრების ანთების ფორმას კანის და ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანების დროს, ძირითადად ზედა და ქვედა კიდურების ფალანგების სახსარზე.
ფსორიაზი - კანის გავრცელებული ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება წითელი ლაქების გაჩენით. ლაქები დაფარულია სქელი, მშრალი, მოვერცხლისფრო ქერცლით.
მეტექსი ერევა დაავადების მიმდინარეობაში და აქვეითებს პროგრესირებას.
კრონის დაავადება - ნაწლავის ანთებითი დაავადების სპეციფიური ფორმა, რომელიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა უბანს და შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, პირღებინება ან წონის კლება.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მეტექსის გამოყენების წინ?
უკუჩვენებები
თუ შეწყვეტთ მეტექსის მიღებას
თუ შეწყვეტთ მეტექსის მიღებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ფიქრობთ რომ მეტექსის ეფექტი უფრო ძლიერია ან უფრო სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების გაჩენა და სიმძიმე დამოკიდებულია მიღების დოზასა და სიხშირეზე. იქიდან გამომდინარე რომ, მძიმე გვერდითი მოვლენები შეიძლება გაჩნდეს დაბალი დოზის დროსაც, მნიშვნელოვანია რეგულარულად გაგსინჯოთ ექიმმა. ექიმი ჩაგიტარებთ კვლევებს, რათა გააკონტროლოს სისხლში ცვლილებები (მაგ. ლეიკოციტების დაბალი შემცველობა, თრომბოციტების დაბალი შემცველობა და ლიმფომა), თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გექნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რადგან ეს სიმპტომები მიუთითებს მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ გვერდით მოვლენებზე, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მიზანმიმართულ მკურნალობას:
მუდმივი, მშრალი, მკვეთრი ხველა, ქოშინი და ცხელება. შეიძლება იყოს ფილტვის ანთების ნიშანი (ხშირი)
სისხლიანი ნახველი ან ხველა. შეიძლება იყოს ფილტვიდან სისხლდენის ნიშანი (უცნობი)
ღვიძლის დაზიანების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა კანის და სკლერის სიყვითლე.
მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაზიანება (ციროზი), ღვიძლის ქსოვილის დანაწიბურება (ღვიძლის ფობროზი), ღვიძლის გაცხიმოვნება (ზოგჯერ), ღვიძლის ანთება (მწვავე ჰეპატიტი) (იშვიათი) და ღვიძლის უკმარისობა (ძალიან იშვიათი)
ალერგიის სიმპტომები, ისეთი როგორიცაა- კანის ელემენტები, სიწითლე, ქავილი, შეშუპება კიდურების, სახის, ტუჩების, პირის, ყელის არეში (შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გონების დაკარგვის შეგრძნება. შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ან ანაფილაქსიური შოკის ნიშანი (იშვიათი)
თირკმლის დაზიანების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა - კიდურების შეშუპება, შარდვის სიხშირის ცვლილება ან შარდვის შემცირება (ოლიგურია) ან მოშარდვის არარსებობა (ანურია). შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი (იშვიათი)
სიმპტომები, რომელიც მიუთითებს ინფექციაზე, მაგ. ცხელება, შემცივნება, ტკივილი, ტკივილი ყელის არეში, მეტოტრექსატმა შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა ინფექციებისადმი მიმღებლობა. შეიძლება განვითარდეს მძიმე ინფექციები, ისეთი როგორიცაა ფილტვის ანთების გარკვეული ფორმა (Pneumocystis-carinii-პნევმონია), ან სისხლის მოწამვლა (სეფსისი) (იშვიათი)
ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე სხეულის ერთ მხარეს (ინსულტი) ან ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და უჩვეულო სითბო ერთი ფეხის არეში (ღრმა ვენებს თრომბოზი). ეს ვითარდება მაშინ, როცა თრომბი ბლოკავს სისხლძარღვს (თრომბოემბოლია) (იშვიათი)
ცხელება და საერთო მდგომარეობის ძლიერი გაუარესება ან უეცარი ცხელება, რომელსაც ერთვის ტკივილი ყელის არეში ან პირის ღრუში, ან შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. მეტოტრექსატს შეუძლია გამოიწვიოს ლეიკოციტების მნიშვნელოვნად შემცირება (აგრანულოციტოზი) და ძვლის ტვინის დათრგუნვა (ძალიან იშვიათი)
მოულოდნელი სისხლდენა, მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლი შარდში, სისხლიანი პირღებინება ან სისხლჩაქცევები. შეიძლება იყოს სისხლში თრომბოციტების მნიშვნელოვნად შემცირების შედეგი, გამოწვეული ძვლის ტვინის სუპრესიის დაწყებით (ძალიან იშვიათი)
ისეთი სიმპტომები, როგორიცაა- თავის ტკივილი, ხშირად შერწყმული ცხელებასთან, კისრის რიგიდობასთან, გულისრევასთან, პირღებინებასთან, გონების დაბინდვასა და სინათლეზე მგრძნობელობასთან. შეიძლება მიუთითებდეს მენინგიტზე (მწვავე ასეპტიური მენინგიტი) (ძალიან იშვიათი)
თავის ტვინის გარკვეული დარღვევები (ენცეფალოპათია/ლეიკოენცეფალოპათია) დაფიქსირდა ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტოტრექსატს. ეს გვერდითი მოვლენები არ შეიძლება გამოირიცხოს, როდესაც მეტოტრექსატი გამოიყენება სხვა დაავადებების მკურნალობის დროს. ტვინის ამ ტიპის დაავადების ნიშანია: ცნობიერების ცვლილება, მოძრაობის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის ან მეხსიერების დარღვევა (უცნობია)
კანზე ძლიერი გამონაყარი ან ბუშტუკების გაჩენა (შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუში, თვალებზე და სასქესო ორგანოზე). შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ეგრეთწოდებული დამწვარი კანის სინდრომის ნიშანი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი/ ლაიელის სინდრომი) (ძალიან იშვიათი).
ქვეთმოთ ჩამოთვლილი სხვა გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება განვითარდეს:
ძალიან ხშირად: შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ ადამიანში
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, დისპეფსია, პირღებინება, უმადობა, ტკივილი მუცლის არეში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასტ, ალტ, ბილირუბინი, ტუტე ფოსფატაზა).
ხშირად: შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე ადამიანში
წყლულები პირის ღრუში, დიარეა
გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი
თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა
სისხლის უჯრედების, ლეიკოციტების და/ან ერითროციტების და/ან თრომბოციტების წარმოქმნის შემცირება.
ნაკლებად ხშირად: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში
ანთება ყელის არეში
ნაწლავის ანთება, პირღებინება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, შავი ფერის განავალი ან მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები და სისხლდენა
სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება, თმის ცვენა, რევმატოიდული კვანძების გაზრდა, კანის წყლულები, ჰერპეს ზოსტერი, სისხლძარღვების ანთება, ჰერპესის მსგავსი ელემენტები, გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს (ურტიკარია)
შაქრიანი დიაბეტის დაწყება
თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, დეპრესია
შრატში ალბუმინის რაოდენობის დაქვეითება
სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
შარდის ბუშტის ან საშოს ანთება და წყლულოვანი დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა
ტკივილი სახსრების არეში, კუნთების ტკივილი, ძვლოვანი მასის შემცირება
იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-მდე ადამიანში
გინგივიტი
კანის პიგმენტაციის გაძლიერება, აკნე, ლურჯი ფერის ლაქები კანის არეში სისხლძარღვიდან სისხლდენის გამო (ექკიმოზი, პეტექია), სისხლძარღვების ალერგიული ანთება
სისხლში ანტისხეულების შემცირება
ინფექცია (მათ შორის მიძინებული ქრონიკული ინფექციების რეაქტივაცია), თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი)
ხასიათის ცვლილება
მხედველობის დარღვევა
გულის პერანგის ანთება, სითხის დაგროვება გულის პერანგის არეში, გულის პერანგის არეში სითხის დაგროვების გამო გულის სისხლით ავსების შეფერხება
დაბალი არტერიული წნევა
ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება (ფილტვის ფიბროზი), ქოშინი და ბრონქული ასთმა, ფილტვებს შორის სითხის დაგროვება
სტრესული მოტეხილობა
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა
ცხელება, ჭრილობის შეხორცების დარღვევა.
ძალიან იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანში
ნაწლავის მწვავე ტოქსიური დილატაცია (ტოქსიური მეგაკოლონი)
ფრჩხილების პიგმენტაციის გაძლიერება, კუტიკულების ანთება (მწვავე პარონიქია), თმის ფოლიკულების ღრმა ინფილტარაცია (ფურუნკულოზი), წვრილი სისხლძარღვების ხილული გაფართოება
ადგილობრივი დაზიანება (სტერილური აბსცესის გაჩენა, ცხიმოვანი ქსოვილის დესტრუქცია) მეტექსის კუნთში ან კანქვეშ ინექციის შემდეგ
ტკივილი, კუნთის სისუსტე ან ჩხვლეტის/დაბუჟების შეგრძნების დაქვეითება, გემოს ცვლილება (მეტალის გემო პირის ღრუში), კრუნჩხვა, დამბლა, ტვინის გარსის გაღიზიანება (მენინგიზმი)
მხედველობის დაქვეითება, თვალის არაანთებითი დაავადება (რეტინოპათია)
სექსუალური ინტერესის დაკარგვა, იმპოტენცია, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ზომაში გაზრდა, სპერმის წარმოების შემცირება (ოლიგოსპერმია), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშოდან გამონადენი
ლიმფური ჯირკვლების ზომაში გაზრდა (ლიმფომა)
ლიმფოპროლიფერაციული დაავადება (სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი ზრდა).
სიხშირე არაა ცნობილი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა
სისხლდენა ცხვირიდან
ალბუმინი (ცილა) შარდში
სისუსტის შეგრძნება
ყბის ძვლის დაზიანება (მეორადად სისხლის თეთრი უჯრედების გადაჭარბებული ზრდის გამო)
ინექციის ადგილზე ქსოვილის დაზიანება
სიწითლე და აქერცვლა კანის არეში
შეშუპება.
მეტოტრექსატის კუნთში გაკეთების დროს ხშირად ვითარდება გვერდითი მოვლენები (მაგ. წვის შეგრძნება) ან დაზიანება (სტერილური აბსცესის გაჩენა, ცხიმოვანი ქსოვილს დესტრუქცია) ინექციის ადგილას. მეტოტრექსატის კანქვეშ გამოყენება ადგილობრივად კარგად გადაიტანება. დაფიქსირებულია მხოლოდ კანის უმნიშვნელო ადგილობრივი რეაქცია, რომელიც მცირდება მკურნალობის დროს.
სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ მეტექსის მიღებას დაიწყებთ, შემდეგ შემთხვევაში:
თუ ხართ ხანდაზმული ან გრძნობთ თავს ცუდად და სუსტად,
დაქვეითებული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია
გაქვთ დეჰიდრატაცია ( ორგანიზმში სითხის დაბალი შემცველობა).
მეტექსით მკურნალობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
მეტოტრექსატი დროებით მოქმედებს სპერმის და კვერცხუჯრედის პროდუქციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში შექცევადია. მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა და მძიმე თანდაყოლილი დეფექტები. თავი აარიდეთ დაორსულებას მეტოტრექსატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იხ. განყოფილება „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა”.
რეკომენდებული თანმხლები კვლევები და სიფრთხილის ზომები:
მეტექსის დაბალი დოზებით მკურნალობის დროსაც კი შესაძლოა გაჩნდეს მძიმე გვერდითი მოვლენები. მათი დროულად ამოცნობისთვის ექიმმა უნდა დაგეგმოს საკონტროლო ლაბორატორიული ანალიზები.
მკურნალობის დაწყების წინ
მკურნალობის დაწყების წინ ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი, რათა დარწმუნდეს ექიმი რომ სისხლის საკმარისი უჯრედები გაქვთ. ასევე ჩატარდება კვლევები ღვიძლის ფუნქციის, შრატის ალბუმინის (სისხლის ცილა) და თირკმლის ფუნქციის შეფასების მიზნით. ექიმი ასევე შეამოწმებს გაქვთ თუ არა ტუბერკულოზი (ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც დაზიანებულ ქსოვილში ჩნდება კვანძები) და ჩაატარებს გულმკერდის რენტგენოგრაფიას.
მკურნალობის დროს
შემდეგი კვლევები უნდა ჩატარდეს თვეში მინიმუმ ერთხელ პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდეგ მინიმუმ ერთხელ კვარტალურად:
პირის ღრუს და ხახის დათვალიერება ლორწოვანი გარსის ცვლილების გამოსავლენად
სისხლის ანალიზი
ღვიძლის ფუნქციის კონტროლი
თირკმლის ფუნქციის კონტროლი
სასუნთქი გზების კონტროლი და საჭიროებისამებრ ფილტვის ფუნქციის კონტროლი
ფილტვებიდან მწვავე სისხლდენა განვითარდა რევმატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტოტრექსატს. თუ შეამჩნიეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისხლიანი ხველა ან ნახველი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მეტოტრექსატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს იმუნურ სისტემაზე და ვაქცინაციის შედეგზე. შესაძლოა გავლენა იქონიოს იმუნოლოგიური ტესტების შედეგზე. ფარული ქრონიკული ინფექციები (მაგ. ჰერპეს ზოსტერი, ტუბერკულოზი, C და D ჰეპატიტი) შესაძლოა კვლავ გამწვავდეს. არ ჩაიტაროთ ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით მეტოტრექსატით მკურნალობის დროს.
კანის ანთება ან მზის დამწვრობა, რომელიც გამოწვეულია რადიაციით, შეიძლება განმეორდეს მეტოტრექსატით მკურნალობის დროს (ეგრეთ წოდებული გახსენების რეაქცია). ფსორიაზული დაზიანება შეიძლება გაუარესდეს ულტრაიისფერი გამოსხივების და მეტოტრექსატის ერთდროული მოქმედების დროს.
შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა.
დიარეა შეიძლება იყოს მეტექსის ტოქსიური მოქმედების შედეგი. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა. მიმართეთ ექიმს თუ დაგეწყოთ დიარეა.
თავის ტვინის გარკვეული დარღვევები (ენცეფალოპათია/ლეიკოენცეფალოპათია) დაფიქსირდა ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტოტრექსატს. ეს გვერდითი მოვლენები არ შეიძლება გამოირიცხოს, როდესაც მეტოტრექსატი გამოიყენება სხვა დაავადებების მკურნალობის დროს.
მეტექსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, აქამდე იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ეს ასევე ეხება იმ მედიკამენტებსაც, რომელსაც თქვენ მიიღებთ მომავალში.
მკურნალობის ეფექტურობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს, თუ მეტექსს მიიღებთ ზოგიერთ სხვა მედიკამენტთან ერთად:
ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი და არააბსორბირებადი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, პენიცილინი, გლიკოპეპტიდი, სულფანილამიდი, ციპროფლოქსაცინი და ცეფალოტინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ან სალიცილატები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილის და/ან ანთების დროს, ისეთი როგორიცაა, აცეტილსალიცილის მჟავა, დიკლოფენაკი, იბუპროფენი ან პირაზოლი).
პრობენეციდი (პოდაგრის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტი).
სუსტი ორგანული მჟავები, როგორიცაა მარყუჟის შარდმდენები („წყლის აბები“).
მედიკამენტები, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ძვლის ტვინზე, მაგ. ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ანტიბიოტიკი) და პირიმეტამინი.
სხვა მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს, ისეთი როგორიცაა - ლეფლუნომიდი, სულფასალაზინი და აზატიოპრინი.
მერკაპტოპურინი (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი).
რეტინოიდი (ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტი).
თეოფილინი (ბრონქული ასთმის და ფილტვის სხვა დაავადების სამკურნალო მედიკამენტი).
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ისეთი როგორიცაა ომეპრაზოლი და პანტოპრაზოლი.
ჰიპოგლიკემიური მედიკამენტები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში შაქრის დაქვეითების დროს).
ვიტამინების დანამატები, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას, შესაძლოა გავლენა იქონიოს მკურნალობის ეფექტურობაზე და უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
არ უნდა აიცრათ ცოცხალი ვაქცინით.
მეტექსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მეტექსით მკურნალობის დროს არ მიიღოთ ალკოჰოლი და მოერიდეთ ყავის, არაალკოჰოლური კოფეინის შემცველი სასმელის და შავის ჩაის ჭარბად მიღებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ მეტექსი თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას. მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა. ეს დაკავშირებულია თავის ქალას, სახის, გულის და სისხლძარღვების, თავის ტვინის და კიდურების მანკებთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტოტრექსატი არ დაენიშნოს ორსულს ან პაციენტს, რომელიც გეგმავს დაორსულებას. რეპროდუქციული ასაკის ქალებთან ორსულობა უნდა გამოირიცხოს შესაბამისი საშუალებებით, მაგ. ორსულობის ტესტით შესაძლო გამორიცხვა.
დაორსულობას უნდა მოერიდოთ როგორც მეტოტრექსატით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხ. განყოფილება „უსაფრთხოება და სიფრთხილის ზომები“).
თუ დაორსულდით მკურნალობის დროს ან ფიქრობთ რომ შესაძლოა დაორსულდეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული მკურნალობის დროს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკებზე.
თუ გეგმავთ დაორსულებას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელმაც შესაძლოა მკურნალობის დაწყებამდე გადაგამისამართოთ ვიწრო სპეციალისტთან.
ლაქტაცია
მეტექსით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
მამაკაცის ფერტილობა
არსებული მონაცემები არ მიუთითებს განვითარების მანკების ან ორსულობის შეწყვეტის მომატებულ რისკებზე, როდესაც მამაკაცი იღებს 30მგ-მდე მეტოტრექსატს კვირაში. თუმცა რისკების მთლიანად გამორიცხვა შეუძლებელია. მეტოტრექსატი შესაძლოა იყოს გენოტოქსიური. ეს ნიშნავს რომ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური მუტაციები. მეტოტრექსატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სპერმის პროდუქციაზე და გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალიების განვითარება. ამიტომ რეკომენდებულია მეტოტრექსატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ჩასახვისგან თავის შეკავება.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
მეტექსით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, რომელიც გავლენას იქონიებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგ. დაღლილობა და თავბრუსხვევა. ამიტომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომანქანა და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებზე.
მეტექსი შეიცავს ნატრიუმს
მეტექსის 1 დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მიიღოთ მეტექსი?
მნიშვნელოვანი გაფრთხილება მეტექსის (მეტოტრექსატი) დოზირების შესახებ:
მეტექსი რევმატოიდული ართრიტის, იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, ფსორიაზის, ართროპათიური ფსორიაზის და კრონის დაავადების სამკურნალოდ შესაძლებელია გამოიყენოთ კვირაში მხოლოდ ერთხელ. მეტექსის (მეტოტრექსატის) გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალობა.
ყურადღებით წაიკითხეთ ამ ინსტრუქციის მესამე ნაწილი. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან ან ექიმთან.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან ან ექიმთან.
თქვენი ექიმი განსაზღვრას დოზას, რომელიც იქნება პერსონალურად თქვენთვის. როგორც წესი, მკურნალობის ეფექტის მისაღწევად საჭიროა 4-8 კვირა.
მეტექსის მიღება ხდება ინექციის სახით კვირაში ერთხელ. კეთდება ექიმის, ექთნის მიერ ან მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმთან ერთად შეარჩევთ ყოველკვირეულად ინექციის დღეს. მეტექსი შეიძლება გაკეთდეს ინტრამუსკულურად (კუნთში), ინტრავენურად (ვენაში) ან სუბკუტანურად (კანქვეშ).
ბავშვებში და მოზარდებში ინტრავენური გამოყენების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია. ამიტომ, წამალი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კანქვეშ ან კუნთში.
ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება
ექიმი იუვენილური იდიოპათიური ართრიტის პოლიართრიტული ფორმის სამკურნალოდ განსაზღვრავს შესაბამის დოზას ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
მეტექსი არაა რეკომენდებული ბავშვებში 3 წლის ასაკამდე, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არასაკმარისი გამოცდილებაა.
გამოყენების ტიპი და ხანგრძლივობა
მეტექსი მიიღება კვირაში ერთხელ!
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. რევმატოიდული ართრიტის, იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, ვულგარული ფსორიაზის, ფსორიოზული ართრიტის და კრონის დაავადების დროს მეტექსით მკურნალობა ხანგრძლივია.
მკურნალობის დასაწყისში მეტექსის ინექციას აკეთებს სამედიცინო პერსონალი. ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ ისწავლოთ და დამოუკიდებლად გაიკეთოთ მეტექსი კანქვეშ. ამ შემთხვევაში თქვენ შესაბამისად დატრენინგდებით. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ინექცია, სანამ არ მიიღებთ შესაბამის ცოდნას.
გაეცანით მიღების ინსტრუქციას, რომელიც მოცემულია ბროშურის ბოლოში.
დამუშავება და უტილიზაცია უნდა მოხდეს ისე, როგორც ხდება ციტოსტატიური მედიკამენტების შემთხვევაში და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ რეგულაციებს. ორსული სამედიცინო პერსონალი არ უნდა იყოს შეხებაში მეტექსთან.
მეტოტრექსატი არ უნდა მოხვდეს კანზე ან ლორწოვან გარსზე. დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ აღნიშნული უბნები დიდი რაოდენობით წყლით.
თუ თქვენ მიიღეთ მეტექსის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო
თუ თქვენ მიიღეთ მეტექსის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მეტექსის მიღება
გვერდითი მოვლენები
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება - მეტოტრექსატი. 1 მლ ხსნარი შეიცავს მეტოტრექსატის დინატრიუმს, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ მეტოტრექსატის.
სხვა შემადგენელი ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება მეტექსი და შეფუთვის შიგთავსი
მეტექსის წინასწარ შევსებული შპრიცები შეიცავს გამჭვირვალე, მოყვითალო-მოყავისფრო ხსნარს.
ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვები:
წინასწარ შევსებული შპრიცები წებოვანი კანქვეშა ინექციის ნემსით, გრადუირებული და სპირტიანი ტამპონით 0,15 მლ, 0,20 მლ, 0,25 მლ, 0,30 მლ, 0,35 მლ, 0,40 მლ, 0,45 მლ, 0,50 მლ, 0,55 მლ, 0,60 მლ საინექციო ხსნარი 1, 4, 5, 6, 10, 11, 12 და 24 წინასწარ შევსებული შპრიცის შეფუთვით.
წინასწარ შევსებული შპრიცები მიმაგრებული კანქვეშა ინექციის ნემსით, გრადუირებული და სპირტიანი ტამპონით 0,15 მლ, 0,20 მლ, 0,25 მლ, 0,30 მლ, 0,35 მლ, 0,40 მლ, 0,45 მლ, 0,50 მლ, 0,55 მლ, 0,60 მლ საინექციო ხსნარი 1, 4, 5, 6, 10, 11, 12 და 24 წინასწარ შევსებული შპრიცის შეფუთვით.
კუნთში და ინტრავენურად გაკეთების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი ნემსი. ნემსი, რომელიც შედის შეფუთვაში განკუთვნილია კანქვეშა ინექციისთვის.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25 ° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ წინასაწრ შევსებული შპრიცები მუყაოს კოლოფით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
მედიკამენტი არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
მეტექსი FS
მეტექსი 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული შპრიცი
გამოყენების ინსტრუქცია:
ინფორმაცია პაციენტებისთვის
მეტექსი 50 მგ/მლ
საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული შპრიცი
მეტოტრექსატი
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი თქვენ დაგენიშნათ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატს შეუძლია ავნოს სხვა ადამიანებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არაა მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხილეთ მე-4 პუნქტი)
ინსტრუქციის შინაარსი
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება მეტექსი?
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მეტექსის გამოყენების წინ?
- როგორ მიიღოთ მეტექსი?
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
- როგორ ინახება მეტექსი?
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება მეტექსი?
მეტექსის აქტიური ნივთიერება მეტოტრექსატია.
მეტოტრექსატი არის ნივთიერება, რომელსაც აქვს შემდეგი თვისებები:
აინჰიბირებს გარკვეული სწრაფად გამყოფი უჯრედების პროლიფერაციას
აქვეითებს იმუნური სისტემის აქტიურობას (ორგანიზმის დამცველობითი სისტემა)
აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მეტექსი გამოიყენება სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:
აქტიური რევმატოიდული ართრიტი მოზრდილებში
მძიმე აქტიური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (JIA) პოლიართრიტული ფორმა, როდესაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (NSAID) საშუალებებით მკურნალობაზე პასუხი არაადექვატურია
მძიმე, მკურნალობაზე რეზისტენტული, დამაინვალიდებელი ფსორიაზი, როდესაც მკურნალობის სხვა ფორმებზე, ისეთი როგორიცაა სინათლით თერაპია, PUVA-თერაპია და რეტინოიდები (ვიტამინ A-ს ნაწარმი), პასუხი არაადექვატურია. ასევე მძიმე ფსორიაზის მკურნალობა, რომელიც მიმდინარეობს მოზრდილებში სახსრების დაზიანებით (ართროპათიული ფსორიაზი)
მოზრდილ პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კრონის დაავადება, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა შეუძლებელია.
რევმატოიდული ართრიტი (RA) - არის შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სინოვიალური ქსოვილის (სასახსრე კაფსულის გარსი) ანთებით. ეს ქსოვილი გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც მოქმედებს როგორც ლუბრიკანტი მრავალი სახსრისთვის. სინოვიალური ქსოვილის ანთება იწვევს ამ გარსის გასქელებას და სახსრის შეშუპებას.
იუვენილური ართრიტი აზიანებს ბავშვებს და მოზარდებს 16 წლის ასაკამდე. 5 და მეტი სახსრის პირველი 6 თვის განმავლობაში დაზიანების შემთხვევაში საუბრობენ პოლიართრიტულ ფორმაზე.
ართროპათიული ფსორიაზი წარმოადგენს სახსრების ანთების ფორმას კანის და ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანების დროს, ძირითადად ზედა და ქვედა კიდურების ფალანგების სახსარზე.
ფსორიაზი - კანის გავრცელებული ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება წითელი ლაქების გაჩენით. ლაქები დაფარულია სქელი, მშრალი, მოვერცხლისფრო ქერცლით.
მეტექსი ერევა დაავადების მიმდინარეობაში და აქვეითებს პროგრესირებას.
კრონის დაავადება - ნაწლავის ანთებითი დაავადების სპეციფიური ფორმა, რომელიც აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა უბანს და შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, პირღებინება ან წონის კლება.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მეტექსის გამოყენების წინ?
არ შეიძლება მეტექსის გამოყენება:
თუ ხართ ალერგიული მეტოტრექსატზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე.
თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან სისხლის მძიმე დაავადება
თუ რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს
თუ გაქვთ მძიმე ინფექცია, მაგ. ტუბერკულოზი, აივ ინფექცია ან იმუნოდეფიციტის სხვა სინდრომი
თუ გაქვთ წყლულოვანი ელემენტი პირის ღრუს ან კუჭის-ნაწლავის არეში
ორსულობის ან ლაქტაციის დროს (იხ. განყოფილება „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“)
თუ მკურნალობის პარალელურად იტარებთ ვაქცინაციას ცოცხალი ვაქცინით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ მეტექსის მიღებას დაიწყებთ, შემდეგ შემთხვევაში:
თუ ხართ ხანდაზმული ან გრძნობთ თავს ცუდად და სუსტად,
დაქვეითებული გაქვთ ღვიძლის ფუნქცია
გაქვთ დეჰიდრატაცია ( ორგანიზმში სითხის დაბალი შემცველობა).
მეტექსით მკურნალობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
მეტოტრექსატი დროებით მოქმედებს სპერმის და კვერცხუჯრედის პროდუქციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში შექცევადია. მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა და მძიმე თანდაყოლილი დეფექტები. თავი აარიდეთ დაორსულებას მეტოტრექსატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იხ. განყოფილება „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა”.
რეკომენდებული თანმხლები კვლევები და სიფრთხილის ზომები:
მეტექსის დაბალი დოზებით მკურნალობის დროსაც კი შესაძლოა გაჩნდეს მძიმე გვერდითი მოვლენები. მათი დროულად ამოცნობისთვის ექიმმა უნდა დაგეგმოს საკონტროლო ლაბორატორიული ანალიზები.
მკურნალობის დაწყების წინ
მკურნალობის დაწყების წინ ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი, რათა დარწმუნდეს ექიმი რომ სისხლის საკმარისი უჯრედები გაქვთ. ასევე ჩატარდება კვლევები ღვიძლის ფუნქციის, შრატის ალბუმინის (სისხლის ცილა) და თირკმლის ფუნქციის შეფასების მიზნით. ექიმი ასევე შეამოწმებს გაქვთ თუ არა ტუბერკულოზი (ინფექციური დაავადება, რომლის დროსაც დაზიანებულ ქსოვილში ჩნდება კვანძები) და ჩაატარებს გულმკერდის რენტგენოგრაფიას.
მკურნალობის დროს
შემდეგი კვლევები უნდა ჩატარდეს თვეში მინიმუმ ერთხელ პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდეგ მინიმუმ ერთხელ კვარტალურად:
პირის ღრუს და ხახის დათვალიერება ლორწოვანი გარსის ცვლილების გამოსავლენად
სისხლის ანალიზი
ღვიძლის ფუნქციის კონტროლი
თირკმლის ფუნქციის კონტროლი
სასუნთქი გზების კონტროლი და საჭიროებისამებრ ფილტვის ფუნქციის კონტროლი
ფილტვებიდან მწვავე სისხლდენა განვითარდა რევმატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტოტრექსატს. თუ შეამჩნიეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისხლიანი ხველა ან ნახველი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მეტოტრექსატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს იმუნურ სისტემაზე და ვაქცინაციის შედეგზე. შესაძლოა გავლენა იქონიოს იმუნოლოგიური ტესტების შედეგზე. ფარული ქრონიკული ინფექციები (მაგ. ჰერპეს ზოსტერი, ტუბერკულოზი, C და D ჰეპატიტი) შესაძლოა კვლავ გამწვავდეს. არ ჩაიტაროთ ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით მეტოტრექსატით მკურნალობის დროს.
კანის ანთება ან მზის დამწვრობა, რომელიც გამოწვეულია რადიაციით, შეიძლება განმეორდეს მეტოტრექსატით მკურნალობის დროს (ეგრეთ წოდებული გახსენების რეაქცია). ფსორიაზული დაზიანება შეიძლება გაუარესდეს ულტრაიისფერი გამოსხივების და მეტოტრექსატის ერთდროული მოქმედების დროს.
შესაძლოა ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა.
დიარეა შეიძლება იყოს მეტექსის ტოქსიური მოქმედების შედეგი. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა. მიმართეთ ექიმს თუ დაგეწყოთ დიარეა.
თავის ტვინის გარკვეული დარღვევები (ენცეფალოპათია/ლეიკოენცეფალოპათია) დაფიქსირდა ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტოტრექსატს. ეს გვერდითი მოვლენები არ შეიძლება გამოირიცხოს, როდესაც მეტოტრექსატი გამოიყენება სხვა დაავადებების მკურნალობის დროს.
მეტექსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, აქამდე იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. ეს ასევე ეხება იმ მედიკამენტებსაც, რომელსაც თქვენ მიიღებთ მომავალში.
მკურნალობის ეფექტურობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს, თუ მეტექსს მიიღებთ ზოგიერთ სხვა მედიკამენტთან ერთად:
ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი და არააბსორბირებადი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, პენიცილინი, გლიკოპეპტიდი, სულფანილამიდი, ციპროფლოქსაცინი და ცეფალოტინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ინფექციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ან სალიცილატები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილის და/ან ანთების დროს, ისეთი როგორიცაა, აცეტილსალიცილის მჟავა, დიკლოფენაკი, იბუპროფენი ან პირაზოლი).
პრობენეციდი (პოდაგრის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტი).
სუსტი ორგანული მჟავები, როგორიცაა მარყუჟის შარდმდენები („წყლის აბები“).
მედიკამენტები, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ძვლის ტვინზე, მაგ. ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ანტიბიოტიკი) და პირიმეტამინი.
სხვა მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს, ისეთი როგორიცაა - ლეფლუნომიდი, სულფასალაზინი და აზატიოპრინი.
მერკაპტოპურინი (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი).
რეტინოიდი (ფსორიაზის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტი).
თეოფილინი (ბრონქული ასთმის და ფილტვის სხვა დაავადების სამკურნალო მედიკამენტი).
ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ისეთი როგორიცაა ომეპრაზოლი და პანტოპრაზოლი.
ჰიპოგლიკემიური მედიკამენტები (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში შაქრის დაქვეითების დროს).
ვიტამინების დანამატები, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას, შესაძლოა გავლენა იქონიოს მკურნალობის ეფექტურობაზე და უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
არ უნდა აიცრათ ცოცხალი ვაქცინით.
მეტექსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მეტექსით მკურნალობის დროს არ მიიღოთ ალკოჰოლი და მოერიდეთ ყავის, არაალკოჰოლური კოფეინის შემცველი სასმელის და შავის ჩაის ჭარბად მიღებას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ორსულობა
არ მიიღოთ მეტექსი თუ ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას. მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, ზიანი მიაყენოს ნაყოფს ან გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა. ეს დაკავშირებულია თავის ქალას, სახის, გულის და სისხლძარღვების, თავის ტვინის და კიდურების მანკებთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტოტრექსატი არ დაენიშნოს ორსულს ან პაციენტს, რომელიც გეგმავს დაორსულებას. რეპროდუქციული ასაკის ქალებთან ორსულობა უნდა გამოირიცხოს შესაბამისი საშუალებებით, მაგ. ორსულობის ტესტით შესაძლო გამორიცხვა.
დაორსულობას უნდა მოერიდოთ როგორც მეტოტრექსატით მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში გამოიყენეთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები (იხ. განყოფილება „უსაფრთხოება და სიფრთხილის ზომები“).
თუ დაორსულდით მკურნალობის დროს ან ფიქრობთ რომ შესაძლოა დაორსულდეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ უნდა იყოთ ინფორმირებული მკურნალობის დროს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკებზე.
თუ გეგმავთ დაორსულებას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელმაც შესაძლოა მკურნალობის დაწყებამდე გადაგამისამართოთ ვიწრო სპეციალისტთან.
ლაქტაცია
მეტექსით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
მამაკაცის ფერტილობა
არსებული მონაცემები არ მიუთითებს განვითარების მანკების ან ორსულობის შეწყვეტის მომატებულ რისკებზე, როდესაც მამაკაცი იღებს 30მგ-მდე მეტოტრექსატს კვირაში. თუმცა რისკების მთლიანად გამორიცხვა შეუძლებელია. მეტოტრექსატი შესაძლოა იყოს გენოტოქსიური. ეს ნიშნავს რომ მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური მუტაციები. მეტოტრექსატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სპერმის პროდუქციაზე და გამოიწვიოს თანდაყოლილი ანომალიების განვითარება. ამიტომ რეკომენდებულია მეტოტრექსატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ჩასახვისგან თავის შეკავება.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
მეტექსით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, რომელიც გავლენას იქონიებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მაგ. დაღლილობა და თავბრუსხვევა. ამიტომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ გრძნობთ დაღლილობას ან თავბრუსხვევას, არ მართოთ ავტომანქანა და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებზე.
მეტექსი შეიცავს ნატრიუმს
მეტექსის 1 დოზა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მიიღოთ მეტექსი?
მნიშვნელოვანი გაფრთხილება მეტექსის (მეტოტრექსატი) დოზირების შესახებ:
მეტექსი რევმატოიდული ართრიტის, იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, ფსორიაზის, ართროპათიური ფსორიაზის და კრონის დაავადების სამკურნალოდ შესაძლებელია გამოიყენოთ კვირაში მხოლოდ ერთხელ. მეტექსის (მეტოტრექსატის) გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალობა.
ყურადღებით წაიკითხეთ ამ ინსტრუქციის მესამე ნაწილი. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან ან ექიმთან.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან ან ექიმთან.
თქვენი ექიმი განსაზღვრას დოზას, რომელიც იქნება პერსონალურად თქვენთვის. როგორც წესი, მკურნალობის ეფექტის მისაღწევად საჭიროა 4-8 კვირა.
მეტექსის მიღება ხდება ინექციის სახით კვირაში ერთხელ. კეთდება ექიმის, ექთნის მიერ ან მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმთან ერთად შეარჩევთ ყოველკვირეულად ინექციის დღეს. მეტექსი შეიძლება გაკეთდეს ინტრამუსკულურად (კუნთში), ინტრავენურად (ვენაში) ან სუბკუტანურად (კანქვეშ).
ბავშვებში და მოზარდებში ინტრავენური გამოყენების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია. ამიტომ, წამალი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კანქვეშ ან კუნთში.
ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება
ექიმი იუვენილური იდიოპათიური ართრიტის პოლიართრიტული ფორმის სამკურნალოდ განსაზღვრავს შესაბამის დოზას ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
მეტექსი არაა რეკომენდებული ბავშვებში 3 წლის ასაკამდე, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არასაკმარისი გამოცდილებაა.
გამოყენების ტიპი და ხანგრძლივობა
მეტექსი მიიღება კვირაში ერთხელ!
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას. რევმატოიდული ართრიტის, იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, ვულგარული ფსორიაზის, ფსორიოზული ართრიტის და კრონის დაავადების დროს მეტექსით მკურნალობა ხანგრძლივია.
მკურნალობის დასაწყისში მეტექსის ინექციას აკეთებს სამედიცინო პერსონალი. ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ ისწავლოთ და დამოუკიდებლად გაიკეთოთ მეტექსი კანქვეშ. ამ შემთხვევაში თქვენ შესაბამისად დატრენინგდებით. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ინექცია, სანამ არ მიიღებთ შესაბამის ცოდნას.
გაეცანით მიღების ინსტრუქციას, რომელიც მოცემულია ბროშურის ბოლოში.
დამუშავება და უტილიზაცია უნდა მოხდეს ისე, როგორც ხდება ციტოსტატიური მედიკამენტების შემთხვევაში და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ რეგულაციებს. ორსული სამედიცინო პერსონალი არ უნდა იყოს შეხებაში მეტექსთან.
მეტოტრექსატი არ უნდა მოხვდეს კანზე ან ლორწოვან გარსზე. დაბინძურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ აღნიშნული უბნები დიდი რაოდენობით წყლით.
თუ თქვენ მიიღეთ მეტექსის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო
თუ თქვენ მიიღეთ მეტექსის იმაზე დიდი დოზა, ვიდრე რეკომენდებული იყო, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მეტექსის მიღება
არ მიიღოთ ორჯერ, თუ დაგავიწყდათ წინა მიღება
თუ შეწყვეტთ მეტექსის მიღებას
თუ შეწყვეტთ მეტექსის მიღებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ფიქრობთ რომ მეტექსის ეფექტი უფრო ძლიერია ან უფრო სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების გაჩენა და სიმძიმე დამოკიდებულია მიღების დოზასა და სიხშირეზე. იქიდან გამომდინარე რომ, მძიმე გვერდითი მოვლენები შეიძლება გაჩნდეს დაბალი დოზის დროსაც, მნიშვნელოვანია რეგულარულად გაგსინჯოთ ექიმმა. ექიმი ჩაგიტარებთ კვლევებს, რათა გააკონტროლოს სისხლში ცვლილებები (მაგ. ლეიკოციტების დაბალი შემცველობა, თრომბოციტების დაბალი შემცველობა და ლიმფომა), თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის ცვლილება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გექნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რადგან ეს სიმპტომები მიუთითებს მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ გვერდით მოვლენებზე, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მიზანმიმართულ მკურნალობას:
მუდმივი, მშრალი, მკვეთრი ხველა, ქოშინი და ცხელება. შეიძლება იყოს ფილტვის ანთების ნიშანი (ხშირი)
სისხლიანი ნახველი ან ხველა. შეიძლება იყოს ფილტვიდან სისხლდენის ნიშანი (უცნობი)
ღვიძლის დაზიანების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა კანის და სკლერის სიყვითლე.
მეტოტრექსატმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაზიანება (ციროზი), ღვიძლის ქსოვილის დანაწიბურება (ღვიძლის ფობროზი), ღვიძლის გაცხიმოვნება (ზოგჯერ), ღვიძლის ანთება (მწვავე ჰეპატიტი) (იშვიათი) და ღვიძლის უკმარისობა (ძალიან იშვიათი)
ალერგიის სიმპტომები, ისეთი როგორიცაა- კანის ელემენტები, სიწითლე, ქავილი, შეშუპება კიდურების, სახის, ტუჩების, პირის, ყელის არეში (შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გონების დაკარგვის შეგრძნება. შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ან ანაფილაქსიური შოკის ნიშანი (იშვიათი)
თირკმლის დაზიანების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა - კიდურების შეშუპება, შარდვის სიხშირის ცვლილება ან შარდვის შემცირება (ოლიგურია) ან მოშარდვის არარსებობა (ანურია). შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშანი (იშვიათი)
სიმპტომები, რომელიც მიუთითებს ინფექციაზე, მაგ. ცხელება, შემცივნება, ტკივილი, ტკივილი ყელის არეში, მეტოტრექსატმა შეიძლება გაზარდოს სხვადასხვა ინფექციებისადმი მიმღებლობა. შეიძლება განვითარდეს მძიმე ინფექციები, ისეთი როგორიცაა ფილტვის ანთების გარკვეული ფორმა (Pneumocystis-carinii-პნევმონია), ან სისხლის მოწამვლა (სეფსისი) (იშვიათი)
ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე სხეულის ერთ მხარეს (ინსულტი) ან ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და უჩვეულო სითბო ერთი ფეხის არეში (ღრმა ვენებს თრომბოზი). ეს ვითარდება მაშინ, როცა თრომბი ბლოკავს სისხლძარღვს (თრომბოემბოლია) (იშვიათი)
ცხელება და საერთო მდგომარეობის ძლიერი გაუარესება ან უეცარი ცხელება, რომელსაც ერთვის ტკივილი ყელის არეში ან პირის ღრუში, ან შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. მეტოტრექსატს შეუძლია გამოიწვიოს ლეიკოციტების მნიშვნელოვნად შემცირება (აგრანულოციტოზი) და ძვლის ტვინის დათრგუნვა (ძალიან იშვიათი)
მოულოდნელი სისხლდენა, მაგ. ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლი შარდში, სისხლიანი პირღებინება ან სისხლჩაქცევები. შეიძლება იყოს სისხლში თრომბოციტების მნიშვნელოვნად შემცირების შედეგი, გამოწვეული ძვლის ტვინის სუპრესიის დაწყებით (ძალიან იშვიათი)
ისეთი სიმპტომები, როგორიცაა- თავის ტკივილი, ხშირად შერწყმული ცხელებასთან, კისრის რიგიდობასთან, გულისრევასთან, პირღებინებასთან, გონების დაბინდვასა და სინათლეზე მგრძნობელობასთან. შეიძლება მიუთითებდეს მენინგიტზე (მწვავე ასეპტიური მენინგიტი) (ძალიან იშვიათი)
თავის ტვინის გარკვეული დარღვევები (ენცეფალოპათია/ლეიკოენცეფალოპათია) დაფიქსირდა ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტოტრექსატს. ეს გვერდითი მოვლენები არ შეიძლება გამოირიცხოს, როდესაც მეტოტრექსატი გამოიყენება სხვა დაავადებების მკურნალობის დროს. ტვინის ამ ტიპის დაავადების ნიშანია: ცნობიერების ცვლილება, მოძრაობის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის ან მეხსიერების დარღვევა (უცნობია)
კანზე ძლიერი გამონაყარი ან ბუშტუკების გაჩენა (შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუში, თვალებზე და სასქესო ორგანოზე). შეიძლება იყოს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ეგრეთწოდებული დამწვარი კანის სინდრომის ნიშანი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი/ ლაიელის სინდრომი) (ძალიან იშვიათი).
ქვეთმოთ ჩამოთვლილი სხვა გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება განვითარდეს:
ძალიან ხშირად: შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტ ადამიანში
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, დისპეფსია, პირღებინება, უმადობა, ტკივილი მუცლის არეში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ასტ, ალტ, ბილირუბინი, ტუტე ფოსფატაზა).
ხშირად: შეიძლება განვითარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე ადამიანში
წყლულები პირის ღრუში, დიარეა
გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი
თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა
სისხლის უჯრედების, ლეიკოციტების და/ან ერითროციტების და/ან თრომბოციტების წარმოქმნის შემცირება.
ნაკლებად ხშირად: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში
ანთება ყელის არეში
ნაწლავის ანთება, პირღებინება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, შავი ფერის განავალი ან მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლულები და სისხლდენა
სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება, თმის ცვენა, რევმატოიდული კვანძების გაზრდა, კანის წყლულები, ჰერპეს ზოსტერი, სისხლძარღვების ანთება, ჰერპესის მსგავსი ელემენტები, გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს (ურტიკარია)
შაქრიანი დიაბეტის დაწყება
თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, დეპრესია
შრატში ალბუმინის რაოდენობის დაქვეითება
სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება
შარდის ბუშტის ან საშოს ანთება და წყლულოვანი დაზიანება, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა
ტკივილი სახსრების არეში, კუნთების ტკივილი, ძვლოვანი მასის შემცირება
იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-მდე ადამიანში
გინგივიტი
კანის პიგმენტაციის გაძლიერება, აკნე, ლურჯი ფერის ლაქები კანის არეში სისხლძარღვიდან სისხლდენის გამო (ექკიმოზი, პეტექია), სისხლძარღვების ალერგიული ანთება
სისხლში ანტისხეულების შემცირება
ინფექცია (მათ შორის მიძინებული ქრონიკული ინფექციების რეაქტივაცია), თვალების სიწითლე (კონიუნქტივიტი)
ხასიათის ცვლილება
მხედველობის დარღვევა
გულის პერანგის ანთება, სითხის დაგროვება გულის პერანგის არეში, გულის პერანგის არეში სითხის დაგროვების გამო გულის სისხლით ავსების შეფერხება
დაბალი არტერიული წნევა
ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება (ფილტვის ფიბროზი), ქოშინი და ბრონქული ასთმა, ფილტვებს შორის სითხის დაგროვება
სტრესული მოტეხილობა
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა
ცხელება, ჭრილობის შეხორცების დარღვევა.
ძალიან იშვიათად: შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-მდე ადამიანში
ნაწლავის მწვავე ტოქსიური დილატაცია (ტოქსიური მეგაკოლონი)
ფრჩხილების პიგმენტაციის გაძლიერება, კუტიკულების ანთება (მწვავე პარონიქია), თმის ფოლიკულების ღრმა ინფილტარაცია (ფურუნკულოზი), წვრილი სისხლძარღვების ხილული გაფართოება
ადგილობრივი დაზიანება (სტერილური აბსცესის გაჩენა, ცხიმოვანი ქსოვილის დესტრუქცია) მეტექსის კუნთში ან კანქვეშ ინექციის შემდეგ
ტკივილი, კუნთის სისუსტე ან ჩხვლეტის/დაბუჟების შეგრძნების დაქვეითება, გემოს ცვლილება (მეტალის გემო პირის ღრუში), კრუნჩხვა, დამბლა, ტვინის გარსის გაღიზიანება (მენინგიზმი)
მხედველობის დაქვეითება, თვალის არაანთებითი დაავადება (რეტინოპათია)
სექსუალური ინტერესის დაკარგვა, იმპოტენცია, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ზომაში გაზრდა, სპერმის წარმოების შემცირება (ოლიგოსპერმია), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშოდან გამონადენი
ლიმფური ჯირკვლების ზომაში გაზრდა (ლიმფომა)
ლიმფოპროლიფერაციული დაავადება (სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი ზრდა).
სიხშირე არაა ცნობილი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა
სისხლდენა ცხვირიდან
ალბუმინი (ცილა) შარდში
სისუსტის შეგრძნება
ყბის ძვლის დაზიანება (მეორადად სისხლის თეთრი უჯრედების გადაჭარბებული ზრდის გამო)
ინექციის ადგილზე ქსოვილის დაზიანება
სიწითლე და აქერცვლა კანის არეში
შეშუპება.
მეტოტრექსატის კუნთში გაკეთების დროს ხშირად ვითარდება გვერდითი მოვლენები (მაგ. წვის შეგრძნება) ან დაზიანება (სტერილური აბსცესის გაჩენა, ცხიმოვანი ქსოვილს დესტრუქცია) ინექციის ადგილას. მეტოტრექსატის კანქვეშ გამოყენება ადგილობრივად კარგად გადაიტანება. დაფიქსირებულია მხოლოდ კანის უმნიშვნელო ადგილობრივი რეაქცია, რომელიც მცირდება მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
- როგორ ინახება მეტექსი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25 ° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ წინასაწრ შევსებული შპრიცები მუყაოს კოლოფით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
მედიკამენტი არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეტექსი
მოქმედი ნივთიერება - მეტოტრექსატი. 1 მლ ხსნარი შეიცავს მეტოტრექსატის დინატრიუმს, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ მეტოტრექსატის.
სხვა შემადგენელი ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება მეტექსი და შეფუთვის შიგთავსი
მეტექსის წინასწარ შევსებული შპრიცები შეიცავს გამჭვირვალე, მოყვითალო-მოყავისფრო ხსნარს.
ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვები:
წინასწარ შევსებული შპრიცები წებოვანი კანქვეშა ინექციის ნემსით, გრადუირებული და სპირტიანი ტამპონით 0,15 მლ, 0,20 მლ, 0,25 მლ, 0,30 მლ, 0,35 მლ, 0,40 მლ, 0,45 მლ, 0,50 მლ, 0,55 მლ, 0,60 მლ საინექციო ხსნარი 1, 4, 5, 6, 10, 11, 12 და 24 წინასწარ შევსებული შპრიცის შეფუთვით.
წინასწარ შევსებული შპრიცები მიმაგრებული კანქვეშა ინექციის ნემსით, გრადუირებული და სპირტიანი ტამპონით 0,15 მლ, 0,20 მლ, 0,25 მლ, 0,30 მლ, 0,35 მლ, 0,40 მლ, 0,45 მლ, 0,50 მლ, 0,55 მლ, 0,60 მლ საინექციო ხსნარი 1, 4, 5, 6, 10, 11, 12 და 24 წინასწარ შევსებული შპრიცის შეფუთვით.
კუნთში და ინტრავენურად გაკეთების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი ნემსი. ნემსი, რომელიც შედის შეფუთვაში განკუთვნილია კანქვეშა ინექციისთვის.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მედაკი
სპეციალიზირებული კლინიკური პროდუქციის საზოგადოება
თეატრის ქუჩა 6
22880 ვედელი
გერმანია
Tel.: +49 (0)4103 8006-0
Fax: +49 (0)4103 8006-100
ეს პრეპარატი ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში ნებადართულია შემდეგი დასახელებით:
ბელგია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ავსტრია, რუმინეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი: Metoject
დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი და პორტუგალია: Metex
გერმანია: metex
იტალია: Reumaflex
ბოლო ცვლილებები ამ ინსტრუქციაში შეტანილია 10.2020-ში.
გამოყენების ინსტრუქცია
ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, სანამ დაიწყებთ ინექციის გაკეთებას. ყოველთვის გამოიყენეთ ინექციის ის ტენიკა, რომელიც აგიხსნათ ექიმმა, ფარმაცევტმა ან ექთანმა.
თუ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე კითხვა ან პრობლემა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
მომზადება
აირჩიეთ სუფთა, კარგად განათებული და გლუვი ზედაპირი.
გამოყენებამდე გაამზადეთ შესაბამისი ინვენტარი:
1 წინასწარ შევსებული მეტექსის შპრიცი
1 სპირტიანი ტამპონი (შედის შეფუთვის შემადგენლობაში)
კარგად დაიბანეთ ხელები. გამოყენებამდე კარგად შეამოწმეთ მეტექსის შპრიცი ხილულ დაზიანებაზე (ან ბზარებზე).
ინექციის ადგილი
ადგილი კანქვეშა ინექციისთვის: მუცელი, ბარძაყი.
- 59436023876000
ინექციისთვის საუკეთესო ადგილი:
ბარძაყის ზედა ნაწილი
მუცელი ჭიპის არის გარდა.
თუ ვინმე გეხმარებათ ინექციის დროს, მას შეუძლია ინექცია გაგიკეთოთ წინამხრის არეში, მხრის სახსრის ქვემოთ.
ყოველ ინექციისთვის შეარჩიეთ ახალი საინექციო ადგილი. ეს შეამცირებს ინექციის ადგილის გაღიზიანების რისკს.
არასდროს გააკეთოთ ინექცია ნაზ, სისხლიან, წითელ, მაგარ, ნაწიბუროვან, სტრიებიან კანზე. თუ გაქვთ ფსორიაზი, თავი აარიდეთ ინექციას კანის ელემენტებიან, გაწითლებულ ან ფუფხებით დაფარულ, დაზიანებულ უბნებში.
ხსნარის შეყვანა
- ამოიღეთ შეფუთვიდან მეტოტრექსატით წინასწარ შევსებული შპრიცი და გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
წინასწარ შევსებული შპრიცი შეფუთვიდან უნდა ამოიღოთ ოთახის ტემპერატურაზე.
- 3810-12702. დეზინფექცია
შეარჩიეთ ინექციის ადგილი და გაასუფთავეთ სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ტამპონით.
დაელოდეთ მინიმუმ 60 წმ, სანამ გაშრება სადეზინფექციო ხსნარი.
- 381039370003. მოხსენით პლასტმასის დამცავი თავი.
შპრიცის თავსახურიდან გამოწევით ფრთხილად მოხსენით ნაცრისფერი თავსახური. თუ თავსახური ძალინ მჭიდროდაა, მოხსენით მსუბუქად დატრიალებთ. მნიშვნელოვანია: არ შეეხოთ წინასწარ შევსებული შპრიცის ნემსს!
82550125730004. კანულის ჩადგმა
ორი თითით დააფიქსირეთ კანის ნაოჭი და შეიყვანეთ ნემსი 90°-იანი კუთხით.
14859022225005. ინექცია
მთლიანად შეიყვანეთ ნემსი კანის ნაოჭში. ნელა დააჭირეთ დგუშს და შეიყვანეთ სითხე კანქვეშ. ინექციის დასრულებამდე კანი შეინარჩუნეთ მონაოჭებული.
შემდეგ ფრთხილად გამოიტანეთ ნემსი გარეთ.
მეტოტრექსატი არ უნდა მოხვდეს კანის ან ლორწოვანის ზედაპირზე. მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დაზიანებული უბანი დიდი რაოდენობით წყლით.
თუ თქვენ ან სხვა პირმა დააზიანა ნემსი, დაუყოვნებლი მიმართეთ ექიმს. ამ შემთხვევაში წინასწარ შევსებული შპრიცის გამოყენება არ შეიძლება.
უტილიზაცია და სხვა დამუშავება
წინასაწარ შევსებული შპრიცის და სამკურნალო საშუალების დამუშავება და უტილიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ეროვნულ რეგულაციებს. ორსული სამედიცინო პერსონალი არ უნდა იყოს შეხებაში მეტექსთან.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მეტექსი 50 მგ/მლ
საინექციო ხსნარი, წინასწარ შევსებული შპრიცი
90303-VO
EB

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.