ენტეროფურილი
ENTEROFURYL®
მედიკამენტი წარმოადგენს ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებას. ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები გამოიყენება, როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, მოზრდილებში და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში მწვავე (უეცრად დაწყებული) დიარეის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ნაწლავური ინფექციით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნიფუროქსაზიდი (nifuroxazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ მყარი კაფსულა №16 (2X8)
- მწარმოებელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- A07AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036950
- რეგისტრირებულია
- 2 დეკემბერი 2022, მოქმედებს 2 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენტეროფურილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მედიკამენტი წარმოადგენს ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებას.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები გამოიყენება, როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, მოზრდილებში და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში მწვავე (უეცრად დაწყებული) დიარეის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ნაწლავური ინფექციით.
მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტასა და რეჰიდრატაციას, საჭიროების შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
დოზირება
მედიკამენტი განკუთვნილია 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
მოზრდილები
1 კაფსულა ოთხჯერ დღეში (სულ 800 გ ნიფუროქსაზიდი დღეში).
6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
1 კაფსულა სამჯერ ან ოთხჯერ დღეში (სულ 600 მგ-800 მგ ნიფუროქსაზიდი დღეში).
კაფსულები უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა. ბავშვებში რეკომენდებულია სუსპენზიის გამოყენება.
მკურნალობის ხანგრლივობა
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
მედიკამენტით ინტოქსიკაციის შემთხვევები არ არის აღწერილი.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღების დავიწყებისას
მედიკამენტის მიღების დავიწყებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება, მისი მიღება უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული სქემის მიხედვით.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღების მკურნალობის შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
არ არის მოსალოდნელი რაიმე უარყოფითი ეფექტის განვითარება წამლის მიღების უეცრად შეწყვეტისას. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თერაპია უნდა შეწყდეს, რეკომენდებულია თერაპიული რეჟიმის დაცვა და ექიმთან კონსულტაცია.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვების არსებობისას ან დაეჭვების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ნიფუროქსაზიდის, ნიტროფურანის წარმოებულების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილეა საჭირო ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების გამოყენების დროს
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:
თუ მკურნალობის 2 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება;
მაღალი ტემპერატურის, ღებინების დროს;
თუ დიარეა აჭარბებს 6 თხევად განავალს დღეში ან გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, ან თან ახლავს წონაში კლება;
თუ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო;
ინტენსიური წყურვილის ან ენის სიმშრალის შეგრძნების შემთხვევაში. ეს ნიშნები მიუთითებს დეჰიდრატაციას, სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას დიარეის გამო. მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს საჭიროა თუ არა რეჰიდრატაცია, რომელიც უნდა ჩატარდეს პერორალურად ან ინტრავენურად.
სიფრთხილის ზომები
ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარის გამოყენების და განზავების მეთოდისა და შესაბამისი დიეტის დაცვა.
ამ მედიკამენტით მკურნალობა არის დამხმარე თერაპია დიეტასთან და შემდეგ ზომებთან ერთად:
რეჰიდრატაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სითხეებით, რათა მოხდეს ფაღარათის გამო დაკარგული სითხის შევსება (ზრდასრულებში დღიურად მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა არის 2 ლიტრი);
საკვების მიღება დიარეის დროს.
პაციენტი უნდა მოერიდოს გარკვეულ საკვებს, განსაკუთრებით უმ ბოსტნეულს, ხილს, მწვანე ბოსტნეულს, სანელებლიან საჭმელებს და გაყინულ საკვებსა და სასმელს;
უმჯობესია გრილზე მომზადებული ხორცი და ბრინჯი.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია რძისა და რძის პროდუქტების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აქ მოცემული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს. ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ არის რეკომენდებული ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების ერთდროული მიღება იმ წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ანტაბუსური რეაქცია ან ცნს-ის დეპრესია.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
დაცული უნდა იქნას მითითებები საკვების მიღების შესახებ დიარეის დროს (იხ. სიფრთხილის ზომები).
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ფეხმძიმობის დროს უმჯობესია არ მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება.
ლაქტაცია შესაძლებელია ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ტერატოგენული ეფექტი არ გამოავლინა. ვინაიდან ცხოველებში არ არის ტერატოგენული ეფექტი, ადამიანებშიც არ არის მოსალოდნელი მალფორმაციის ეფექტი. მართლაც, დღემდე, ადამიანებში მანკებზე პასუხიმგებელი ნივთიერებები ცხოველებში ტერატოგენული იყო ორ სახეობაზე კარგად ჩატარებული კვლევის დროს.
ამჟამად კლინიკურ პრაქტიკაში არ არის რელევანტური მონაცემები ნიფუროქსაზიდის შესაძლო მალფორმაციული ან ფეტოტოქსიური ეფექტის შესაფასებლად ორსულობის დროს დანიშვნისას.
ამიტომ, როგორც სიფრთხილის ზომა, სასურველია თავიდან იქნას აცილებული ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის დროს.
ლაქტაცია
ძუძუთი კვება შესაძლებელია მხოლოდ ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და/ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა გაფრთხილებები
მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ენტეროფურილი 200 მგ კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლებელია განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (კვინკეს შეშუპება);
უეცარი სისუსტე არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, რომელიც სახიფათოა (ანაფილაქსიური შოკი).
თუ განვითარდა, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
ნიფუროქსაზიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი და სიმპტომატური მკურნალობა.
შემადგენლობა
ენტეროფურილის თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 200 მგ ნიფუროქსაზიდს.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ცელულოზას ფხვნილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინის მყარი კაფსულა. ჟელატინის მყარი კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების ფორმა და შეფუთვა
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები არის მოგრძო ფორმის, ჟელატინის მყარი კაფსულები, თავსახურითა და კორპუსით. კაფსულები ნარინჯისფერ-ყვითელი ფერისაა. კაფსულის შიგთავსი ყვითელი გრანულები ან ოდნავ დაპრესილი გრანულებია, რომლებიც იშლება სუსტი ზეწოლისას.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავენ 16 კაფსულას (2 ბლისტერი 8 კაფსულით მუყაოს კოლოფში).
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 60 თვე.
დაუშვებელია ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების საწინააღმდეგო/ანტიინფექციური საშუალებები, ქვეჯგუფი ნაწლავის სხვა ანტიინფექციური საშუალებები.
ATC კოდია A07AX03.
მოქმედების მექანიზმი
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის ცნობილი.
ნიფუროქსაზიდის, ისევე როგორც სხვა ნიტროფურანის წარმოებულების ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, სავარაუდოდ, მომდინარეობს ნიტრო-NO2 ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია საკმაოდ გამოხატული ელექტრონების მიზიდვის უნარი. ლოკალური ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა ნიფუროქსაზიდს უნიკალურს ხდის ნიტროფურანის სხვა წარმოებულებთან შედარებით, რადგან არ არსებობს ამ ანტიდიარეული საშუალების სისტემური მოქმედება. გრამ-დადებითი კოკები განსაკუთრებით მგრძნობიარეა მის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, ასევე შემდეგი გრამ-უარყოფითი
ენტერობაქტერიები: E. coli, Salmonellae და Shigellae.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ, ნიფუროქსაზიდის აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძალიან დაბალია, რადგან 99%-ზე მეტი რჩება ნაწლავში.
ტრანსპორტი და განაწილება
ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და შესაძლოა აბსორბირებული რაოდენობა არ აღემატებოდეს 0,005%-ს. ამიტომ ის არ ხვდება ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში.
ბიოტრანსფორმაცია
ნიფუროქსაზიდი ცვლის ნაწლავში, ასე რომ მთლიანი შეყვანილი რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 20% გამოიყოფა უცვლელი სახით.
ელიმინაცია
ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები მთლიანად გამოიყოფა განავალთან ერთად. ელიმინაციის სიჩქარე დამოკიდებულია შეყვანის რაოდენობაზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე საერთოდ, ნიფუროქსაზიდის ელიმინაცია ნელია და ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რჩება დიდი ხნის განმავლობაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები, მყარი
___________________________________________________________________________
- 3.1 გამოყენების ინსტრუქცია
__________________________________________________________________________-
გამოყენების ინსტრუქცია
ენტეროფურილი® 200 მგ კაფსულები, მყარი
ნიფუროქსაზიდი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!
მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია ექიმის რეცეპტის გარეშე. უნდა მოხდეს ინსტრუქციაში არსებული მითითებების დაცვა, რათა მედიკამენტის გამოყენებამ გამოიღოს საუკეთესო შედეგი.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები და მათი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღებამდე;
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების შენახვის წესი;
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები და მათი გამოყენება
მედიკამენტი წარმოადგენს ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებას.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები გამოიყენება, როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, მოზრდილებში და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში მწვავე (უეცრად დაწყებული) დიარეის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ნაწლავური ინფექციით.
მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტასა და რეჰიდრატაციას, საჭიროების შემთხვევაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღებამდე
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა მედიკამენტის მიმართ ან აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია ზოგიერთი მედიკამენტის მიმართ.
დაუშვებელია ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ნიფუროქსაზიდის, ნიტროფურანის წარმოებულების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილეა საჭირო ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების გამოყენების დროს
განსაკუთრებული გაფრთხილებები
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა შემდეგ შემთხვევებში:
თუ მკურნალობის 2 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება;
მაღალი ტემპერატურის, ღებინების დროს;
თუ დიარეა აჭარბებს 6 თხევად განავალს დღეში ან გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, ან თან ახლავს წონაში კლება;
თუ განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო;
ინტენსიური წყურვილის ან ენის სიმშრალის შეგრძნების შემთხვევაში. ეს ნიშნები მიუთითებს დეჰიდრატაციას, სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას დიარეის გამო. მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს საჭიროა თუ არა რეჰიდრატაცია, რომელიც უნდა ჩატარდეს პერორალურად ან ინტრავენურად.
სიფრთხილის ზომები
ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის მიერ დანიშნული პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარის გამოყენების და განზავების მეთოდისა და შესაბამისი დიეტის დაცვა.
ამ მედიკამენტით მკურნალობა არის დამხმარე თერაპია დიეტასთან და შემდეგ ზომებთან ერთად:
რეჰიდრატაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სითხეებით, რათა მოხდეს ფაღარათის გამო დაკარგული სითხის შევსება (ზრდასრულებში დღიურად მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა არის 2 ლიტრი);
საკვების მიღება დიარეის დროს.
პაციენტი უნდა მოერიდოს გარკვეულ საკვებს, განსაკუთრებით უმ ბოსტნეულს, ხილს, მწვანე ბოსტნეულს, სანელებლიან საჭმელებს და გაყინულ საკვებსა და სასმელს;
უმჯობესია გრილზე მომზადებული ხორცი და ბრინჯი.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია რძისა და რძის პროდუქტების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აქ მოცემული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს. ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ არის რეკომენდებული ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების ერთდროული მიღება იმ წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ანტაბუსური რეაქცია ან ცნს-ის დეპრესია.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
დაცული უნდა იქნას მითითებები საკვების მიღების შესახებ დიარეის დროს (იხ. სიფრთხილის ზომები).
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ფეხმძიმობის დროს უმჯობესია არ მოხდეს ამ მედიკამენტის მიღება.
ლაქტაცია შესაძლებელია ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და/ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა გაფრთხილებები
მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღების წესი
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქცია
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
დოზირება
მედიკამენტი განკუთვნილია 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
მოზრდილები
1 კაფსულა ოთხჯერ დღეში (სულ 800 გ ნიფუროქსაზიდი დღეში).
6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
1 კაფსულა სამჯერ ან ოთხჯერ დღეში (სულ 600 მგ-800 მგ ნიფუროქსაზიდი დღეში).
კაფსულები უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა. ბავშვებში რეკომენდებულია სუსპენზიის გამოყენება.
მკურნალობის ხანგრლივობა
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების დოზის გადაჭარბებისას
მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
მედიკამენტით ინტოქსიკაციის შემთხვევები არ არის აღწერილი.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღების დავიწყებისას
მედიკამენტის მიღების დავიწყებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება, მისი მიღება უნდა გაგრძელდეს რეკომენდებული სქემის მიხედვით.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღების მკურნალობის შეწყვეტისას
მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
არ არის მოსალოდნელი რაიმე უარყოფითი ეფექტის განვითარება წამლის მიღების უეცრად შეწყვეტისას. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თერაპია უნდა შეწყდეს, რეკომენდებულია თერაპიული რეჟიმის დაცვა და ექიმთან კონსულტაცია.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვების არსებობისას ან დაეჭვების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ენტეროფურილი 200 მგ კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შესაძლებელია განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები:
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
სახის და/ან ყელის უეცარი შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო (კვინკეს შეშუპება);
უეცარი სისუსტე არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, რომელიც სახიფათოა (ანაფილაქსიური შოკი).
თუ განვითარდა, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების შენახვის წესი
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 60 თვე.
დაუშვებელია ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები
ენტეროფურილის თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 200 მგ ნიფუროქსაზიდს.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ცელულოზას ფხვნილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინის მყარი კაფსულა. ჟელატინის მყარი კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), ჟელატინი.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულების ფორმა და შეფუთვა
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები არის მოგრძო ფორმის, ჟელატინის მყარი კაფსულები, თავსახურითა და კორპუსით. კაფსულები ნარინჯისფერ-ყვითელი ფერისაა. კაფსულის შიგთავსი ყვითელი გრანულები ან ოდნავ დაპრესილი გრანულებია, რომლებიც იშლება სუსტი ზეწოლისას.
ენტეროფურილი 200 მგ კაფსულები მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავენ 16 კაფსულას (2 ბლისტერი 8 კაფსულით მუყაოს კოლოფში).
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, Sarajevo, Jukićeva
53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმასეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინთ სთოქ ქომფანი,
სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, Sarajevo, Jukićeva
53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმასეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინთ სთოქ ქომფანი,
სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ლიცენზიის ნომერი და თარიღი
ინსტრუქციის შესწორების თარიღი
2022 წლის სექტემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



