პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

პარაცეტამოლი დანსონი

Paracetamol DANHSON

ურეცეპტოდ500მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი დანსონი არის პრეპარატი, რომელიც ამსუბუქებს მსუბუქიდან ზომიერ ტკივილს და ამცირებს მაღალ ტემპერატურას. პრეპარატი გამოიყენება: თავის, კბილის, ყურის ტკივილის, იშიასის, რევმატული და კუნთების ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, ყელის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პარაცეტამოლი (paracetamol)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038560
რეგისტრირებულია
7 ივლისი 2023, მოქმედებს 16 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაპარაცეტამოლი დანსონი და სხვა წამალი ერთად

პარაცეტამოლი დანსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი დანსონი არის პრეპარატი, რომელიც ამსუბუქებს მსუბუქიდან ზომიერ ტკივილს და ამცირებს მაღალ ტემპერატურას. პრეპარატი გამოიყენება:

თავის, კბილის, ყურის ტკივილის, იშიასის, რევმატული და კუნთების ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, ყელის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

მდგომარეობის შემსუბუქებისთვის მაღალი ტემპერატურის, გაცივების, გრიპის დროს ტკივილის შემთხვევაში და ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში.

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში, ხანდაზმულ პირებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

თუ 3 დღის შემდეგ ცხელება არ ექვემდებარება კონტროლს და 5 დღის შემდეგ ტკივილი შენარჩუნდა, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები, 65 წელზე უფროსი ასაკის პირები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს 4-6 საათიანი ინტერვალით, საჭიროების შემთხვევაში.

მაქსიმალური დღიური დოზაა 8 ტაბლეტი, მიღებებს შორის მინიმალური ინტერვალი - 4 საათი.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

რეკომენდებული დოზა შეადგენს ნახევარ ან 1 ტაბლეტს 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში.

მაქსიმალური დღიური დოზაა 4 ტაბლეტი.

გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია:

მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღოთ 4 საათზე ნაკლები ინტერვალით;

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, რომელიც მითითებულია ზემოთ;

ყოველთვის გამოიყენეთ მინიმალური ეფექტიანი დოზა;

ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან ჩივილები განმეორდა.

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ გამოიყენეთ პარაცეტამოლი დანსონის საჭიროზე მეტი დოზა

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, რადგან არსებობს ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკი.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული პარაცეტამოლის ან ამ პრეპარატის ერთ-ერთი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ გაქვთ ღვიძლის ან/და თირკმელების მძიმე დაავადება;

6 წლამდე ასაკის ბავშვებში (ტაბლეტირებული ფორმის გამოყენება არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივ ჯგუფში).

სიფრთხილის ზომები

პარაცეტამოლი დანსონის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა ფლობდეთ შემდეგ ინფორმაციას:

არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა. დოზის გადაჭარბება შესაძლებელია, რისკი უფრო მაღალია ბავშვებში. საჭიროა მოქმედების მქონე მინიმალური შესაძლო დოზის გამოყენება;

იმ შემთხვევაში, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, შეამოწმეთ, შეიცავს თუ არა ის პარაცეტამოლს, რადგან შესაძლებელია დოზის გადაჭარბება;

მაღალი დოზების ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების ან ღვიძლზე დამაზიანებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ერთდროულად ან რეგულარულად მიღების შემთხვევაში იზრდება ღვიძლის დარღვევის რისკი. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იწვევდეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობას ან ლეტალურ შედეგს. რისკი ასევე, უფრო მაღალია სხეულის დაბალი წონის, არასათანადო კვების, სისხლის ინფექციების, ალკოჰოლზე ქრონიკული დამოკიდებულების შემთხვევაში;

პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს შარდმჟავას ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის, ასევე სისხლის გლუკოზის ანალიზის შედეგებზე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეგმილი გაქვთ ნებისმიერი ლაბორატორიული ანალიზი;

ტკივილგამაყუჩებელი/სიცხის დამწევი საშუალებების რეგულარულად მიღებისას შეიძლება განვითარდეს თირკმელების დარღვევა, თავის ტკივილი ან არსებულის დამძიმება. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის დოზის გაზრდით მკურნალობა არ შეიძლება. საჭიროა მათი მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ დაავადების სიმპტომები შენარჩუნდა 5 დღის შემდეგ და მაღალი სიცხე შენარჩუნდა 3 დღის შემდეგ. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის შეცვლის ან სხვა მკურნალობის დანიშვნის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველ ან ღვიძლის დამაზიანებელი მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პარაცეტამოლი დანსონის შემდეგ პრეპარატებთან ერთად მიღებისას:

სისხლის გამათხელებლები, მათ შორის ვარფარინი, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლდენას, რადგან პარაცეტამოლი აძლიერებს მათ ეფექტს;

პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს, ნაწლავში პარაცეტამოლის შეწოვის ხარისხის გაზრდის გამო, შესაძლებელია მისი მოქმედების სწრაფად განვითარება;

ქოლესტირამინი ამცირებს ნაწლავში პარაცეტამოლის შეწოვას, ამიტომ, საჭიროა სხვადასხვა მიღებებს შორის 1 საათიანი ინტერვალის დაცვა;

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები, მათ შორის ასპირინი, ზრდის თირკმელების დაზიანების რისკს;

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებმა (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი), ფენობარბიტალმა, ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებმა (რიფამპიცინი, იზონიაზიდი) შეიძლება გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე;

ეპილეფსიისა და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატებმა (ლამოტრიჯინი) შეიძლება შეამციროს მათი მოქმედება.

პარაცეტამოლი დანსონის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლთან ერთად გამოყენება ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს, ამიტომ ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულსა და ახალშობილზე პარაცეტამოლის არასასიკეთო ან უარყოფითი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმის მიერ პრეპარატის მიღების აუცილებლობისა და ნაყოფსა და ახალშობილზე რისკის შეფასების შემდეგ. უნდა გამოიყენოთ მინიმალური შესაძლო დოზა, რომელიც აყუჩებს ტკივილს ან/და ამცირებს ტემპერატურას რაც შეიძლება მოკლე დროში.

ძუძუთი კვება

პარაცეტამოლი მინიმალური რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ითვლება, რომ ეს არ იწვევს არასასურველ მოვლენებს ახალშობილზე.

მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმის მიერ მისი გამოყენების აუცილებლობის შეფასების შემდეგ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თავი უნდა შეიკავოთ ხანგრძლივი მკურნალობისგან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გვერდითი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

პარაცეტამოლი დანსონი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს დამხმარე ნივთიერების სახით

თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მას.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

გაითვალისწინეთ, რომ მოცემული პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ აღგენიშნებათ:

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

ყლაპვის გაძნელება;

ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი

მოცემული პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოქმედების განვითარება:

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000 ნამკურნალები პაციენტიდან არაუმეტეს 1-ში):

ერითროციტების რაოდენობის შემცირება;

კანზე გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ღვიძლის ფერმენტების დონის შეცვლა, სიყვითლე, დარღვევები ღვიძლის მხრივ.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10000 ნამკურნალები პაციენტიდან არაუმეტეს 1-ში):

ლეიკოციტების რაოდენობის შეცვლა, გარკვეული ლეიკოციტების რაოდენობის მწვავე შემცირება, რაც ზრდის ინფექციის რისკს (აგრანულოციტოზი), ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება იწვევდეს ფერმკრთალობას, სისუსტეს ან ქოშინს);

ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

კანის მძიმე დაავადებები კანზე, პირზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნით;

ღვიძლის დარღვევა;

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქის დარღვევას ან თავბრუსხვევას.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლდენა.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოში,

დამიან გრუევის ქუჩა 8,

1303 სოფია, ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

ჭარბი დოზა

გულისრევას, ღებინებას, უმადობას, ფერმკრთალობას, მუცლის ტკივილს.

თუ გამოტოვეთ პარაცეტამოლი დანსონის დოზა

თუ გამოტოვეთ ერთი დოზის მიღება, პრეპარატის მოსალოდნელი ეფექტის მისაღებათ მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ.

მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება ერთ ტაბლეტში არის 500 მგ პარაცეტამოლი.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი (ტიპი А), პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

პარაცეტამოლი დანსონის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ათი ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფირის ბლისტერში.

1 (ერთი) ბლისტერი 10 ტაბლეტით, ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

2 (ორი) ბლისტერი თითოში 10 ტაბლეტით, ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. [ვარგისია .......-მდე] ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ ტაბლეტების გარეგნულ ცვლილებას.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

პარაცეტამოლი დანსონი 500 მგ ტაბლეტები

პარაცეტამოლი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე, ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ 3-5 დღის შემდეგ არ გრძნობთ თავს უკეთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.

ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პარაცეტამოლი დანსონი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პარაცეტამოლი დანსონის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება პარაცეტამოლი დანსონი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • პარაცეტამოლი დანსონის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პარაცეტამოლი დანსონი და რისთვის გამოიყენება

პარაცეტამოლი დანსონი არის პრეპარატი, რომელიც ამსუბუქებს მსუბუქიდან ზომიერ ტკივილს და ამცირებს მაღალ ტემპერატურას. პრეპარატი გამოიყენება:

თავის, კბილის, ყურის ტკივილის, იშიასის, რევმატული და კუნთების ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, ყელის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის.

მდგომარეობის შემსუბუქებისთვის მაღალი ტემპერატურის, გაცივების, გრიპის დროს ტკივილის შემთხვევაში და ვაქცინაციის შემდგომ პერიოდში.

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში, ხანდაზმულ პირებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

თუ 3 დღის შემდეგ ცხელება არ ექვემდებარება კონტროლს და 5 დღის შემდეგ ტკივილი შენარჩუნდა, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პარაცეტამოლი დანსონის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პარაცეტამოლი დანსონი

თუ ხართ ალერგიული პარაცეტამოლის ან ამ პრეპარატის ერთ-ერთი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ გაქვთ ღვიძლის ან/და თირკმელების მძიმე დაავადება;

6 წლამდე ასაკის ბავშვებში (ტაბლეტირებული ფორმის გამოყენება არ არის შესაფერისი ამ ასაკობრივ ჯგუფში).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პარაცეტამოლი დანსონის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა ფლობდეთ შემდეგ ინფორმაციას:

არ მიიღოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა. დოზის გადაჭარბება შესაძლებელია, რისკი უფრო მაღალია ბავშვებში. საჭიროა მოქმედების მქონე მინიმალური შესაძლო დოზის გამოყენება;

იმ შემთხვევაში, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, შეამოწმეთ, შეიცავს თუ არა ის პარაცეტამოლს, რადგან შესაძლებელია დოზის გადაჭარბება;

მაღალი დოზების ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების ან ღვიძლზე დამაზიანებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ერთდროულად ან რეგულარულად მიღების შემთხვევაში იზრდება ღვიძლის დარღვევის რისკი. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იწვევდეს ღვიძლის ტრანსპლანტაციის აუცილებლობას ან ლეტალურ შედეგს. რისკი ასევე, უფრო მაღალია სხეულის დაბალი წონის, არასათანადო კვების, სისხლის ინფექციების, ალკოჰოლზე ქრონიკული დამოკიდებულების შემთხვევაში;

პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს შარდმჟავას ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის, ასევე სისხლის გლუკოზის ანალიზის შედეგებზე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაგეგმილი გაქვთ ნებისმიერი ლაბორატორიული ანალიზი;

ტკივილგამაყუჩებელი/სიცხის დამწევი საშუალებების რეგულარულად მიღებისას შეიძლება განვითარდეს თირკმელების დარღვევა, თავის ტკივილი ან არსებულის დამძიმება. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ჭარბი მოხმარებით გამოწვეული თავის ტკივილის დოზის გაზრდით მკურნალობა არ შეიძლება. საჭიროა მათი მიღების შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ დაავადების სიმპტომები შენარჩუნდა 5 დღის შემდეგ და მაღალი სიცხე შენარჩუნდა 3 დღის შემდეგ. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას დოზის შეცვლის ან სხვა მკურნალობის დანიშვნის შესახებ.

სხვა პრეპარატები და პარაცეტამოლი დანსონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლო წარსულში იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველ ან ღვიძლის დამაზიანებელი მოქმედების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პარაცეტამოლი დანსონის შემდეგ პრეპარატებთან ერთად მიღებისას:

სისხლის გამათხელებლები, მათ შორის ვარფარინი, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სისხლდენას, რადგან პარაცეტამოლი აძლიერებს მათ ეფექტს;

პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მეტოკლოპრამიდს, დომპერიდონს, ნაწლავში პარაცეტამოლის შეწოვის ხარისხის გაზრდის გამო, შესაძლებელია მისი მოქმედების სწრაფად განვითარება;

ქოლესტირამინი ამცირებს ნაწლავში პარაცეტამოლის შეწოვას, ამიტომ, საჭიროა სხვადასხვა მიღებებს შორის 1 საათიანი ინტერვალის დაცვა;

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები, მათ შორის ასპირინი, ზრდის თირკმელების დაზიანების რისკს;

ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებმა (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი), ფენობარბიტალმა, ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატებმა (რიფამპიცინი, იზონიაზიდი) შეიძლება გაზარდოს პარაცეტამოლის ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე;

ეპილეფსიისა და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატებმა (ლამოტრიჯინი) შეიძლება შეამციროს მათი მოქმედება.

პარაცეტამოლი დანსონის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლთან ერთად გამოყენება ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს, ამიტომ ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ორსულსა და ახალშობილზე პარაცეტამოლის არასასიკეთო ან უარყოფითი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმის მიერ პრეპარატის მიღების აუცილებლობისა და ნაყოფსა და ახალშობილზე რისკის შეფასების შემდეგ. უნდა გამოიყენოთ მინიმალური შესაძლო დოზა, რომელიც აყუჩებს ტკივილს ან/და ამცირებს ტემპერატურას რაც შეიძლება მოკლე დროში.

ძუძუთი კვება

პარაცეტამოლი მინიმალური რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. ითვლება, რომ ეს არ იწვევს არასასურველ მოვლენებს ახალშობილზე.

მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმის მიერ მისი გამოყენების აუცილებლობის შეფასების შემდეგ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თავი უნდა შეიკავოთ ხანგრძლივი მკურნალობისგან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გვერდითი მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

პარაცეტამოლი დანსონი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს დამხმარე ნივთიერების სახით

თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მას.

  • როგორ გამოიყენება პარაცეტამოლი დანსონი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის თუ ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. ნებისმიერ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები, 65 წელზე უფროსი ასაკის პირები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს 4-6 საათიანი ინტერვალით, საჭიროების შემთხვევაში.

მაქსიმალური დღიური დოზაა 8 ტაბლეტი, მიღებებს შორის მინიმალური ინტერვალი - 4 საათი.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები

რეკომენდებული დოზა შეადგენს ნახევარ ან 1 ტაბლეტს 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში.

მაქსიმალური დღიური დოზაა 4 ტაბლეტი.

გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია:

მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღოთ 4 საათზე ნაკლები ინტერვალით;

არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, რომელიც მითითებულია ზემოთ;

ყოველთვის გამოიყენეთ მინიმალური ეფექტიანი დოზა;

ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან ჩივილები განმეორდა.

მიღების წესი

ტაბლეტები მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ გამოიყენეთ პარაცეტამოლი დანსონის საჭიროზე მეტი დოზა

რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, რადგან არსებობს ღვიძლის მძიმე დაზიანების რისკი.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება პირველ 24 საათში და მოიცავს: გულისრევას, ღებინებას, უმადობას, ფერმკრთალობას, მუცლის ტკივილს.

თუ გამოტოვეთ პარაცეტამოლი დანსონის დოზა

თუ გამოტოვეთ ერთი დოზის მიღება, პრეპარატის მოსალოდნელი ეფექტის მისაღებათ მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ.

მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

გაითვალისწინეთ, რომ მოცემული პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ აღგენიშნებათ:

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

ყლაპვის გაძნელება;

ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი

მოცემული პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოქმედების განვითარება:

იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000 ნამკურნალები პაციენტიდან არაუმეტეს 1-ში):

ერითროციტების რაოდენობის შემცირება;

კანზე გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება (ურტიკარია);

ღვიძლის ფერმენტების დონის შეცვლა, სიყვითლე, დარღვევები ღვიძლის მხრივ.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10000 ნამკურნალები პაციენტიდან არაუმეტეს 1-ში):

ლეიკოციტების რაოდენობის შეცვლა, გარკვეული ლეიკოციტების რაოდენობის მწვავე შემცირება, რაც ზრდის ინფექციის რისკს (აგრანულოციტოზი), ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება იწვევდეს ფერმკრთალობას, სისუსტეს ან ქოშინს);

ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი;

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;

კანის მძიმე დაავადებები კანზე, პირზე, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების წარმოქმნით;

ღვიძლის დარღვევა;

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქის დარღვევას ან თავბრუსხვევას.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია)

ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლდენა.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოში,

დამიან გრუევის ქუჩა 8,

1303 სოფია, ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • პარაცეტამოლი დანსონის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ მუყაოს კოლოფში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. [ვარგისია .......-მდე] ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ ტაბლეტების გარეგნულ ცვლილებას.

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პარაცეტამოლი დანსონი

მოქმედი ნივთიერება ერთ ტაბლეტში არის 500 მგ პარაცეტამოლი.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი (ტიპი А), პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

პარაცეტამოლი დანსონის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.

ათი ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფირის ბლისტერში.

1 (ერთი) ბლისტერი 10 ტაბლეტით, ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

2 (ორი) ბლისტერი თითოში 10 ტაბლეტით, ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს დანჰსონ-ბგ

ოტეც პაისის ქუჩა, 26

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელეფონი: +35924519300

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

სს ვეტპრომ

ოტეც პაისის ქუჩა, 26

2400 რადომირი, ბულგარეთი

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:

შპს დანჰსონ-ბგ

ოტეც პაისის ქუჩა, 26

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელეფონი: +35924519300

ელ-ფოსტა: [email protected]

ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი

05/2022

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა