ტოქსივენოლი
Toxivenol
ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა და მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სისუსტესთან.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- carbazochrome + ტროქსერუტინი (troxerutin)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ + 3მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA54
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046477
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტოქსივენოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა და მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სისუსტესთან.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს.
სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
არ არის რეკომენდირებული ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ბავშვები
პრეპარატი არ არის ნაჩვენები ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებებისა და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ აჩვენა მტკიცებულებები, რომლებიც შეზღუდავდნენ მის გამოყენებას.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ასკორბინის მჟავის მოქმედება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურასა და გამტარობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გამორიცხული არ არის მავნე ზემოქმედება ნაყოფსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპრორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს მიღებული დოზისა და სხვა თანმხლები პრეპარატების შესაძლო გამოყენების მიხედვით. პოსტმარკეტინგული დაკვირვების საფუძველზე, პრეპარატზე არასასურველი რეაქციები იშვიათად უნდა ჩაითვალოს.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
ტროქსერუტინის+კარბაზოქრომის კომბინაციით მკურნალობის დროს დარეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - საკვების (კუჭის მხრივ) აუტანლობა, მათ შორის ღებინება.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალების მიმართ ან ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 300 მგ, კარბაზოქრომი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ტალკი, პოვიდონი K30, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® კრემისფერი 85F270028 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი, შავი რკინის ოქსიდი); ოპადრი® გამჭვირვალე 85F190000 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი).
სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყავისფრო-რძის ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ტროქსერუტინი, კომბინაციები. ათქ კოდი С05СА54.
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ტროქსერუტინით და კარბაზოქრომით.
ტროქსერუტინი (ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდი), ასევე ცნობილია როგორც ვიტამინი P4, წარმოადგენს ბიოფლავონოიდს, რომელიც ზრდის სისხლძარღვთა რეზისტენტობას (კაპილარომასტაბილიზებელი მოქმედება) და ამცირებს მათ გამტარობას, ხელს უშლის სისხლის თხევადი კომპონენტების ქსოვილებში გადაჭარბებულ შეღწევას (გამტარობის და შეშუპების საწინააღმდეგი მოქმედება).
და უზრუნველყოფს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ბიოფლავონოიდების მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მრავალფაქტორიან ჰიპოთეზებს:
- სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება პრეკაპილარულ სფინქტერზე;
- ადრენალინის მოქმედების გაძლიერება;
- ასკორბინის მჟავას და ადრენალინის მოქმედების გაძლიერება არაპირდაპირი ანტიოქსიდანტური მოქმედების გზით;
- ჰისტამინზე ანტიჰისტამინური მოქმედება;
- ჰიალურონიდაზას ინჰიბირება.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჰიპოთეზაა, რომ ტროქსერუტინი ხელს უწყობს ადრენალინის შეკავებას და კონცენტრაციას სისხლის მიმოქცევაში, კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას მეშვეობით ნეირომედიატორის კატაბოლიზმის ინჰიბირებით. ამრიგად, ადრენალინი ახდენს პერიფერიულ ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას, ძირითადად არტერიოლებსა და მეტაარტერიოლებზე, ბლოკავს პრეკაპილარულ სფინქტერს. ეს იწვევს სისხლის ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებას, რაც იწვევს კაპილარული ვაკუუმის წარმოქმნას, რაც აღმოფხვრის გამტარიანობას ქსოვილებთან სისხლის მიმოქცევის შეუძლებლობის გამო.
ნორადრენალინის კატაბოლიზმზე გავლენის გარდა, პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი ასევე განპირობებულია ასკორბინის მჟავას მოქმედების გაძლიერებით, რომელსაც აქვს მემბრანის გამტარიანობზე დამცავი მოქმედება და ჰიალურონიდაზას მანიჰიბირებელი ეფექტი, რომელიც გააქტიურების შემდეგ ახდენს ჰიალურონის მჟავას მეტაბოლიზმს, მუკოპოლისაქარიდის რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვთა კედლების სიმკვრივეზე. გარდა ამისა, ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირება, რომელიც სისხლძარღვთა გამაფართოებელი და პროანთებითი ნივთიერებაა, აუმჯობესებს კაპილარულ მდგრადობას და გამტარობას.
კარბაზოქრომი (ადენოქრომოსემიკარბაზონი), ორთოქინონი, რომელიც მიიღება ადრენალინიდან გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვით და ციკლიზაციით, სრულიად მოკლებულია სიმპათომიმეტურ აქტივობას მეორადი ამინოჯგუფის და ორთო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. ის ამცირებს სისხლდენის დროს სისხლდენის არეში მცირე სისხლძარღვების ლოკალური ვაზოკონსტრიქციით. ეს ეფექტი მიიღწევა არტერიული წნევის მომატების გარეშე. კარბაზოქრომს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კაპილარების რეზისტენტობასა და გამტარიანობაზე, ასევე სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვადობაზე.
ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის კომბინაცია ეფუძნება მათ ორმხრივ ურთიერთმოქმედებას ჰემოსტაზისა და ვაზოპროტექციისას, მათი ურთიერთდამატებითი ფარმაკოლოგიური და თერაპიული ეფექტების წყალობით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტროქსერუტინი
პერორალური მიღების შემდეგ ტროქსერუტინი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ტროქსერუტინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 1 საათის შემდეგ და შეადგენს 81,00 ± 2,94 ნგ / მლ, ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 8,73 ± 0,88 საათს.
პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ტროქსერუტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში მონო-, დი- და ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდების, გლუკურონიდების და არილაცეტის მჟავას წარმოებულების აგლუკოგონურ ფორმებამდე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-25 საათს. ტროქსერუტინის დაახლოებით 25% გამოიყოფა შარდით, ხოლო ნაღველით -დაახლოებით 70%.
კარბაზოქრომი
კარბაზოქრომის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ვლინდება მიღებიდან 10 წუთის შემდეგ. Cmax–ის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 21,0 ± 8,4 ნგ / მლ, ხოლო Cmax– ის მიღწევის დრო შეადგენს 1,2 ± 0,5 საათს. კარბაზოქრომის ნახევარგამოყოფის პერიოდი, შეკავების საშუალო დრო და ფართობი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) 2 საათიდან 8 საათამდე შეადგენენ 2,5 ± 0,9 საათს, 4,1 ± 1,1 საათს და 65,9 ± 25,3 საათს × ნგ / მ, შესაბამისად.
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტოქსივენოლი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ტოქსივენოლი, Toxivenol
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
ტროქსერუტინი + კარბაზოქრომი
Troxerutin + Carbazochrome
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 300 მგ, კარბაზოქრომი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ტალკი, პოვიდონი K30, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® კრემისფერი 85F270028 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, ყვითელი რკინის ოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი, შავი რკინის ოქსიდი); ოპადრი® გამჭვირვალე 85F190000 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი).
სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყავისფრო-რძის ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
გამოყენების ჩვენებები
ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა და მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სისუსტესთან.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს.
სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
არ არის რეკომენდირებული ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ბავშვები
პრეპარატი არ არის ნაჩვენები ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებებისა და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ აჩვენა მტკიცებულებები, რომლებიც შეზღუდავდნენ მის გამოყენებას.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ასკორბინის მჟავის მოქმედება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურასა და გამტარობაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გამორიცხული არ არის მავნე ზემოქმედება ნაყოფსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპრორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების წარმოქმნის სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს მიღებული დოზისა და სხვა თანმხლები პრეპარატების შესაძლო გამოყენების მიხედვით. პოსტმარკეტინგული დაკვირვების საფუძველზე, პრეპარატზე არასასურველი რეაქციები იშვიათად უნდა ჩაითვალოს.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA-ის სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
ტროქსერუტინის+კარბაზოქრომის კომბინაციით მკურნალობის დროს დარეგისტრირებულია შემდეგი არასასურველი რეაქციები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია - საკვების (კუჭის მხრივ) აუტანლობა, მათ შორის ღებინება.
შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალების მიმართ ან ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ტროქსერუტინი, კომბინაციები. ათქ კოდი С05СА54.
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ტროქსერუტინით და კარბაზოქრომით.
ტროქსერუტინი (ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდი), ასევე ცნობილია როგორც ვიტამინი P4, წარმოადგენს ბიოფლავონოიდს, რომელიც ზრდის სისხლძარღვთა რეზისტენტობას (კაპილარომასტაბილიზებელი მოქმედება) და ამცირებს მათ გამტარობას, ხელს უშლის სისხლის თხევადი კომპონენტების ქსოვილებში გადაჭარბებულ შეღწევას (გამტარობის და შეშუპების საწინააღმდეგი მოქმედება).
და უზრუნველყოფს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ბიოფლავონოიდების მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მრავალფაქტორიან ჰიპოთეზებს:
- სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება პრეკაპილარულ სფინქტერზე;
- ადრენალინის მოქმედების გაძლიერება;
- ასკორბინის მჟავას და ადრენალინის მოქმედების გაძლიერება არაპირდაპირი ანტიოქსიდანტური მოქმედების გზით;
- ჰისტამინზე ანტიჰისტამინური მოქმედება;
- ჰიალურონიდაზას ინჰიბირება.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ჰიპოთეზაა, რომ ტროქსერუტინი ხელს უწყობს ადრენალინის შეკავებას და კონცენტრაციას სისხლის მიმოქცევაში, კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას მეშვეობით ნეირომედიატორის კატაბოლიზმის ინჰიბირებით. ამრიგად, ადრენალინი ახდენს პერიფერიულ ვაზოკონსტრიქტორულ მოქმედებას, ძირითადად არტერიოლებსა და მეტაარტერიოლებზე, ბლოკავს პრეკაპილარულ სფინქტერს. ეს იწვევს სისხლის ნაკადის მნიშვნელოვან შემცირებას, რაც იწვევს კაპილარული ვაკუუმის წარმოქმნას, რაც აღმოფხვრის გამტარიანობას ქსოვილებთან სისხლის მიმოქცევის შეუძლებლობის გამო.
ნორადრენალინის კატაბოლიზმზე გავლენის გარდა, პრეპარატის ფარმაკოლოგიური ეფექტი ასევე განპირობებულია ასკორბინის მჟავას მოქმედების გაძლიერებით, რომელსაც აქვს მემბრანის გამტარიანობზე დამცავი მოქმედება და ჰიალურონიდაზას მანიჰიბირებელი ეფექტი, რომელიც გააქტიურების შემდეგ ახდენს ჰიალურონის მჟავას მეტაბოლიზმს, მუკოპოლისაქარიდის რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვთა კედლების სიმკვრივეზე. გარდა ამისა, ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირება, რომელიც სისხლძარღვთა გამაფართოებელი და პროანთებითი ნივთიერებაა, აუმჯობესებს კაპილარულ მდგრადობას და გამტარობას.
კარბაზოქრომი (ადენოქრომოსემიკარბაზონი), ორთოქინონი, რომელიც მიიღება ადრენალინიდან გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვით და ციკლიზაციით, სრულიად მოკლებულია სიმპათომიმეტურ აქტივობას მეორადი ამინოჯგუფის და ორთო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. ის ამცირებს სისხლდენის დროს სისხლდენის არეში მცირე სისხლძარღვების ლოკალური ვაზოკონსტრიქციით. ეს ეფექტი მიიღწევა არტერიული წნევის მომატების გარეშე. კარბაზოქრომს ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კაპილარების რეზისტენტობასა და გამტარიანობაზე, ასევე სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვადობაზე.
ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის კომბინაცია ეფუძნება მათ ორმხრივ ურთიერთმოქმედებას ჰემოსტაზისა და ვაზოპროტექციისას, მათი ურთიერთდამატებითი ფარმაკოლოგიური და თერაპიული ეფექტების წყალობით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ტროქსერუტინი
პერორალური მიღების შემდეგ ტროქსერუტინი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ტროქსერუტინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 1 საათის შემდეგ და შეადგენს 81,00 ± 2,94 ნგ / მლ, ნახევარგამოყოფის ბიოლოგიური პერიოდი შეადგენს 8,73 ± 0,88 საათს.
პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ტროქსერუტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში მონო-, დი- და ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდების, გლუკურონიდების და არილაცეტის მჟავას წარმოებულების აგლუკოგონურ ფორმებამდე. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-25 საათს. ტროქსერუტინის დაახლოებით 25% გამოიყოფა შარდით, ხოლო ნაღველით -დაახლოებით 70%.
კარბაზოქრომი
კარბაზოქრომის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ვლინდება მიღებიდან 10 წუთის შემდეგ. Cmax–ის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 21,0 ± 8,4 ნგ / მლ, ხოლო Cmax– ის მიღწევის დრო შეადგენს 1,2 ± 0,5 საათს. კარბაზოქრომის ნახევარგამოყოფის პერიოდი, შეკავების საშუალო დრო და ფართობი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) 2 საათიდან 8 საათამდე შეადგენენ 2,5 ± 0,9 საათს, 4,1 ± 1,1 საათს და 65,9 ± 25,3 საათს × ნგ / მ, შესაბამისად.
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციის და სხვა სამუშაოების შესრულებისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No50 გიუნეშლი ბაგჯილარი / სტამბოლი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


