სტოპდიარი
Stopdiar®
- Staphylococcus spp., Salmonella spp., Escherichia coli მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ბაქტერიული წარმოშობის მწვავე დიარეის მკურნალობა ინვაზიის ნიშნების არ არსებობისას (მაგალითად, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურის მომატება, ტოქსიკოინფექცია და სხვ.). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- nifuroxazide
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №24 (1X24)
- მწარმოებელი
- Gedeon Richter Polska Sp.z o.o., პოლონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- A07AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046380
- რეგისტრირებულია
- 29 სექტემბერი 2026, მოქმედებს 29 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Gedeon Richter» PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სტოპდიარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- Staphylococcus spp., Salmonella spp., Escherichia coli მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ბაქტერიული წარმოშობის მწვავე დიარეის მკურნალობა ინვაზიის ნიშნების არ არსებობისას (მაგალითად, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურის მომატება, ტოქსიკოინფექცია და სხვ.).
რეჰიდრატაციის დოზა და წესი (პერორალურად ან ვენაში) განისაზღვრება დიარეის სიმძიმის, პაციენტის ასაკის, მდგომარეობის, თანმხლები დაავადებების არსებობის მიხედვით.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ სტოპდიარის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.
მოზრდილებსა და 7 წელზე უფროს ბავშვებში ინიშნება 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დროის თანაბარი შუალედებით (ყოველ 6 საათში).
ტაბლეტი იყლაპება მთლიანად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, დაუღეჭავად და დანაწევრების გარეშე. სტოპდიარის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება მწვავე დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ ალაგდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატ სტოპდიარის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება 3 დღეზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე აკრძალულია.
უკუჩვენებები
ნიფუროქსაზიდის გამოყენება უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასევე ალერგიული რეაქციებისას 5-ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ.
ბავშვთა ასაკი 7 წლამდე (წამლის ფორმის თავისებურებების გამო).
სიფრთხილე გამოყენებისას
ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ საჭიროა ექიმთან რჩევისთვის მიმართვა. ექიმმა უნდა განსაზღვროს სიმპტომების მიზეზები და განიხილოს საკითხი ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის შესახებ.
პრეპარატი გამოიყენება აუცილებლად დიეტის დაცვით, წვენების, უმი ბოსტნეულისა და ხილის, მწვავე და ძნელად გადასამუშავებელი საკვების გამორიცხვით.
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელების მიღება, ვინაიდან პრეპარატი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ალკოჰოლის მიმართ და შეუძლია მოახდინოს რეაქციის პროვოცირება, რომელიც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, გულისრევით, მუცლის ტკივილით, კანის ჰიპერემიით, სიცხის შეგრძნებით სახესა და სხეულის ზედა ნაწილში, თავში ხმაურით, გაძნელებული სუნთქვით, ტაქიკარდიით, შიშის შეგრძნებით.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის პერიოდში:
ორსულობის პერიოდში ნიფუროქსაზიდის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ აჩვენებენ არც პირდაპირ, არც ირიბ ზეგავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე ან მშობიარობის შემდეგ ბავშვის განვითარებაზე.
უმჯობესია, თუ ნიფუროქსაზიდი არ იქნება გამოყენებული ორსულ ქალებში. პრეპარატის დანიშვნამდე მკურნალმა ექიმმა კარგად უნდა შეაფასოს მოსალოდნელი სარგებელი/რისკი მისი გამოყენების გამო.
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგრამ, საკმარისი კლინიკური მონაცემების არქონის გამო საჭიროა სიფრთხილის დაცვა მეძუძურ ქალებში ნიფუროქსაზიდის დანიშვნისას.
ნიფუროქსაზიდის გამოყენებამდე მეძუძურმა ქალებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ნიფუროქსაზიდი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დადგენილ ვადაზე დიდხანს პრეპარატი არ გამოიყენოთ!
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ნიფუროქსაზიდის გამოყენების დროს მოერიდეთ სხვა პერორალური საშუალებების გამოყენებას პრეპარატის ძლიერი ადბსორციული თვისებების გამო.
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მაგვარი რეაქციები.
გვერდითი მოვლენები
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი მუცელში, ღებინება და დიარეის გამწვავება. იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი სიმპტომები გამოხატულია უმნიშვნელოდ, საჭირო არ არის სპეციალური თერაპიის ჩატარება ან ნიფუროქსაზიდის გამოყენების შეწყვეტა. ზემოჩამოთვლილი სიმპტომების მნიშვნელოვანი ინტენსივობისას სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს. შემდგომში ავადმყოფმა ნიტროფურანის წარმოებულები არ უნდა მიიღოს.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ:
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები კანზე გამონაყარის სახით (≥1/10000-დან <1/1000-მდე). აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძებიანი პურიგოს ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, როგორებიც არის: ქოშინი, სახის, ენის, ტუჩების შეშუპება, გამონაყარი კანზე, ქავილი, წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
ნებისმიერი გვერდითი რეაქციების წარმოქმნისას აუცილებელია მკურნალ ექიმთან მიმართვა!
ვარგისობის ვადა
4 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
ჭარბი დოზა
პრეპარატის გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები დღემდე არ შემოსულა. ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი - 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგიუმის სტეარატი;
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ქინოლინის ყვითელი (E104).
აღწერილობა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის, დაახლოებით 9 მმ დიამეტრის.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვა
24 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და პვქ-ფირფიტის ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს „გედეონ რიხტერი პოლონეთი“, გროძისკ მაზოვეცკი, პოლონეთი
ღსს „გედეონ რიხეტრი“-სთვის, ბუდაპეშტი, უნგრეთი.
მწარმოებლისა და განმცხადებლის ინტერესების წარმომდგენი კომპანია
ღსს „გედეონ რიხეტრი“
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი
ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარი უფასოა!): 7-800-555-00777
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაწლავის მიკრობების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი 5-ნიტროფურანის წარმოებულია. ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას ნაწლავის სანათურში Staphylococcus ჯიშის გრამდადებითი ზოგიერთი სახეობის და Yersinia spp., Escherichia spp., Citrobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp. ჯიშის Enterobacteriaceae ოჯახის გრამუარყოფითი ბაქტერიების ზოგიერთი სახეობის მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას Proteus vulgaris, Proteus mirabilis და Pseudomonas aeruginosa სახეობის ბაქტერიების მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ანადგურებს ნაწლავის საპროფიტურ ფლორას. არ იწვევს ნიფუროქსაზიდის მიმართ მდგრადი შტამების გაჩენას. მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ნიფუროქსაზიდს შეუძლია დეჰიდროგენაზების აქტივობის ინჰიბირება და ცილების სინთეზის მოშლა ბაქტერიების უჯრედებში. ეფექტურობა არ არის დამოკიდებული pH-ზე ნაწლავის სანათურში.
პერორალურად მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
პაციენტებისთვის
სავაჭრო დასახელება: სტოპდიარი® (STOPDIAR®)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ნიფუროქსაზიდი (nifuroxazide)
წამლის ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი - 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგიუმის სტეარატი;
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ქინოლინის ყვითელი (E104).
აღწერილობა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის, დაახლოებით 9 მმ დიამეტრის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაწლავის მიკრობების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი 5-ნიტროფურანის წარმოებულია. ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას ნაწლავის სანათურში Staphylococcus ჯიშის გრამდადებითი ზოგიერთი სახეობის და Yersinia spp., Escherichia spp., Citrobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp. ჯიშის Enterobacteriaceae ოჯახის გრამუარყოფითი ბაქტერიების ზოგიერთი სახეობის მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას Proteus vulgaris, Proteus mirabilis და Pseudomonas aeruginosa სახეობის ბაქტერიების მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ანადგურებს ნაწლავის საპროფიტურ ფლორას. არ იწვევს ნიფუროქსაზიდის მიმართ მდგრადი შტამების გაჩენას. მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ნიფუროქსაზიდს შეუძლია დეჰიდროგენაზების აქტივობის ინჰიბირება და ცილების სინთეზის მოშლა ბაქტერიების უჯრედებში. ეფექტურობა არ არის დამოკიდებული pH-ზე ნაწლავის სანათურში.
პერორალურად მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
- Staphylococcus spp., Salmonella spp., Escherichia coli მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ბაქტერიული წარმოშობის მწვავე დიარეის მკურნალობა ინვაზიის ნიშნების არ არსებობისას (მაგალითად, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ტემპერატურის მომატება, ტოქსიკოინფექცია და სხვ.).
რეჰიდრატაციის დოზა და წესი (პერორალურად ან ვენაში) განისაზღვრება დიარეის სიმძიმის, პაციენტის ასაკის, მდგომარეობის, თანმხლები დაავადებების არსებობის მიხედვით.
უკუჩვენებები
ნიფუროქსაზიდის გამოყენება უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასევე ალერგიული რეაქციებისას 5-ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ.
ბავშვთა ასაკი 7 წლამდე (წამლის ფორმის თავისებურებების გამო).
სიფრთხილე გამოყენებისას
ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ საჭიროა ექიმთან რჩევისთვის მიმართვა. ექიმმა უნდა განსაზღვროს სიმპტომების მიზეზები და განიხილოს საკითხი ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნის შესახებ.
პრეპარატი გამოიყენება აუცილებლად დიეტის დაცვით, წვენების, უმი ბოსტნეულისა და ხილის, მწვავე და ძნელად გადასამუშავებელი საკვების გამორიცხვით.
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელების მიღება, ვინაიდან პრეპარატი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ალკოჰოლის მიმართ და შეუძლია მოახდინოს რეაქციის პროვოცირება, რომელიც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, გულისრევით, მუცლის ტკივილით, კანის ჰიპერემიით, სიცხის შეგრძნებით სახესა და სხეულის ზედა ნაწილში, თავში ხმაურით, გაძნელებული სუნთქვით, ტაქიკარდიით, შიშის შეგრძნებით.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის პერიოდში:
ორსულობის პერიოდში ნიფუროქსაზიდის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ აჩვენებენ არც პირდაპირ, არც ირიბ ზეგავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე ან მშობიარობის შემდეგ ბავშვის განვითარებაზე.
უმჯობესია, თუ ნიფუროქსაზიდი არ იქნება გამოყენებული ორსულ ქალებში. პრეპარატის დანიშვნამდე მკურნალმა ექიმმა კარგად უნდა შეაფასოს მოსალოდნელი სარგებელი/რისკი მისი გამოყენების გამო.
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგრამ, საკმარისი კლინიკური მონაცემების არქონის გამო საჭიროა სიფრთხილის დაცვა მეძუძურ ქალებში ნიფუროქსაზიდის დანიშვნისას.
ნიფუროქსაზიდის გამოყენებამდე მეძუძურმა ქალებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ნიფუროქსაზიდი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დადგენილ ვადაზე დიდხანს პრეპარატი არ გამოიყენოთ!
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ნიფუროქსაზიდის გამოყენების დროს მოერიდეთ სხვა პერორალური საშუალებების გამოყენებას პრეპარატის ძლიერი ადბსორციული თვისებების გამო.
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის დროს ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მაგვარი რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატ სტოპდიარის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მიღებისთვის.
მოზრდილებსა და 7 წელზე უფროს ბავშვებში ინიშნება 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დროის თანაბარი შუალედებით (ყოველ 6 საათში).
ტაბლეტი იყლაპება მთლიანად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, დაუღეჭავად და დანაწევრების გარეშე. სტოპდიარის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება მწვავე დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ ალაგდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატ სტოპდიარის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება 3 დღეზე მეტ ხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე აკრძალულია.
ჭარბი დოზა
პრეპარატის გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები დღემდე არ შემოსულა. ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.
გვერდითი მოქმედება
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი მუცელში, ღებინება და დიარეის გამწვავება. იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი სიმპტომები გამოხატულია უმნიშვნელოდ, საჭირო არ არის სპეციალური თერაპიის ჩატარება ან ნიფუროქსაზიდის გამოყენების შეწყვეტა. ზემოჩამოთვლილი სიმპტომების მნიშვნელოვანი ინტენსივობისას სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს. შემდგომში ავადმყოფმა ნიტროფურანის წარმოებულები არ უნდა მიიღოს.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ:
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები კანზე გამონაყარის სახით (≥1/10000-დან <1/1000-მდე). აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძებიანი პურიგოს ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, როგორებიც არის: ქოშინი, სახის, ენის, ტუჩების შეშუპება, გამონაყარი კანზე, ქავილი, წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
ნებისმიერი გვერდითი რეაქციების წარმოქმნისას აუცილებელია მკურნალ ექიმთან მიმართვა!
ვარგისობის ვადა
4 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვა
24 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და პვქ-ფირფიტის ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს „გედეონ რიხტერი პოლონეთი“, გროძისკ მაზოვეცკი, პოლონეთი
ღსს „გედეონ რიხეტრი“-სთვის, ბუდაპეშტი, უნგრეთი.
მწარმოებლისა და განმცხადებლის ინტერესების წარმომდგენი კომპანია
ღსს „გედეონ რიხეტრი“
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი
ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარი უფასოა!): 7-800-555-00777
ელექტრონული მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


