ენტეროფურილი 200მგ/5ლ
ENTEROFURYL® 200mg/5ml
მედიკამენტი წარმოადგენს ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებას. ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია გამოიყენება, როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მწვავე ინფექციური დიარეის სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნიფუროქსაზიდი (nifuroxazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბანანის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- Bosnalijek, Pharmaceutical And Chemical Industry, JSC (Plant 2), ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- A07AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-032505
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2021, მოქმედებს 2 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek, Pharmaceutical And Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენტეროფურილი 200მგ/5ლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტი წარმოადგენს ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებას.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია გამოიყენება, როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მწვავე ინფექციური დიარეის სამკურნალოდ.
მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტას და რეჰიდრატაციას საჭიროების შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე ბოთლი, რომელიც შეიცავს ენტეროფურილს 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღებ სუსპენზიას, უნდა შეინჯღრეს კარგად.
5 მლ საზომ კოვზზე აღნიშნული დანაყოფი 2.5 მლ, გამოყენებულ უნდა იქნას დოზირებისათვის (მოთავსებულია კოლოფში).
დოზირება
მედიკამენტი განკუთვნილია 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის და ზრდასრულებისათვის.
1-6 თვის ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 4-ჯერ დღეში.
2-6 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-ჯერ დღეში.
6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-4ჯერ დღეში.
ზრდასრულები: 5 მლ 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრლივობა
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
მედიკამენტით ინტოქსიკაციის შემთხვევები ლიტერატურაში არ არის აღწერილი.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დოზის გამოტოვებისას
მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება, მისი მიღება უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული სქემის მიხედვით.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიით მკურნალობის შეწყვეტისას
არ არის მოსალოდნელი რაიმე უარყოფითი ეფექტის განვითარება წამლის მიღების უეცრად შეწყვეტისას. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თერაპია უნდა შეწყდეს, რეკომენდებულია თერაპიული რეჟიმის დაცვა და ექიმთან კონსულტაცია.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვების არსებობისას ან დაეჭვების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ნიტროფურანის წარმოებულების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
დღენაკლული ჩვილებისათვის და ერთ თვემდე ასაკის ახალშობილებისათვის.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოყენების დროს
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:
თუ მკურნალობის 2 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება;
მაღალი ტემპერატურის, ღებინების დროს;
თუ დიარეა აჭარბებს 6 თხევად განავალს დღეში ან გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, ან თან ახლავს წონაში კლება;
თუ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო;
ინტენსიური წყურვილის ან ენის სიმშრალის შეგრძნების შემთხვევაში. ეს ნიშნები მიუთითებს დეჰიდრატაციას, სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას დიარეის გამო. მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს საჭიროა თუ არა რეჰიდრატაცია, რომელიც უნდა ჩატარდეს პერორალურად ან ინტრავენურად.
სიფრთხილის ზომები
ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარის გამოყენების და განზავების მეთოდის და შესაბამისი დიეტის დაცვა.
ამ მედიკამენტით მკურნალობა არის დამხმარე თერაპია დიეტასთან და შემდეგ ზომებთან ერთად:
რეჰიდრატაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სითხეებით, რათა მოხდეს ფაღარათის გამო დაკარგული სითხის შევსება (ზრდასრულებში დღიურად მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა არის 2 ლიტრი);
საკვების მიღება დიარეის დროს.
პაციენტი უნდა მოერიდოს გარკვეულ საკვებს, განსაკუთრებით უმ საკვებს, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, ცხარე საჭმელი, და გაყინული საკვები და სასმელი;
უმჯობესია გრილზე მომზადებული ხორცი და ბრინჯი.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია რძისა და რძის პროდუქტების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აქ მოცემული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს. ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ არის რეკომენდებული ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის ერთდროული მიღება იმ წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ანტაბუსური რეაქცია ან ცნს-ის დეპრესია.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
დაცული უნდა იქნას მითითებები საკვების მიღების შესახებ დიარეის დროს (იხ. სიფრთხილის ზომები).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ფეხმძიმობის დროს უმჯობესია არ მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება.
ძუძუთი კვება შესაძლებელია ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და/ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა გაფრთხილებები
მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
მედიკამენტის ერთ-ერთი ინგრედიენტი არის მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ასევე, შესაძლებელია დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია).
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), 100 მგ-ზე ნაკლებს “დოზაში”. მედიკამენტში სპირტის არსებობის გამო, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ზოგიერთი დაავადება, ეპილეფსია ან არის ფეხმძიმედ.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიაც იწვევს ზოგიერთ გვერდით მოვლენას, თუმცა არა ყველა პაცეინტში.
შესაძლებელია განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (კვინკეს შეშუპება);
უეცარი სისუსტე არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, რომელიც სახიფათოა (ანაფილაქსიური შოკი).
თუ განვითარდა, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და პაციეტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
არ არის მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.
ნიფუროქსაზიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
5 მლ ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს: 200.00 მგ ნიფუროქსაზიდს.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, ბანანის წყალი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, გამოხდილი წყალი.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის ფორმა და შეფუთვა
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია არის ბლანტი ყვითელი სუსპენზია ბანანის არომატით.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლში ბავშვისთვის უსაფრთხო ჩასახრახნი თავსახურით, რომელიც შეიცავს 90 მლ სუსპენზიას. ორიგინალური შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად გამოსაყენებლად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
გამოყენებულ უნდა იქნას 14 დღის განმავლობაში ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ.
შენახვის ვადა: 36 თვე
დაუშვებელია ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიარეის საწინააღმდეგო, ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო/ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ქვეჯგუფი: სხვა ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები.
ათქ კოდი: A07AX03
მოქმედების მექანიზმი
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი არ არის სრულად ნათელი. ნიფუროქსაზიდის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, ისევე როგორც ნიტროფურანის სხვა წარმოებულების, შესაძლოა გამომდინარეობს ნიტრო-NO2 ჯგუფის მიერ ელექტრონის საკმაოდ ძლიერი მიზიდულობის უნარით. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა ნიფუროქსაზიდს ანიჭებს უნიკალურობას ნიტროფურანის სხვა წარმოებულებთან შედარებით იმ კუთხით, რომ ამ ანტიდიარეულ პრეპარატს არ აქვს სისტემური მოქმედება. დადასტურებულია, რომ გრამ-დადებითი ჩხირები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, ასევე, მგრძნობიარეა გრამ-უარყოფითი ენტერობაქტერიები: E. coli, Salmonellae და Shigellae.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძალიან დაბალია, 99%-ზე მეტი რჩება ნაწლავებში.
ტრანსპორტი და განაწილება
ნიფუროქსაზიდი პარაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და შესაძლო აბსორბირებული რაოდენობა არ აჭარბებს 0.005%-ს. ამიტომ ის არ შედის ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში.
ბიოტრანსფორმაცია
ნიფუროქსაზიდი იცვლება ნაწლავებში, ისე რომ მთლიანად მიღებული რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 20% გამოიყოფა უცვლელი სახით.
გამოყოფა
ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად გამოიყოფა განავლის საშუალებით. გამოყოფის სიჩქარე დამოკიდებულია როგორც მიღებულ რაოდენობაზე, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. ზოგადად, ნიფუროქსაზიდის გამოყოფა არის ნელი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ის რჩება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია პაციენტისთვის
ენტეროფურილი® 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
ნიფუროქსაზიდი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!
მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია ექიმის რეცეპტის გარეშე. უნდა მოხდეს ინსტრუქციაში არსებული მითითებების დაცვა, რათა მედიკამენტის გამოყენებამ გამოიღოს საუკეთესო შედეგი.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღებამდე;
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის შენახვის წესი;
დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია და მისი გამოყენება
მედიკამენტი წარმოადგენს ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებას.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია გამოიყენება, როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მწვავე ინფექციური დიარეის სამკურნალოდ.
მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტას და რეჰიდრატაციას საჭიროების შემთხვევაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღებამდე
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა მედიკამენტის მიმართ ან აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია ზოგიერთი მედიკამენტის მიმართ.
დაუშვებელია ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ნიტროფურანის წარმოებულების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
დღენაკლული ჩვილებისათვის და ერთ თვემდე ასაკის ახალშობილებისათვის.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოყენების დროს
განსაკუთრებული გაფრთხილებები
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:
თუ მკურნალობის 2 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება;
მაღალი ტემპერატურის, ღებინების დროს;
თუ დიარეა აჭარბებს 6 თხევად განავალს დღეში ან გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, ან თან ახლავს წონაში კლება;
თუ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო;
ინტენსიური წყურვილის ან ენის სიმშრალის შეგრძნების შემთხვევაში. ეს ნიშნები მიუთითებს დეჰიდრატაციას, სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას დიარეის გამო. მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს საჭიროა თუ არა რეჰიდრატაცია, რომელიც უნდა ჩატარდეს პერორალურად ან ინტრავენურად.
სიფრთხილის ზომები
ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარის გამოყენების და განზავების მეთოდის და შესაბამისი დიეტის დაცვა.
ამ მედიკამენტით მკურნალობა არის დამხმარე თერაპია დიეტასთან და შემდეგ ზომებთან ერთად:
რეჰიდრატაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სითხეებით, რათა მოხდეს ფაღარათის გამო დაკარგული სითხის შევსება (ზრდასრულებში დღიურად მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა არის 2 ლიტრი);
საკვების მიღება დიარეის დროს.
პაციენტი უნდა მოერიდოს გარკვეულ საკვებს, განსაკუთრებით უმ საკვებს, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, ცხარე საჭმელი, და გაყინული საკვები და სასმელი;
უმჯობესია გრილზე მომზადებული ხორცი და ბრინჯი.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია რძისა და რძის პროდუქტების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აქ მოცემული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს. ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ არის რეკომენდებული ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის ერთდროული მიღება იმ წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ანტაბუსური რეაქცია ან ცნს-ის დეპრესია.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
დაცული უნდა იქნას მითითებები საკვების მიღების შესახებ დიარეის დროს (იხ. სიფრთხილის ზომები).
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ფეხმძიმობის დროს უმჯობესია არ მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება.
ძუძუთი კვება შესაძლებელია ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და/ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა გაფრთხილებები
მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
მედიკამენტის ერთ-ერთი ინგრედიენტი არის მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ასევე, შესაძლებელია დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია).
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), 100 მგ-ზე ნაკლებს “დოზაში”. მედიკამენტში სპირტის არსებობის გამო, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ზოგიერთი დაავადება, ეპილეფსია ან არის ფეხმძიმედ.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე ბოთლი, რომელიც შეიცავს ენტეროფურილს 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღებ სუსპენზიას, უნდა შეინჯღრეს კარგად.
5 მლ საზომ კოვზზე აღნიშნული დანაყოფი 2.5 მლ, გამოყენებულ უნდა იქნას დოზირებისათვის (მოთავსებულია კოლოფში).
დოზირება
მედიკამენტი განკუთვნილია 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის და ზრდასრულებისათვის.
1-6 თვის ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 4-ჯერ დღეში.
2-6 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-ჯერ დღეში.
6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-4ჯერ დღეში.
ზრდასრულები: 5 მლ 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრლივობა
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
მედიკამენტით ინტოქსიკაციის შემთხვევები ლიტერატურაში არ არის აღწერილი.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დოზის გამოტოვებისას
მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება, მისი მიღება უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული სქემის მიხედვით.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიით მკურნალობის შეწყვეტისას
არ არის მოსალოდნელი რაიმე უარყოფითი ეფექტის განვითარება წამლის მიღების უეცრად შეწყვეტისას. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თერაპია უნდა შეწყდეს, რეკომენდებულია თერაპიული რეჟიმის დაცვა და ექიმთან კონსულტაცია.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვების არსებობისას ან დაეჭვების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიაც იწვევს ზოგიერთ გვერდით მოვლენას, თუმცა არა ყველა პაცეინტში.
შესაძლებელია განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (კვინკეს შეშუპება);
უეცარი სისუსტე არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, რომელიც სახიფათოა (ანაფილაქსიური შოკი).
თუ განვითარდა, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და პაციეტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის შენახვის წესი
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.
გამოყენებულ უნდა იქნას 14 დღის განმავლობაში ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ.
შენახვის ვადა: 36 თვე
დაუშვებელია ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
5 მლ ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს: 200.00 მგ ნიფუროქსაზიდს.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, ბანანის წყალი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, გამოხდილი წყალი.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის ფორმა და შეფუთვა
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია არის ბლანტი ყვითელი სუსპენზია ბანანის არომატით.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლში ბავშვისთვის უსაფრთხო ჩასახრახნი თავსახურით, რომელიც შეიცავს 90 მლ სუსპენზიას. ორიგინალური შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად გამოსაყენებლად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Bosnalijek, Joint Stock Company, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ჯოინთ სთოქ ქომფანი, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Joint Stock Company, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ჯოინთ სთოქ ქომფანი, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ლიცენზიის ნომერი და თარიღი
ინსტრუქციის შესწორების თარიღი
2020 წლის ნოემბერი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



