ფლებოზიდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ტროქსერუტინსა და კარბაზოქრომს. ტროქსერუტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა (ბიოფლავონოიდი), რომელსაც გააჩნია დამცავი ეფექტი სისხლძარღვებზე (კაპილაროპროტექტორული მოქმედება). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კარბაზოქრომი (carbazochrome) + ტროქსერუტინი (troxerutin)
- ფორმა და შეფუთვა
- (150მგ+1,5მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- KLEVA S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA54
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046643
- რეგისტრირებულია
- 10 ნოემბერი 2026, მოქმედებს 10 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „იმ პლიუს ფარმა“
ფლებოზიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფლებოზიდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ტროქსერუტინსა და კარბაზოქრომს. ტროქსერუტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა (ბიოფლავონოიდი), რომელსაც გააჩნია დამცავი ეფექტი სისხლძარღვებზე (კაპილაროპროტექტორული მოქმედება). კარბაზოქრომი, წვრილი სისხლძარღვების შევიწროების გზით (ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციული მოქმედება) ამცირებს სისხლდენის დროს (ჰემორაგია). ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას (ჰემოსტაზი) და სისხლძარღვების დაცვას (ვაზოპროტექცია).
აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
სისხლის მიმოქცევის დარღვევით (ვენური უკმარისობა) გამოწვეული სიმპტომები;
წვრილი სისხლძარღვების (კაპილარების) სიმყიფე.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა, ფარმაცევტმა ან ექთანმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ამპულას დღეში, კუნთში ინექციის სახით (კუნთშიდა). არ შეურიოთ პრეპარატი ასკორბინის მჟავის შემცველ ხსნარებს.
თუ მიიღეთ ფლებოზიდის საჭიროზე მეტი დოზა
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ტროქსერუტინის, კარბაზოქრომის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
სიფრთხილის ზომები
ფლებოზიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატის კანქვეშა ინექციის სახით შეყვანა (მეზოთერაპია) არ არის დაშვებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
ფლებოზიდსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის ურთიერთქმედების დადგენილი შემთხვევები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფლებოზიდის გამოყენება არარეკომენდებულია, რადგან ნაყოფსა და ჩვილზე მავნე ზემოქმედების რისკი არ არის გამორიცხული.
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
აღნიშნული პრეპარატი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფლებოზიდი შეიცავს ნატრიუმს
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 28.3 მგ (ან 1.23 მმოლ) ნატრიუმს მაქსიმალურ დოზაში (3 ამპულა). ეს შეესაბამება მოზრდილთა კვების რაციონით რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მიღების 1.4%-ს. აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ნატრიუმის შეზღუდული შემცველობის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
კანის გაღიზიანება (ლოკალური და გენერალიზებული ერითემა), კანქვეშ არასწორად შეყვანის შემთხვევაში (მეზოთერაპია: ინტრადერმული ან კანქვეშა გზით).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია დააფიქსიროთ პირდაპირ, შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
შემთხვევით ფლებოზიდის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ფლებოზიდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ტროქსერუტინი და კარბაზოქრომი. თითო ფლაკონი (3 მლ) შეიცავს 150 მგ ტროქსერუტინს და 1.5 მგ კარბაზოქრომს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
როგორია ფლებოზიდი გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში
კოლოფში მოთავსებულია 3 მლ-იანი 10 შუშის ფლაკონი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფლებოზიდი 150 მგ/3 მლ + 1.5 მგ/3 მლ საინექციო ხსნარი
ტროქსერუტინი + კარბაზოქრომი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა შეიძლება ავნოს მათ.
მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რას წარმოადგენს ფლებოზიდი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ფლებოზიდის მიღებამდე
- ფლებოზიდის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ფლებოზიდის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ფლებოზიდი და რისთვის გამოიყენება
ფლებოზიდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ტროქსერუტინსა და კარბაზოქრომს. ტროქსერუტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა (ბიოფლავონოიდი), რომელსაც გააჩნია დამცავი ეფექტი სისხლძარღვებზე (კაპილაროპროტექტორული მოქმედება). კარბაზოქრომი, წვრილი სისხლძარღვების შევიწროების გზით (ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციული მოქმედება) ამცირებს სისხლდენის დროს (ჰემორაგია). ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას (ჰემოსტაზი) და სისხლძარღვების დაცვას (ვაზოპროტექცია).
აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
სისხლის მიმოქცევის დარღვევით (ვენური უკმარისობა) გამოწვეული სიმპტომები;
წვრილი სისხლძარღვების (კაპილარების) სიმყიფე.
- რა უნდა იცოდეთ ფლებოზიდის მიღებამდე
არ მიიღოთ ფლებოზიდი
თუ გაქვთ ალერგია ტროქსერუტინის, კარბაზოქრომის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფლებოზიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატის კანქვეშა ინექციის სახით შეყვანა (მეზოთერაპია) არ არის დაშვებული.
სხვა პრეპარატები და ფლებოზიდი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
ფლებოზიდსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის ურთიერთქმედების დადგენილი შემთხვევები არ არსებობს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფლებოზიდის გამოყენება არარეკომენდებულია, რადგან ნაყოფსა და ჩვილზე მავნე ზემოქმედების რისკი არ არის გამორიცხული.
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
აღნიშნული პრეპარატი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფლებოზიდი შეიცავს ნატრიუმს
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 28.3 მგ (ან 1.23 მმოლ) ნატრიუმს მაქსიმალურ დოზაში (3 ამპულა). ეს შეესაბამება მოზრდილთა კვების რაციონით რეკომენდებული ნატრიუმის მაქსიმალური დღიური მიღების 1.4%-ს. აღნიშნული გათვალისწინებული უნდა იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ან ნატრიუმის შეზღუდული შემცველობის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.
- ფლებოზიდის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა, ფარმაცევტმა ან ექთანმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ამპულას დღეში, კუნთში ინექციის სახით (კუნთშიდა). არ შეურიოთ პრეპარატი ასკორბინის მჟავის შემცველ ხსნარებს.
თუ მიიღეთ ფლებოზიდის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.
შემთხვევით ფლებოზიდის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ფლებოზიდის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
კანის გაღიზიანება (ლოკალური და გენერალიზებული ერითემა), კანქვეშ არასწორად შეყვანის შემთხვევაში (მეზოთერაპია: ინტრადერმული ან კანქვეშა გზით).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია დააფიქსიროთ პირდაპირ, შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ფლებოზიდის შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლებოზიდი
აქტიური ნივთიერებებია ტროქსერუტინი და კარბაზოქრომი. თითო ფლაკონი (3 მლ) შეიცავს 150 მგ ტროქსერუტინს და 1.5 მგ კარბაზოქრომს.
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
როგორია ფლებოზიდი გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში
კოლოფში მოთავსებულია 3 მლ-იანი 10 შუშის ფლაკონი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
აკარპია ფარმაჩეუტიჩი ს.რ.ლ. (ACARPIA FARMACEUTICI S.r.l.)
ვიალე ლ. მაინო 18, 20129 მილანი (იტალია)
მწარმოებლები
კლევა ს.ა. (KLEVA S.A.) - პარნითოს ავენიუ 189, ახარნე ატიკა, 13675 - საბერძნეთი
წარმოების სრული ციკლი, კონტროლი და სერიის გაშვება
ჩიტ ს.რ.ლ. (CIT S.r.l.)
ვია პრიმო ვილა, 17
20875 ბურაგო მოლგორა (MB)
მეორეული შეფუთვა და სერიის გაშვება
ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი: 2025 წლის იანვარი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


