პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ფლებოზიდი

FLEBOSIDE®

ურეცეპტოდ300მგ+3მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ფლებოზიდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ტროქსერუტინსა და კარბაზოქრომს. ტროქსერუტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა (ბიოფლავონოიდი), რომელსაც გააჩნია დამცავი ეფექტი სისხლძარღვებზე (კაპილაროპროტექტორული მოქმედება). …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
300მგ+3მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
KLEVA S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
ATC კოდი
C05CA54
რეგისტრაციის ნომერი
რ-046642
რეგისტრირებულია
10 ნოემბერი 2026, მოქმედებს 10 ნოემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „იმ პლიუს ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაფლებოზიდი და სხვა წამალი ერთად

ფლებოზიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლებოზიდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ტროქსერუტინსა და კარბაზოქრომს. ტროქსერუტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა (ბიოფლავონოიდი), რომელსაც გააჩნია დამცავი ეფექტი სისხლძარღვებზე (კაპილაროპროტექტორული მოქმედება). კარბაზოქრომი, წვრილი სისხლძარღვების შევიწროების გზით (ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციული მოქმედება) ამცირებს სისხლდენის დროს (ჰემორაგია). ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას (ჰემოსტაზი) და სისხლძარღვების დაცვას (ვაზოპროტექცია).

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

სისხლის მიმოქცევის დარღვევით (ვენური უკმარისობა) გამოწვეული სიმპტომები;

წვრილი სისხლძარღვების (კაპილარების) სიმყიფე.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს დღეში, პერორალურად. თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ექიმი თავად განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის ზუსტ დოზას.

თუ მიიღეთ ფლებოზიდის საჭიროზე მეტი დოზა

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ტროქსერუტინის, კარბაზოქრომის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

სიფრთხილის ზომები

ფლებოზიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

ფლებოზიდსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის ურთიერთქმედების დადგენილი შემთხვევები არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფლებოზიდის გამოყენება არარეკომენდებულია, რადგან ნაყოფსა და ჩვილზე მავნე ზემოქმედების რისკი არ არის გამორიცხული.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

აღნიშნული პრეპარატი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფლებოზიდი შეიცავს საქაროზას და საღებავს „მზის ჩასვლისფერი ყვითელი ნარინჯისფერი“ (Sunset Yellow Orange E110)

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რომელიც შაქრის ერთ-ერთი სახეობაა. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს საღებავს „მზის ჩასვლისფერი ყვითელი ნარინჯისფერი“, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

დარღვევები კუჭის მხრივ (კუჭისმიერი აუტანლობა), მათ შორის გულისრევა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია დააფიქსიროთ პირდაპირ, შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ჭარბი დოზა

შემთხვევით ფლებოზიდის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ფლებოზიდის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია ტროქსერუტინი და კარბაზოქრომი. თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ტროქსერუტინს და 3 მგ კარბაზოქრომს.

დამხმარე ნივთიერებებია: გუმიარაბიკი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლივინილპიროლიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის კარბონატი, კაოლინი, საღებავი „ყვითელი ნარინჯისფერი S” (E110), ინდიგოტინი (E132), საქაროზა.

როგორია ფლებოზიდი გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში

კოლოფში 30 შემოგარსული ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერებში.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ფლებოზიდი 300 მგ + 3 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ტროქსერუტინი + კარბაზოქრომი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა შეიძლება ავნოს მათ.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რას წარმოადგენს ფლებოზიდი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ფლებოზიდის მიღებამდე
  • ფლებოზიდის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ფლებოზიდის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ფლებოზიდი და რისთვის გამოიყენება

ფლებოზიდი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ტროქსერუტინსა და კარბაზოქრომს. ტროქსერუტინი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა (ბიოფლავონოიდი), რომელსაც გააჩნია დამცავი ეფექტი სისხლძარღვებზე (კაპილაროპროტექტორული მოქმედება). კარბაზოქრომი, წვრილი სისხლძარღვების შევიწროების გზით (ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციული მოქმედება) ამცირებს სისხლდენის დროს (ჰემორაგია). ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას (ჰემოსტაზი) და სისხლძარღვების დაცვას (ვაზოპროტექცია).

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

სისხლის მიმოქცევის დარღვევით (ვენური უკმარისობა) გამოწვეული სიმპტომები;

წვრილი სისხლძარღვების (კაპილარების) სიმყიფე.

  • რა უნდა იცოდეთ ფლებოზიდის მიღებამდე

არ მიიღოთ ფლებოზიდი

თუ გაქვთ ალერგია ტროქსერუტინის, კარბაზოქრომის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფლებოზიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და ფლებოზიდი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

ფლებოზიდსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის ურთიერთქმედების დადგენილი შემთხვევები არ არსებობს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფლებოზიდის გამოყენება არარეკომენდებულია, რადგან ნაყოფსა და ჩვილზე მავნე ზემოქმედების რისკი არ არის გამორიცხული.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა

აღნიშნული პრეპარატი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფლებოზიდი შეიცავს საქაროზას და საღებავს „მზის ჩასვლისფერი ყვითელი ნარინჯისფერი“ (Sunset Yellow Orange E110)

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რომელიც შაქრის ერთ-ერთი სახეობაა. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს საღებავს „მზის ჩასვლისფერი ყვითელი ნარინჯისფერი“, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • ფლებოზიდის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს დღეში, პერორალურად. თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ექიმი თავად განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის ზუსტ დოზას.

თუ მიიღეთ ფლებოზიდის საჭიროზე მეტი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.

შემთხვევით ფლებოზიდის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

თუ დაგავიწყდათ ფლებოზიდის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):

დარღვევები კუჭის მხრივ (კუჭისმიერი აუტანლობა), მათ შორის გულისრევა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია დააფიქსიროთ პირდაპირ, შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ფლებოზიდის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე „EXP“ ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლებოზიდი

აქტიური ნივთიერებებია ტროქსერუტინი და კარბაზოქრომი. თითო შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ტროქსერუტინს და 3 მგ კარბაზოქრომს.

დამხმარე ნივთიერებებია: გუმიარაბიკი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლივინილპიროლიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის კარბონატი, კაოლინი, საღებავი „ყვითელი ნარინჯისფერი S” (E110), ინდიგოტინი (E132), საქაროზა.

როგორია ფლებოზიდი გარეგნულად და რა შედის შეფუთვაში

კოლოფში 30 შემოგარსული ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერებში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

აკარპია ფარმაჩეუტიჩი ს.რ.ლ. (ACARPIA FARMACEUTICI S.r.l.)

ვიალე ლ. მაინო 18, 20129 მილანი (იტალია)

მწარმოებლები

კლევა ს.ა. (KLEVA S.A.) - პარნითოს ავენიუ 189, ახარნე ატიკა, 13675 - საბერძნეთი

წარმოების სრული ციკლი, კონტროლი და სერიის გაშვება

ჩიტ ს.რ.ლ. (CIT S.r.l.)

ვია პრიმო ვილა, 17

20875 ბურაგო მოლგორა (MB)

მეორეული შეფუთვა და სერიის გაშვება

ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი: 2025 წლის იანვარი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა