პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ვარიტროქსი

VARITROX

ურეცეპტოდ(150მგ + 1,5მგ)ინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა; მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სიმყიფესთან.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(150მგ + 1,5მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
ATC კოდი
C05CA54
რეგისტრაციის ნომერი
რ-042634
რეგისტრირებულია
16 იანვარი 2025, მოქმედებს 16 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავარიტროქსი და სხვა წამალი ერთად

ვარიტროქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა; მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სიმყიფესთან.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 3-9 მლ (1-3 ამპულა) ინტრამუსკულარულად.

ამპულის შიგთავსი არ უნდა შეერიოს ასკორბინის მჟავას შემცველ სხვა ხსნარებს.

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის შესავსებად.

წინააღმდეგჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

მოცემული კომბინაციის გამოყენების გამოცდილებამ არ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც შეზღუდავდა პრეპარატ ვარიტროქსის გამოყენებას.

პრეპარატი შეიცავს 28,3 მგ (1,23 მმოლ) ნატრიუმს 9 მლ-ში (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა), რაც გასათვალისწინებელია თირკმლების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისა და ნატრიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფთათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ცნობილი არ არის ამ კომბინაციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გამორიცხული არ არის მავნე ზემოქმედების რისკი ნაყოფსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის არასწორად შეყვანისას (კანში ან კანქვეშ) შესაძლებელია უცნობი სიხშირით განვითარდეს კანის გაღიზიანება (სიწითლე შეყვანის ადგილას და გენერალიზებული ერითემა).

დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა კანში ან კანქვეშ (მეზოთერაპია), ვინაიდან არ ჩატარებულა კონტროლირებადი კლინიკური კვლევები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების თაობაზე შეყვანის ამ მეთოდების გამოყენებისას.

შეტყობინებები საეჭვო არაასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 150 მგ, კარბაზოქრომი 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი С05СА54

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ტროქსერუტინი, კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ტროქსერუტინით და კარბაზოქრომით.

ტროქსერუტინი (ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდი), ასევე ცნობილია როგორც ვიტამინი P4, წარმოადგენს ბიოფლავონოიდს, რომელიც ზრდის რა სისხლძარღვთა რეზისტენტობას, უზრუნველყოფს კაპილაროპროტექტორულ მოქმედებას და ამცირებს რა სისხლძარღვთა კედლის გამტარიანობას, ხელს უშლის სისხლის პლაზმის თხევადი კომპონენტის ქსოვილებში ჭარბად გადასვლას, უზრუნველყოფს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ბიოფლავონოიდების მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია მულტიფაქტორულ ჰიპოთეზებზე:

  • სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება პრეკაპილარულ სფინქტერზე;
  • ადრენალინის მოქმედების გაძლიერება;
  • ასკორბინის მჟავას დონის არაპირდაპირი ზრდა;
  • ადრენალინისა და ასკორბინის მჟავას მოქმედების გაძლიერება არაპირდაპირი ანტიოქსიდანტური ეფექტის ხარჯზე;
  • ანტაგონისტური მოქმედება ჰისტამინის მიმართ;
  • ჰიალურონიდაზას დათრგუნვა.

ამჟამად, მეტნაკლებად აღიარებული ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ტროქსერუტინი ხელს უწყობს ადრენალინის კონცენტრაციის შენარჩუნებას სისხლის მიმოქცევაში, ნეირომედიატორის კატაბოლიზმის დათრგუნვის გზით, რომელიც კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას მეშვეობით მიმდინარეობს. ამის შედეგად ადრენალინი ახდენს სისხლძარღთა შემავიწროვებელ პერიფერიულ მოქმედებას, ძირითადად მცირე ზომის არტერიებზე პრეკაპილარული სფინქტერის ბლოკირებით. შედეგად ხდება სისხლის ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება კაპილარული ვაკუუმის მდგომარეობის შექმნით, რაც გამორიცხავს სისხლძარღვის კედლის გამტარიანობას, სისხლძარღვოვან კალაპოტსა და ქსოვილებს შორის მიმოცვლის შეუძლებლობის გამო.

ნორადრენალინის კატაბოლიზმზე ზემოქმედებასთან ერთად, იგი აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას, რომელსაც დამცავი ეფექტი აქვს მემბრანების გამტარიანობასთან მიმართებაში, აგრეთვე აინჰიბირებს ჰიალურონიდაზას, რომელიც აქტივაციის შემდეგ ახდენს ჰიალურონის მჟავას (მუკოპოლისაქარიდი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვთა კედლის სიმკვრივეს) მეტაბოლურ გარდაქმნას. გარდა ამისა, იგი აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ და შეშუპების ხელშემწყობ აგენტს, რაც ამცირებს კაპილარების გამტარიანობას.

კარბაზოქრომი (ადრენოქრომის სემიკარბაზონი), ორთოქინონი, რომელიც ადრენალინის წარმოებულია და მიიღება გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვით და ციკლიზაციით, სრულიად მოკლებულია სიმპათომიმეტურ მოქმედებას ფუნქციური მეორეული ამინოჯგუფისა და ორთო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. იგი ამცირებს სისხლდენის დროს სისხლდენის არეში მცირე კალიბრის სისხლძარღვებზე ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციული მოქმედებით, არტერიული წნევის მატების გარეშე. ნაჩვენებია, რომ კარბაზოქრომი პირდაპირ გავლენას ახდენს კაპილარების რეზისტენტობასა და გამტარიანობაზე, სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვის უნარზე.

ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის კომბინაციას, ურთიერთშემავსებელი ფარმაკოლოგიური და თერაპიული თვისებების გამო, აქვს სისხლის შემაჩერებელი (ჰემოსტაზი) და ანგიოპროტექტორული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

მონაცემები არ არსებობს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ვარიტროქსი

VARITROX

სავაჭრო დასახელება

ვარიტროქსი, Varitrox

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ტროქსერუტინი + კარბაზოქრომი

Troxerutin + Carbazochrome

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი.

აღწერილობა: გამჭვირვალე ნარინჯისფერი ხსნარი.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 150 მგ, კარბაზოქრომი 1,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი С05СА54

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანგიოპროტექტორები. კაპილარების მასტაბილიზებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. ტროქსერუტინი, კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ტროქსერუტინით და კარბაზოქრომით.

ტროქსერუტინი (ტრიჰიდროქსიეთილრუტოზიდი), ასევე ცნობილია როგორც ვიტამინი P4, წარმოადგენს ბიოფლავონოიდს, რომელიც ზრდის რა სისხლძარღვთა რეზისტენტობას, უზრუნველყოფს კაპილაროპროტექტორულ მოქმედებას და ამცირებს რა სისხლძარღვთა კედლის გამტარიანობას, ხელს უშლის სისხლის პლაზმის თხევადი კომპონენტის ქსოვილებში ჭარბად გადასვლას, უზრუნველყოფს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ბიოფლავონოიდების მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია მულტიფაქტორულ ჰიპოთეზებზე:

  • სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება პრეკაპილარულ სფინქტერზე;
  • ადრენალინის მოქმედების გაძლიერება;
  • ასკორბინის მჟავას დონის არაპირდაპირი ზრდა;
  • ადრენალინისა და ასკორბინის მჟავას მოქმედების გაძლიერება არაპირდაპირი ანტიოქსიდანტური ეფექტის ხარჯზე;
  • ანტაგონისტური მოქმედება ჰისტამინის მიმართ;
  • ჰიალურონიდაზას დათრგუნვა.

ამჟამად, მეტნაკლებად აღიარებული ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ტროქსერუტინი ხელს უწყობს ადრენალინის კონცენტრაციის შენარჩუნებას სისხლის მიმოქცევაში, ნეირომედიატორის კატაბოლიზმის დათრგუნვის გზით, რომელიც კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზას მეშვეობით მიმდინარეობს. ამის შედეგად ადრენალინი ახდენს სისხლძარღთა შემავიწროვებელ პერიფერიულ მოქმედებას, ძირითადად მცირე ზომის არტერიებზე პრეკაპილარული სფინქტერის ბლოკირებით. შედეგად ხდება სისხლის ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება კაპილარული ვაკუუმის მდგომარეობის შექმნით, რაც გამორიცხავს სისხლძარღვის კედლის გამტარიანობას, სისხლძარღვოვან კალაპოტსა და ქსოვილებს შორის მიმოცვლის შეუძლებლობის გამო.

ნორადრენალინის კატაბოლიზმზე ზემოქმედებასთან ერთად, იგი აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას, რომელსაც დამცავი ეფექტი აქვს მემბრანების გამტარიანობასთან მიმართებაში, აგრეთვე აინჰიბირებს ჰიალურონიდაზას, რომელიც აქტივაციის შემდეგ ახდენს ჰიალურონის მჟავას (მუკოპოლისაქარიდი, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვთა კედლის სიმკვრივეს) მეტაბოლურ გარდაქმნას. გარდა ამისა, იგი აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ და შეშუპების ხელშემწყობ აგენტს, რაც ამცირებს კაპილარების გამტარიანობას.

კარბაზოქრომი (ადრენოქრომის სემიკარბაზონი), ორთოქინონი, რომელიც ადრენალინის წარმოებულია და მიიღება გვერდითი ჯაჭვის დაჟანგვით და ციკლიზაციით, სრულიად მოკლებულია სიმპათომიმეტურ მოქმედებას ფუნქციური მეორეული ამინოჯგუფისა და ორთო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. იგი ამცირებს სისხლდენის დროს სისხლდენის არეში მცირე კალიბრის სისხლძარღვებზე ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციული მოქმედებით, არტერიული წნევის მატების გარეშე. ნაჩვენებია, რომ კარბაზოქრომი პირდაპირ გავლენას ახდენს კაპილარების რეზისტენტობასა და გამტარიანობაზე, სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვის უნარზე.

ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის კომბინაციას, ურთიერთშემავსებელი ფარმაკოლოგიური და თერაპიული თვისებების გამო, აქვს სისხლის შემაჩერებელი (ჰემოსტაზი) და ანგიოპროტექტორული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

მონაცემები არ არსებობს.

გამოყენების ჩვენებები

ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა; მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სიმყიფესთან.

გამოყენების წესი და დოზები

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 3-9 მლ (1-3 ამპულა) ინტრამუსკულარულად.

ამპულის შიგთავსი არ უნდა შეერიოს ასკორბინის მჟავას შემცველ სხვა ხსნარებს.

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის შესავსებად.

წინააღმდეგჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

პრეპარატის არასწორად შეყვანისას (კანში ან კანქვეშ) შესაძლებელია უცნობი სიხშირით განვითარდეს კანის გაღიზიანება (სიწითლე შეყვანის ადგილას და გენერალიზებული ერითემა).

დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა კანში ან კანქვეშ (მეზოთერაპია), ვინაიდან არ ჩატარებულა კონტროლირებადი კლინიკური კვლევები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების თაობაზე შეყვანის ამ მეთოდების გამოყენებისას.

შეტყობინებები საეჭვო არაასურველი რეაქციების შესახებ

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებები სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

მოცემული კომბინაციის გამოყენების გამოცდილებამ არ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც შეზღუდავდა პრეპარატ ვარიტროქსის გამოყენებას.

პრეპარატი შეიცავს 28,3 მგ (1,23 მმოლ) ნატრიუმს 9 მლ-ში (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა), რაც გასათვალისწინებელია თირკმლების დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებისა და ნატრიუმის შემზღუდველ დიეტაზე მყოფთათვის.

შეუთავსებლობა

პრეპარატი შეუთავსებელია ასკორბინის მჟავასთან.

ზეგავლენა ავტოტრანსპრორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გამორიცხული არ არის მავნე ზემოქმედების რისკი ნაყოფსა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ცნობილი არ არის ამ კომბინაციის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ.

ჭარბი დოზირება

არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.

გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარის 3 მლ ყვითელი ფერის მინის ამპულებში.

5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია

„ვორლდ მედიცინ ლტდ“, საქართველო

(“WORLD MEDICINE LTD,” GEORGIA).

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა