- ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეის მკურნალობა; - სხვა დაავადებების მკურნალობა, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით, მაგ, მწვავე კვებითი მოწამვლა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნიფუროქსაზიდი (nifuroxazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 220მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მუქი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ ორმაგ კოვზთან ერთად
- მწარმოებელი
- GEDEON RICHTER ROMANIA JSC, რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- A07AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037453
- რეგისტრირებულია
- 2 მარტი 2023, მოქმედებს 2 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GEDEON RICHTER OJSC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს „ გედეონ რიხტერი“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სტოპდიარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეის მკურნალობა;
- სხვა დაავადებების მკურნალობა, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით, მაგ, მწვავე კვებითი მოწამვლა.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება შიგნით. მიღებამდე ფლაკონი უნდა შეანჯღრიონ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზია უნდა გადაიყლაპოს დანიშნული დოზის გაზომვისთანავე. აუცილებლობისას სუსპენზიას შესაძლოა მიაყოლონ წყალი.
ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება თანმხლები საზომი კოვზები.
პატარა საზომი კოვზი 2.5 მლ-იანი შეიცავს 110 მგ ნიფუროქსაზიდს.
დიდი საზომი კოვზი 5 მლ-იანი შეიცავს 220 მგ ნიფუროქსაზიდს.
დოზები:
- მე-2 თვიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვები - 1-2 პატარა საზომი კოვზი 2,5მლ-იანი (110 მგ-220 მგ) 2-ჯერ დღეში, 12 საათში ერთხელ.
- 7 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 დიდი საზომი კოვზი 5მლ-იანი (220 მლ) 3-ჯერ დღეში, 8 საათში ერთხელ;
- მოზრიდლები და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1 დიდი საზომი კოვზი 5მლ-იანი (220 მლ) 4-ჯერ დღეში, 6 საათში,ერთხელ.
პრეპარატი სტოპდიარი მიღებული უნდა იყოს 7 დღის განმავლობაში. თუ 3 დღის შემდეგ სიმპტომები არ გადის, აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს მკურნალ ექიმს.
ექიმის კონსულტაციის გარეშე ნიფუროქსაზიდი არ უნდა მიიღონ 3 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში!
მწვავე დიარეის მკურნალობისას სავალდებულოაორგანიზმში სითხის დეფიციტის პერორალური (ან ინტრავენური) შევსება პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
გვერდითიმოქმედება
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსური შოკი.
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი მუცელში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. ამგვარი მცირე ინტენსივობის სიმპტომების შემთხვეაში არარსებობს სპეციალური თერაპიის ან ნიფუროქსაზიდით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ინტენსივობის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. შედგომში პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს ნიტროფურანის.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები გამონაყარის სახით (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში). აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძოვანი ერითემის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია!
უკუჩვენებები
- ნიფუროქსაზიდი უკუნაჩვენებია 5-ნიტროფურანის წარმოებულის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ბავშვებში და 1 თვემდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
სიფრთხილის ზომები
ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში მკურნალობის 3 დღის შემდეგ აცნობეთ ამის თაობაზე მკურნალ ექიმს. ის ჩაგიტარებთ სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, რომლის მიზანი იქნება სიმპტომების მიზეზების დადგენა და დაგინიშნავთ ანტიბიოტიკოთერაპიას.
დიარეის დროს აუცილებელია საკვების მიღების გაგრძელება. რეკომენდებულია შემწვარი ხორცის და ბრინჯის მოხმარება.
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, რადგან პრეპარატი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ალკოჰოლის მიმართ და შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია, რომელიც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, ღებინებით, მუცლის ტკივილით, კანის ჰიპერემიით, სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში ცხელების შეგრძნებით, თავში ხმაურით, სუნთქვის გაძნელებით, ტაქიკარდიით, შიშის შეგრძნებით.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვნელის შემთხვევაში (ქოშინი, სახის, ტუჩების და ენის შეშუპება, გამონაყარი, ქავილი) პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მოითხოვება მუდმივი პერორალური ან ინტრავენური დიარეის რეჰიდრატაციური თერაპია (მოზრდილისთვის წყლის საშუალო სადღეღამისო მოხმარება შეაგენს დაახლოებით 2 ლიტრს). პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით რეკომენდებულია სითხეების, ტკბილი და არატკბილი სასმელის დიდი რაოდენობით მიღება დიარეის შედეგად სითხის დაკარგვის კომპენსაციისთვის. განხილული უნდა იყოს სითხის ინტრავენურად შევსების შესაძლებლობა მძიმე და ხანგრძლივი დიარეის, მძიმე ღებინების ან ანორექსიის შემთხვევაში.
დიარეის დროს უნდა გაგრძელდეს საკვების მიღება, საკვებში უნდა გამოირიცხოს ზოგიერთი პროდუქტი, განსაკუთრებით უმი ხილი და ბოსტნეული, მძიმე და ცხარე საკვები, აგრეთვე გაყინული პროდუქტები და ცივი სასმელები. რეკომენდებულია შემწვარი ხორცისა და ბრინჯის მოხმარება.
საქაროზას შემცველობის გამო, ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები, როგორიცაა ფრუქტოზას გადაუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობა.
იმის გამო, რომ ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია, დაყოვნებული ტიპის).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ალკოჰოლის მოხმარებამ ნიფუროქსაზიდით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქციები. ნიფუროქსაზიდის მიღების პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთდროულად სხვა პერორალური საშუალებების მიღება პრეპარატის ძლიერი აბსორბციული თვისებების გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რომლებიც ეხება ნიფუროქსაზიდის გამოყენაბას ორსულობის პერიოდში.
ამიტომ, სიფრთხილის ზომის სახით, რეკომენდებული არ არის ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ძუძუთი კვება შეიძლება მხოლოდ ამ პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნიფუროქსაზიდი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა
ფლაკონი მოცულობით 125მლ მუქი მინის პოლიეთილენის სახურავით, შეიცავს 90მლ სუსპენზიას. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში კომპლექტში ორმაგი დოზირებული კოვზით (2,5მლ და 5მლ) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძონბელობის შემთხვევებში, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი მუცელში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. უმნიშვნელო ინტენსივობის მსგავსი სიმპტომების აღნიშვნის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი სპეციალური თერაპიის გამოყენება ან ნიფუროქსაზიდის გამოყენების შეწყვეტა. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მნიშვნელოვანი ინტენსივობით განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შემდგომში პაციენტმა არ უნდა მიიღოს ნიტროფურანის წარმოებულები.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ:
იშვიათად აღინიშნება კანის რეაქციები კანზე გამონაყარის სახით (≥1/10 000-დან ˂1/1 000-მდე). აღწერილია პუსტულოზის 1 შემთხვევა ხანდაზმული ასაკის პაციენტში და კვანძოვანი პრურიგოს ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ, გამოვლენილის სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პრეპარატისთვის სარგებელისა და რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მივმართავთ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს თხოვნით, მოახდინონ შეტყობინება ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სპეციფიკური ინფორმაცია ნიფუროქსაზიდის ჭარბი დოზირების სიმპტომების შესახებ არ არსებობს.
აღწერილია შიგნით მისაღები სუსპენზიის ფორმით ნიფუროქსაზიდის ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა 2 წლის ასაკის ბავშვში, რომელმაც პრეპარატი მიიღო დაუდგენელი რაოდენობით.
ჭარბი დოზირება გამოვლინდა ძილიანობით და დიარეით, რომლებიც გაქრა დამოუკიდებლად.
ნიფუროქსაზიდის ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. აუცილებელია პაციენტზე ზედმიწევნით დაკვირვება.
შემადგენლობა
5მლ სუსპენზია შეიცავს:
მოქმედი ნივთირება: 220მგ ნიფუროქსაზიდი
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), მეთილპარაბენი (Е218), სიმეთიკონის ემულსია 30%, ბანანის ესენცია, გასუფთავებული წყალი.
აღწერა:
ღია ყვითელი ფერის სუსპენზია ბანანის სუნით. შენახვისას შეიძლება მცირედ დაილექოს, მაგრამ შენჯღრევის შემდეგ უბრუნდება ერთგვაროვანი სუსპენზიის მდგომარეობას, არ წარმოქმნის მკვრივ ნალექს ფლაკონის ფსკერზე.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს +25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლისშემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზიის ვარგისობის ვადა-3 თვე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
“გედეონ რიხტერი რუმინეთი”, აო,
540306 ტირგუ-მურეში, კუზა ვოდეს ქ. 99-105, რუმინეთი
ხარისხის კონტროლი:
შპს “გედეონ რიხტერი პოლინეთი”
05-825 ქ. გროდზისკ მაზოვეცკი,
კნ. იუ. პონიატოვსკის ქ. 5, პოლონეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაწლავური ანტიმიკრობული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული. ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ნაწლავის სანათურში Staphylococcus-ის ოჯახის ზოგიერთი სახეობის გრამდადებითი ბაქტერიების და Yersinia spp., Escherichia spp., Citrobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp.,) ოჯახების ზოგიერთი სახეობის გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას Proteus vulgaris, Proteus mirabilis და Pseudomonas aeruginosa-ს სახეობის ბაქტერიების მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ანადგურებს საპროფიტულ ნაწლავურ ფლორას. არ იწვევს ნიფუროქსაზიდის მიმართ მდგრადი შტამების გამოვლენას. მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არუს. ნიფუროქსაზიდმა შეიძლება დათრგუნოს დეჰიდროგენაზას აქტივობა და დაარღვიოს ცილების სინთეზი ბაქტერიულ უჯრედებში. ეფექტიანობა დამოკიდებული არ არის ნაწლავის pH-ზე.
შიგნით მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა უცვლელად განავლით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის
სავაჭრო დასახელება: სტოპდიარი (STOPDIAR)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნიფუროქსაზიდი (nifuroxazide)
სამკურნალწამლო ფორმა: სუსპენზია პერორალური გამოყენებისთვის
შემადგენლობა
5მლ სუსპენზია შეიცავს:
მოქმედი ნივთირება: 220მგ ნიფუროქსაზიდი
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), მეთილპარაბენი (Е218), სიმეთიკონის ემულსია 30%, ბანანის ესენცია, გასუფთავებული წყალი.
აღწერა:
ღია ყვითელი ფერის სუსპენზია ბანანის სუნით. შენახვისას შეიძლება მცირედ დაილექოს, მაგრამ შენჯღრევის შემდეგ უბრუნდება ერთგვაროვანი სუსპენზიის მდგომარეობას, არ წარმოქმნის მკვრივ ნალექს ფლაკონის ფსკერზე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავური ანტიმიკრობული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული. ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ნაწლავის სანათურში Staphylococcus-ის ოჯახის ზოგიერთი სახეობის გრამდადებითი ბაქტერიების და Yersinia spp., Escherichia spp., Citrobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp.,) ოჯახების ზოგიერთი სახეობის გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას Proteus vulgaris, Proteus mirabilis და Pseudomonas aeruginosa-ს სახეობის ბაქტერიების მიმართ.
ნიფუროქსაზიდი არ ანადგურებს საპროფიტულ ნაწლავურ ფლორას. არ იწვევს ნიფუროქსაზიდის მიმართ მდგრადი შტამების გამოვლენას. მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არუს. ნიფუროქსაზიდმა შეიძლება დათრგუნოს დეჰიდროგენაზას აქტივობა და დაარღვიოს ცილების სინთეზი ბაქტერიულ უჯრედებში. ეფექტიანობა დამოკიდებული არ არის ნაწლავის pH-ზე.
შიგნით მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გამოიყოფა უცვლელად განავლით.
მიღების ჩვენება
- ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეის მკურნალობა;
- სხვა დაავადებების მკურნალობა, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით, მაგ, მწვავე კვებითი მოწამვლა.
უკუჩვენებები
- ნიფუროქსაზიდი უკუნაჩვენებია 5-ნიტროფურანის წარმოებულის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ ბავშვებში და 1 თვემდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რომლებიც ეხება ნიფუროქსაზიდის გამოყენაბას ორსულობის პერიოდში.
ამიტომ, სიფრთხილის ზომის სახით, რეკომენდებული არ არის ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ძუძუთი კვება შეიძლება მხოლოდ ამ პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემთხვევაში.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გამოიყენება შიგნით. მიღებამდე ფლაკონი უნდა შეანჯღრიონ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. სუსპენზია უნდა გადაიყლაპოს დანიშნული დოზის გაზომვისთანავე. აუცილებლობისას სუსპენზიას შესაძლოა მიაყოლონ წყალი.
ზუსტი დოზირებისთვის გამოიყენება თანმხლები საზომი კოვზები.
პატარა საზომი კოვზი 2.5 მლ-იანი შეიცავს 110 მგ ნიფუროქსაზიდს.
დიდი საზომი კოვზი 5 მლ-იანი შეიცავს 220 მგ ნიფუროქსაზიდს.
დოზები:
- მე-2 თვიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვები - 1-2 პატარა საზომი კოვზი 2,5მლ-იანი (110 მგ-220 მგ) 2-ჯერ დღეში, 12 საათში ერთხელ.
- 7 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 დიდი საზომი კოვზი 5მლ-იანი (220 მლ) 3-ჯერ დღეში, 8 საათში ერთხელ;
- მოზრიდლები და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები - 1 დიდი საზომი კოვზი 5მლ-იანი (220 მლ) 4-ჯერ დღეში, 6 საათში,ერთხელ.
პრეპარატი სტოპდიარი მიღებული უნდა იყოს 7 დღის განმავლობაში. თუ 3 დღის შემდეგ სიმპტომები არ გადის, აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს მკურნალ ექიმს.
ექიმის კონსულტაციის გარეშე ნიფუროქსაზიდი არ უნდა მიიღონ 3 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში!
მწვავე დიარეის მკურნალობისას სავალდებულოაორგანიზმში სითხის დეფიციტის პერორალური (ან ინტრავენური) შევსება პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
გვერდითიმოქმედება
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსური შოკი.
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი მუცელში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. ამგვარი მცირე ინტენსივობის სიმპტომების შემთხვეაში არარსებობს სპეციალური თერაპიის ან ნიფუროქსაზიდით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ინტენსივობის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. შედგომში პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს ნიტროფურანის.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები გამონაყარის სახით (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1 პაციენტში). აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძოვანი ერითემის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია!
ჭარბი დოზირება
სპეციფიკური ინფორმაცია ნიფუროქსაზიდის ჭარბი დოზირების სიმპტომების შესახებ არ არსებობს.
აღწერილია შიგნით მისაღები სუსპენზიის ფორმით ნიფუროქსაზიდის ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა 2 წლის ასაკის ბავშვში, რომელმაც პრეპარატი მიიღო დაუდგენელი რაოდენობით.
ჭარბი დოზირება გამოვლინდა ძილიანობით და დიარეით, რომლებიც გაქრა დამოუკიდებლად.
ნიფუროქსაზიდის ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. აუცილებელია პაციენტზე ზედმიწევნით დაკვირვება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ალკოჰოლის მოხმარებამ ნიფუროქსაზიდით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს დისულფირამის მსგავსი რეაქციები. ნიფუროქსაზიდის მიღების პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული ერთდროულად სხვა პერორალური საშუალებების მიღება პრეპარატის ძლიერი აბსორბციული თვისებების გამო.
სიფრთხილის ზომები
ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში მკურნალობის 3 დღის შემდეგ აცნობეთ ამის თაობაზე მკურნალ ექიმს. ის ჩაგიტარებთ სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, რომლის მიზანი იქნება სიმპტომების მიზეზების დადგენა და დაგინიშნავთ ანტიბიოტიკოთერაპიას.
დიარეის დროს აუცილებელია საკვების მიღების გაგრძელება. რეკომენდებულია შემწვარი ხორცის და ბრინჯის მოხმარება.
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, რადგან პრეპარატი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ალკოჰოლის მიმართ და შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია, რომელიც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, ღებინებით, მუცლის ტკივილით, კანის ჰიპერემიით, სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში ცხელების შეგრძნებით, თავში ხმაურით, სუნთქვის გაძნელებით, ტაქიკარდიით, შიშის შეგრძნებით.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვნელის შემთხვევაში (ქოშინი, სახის, ტუჩების და ენის შეშუპება, გამონაყარი, ქავილი) პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მოითხოვება მუდმივი პერორალური ან ინტრავენური დიარეის რეჰიდრატაციური თერაპია (მოზრდილისთვის წყლის საშუალო სადღეღამისო მოხმარება შეაგენს დაახლოებით 2 ლიტრს). პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით რეკომენდებულია სითხეების, ტკბილი და არატკბილი სასმელის დიდი რაოდენობით მიღება დიარეის შედეგად სითხის დაკარგვის კომპენსაციისთვის. განხილული უნდა იყოს სითხის ინტრავენურად შევსების შესაძლებლობა მძიმე და ხანგრძლივი დიარეის, მძიმე ღებინების ან ანორექსიის შემთხვევაში.
დიარეის დროს უნდა გაგრძელდეს საკვების მიღება, საკვებში უნდა გამოირიცხოს ზოგიერთი პროდუქტი, განსაკუთრებით უმი ხილი და ბოსტნეული, მძიმე და ცხარე საკვები, აგრეთვე გაყინული პროდუქტები და ცივი სასმელები. რეკომენდებულია შემწვარი ხორცისა და ბრინჯის მოხმარება.
საქაროზას შემცველობის გამო, ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები, როგორიცაა ფრუქტოზას გადაუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობა.
იმის გამო, რომ ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია, დაყოვნებული ტიპის).
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ნიფუროქსაზიდი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა
ფლაკონი მოცულობით 125მლ მუქი მინის პოლიეთილენის სახურავით, შეიცავს 90მლ სუსპენზიას. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში კომპლექტში ორმაგი დოზირებული კოვზით (2,5მლ და 5მლ) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს +25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლისშემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზიის ვარგისობის ვადა-3 თვე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
“გედეონ რიხტერი რუმინეთი”, აო,
540306 ტირგუ-მურეში, კუზა ვოდეს ქ. 99-105, რუმინეთი
ხარისხის კონტროლი:
შპს “გედეონ რიხტერი პოლინეთი”
05-825 ქ. გროდზისკ მაზოვეცკი,
კნ. იუ. პონიატოვსკის ქ. 5, პოლონეთი
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ღსს „გედეონ რიხტერი”
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ. 19-21, უნგრეთი
მწარმოებლის და განმცხადებლის ინტერესების წარმომადგენლი კომპანია:
ღსს “გედეონ რიხტერი”
1103 ბუდაპეშტი, დემრეისქუჩა, 19-21, უნგრეთი.
ცხელი ხაზის ტელეფონი (ზარი უფასოა)): 7-800-555-00777
ელექტრონული მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


