პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

პარაცეტამოლი ბავშვებისთვის

PARACETAMOL FOR CHILDREN

ურეცეპტოდ120მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ტკივილი კბილების ამოსვლისას, კბილის ტკივილი, ყელის ტკივილი, ციება გაციების, გრიპისა და ბავშვთა ისეთი ინფექციების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, ყივანახველა, წითელა, პაროტიტი (ყბაყურა).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პარაცეტამოლი (paracetamol)
ფორმა და შეფუთვა
120მგ/5მლ 100მლ სიროფი პეტ-ის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039290
რეგისტრირებულია
6 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპარაცეტამოლი ბავშვებისთვის და სხვა წამალი ერთად

პარაცეტამოლი ბავშვებისთვის — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტკივილი კბილების ამოსვლისას, კბილის ტკივილი, ყელის ტკივილი, ციება გაციების, გრიპისა და ბავშვთა ისეთი ინფექციების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, ყივანახველა, წითელა, პაროტიტი (ყბაყურა).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. პარაცეტამოლის დოზა ყველა ბავშვისთვის გამოითვლება ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით. უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც აუცილებელია სამკურნალო ეფექტის მისაღებად.

პარაცეტამოლის ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ სხეულის მასაზე. პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60 მგ/კგ სხეულის მასაზე.

საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შეიძლება განმეორდეს ყოველ 4-6 საათში. არ მიიღოთ 4-ზე მეტი დოზა 24 საათის განმავლობაში. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის მაქსიმალური კურსია 3 დღე.

ბავშვები 6 თვიდან 12 წლამდე.

ცხრილში თქვენ უნდა იპოვოთ დოზა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ასაკს. პრეპარატის დოზა იზომება დოზირების კოვზით, რომელსაც აქვს 2,5 მლ და 5 მლ ნიშნულები.

პარაცეტამოლის სიროფის ერთჯერადი დოზები 120 მგ/5 მლ ბავშვებს

ასაკი

დოზა

6-24 თვე

5 მლ

2-4 წელი

7,5 მლ

4-8 წელი

10 მლ

8-10 წელი

15 მლ

10-12 წელი

20 მლ

ბავშვები.

პრეპარატი უკუნაჩვენებია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. მოცემული სამკურნალო ფორმა გამოიყენება 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის და პრეპარატის სხვა კომპონენტების, განსაკუთრებით პარაბენების (მეთილ- და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი) მიმართ;

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (მათ შორის ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა);

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

სისხლის დაავადებები (მათ შორის გამოხატული ანემია, ლეიკოპენია);

თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის, როტორის სინდრომი);

ალკოჰოლიზმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად , რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, რათა პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ იქნას გადაჭარბებული.

პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენებისას ჰეპატოტოქსიურ საშუალებებთან პრეპარატების ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე იზრდება.

პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს (მათ შორის ბარბიტურატები, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები, კრაზანას პრეპარატები), ეთანოლი : შესაძლოა პარაცეტამოლის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის გაზრდა პრეპარატის ჰეპატოტოქსიურ მეტაბოლიტებად გარდაქმნის ხარისხის მომატების გამო, განსაკუთრებით პარაცეტამოლის მაღალი დოზების გამოყენებისას, .

ბარბიტურატები: ამცირებენ პარაცეტამოლის სიცხის დამწევ ეფექტს.

არ გამოიყენოთ ერთდროულად ეთანოლთან და ეთანოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად .

პრობენეციდი, პროპანოლოლი: შეიძლება გააძლიეროს პარაცეტამოლის მოქმედება.

ლიქსისენატიდი: პარაცეტამოლის აბსორბცია შეიძლება შემცირდეს მისი 1- 4 საათში მიღებისას ლიქსისენატიდის მიღების შემდეგ.

ქლორამფენიკოლი: ძლიერდება მისი ტოქსიკურობა, ვინაიდან ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება.

მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი: შესაძლებელია პარაცეტამოლის აბსორბციის სიჩქარის გაზრდა.

ქოლესტირამინი: შესაძლებელია პარაცეტამოლის აბსორბციის სიჩქარის შემცირება.

ვარფარინი, სხვა კუმარინები: შესაძლებელია ანტიკოაგულანტული ეფექტის გაზრდა სისხლდენის გაზრდილი რისკით პარაცეტამოლის მაღალი დოზების გამოყენებისას რამდენიმე დღის განმავლობაში; რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) რეგულარული მონიტორინგი; პარაცეტამოლის ერთჯერადი დოზები არ ახდენენ არსებით გავლენას. აუცილებლობის შემთხვევაში, პარაცეტამოლით მკურნალობის დროს უნდა დაკორეგირდეს პერორალური ანტიკოაგულანტის დოზა.

დიფლუნიზალი და სხვა აასს: მატულობს შრატში პარაცეტამოლის დონე, რაც ზრდის ჰეპატოტოქსიურობისა და ნეფროტოქსიურობის რისკს.

იზონიაზიდი, რიფამპიცინი, სხვა ჰეპატოტოქსიური საშუალებები: ჰეპატოტოქსიური სინდრომის განვითარების მომატებული რისკი.

ფლუკლოქსაცილინი: პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფლუკლოქსაცილინთან ერთდროულად, ვინაიდან ერთდროული გამოყენება ასოცირდება მეტაბოლურ აციდოზისთან მაღალი ანიონური შუალედით, განსაკუთრებით პაციენტებში რისკის ფაქტორებით (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

დიურეზულები: პარაცეტამოლი ამცირებს მათ ეფექტურობას.

ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები: პარაცეტამოლის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ზიდოვუდინის მეტაბოლიზმი (ნეიტროპენიის მომატებული რისკი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პარაცეტამოლმა შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლში შარდმჟავას განსაზღვრის შედეგებს ფოსფოროვოლფრამის მჟავიანი მეთოდის გამოყენებისას და სისხლში გლუკოზის განსაზღვრისას ოქსიდაზა-პეროქსიდაზას მეთოდით. გამოყენების თავისებურებები.

არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს და იხმარება, მაგალითად, სიცხის შესამცირებლად, ტკივილის, გრიპის და გაციების სიმპტომების და ასევე უძილობის სამკურნალოდ. პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობასთან ან სიკვდილთან.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პარაცეტამოლის ფლუკლოქსაცილინთან ერთდროულად გამოყენებისას მაღალი ანიონური შუალედიანი მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) გაზრდილი რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, სეფსისით, კვების სიმწირით და გლუტათიონის დეფიციტის სხვა მიზეზების არსებობის გამო (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი), ასევე პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზების გამოყენებისას. რეკომენდირებულია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, შარდში 5-ოქსოპროლინის შემცველობის გაზომვის ჩათვლით.

პრეპარატის გამოყენების წინ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 დღე.

თუ დაავადების სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ყოველდღიურ ანალგეტიკებს მსუბუქი ფორმის ართრიტების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. პარაცეტამოლით 60 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით მკურნალობისას სხვა ანტიპირეტიკის ერთდროული გამოყენება გამართლებულია მხოლოდ პარაცეტამოლის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში.

პარაცეტამოლის გამოყენებამდე საჭიროა რჩევისათვის ექიმისადმი მიმართვა, თუ პაციენტი ღებულობს ვარფარინს ან მსგავს პრეპარატებს, რომლებსაც აქვთ ანტიკოაგულანტული ეფექტი. სიფრთხილით გამოიყენეთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში (ამ დაავადებების არსებობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისათვის). გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში, მათ შორის ღვიძლის ალკოჰოლური არაციროზული დაზიანებით, იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი.

ღვიძლის /ღვიძლისმიერი ფუნქციის უკმარისობა დაფიქსირდა გლუტათიონის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ორგანიზმის სერიოზული გამოფიტვის, ანორექსიის, დაბალი სხეულის მასის ინდექსისა ან ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. გლუტათიონის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ისეთი მძიმე ინფექციებისას, როგორიცაა სეფსისი, პარაცეტამოლის მიღების დროს იზრდება მეტაბოლური აციდოზის წარმოქმნის რისკი. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია ღრმა, სწრაფი ან გაძნელებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის შემადგენლობის და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი (პარაცეტამოლის როლი სრულად არ იყო ბოლომდე გამორიცხული ანალგეტიკების გამოყენებასთან ასოცირებული ნეფროპათიის განვითარებაში).

პრეპარატი შეიცავს სორბიტს (E 420), ამიტომ იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი მომადუნებელი ეფექტი.

პრეპარატი შეიცავს პონსო 4R (E 124), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის).

პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) (5 მლ სიროფში - 125 მგ 96% ეთანოლი). საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზისა და შარდმჟავას შემცველობის ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე.

გამოიყენეთ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

სტანდარტული კვლევები რეპროდუქციული და ონტოგენეტიკური ტოქსიკურობის შესაფასებლად ამჟამად მიღებული სტანდარტების გამოყენებით არ ჩატარებულა.

დიდი მოცულობის მონაცემები პარაცეტამოლის პრეპარატების გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში არ მიუთითებენ არც მალფორმაციულ და არც ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა იმ ბავშვთა ნერვული სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლებმაც განიცადეს პარაცეტამოლის ზემოქმედება მუცლად ყოფნის დროს, მოგვცეს არადამაჯერებელი შედეგები. თუ პარაცეტამოლის მიღება კლინიკურად აუცილებელია, მისი გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, მაგრამ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით ყველაზე მოკლე დროის განმავლობაში და გამოყენების რაც შეიძლება ნაკლები სიხშირით.

მოცემული სამკურნალო ფორმა გამოიყენება ბავშვებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მოცემული სამკურნალო ფორმა გამოიყენება ბავშვებისთვის.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის. გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე (ჩვეულებრივ გენერალიზებული გამონაყარი, ერითემატოზული, შესაძლებელია ჭინჭრის ციება პრეპარატში მეთილ- და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატების არსებობის გამო), ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი),

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი). გამონაყარის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

სუნთქვითი სისტემა: ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

ნერვული სისტემა (ჩვეულებრივ, ვითარდება მაღალი დოზების გამოყენებისას): თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, ორიენტაციის დაღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლის შრატში "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის მომატება, როგორც წესი, სიყვითლის განვითარების გარეშე, ჰეპატონეკროზი (დოზაზე დამოკიდებული ეფექტი); აღწერილია მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები (ჩვეულებრივ დოზის გადაჭარბებისას). პრეპარატი შეიცავს სორბიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ენდოკრინული სისტემა: ჰიპოგლიკემია, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური კომა. სისხლი და ლიმფური სისტემა: ანემია, სულფჰემოგლობინემია და მეტმოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, გულის ტკივილი), ჰემოლიზური ანემია. თერაპიულზე მეტი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - აპლასტიკური ანემია, პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევების გაჩენა, სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან და/ან ღრძილების სისხლდენა, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

შარდგამომყოფი სისტემა: მაღალი დოზების გამოყენებისას - ნეფროტოქსიური ეფექტი (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), ასეპტიური პიურია. პარაცეტამოლის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად წარმოიქმნება, რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და გამოყენების ხანგრძლივობაზე.

რომელიმე გვერდითი ეფექტის წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზა

ღვიძლის დაზიანება შესაძლებელია ზრდასრულებში, რომლებმაც მიიღეს 10 გ ან მეტი პარაცეტამოლი, ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს მეტი 150 მგ/კგ-ზე სხეულის წონაზე.

რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში 5 გ ან მეტი პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რამაც შეიძლება მოგვიყვანოს ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობსთან ან ლეტალურ შედეგთან.

რისკის ფაქტორები:

ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანას პრეპარატებით ან ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი სხვა სამკურნალო საშუალებებით;

ეთანოლის რეგულარული გადაჭარბებული მოხმარება;

გლუტატიონური კახექსია (მონელების დარღვევები, მუკოვისციდოზი, აივ ინფექცია, შიმშილი, კახექსია).

დოზის გადაჭარბების სიმპტომები პირველი 24 საათის განმავლობაში: კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და აბდომინალური ტკივილი, "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის მომატება და პროთრომბინის ინდექსის მომატება. ღვიძლის დაზიანება შეიძლება აშკარად გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 12-48 საათის შემდეგ. შეიძლება წარმოიქმნას გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზის, ჰეპატოცელულარული უკმარისობა, ჰეპატონეკროზი. მძიმე მოწამვლისას ღვიძლის უკმარისობა შეიძლება პროგრესირდეს ჰიპოგლიკემიამდე, ენცეფალოპათიამდე, სისხლჩაქცევებამდე, ცერებრალური შეშუპებამდე, კომამდე და ლეტალურ შედეგამდე.

თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, რომელსაც თან ახლავს გამოხატული წელის ტკივილი, ჰემატურია და პროტეინურია, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია:

  • ნერვული სისტემის მხრივ - თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება ან ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ორიენტაციისა და ყურადღების დარღვევა, უძილობა/ძილიანობა, ტრემორი, ნერვიულობა, შფოთვა, ცნობიერების დარღვევა, ჰიპერრეფლექსია, კრუნჩხვები;
  • შარდგამომყოფი სისტემის მხრივ - ნეფროტოქსიკურობა (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი).

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გულის არითმია (მათ შორის ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები) და პანკრეატიტი, რასაც ჩვეულებრივ თან ახლავს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ჰეპატოტოქსიურობა, მომატებული ოფლიანობა.

მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს აპლასტიკური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია. მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (თუნდაც სიმპტომების არარსებობის დროს) აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია. სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლოს გულისრევით ან ღებინებით და შეიძლება არ შეესაბამებოდეს დოზის გადაჭარბების სიმძიმეს ან ორგანოს დაზიანების რისკს.

პლაზმური პარაცეტამოლის კონცენტრაცია უნდა შეფასდეს მისი გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ ან მოგვიანებით მისი გამოყენების შემდეგ (კონცენტრაციის უფრო ადრე განსაზღვრა არ არის სანდო).

პარაცეტამოლის დიდი დოზის მიღებიდან პირველ საათში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა, გააქტიურებული ნახშირის გამოყენება.

აცეტილცისტეინით მკურნალობა უნდა იქნას გამოყენებული პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ მაქსიმალური დამცავი ეფექტი ვლინდება დოზის გადაჭარბებიდან 8 საათის განმავლობაში მისი გამოყენებისას. ამ პერიოდის შემდეგ ანტიდოტის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება. აცეტილცისტეინი უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად გამოყენების დადგენილი სქემის მიხედვით. ღებინების არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთიონინი პერორალურად, როგორც შესაბამისი ალტერნატივა საავადმყოფოსაგან დაშორებულ ადგილებში.

ასევე აუცილებელია სიმპტომური ღონისძიებების გატარება.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი;

5 მლ სიროფი შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს (100% მშრალი ნივთიერებაზე გადათვლით);

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ეთანოლი 96%, სორბიტოლი (E 420), ჟოლოს არომატიზატორი, პონსო 4R (E 124), გაწმენდილი წყალი.

სამკურნალო ფორმა. სიროფი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ბლანტი სითხე, ვარდისფერი ტკბილი გემოთი და ჟოლოს დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები

3 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის ვარგისობის ვადაა 30 დღე-ღამე 20-25° C ტემპერატურაზე.

შენახვის პირობები.

ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

50 მლ ფლაკონში, 1 ფლაკონი შეფუთვაში დოზირების კოვზით; 100 მლ ფლაკონში ან ქილაში, 1 ფლაკონი ან ქილა შეფუთვაში დოზირების კოვზით.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები.

ათქ კოდი N02BE01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ ეფექტს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან და ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე ზემოქმედებასთან.

ფარმაკოკინეტიკა. შინაგანი მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უპირატესად წვრილ ნაწლავში, ძირითადად პასიური ტრანსპორტის გზით. 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ. ის კარგად ნაწილდება ქსოვილებში და ძირითადად სხეულის სითხეებში, გარდა ცხიმოვანი ქსოვილისა და ცერებროსპინალური სითხისა. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 10%-ზე ნაკლებს და დოზის მატებასთან ერთად უმნიშვნელოდ იზრდება. სულფატური და გლუკურონიდული მეტაბოლიტები არ უკავშირდებიან სისხლის პლაზმის ცილებს შედარებით მაღალ კონცენტრაციებშიც კი. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში გლუკურონიდებთან კონიუგაციის, სულფატებთან კონიუგაციისა და ღვიძლის შერეული ოქსიდაზების და ციტოქრომ P450-ის მონაწილეობით დაჟანგვის გზით. ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი ნეგატიური მოქმედებით N-აცეტილ-p-ბენზოქინონიმინი, რომელიც წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით ღვიძლში და თირკმელებში შერეული ოქსიდაზების გავლენის ქვეშ და დეტოქსიცირდება გლუტათიონთან შეკავშირებით, შეიძლება დაგროვდეს პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში და გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. ზრდასრულებში პარაცეტამოლის უმეტესი ნაწილი უკავშირდება გლუკურონის მჟავას და უფრო მცირე რაოდენობით- გოგირდის მჟავას. ეს კონიუგირებული მეტაბოლიტები არ ავლენენ ბიოლოგიურ აქტივობას. დღენაკლულებში, ახალშობილებში და ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჭარბობს სულფატური მეტაბოლიზმი. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-4 საათს. ღვიძლის ციროზის მქონე ავადმყოფებში ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე მომატებულია. პარაცეტამოლის თირკმლის კლირენსი შეადგენს 5%. პრეპარატი გამოიყოფა შარდით, ძირითადად გლუკურონისა და სულფატის კონიუგატების სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი პარაცეტამოლის სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პარაცეტამოლი ბავშვებისთვის

(PARACETAMOL FOR CHILDREN)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი;

5 მლ სიროფი შეიცავს 120 მგ პარაცეტამოლს (100% მშრალი ნივთიერებაზე გადათვლით);

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ეთანოლი 96%, სორბიტოლი (E 420), ჟოლოს არომატიზატორი, პონსო 4R (E 124), გაწმენდილი წყალი.

სამკურნალო ფორმა. სიროფი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ბლანტი სითხე, ვარდისფერი ტკბილი გემოთი და ჟოლოს დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები.

ათქ კოდი N02BE01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა. ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ ეფექტს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან და ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე ზემოქმედებასთან.

ფარმაკოკინეტიკა. შინაგანი მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უპირატესად წვრილ ნაწლავში, ძირითადად პასიური ტრანსპორტის გზით. 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთის შემდეგ. ის კარგად ნაწილდება ქსოვილებში და ძირითადად სხეულის სითხეებში, გარდა ცხიმოვანი ქსოვილისა და ცერებროსპინალური სითხისა. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 10%-ზე ნაკლებს და დოზის მატებასთან ერთად უმნიშვნელოდ იზრდება. სულფატური და გლუკურონიდული მეტაბოლიტები არ უკავშირდებიან სისხლის პლაზმის ცილებს შედარებით მაღალ კონცენტრაციებშიც კი. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში გლუკურონიდებთან კონიუგაციის, სულფატებთან კონიუგაციისა და ღვიძლის შერეული ოქსიდაზების და ციტოქრომ P450-ის მონაწილეობით დაჟანგვის გზით. ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი ნეგატიური მოქმედებით N-აცეტილ-p-ბენზოქინონიმინი, რომელიც წარმოიქმნება ძალიან მცირე რაოდენობით ღვიძლში და თირკმელებში შერეული ოქსიდაზების გავლენის ქვეშ და დეტოქსიცირდება გლუტათიონთან შეკავშირებით, შეიძლება დაგროვდეს პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში და გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება. ზრდასრულებში პარაცეტამოლის უმეტესი ნაწილი უკავშირდება გლუკურონის მჟავას და უფრო მცირე რაოდენობით- გოგირდის მჟავას. ეს კონიუგირებული მეტაბოლიტები არ ავლენენ ბიოლოგიურ აქტივობას. დღენაკლულებში, ახალშობილებში და ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჭარბობს სულფატური მეტაბოლიზმი. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-4 საათს. ღვიძლის ციროზის მქონე ავადმყოფებში ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენადმე მომატებულია. პარაცეტამოლის თირკმლის კლირენსი შეადგენს 5%. პრეპარატი გამოიყოფა შარდით, ძირითადად გლუკურონისა და სულფატის კონიუგატების სახით. 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი პარაცეტამოლის სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ტკივილი კბილების ამოსვლისას, კბილის ტკივილი, ყელის ტკივილი, ციება გაციების, გრიპისა და ბავშვთა ისეთი ინფექციების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, ყივანახველა, წითელა, პაროტიტი (ყბაყურა).

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის და პრეპარატის სხვა კომპონენტების, განსაკუთრებით პარაბენების (მეთილ- და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი) მიმართ;

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (მათ შორის ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა);

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

სისხლის დაავადებები (მათ შორის გამოხატული ანემია, ლეიკოპენია);

თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონის, როტორის სინდრომი);

ალკოჰოლიზმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად , რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, რათა პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ იქნას გადაჭარბებული.

პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენებისას ჰეპატოტოქსიურ საშუალებებთან პრეპარატების ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე იზრდება.

პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომურ ფერმენტებს (მათ შორის ბარბიტურატები, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები, კრაზანას პრეპარატები), ეთანოლი : შესაძლოა პარაცეტამოლის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის გაზრდა პრეპარატის ჰეპატოტოქსიურ მეტაბოლიტებად გარდაქმნის ხარისხის მომატების გამო, განსაკუთრებით პარაცეტამოლის მაღალი დოზების გამოყენებისას, .

ბარბიტურატები: ამცირებენ პარაცეტამოლის სიცხის დამწევ ეფექტს.

არ გამოიყენოთ ერთდროულად ეთანოლთან და ეთანოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად .

პრობენეციდი, პროპანოლოლი: შეიძლება გააძლიეროს პარაცეტამოლის მოქმედება.

ლიქსისენატიდი: პარაცეტამოლის აბსორბცია შეიძლება შემცირდეს მისი 1- 4 საათში მიღებისას ლიქსისენატიდის მიღების შემდეგ.

ქლორამფენიკოლი: ძლიერდება მისი ტოქსიკურობა, ვინაიდან ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება.

მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი: შესაძლებელია პარაცეტამოლის აბსორბციის სიჩქარის გაზრდა.

ქოლესტირამინი: შესაძლებელია პარაცეტამოლის აბსორბციის სიჩქარის შემცირება.

ვარფარინი, სხვა კუმარინები: შესაძლებელია ანტიკოაგულანტული ეფექტის გაზრდა სისხლდენის გაზრდილი რისკით პარაცეტამოლის მაღალი დოზების გამოყენებისას რამდენიმე დღის განმავლობაში; რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) რეგულარული მონიტორინგი; პარაცეტამოლის ერთჯერადი დოზები არ ახდენენ არსებით გავლენას. აუცილებლობის შემთხვევაში, პარაცეტამოლით მკურნალობის დროს უნდა დაკორეგირდეს პერორალური ანტიკოაგულანტის დოზა.

დიფლუნიზალი და სხვა აასს: მატულობს შრატში პარაცეტამოლის დონე, რაც ზრდის ჰეპატოტოქსიურობისა და ნეფროტოქსიურობის რისკს.

იზონიაზიდი, რიფამპიცინი, სხვა ჰეპატოტოქსიური საშუალებები: ჰეპატოტოქსიური სინდრომის განვითარების მომატებული რისკი.

ფლუკლოქსაცილინი: პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფლუკლოქსაცილინთან ერთდროულად, ვინაიდან ერთდროული გამოყენება ასოცირდება მეტაბოლურ აციდოზისთან მაღალი ანიონური შუალედით, განსაკუთრებით პაციენტებში რისკის ფაქტორებით (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

დიურეზულები: პარაცეტამოლი ამცირებს მათ ეფექტურობას.

ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები: პარაცეტამოლის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ზიდოვუდინის მეტაბოლიზმი (ნეიტროპენიის მომატებული რისკი).

ურთიერთქმედება სადიაგნოსტიკო ტესტებთან: პარაცეტამოლმა შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლში შარდმჟავას განსაზღვრის შედეგებს ფოსფოროვოლფრამის მჟავიანი მეთოდის გამოყენებისას და სისხლში გლუკოზის განსაზღვრისას ოქსიდაზა-პეროქსიდაზას მეთოდით. გამოყენების თავისებურებები.

არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს და იხმარება, მაგალითად, სიცხის შესამცირებლად, ტკივილის, გრიპის და გაციების სიმპტომების და ასევე უძილობის სამკურნალოდ. პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობასთან ან სიკვდილთან.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა პარაცეტამოლის ფლუკლოქსაცილინთან ერთდროულად გამოყენებისას მაღალი ანიონური შუალედიანი მეტაბოლური აციდოზის (HAGMA) გაზრდილი რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, სეფსისით, კვების სიმწირით და გლუტათიონის დეფიციტის სხვა მიზეზების არსებობის გამო (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი), ასევე პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზების გამოყენებისას. რეკომენდირებულია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, შარდში 5-ოქსოპროლინის შემცველობის გაზომვის ჩათვლით.

პრეპარატის გამოყენების წინ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 დღე.

თუ დაავადების სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ყოველდღიურ ანალგეტიკებს მსუბუქი ფორმის ართრიტების დროს, პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. პარაცეტამოლით 60 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით მკურნალობისას სხვა ანტიპირეტიკის ერთდროული გამოყენება გამართლებულია მხოლოდ პარაცეტამოლის არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში.

პარაცეტამოლის გამოყენებამდე საჭიროა რჩევისათვის ექიმისადმი მიმართვა, თუ პაციენტი ღებულობს ვარფარინს ან მსგავს პრეპარატებს, რომლებსაც აქვთ ანტიკოაგულანტული ეფექტი. სიფრთხილით გამოიყენეთ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში (ამ დაავადებების არსებობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისათვის). გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში, მათ შორის ღვიძლის ალკოჰოლური არაციროზული დაზიანებით, იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი.

ღვიძლის /ღვიძლისმიერი ფუნქციის უკმარისობა დაფიქსირდა გლუტათიონის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ორგანიზმის სერიოზული გამოფიტვის, ანორექსიის, დაბალი სხეულის მასის ინდექსისა ან ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. გლუტათიონის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, მაგალითად, ისეთი მძიმე ინფექციებისას, როგორიცაა სეფსისი, პარაცეტამოლის მიღების დროს იზრდება მეტაბოლური აციდოზის წარმოქმნის რისკი. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია ღრმა, სწრაფი ან გაძნელებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის შემადგენლობის და ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი (პარაცეტამოლის როლი სრულად არ იყო ბოლომდე გამორიცხული ანალგეტიკების გამოყენებასთან ასოცირებული ნეფროპათიის განვითარებაში).

პრეპარატი შეიცავს სორბიტს (E 420), ამიტომ იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი მომადუნებელი ეფექტი.

პრეპარატი შეიცავს პონსო 4R (E 124), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული ტიპის).

პრეპარატი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) (5 მლ სიროფში - 125 მგ 96% ეთანოლი). საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზისა და შარდმჟავას შემცველობის ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე.

გამოიყენეთ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

სტანდარტული კვლევები რეპროდუქციული და ონტოგენეტიკური ტოქსიკურობის შესაფასებლად ამჟამად მიღებული სტანდარტების გამოყენებით არ ჩატარებულა.

დიდი მოცულობის მონაცემები პარაცეტამოლის პრეპარატების გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში არ მიუთითებენ არც მალფორმაციულ და არც ფეტო/ნეონატალურ ტოქსიკურობაზე. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა იმ ბავშვთა ნერვული სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლებმაც განიცადეს პარაცეტამოლის ზემოქმედება მუცლად ყოფნის დროს, მოგვცეს არადამაჯერებელი შედეგები. თუ პარაცეტამოლის მიღება კლინიკურად აუცილებელია, მისი გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს, მაგრამ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით ყველაზე მოკლე დროის განმავლობაში და გამოყენების რაც შეიძლება ნაკლები სიხშირით.

მოცემული სამკურნალო ფორმა გამოიყენება ბავშვებისთვის.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

მოცემული სამკურნალო ფორმა გამოიყენება ბავშვებისთვის.

გამოყენების მეთოდი და დოზები.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. პარაცეტამოლის დოზა ყველა ბავშვისთვის გამოითვლება ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით. უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც აუცილებელია სამკურნალო ეფექტის მისაღებად.

პარაცეტამოლის ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ სხეულის მასაზე. პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 60 მგ/კგ სხეულის მასაზე.

საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შეიძლება განმეორდეს ყოველ 4-6 საათში. არ მიიღოთ 4-ზე მეტი დოზა 24 საათის განმავლობაში. დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის მაქსიმალური კურსია 3 დღე.

ბავშვები 6 თვიდან 12 წლამდე.

ცხრილში თქვენ უნდა იპოვოთ დოზა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ასაკს. პრეპარატის დოზა იზომება დოზირების კოვზით, რომელსაც აქვს 2,5 მლ და 5 მლ ნიშნულები.

პარაცეტამოლის სიროფის ერთჯერადი დოზები 120 მგ/5 მლ ბავშვებს

ასაკი

დოზა

6-24 თვე

5 მლ

2-4 წელი

7,5 მლ

4-8 წელი

10 მლ

8-10 წელი

15 მლ

10-12 წელი

20 მლ

ბავშვები.

პრეპარატი უკუნაჩვენებია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. მოცემული სამკურნალო ფორმა გამოიყენება 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

დოზის გადაჭარბება.

ღვიძლის დაზიანება შესაძლებელია ზრდასრულებში, რომლებმაც მიიღეს 10 გ ან მეტი პარაცეტამოლი, ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს მეტი 150 მგ/კგ-ზე სხეულის წონაზე.

რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში 5 გ ან მეტი პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რამაც შეიძლება მოგვიყვანოს ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობსთან ან ლეტალურ შედეგთან.

რისკის ფაქტორები:

ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანას პრეპარატებით ან ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი სხვა სამკურნალო საშუალებებით;

ეთანოლის რეგულარული გადაჭარბებული მოხმარება;

გლუტატიონური კახექსია (მონელების დარღვევები, მუკოვისციდოზი, აივ ინფექცია, შიმშილი, კახექსია).

დოზის გადაჭარბების სიმპტომები პირველი 24 საათის განმავლობაში: კანის სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და აბდომინალური ტკივილი, "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის მომატება და პროთრომბინის ინდექსის მომატება. ღვიძლის დაზიანება შეიძლება აშკარად გამოვლინდეს დოზის გადაჭარბებიდან 12-48 საათის შემდეგ. შეიძლება წარმოიქმნას გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზის, ჰეპატოცელულარული უკმარისობა, ჰეპატონეკროზი. მძიმე მოწამვლისას ღვიძლის უკმარისობა შეიძლება პროგრესირდეს ჰიპოგლიკემიამდე, ენცეფალოპათიამდე, სისხლჩაქცევებამდე, ცერებრალური შეშუპებამდე, კომამდე და ლეტალურ შედეგამდე.

თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, რომელსაც თან ახლავს გამოხატული წელის ტკივილი, ჰემატურია და პროტეინურია, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია:

  • ნერვული სისტემის მხრივ - თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება ან ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ორიენტაციისა და ყურადღების დარღვევა, უძილობა/ძილიანობა, ტრემორი, ნერვიულობა, შფოთვა, ცნობიერების დარღვევა, ჰიპერრეფლექსია, კრუნჩხვები;
  • შარდგამომყოფი სისტემის მხრივ - ნეფროტოქსიკურობა (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი).

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გულის არითმია (მათ შორის ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები) და პანკრეატიტი, რასაც ჩვეულებრივ თან ახლავს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ჰეპატოტოქსიურობა, მომატებული ოფლიანობა.

მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს აპლასტიკური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია. მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (თუნდაც სიმპტომების არარსებობის დროს) აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია. სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლოს გულისრევით ან ღებინებით და შეიძლება არ შეესაბამებოდეს დოზის გადაჭარბების სიმძიმეს ან ორგანოს დაზიანების რისკს.

პლაზმური პარაცეტამოლის კონცენტრაცია უნდა შეფასდეს მისი გამოყენებიდან 4 საათის შემდეგ ან მოგვიანებით მისი გამოყენების შემდეგ (კონცენტრაციის უფრო ადრე განსაზღვრა არ არის სანდო).

პარაცეტამოლის დიდი დოზის მიღებიდან პირველ საათში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა, გააქტიურებული ნახშირის გამოყენება.

აცეტილცისტეინით მკურნალობა უნდა იქნას გამოყენებული პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ მაქსიმალური დამცავი ეფექტი ვლინდება დოზის გადაჭარბებიდან 8 საათის განმავლობაში მისი გამოყენებისას. ამ პერიოდის შემდეგ ანტიდოტის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება. აცეტილცისტეინი უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად გამოყენების დადგენილი სქემის მიხედვით. ღებინების არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთიონინი პერორალურად, როგორც შესაბამისი ალტერნატივა საავადმყოფოსაგან დაშორებულ ადგილებში.

ასევე აუცილებელია სიმპტომური ღონისძიებების გატარება.

გვერდითი რეაქციები .

იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის. გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე (ჩვეულებრივ გენერალიზებული გამონაყარი, ერითემატოზული, შესაძლებელია ჭინჭრის ციება პრეპარატში მეთილ- და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატების არსებობის გამო), ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი),

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი). გამონაყარის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

სუნთქვითი სისტემა: ბრონქოსპაზმი პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

ნერვული სისტემა (ჩვეულებრივ, ვითარდება მაღალი დოზების გამოყენებისას): თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, ორიენტაციის დაღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლის შრატში "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის მომატება, როგორც წესი, სიყვითლის განვითარების გარეშე, ჰეპატონეკროზი (დოზაზე დამოკიდებული ეფექტი); აღწერილია მწვავე პანკრეატიტის შემთხვევები (ჩვეულებრივ დოზის გადაჭარბებისას). პრეპარატი შეიცავს სორბიტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ენდოკრინული სისტემა: ჰიპოგლიკემია, შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემიური კომა. სისხლი და ლიმფური სისტემა: ანემია, სულფჰემოგლობინემია და მეტმოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, გულის ტკივილი), ჰემოლიზური ანემია. თერაპიულზე მეტი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - აპლასტიკური ანემია, პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევების გაჩენა, სისხლდენა, მათ შორის ცხვირიდან და/ან ღრძილების სისხლდენა, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

შარდგამომყოფი სისტემა: მაღალი დოზების გამოყენებისას - ნეფროტოქსიური ეფექტი (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), ასეპტიური პიურია. პარაცეტამოლის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად წარმოიქმნება, რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და გამოყენების ხანგრძლივობაზე.

რომელიმე გვერდითი ეფექტის წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის ვარგისობის ვადაა 30 დღე-ღამე 20-25° C ტემპერატურაზე.

შენახვის პირობები.

ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

50 მლ ფლაკონში, 1 ფლაკონი შეფუთვაში დოზირების კოვზით; 100 მლ ფლაკონში ან ქილაში, 1 ფლაკონი ან ქილა შეფუთვაში დოზირების კოვზით.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ- ფარმაცევტული ქარხანა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 03134, კიევი, ქუჩა მირა, 17 .

ბოლო გადახედვის თარიღი. 25.08.2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა