პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

მობიკამი

MOBICAM

ურეცეპტოდ7,5მგინსტრუქცია ქართულადსაქართველო
რისთვის გამოიყენება

ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა; რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა; მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (meloxicam)
ფორმა და შეფუთვა
7,5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Replek Farm Ltd. Skopje(მაკედონია)), საქართველო
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-038930
რეგისტრირებულია
24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
განმცხადებელი
შპს ,,ავერსი-რაციონალი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამობიკამი და სხვა წამალი ერთად

მობიკამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა;

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა;

მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება პერორალურად ერთხელ დღეში ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

ოსტეოართროზის დროს: 7.5 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღეში.

რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს: 15 მგ/დღეში. თერაპიული ეფექტის მიხედვით დოზა შეიძლება შემცირდეს 7.5 მგ-მდე დღეში.

მობიკამის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ-ს.

ხანდაზმულ პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროებისას რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს.

ჰემოდიალიზზე მყოფ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს დღეში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 25 მლ/წთ), ასევე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქ და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ;

ბრონქული ასთმის სიმპტომები, ცხვირის პოლიპები, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიღების შემდეგ;

ანამნეზში სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია, რომელსაც წინ უძღვოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული/სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან მათი რეციდივები ანამნეზში (ორი ან მეტი განსხვავებული ეპიზოდი, რომელიც ამტკიცებს წყლულის არსებობას ან სისხლდენას);

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (თუ არ ტარდება ჰემოდიალიზი);

გასტროინტესტინური, ცერებროვასკულური ან სხვა სისხლდენა/სისხლჩაქცევა;

გულის მძიმე უკმარისობა;

სიფრთხილის ზომები

არასასურველი ეფექტების მინიმიზაცია შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადააჭარბება და დამატებითი აასს-ის გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობა კომბინაციის დაუდასტურებელი თერაპიული უპირატესობისას. თავიდან უნდა იქნას აცილებული მელოქსიკამის გამოყენება სხვა აასს-ებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექტიურ ინჰიბიტორებთან.

მელოქსიკამი არ არის მიზანშეწონილი იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც საჭიროებენ მწვავე ტკივილის კუპირებას.

რამდენიმე დღის განმავლობაში გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, მკურნალობის კლინიკური სარგებელი ხელახლა უნდა შეფასდეს.

მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზში არსებული ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის ნებისმიერი შემთხვევის შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული განკურნება. რეგულარულად უნდა მიექცეს ყურადღება რეციდივის შესაძლო დაწყებას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მელოქსიკამით და ჰქონდათ მსგავსი ანამნეზი.

გასტროინტესტინური ეფექტები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, აღინიშნა ყველა აასს-ებით მკურნალობისას ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სერიოზული მოვლენების არსებობისას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი მატულობს აასს-ების დოზის გაზრდისას, პაციენტების ანამნეზში წყლულის არსებობისას, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა უმცირესი დოზით. კომბინირებული თერაპია დამცავი მოქმედების საშუალებებთან ერთად (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზით ერთდროული მიღება ან სხვა პრეპარატების, რომლებიც ზრდის გასტროინტესტინურ რისკს.

პაციენტებმა გასტროინტესტინური ტოქსიკურობით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა მოახდინონ შეტყობინება ნებისმიერი უჩვეულო აბდომინური სიმპტომის შესახებ (უპირველეს ყოვლისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, მაგალითად, ჰეპარინს, ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი, სხვა აასს-ებს ან აცეტილსალიცილის მჟავას დოზით ≥ 500 მგ ერთჯერადად ან მთლიანი დღიური დოზით ≥ 3 გ, არ არის რეკომენდებული მელოქსიკამთან კომბინაცია.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას მელოქსიკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

აასს-ები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებთან კუჭ-ნაწლავის დაავადებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), მდგომარეობის შესაძლო გამწვავების გამო.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური ეფექტები.

ანამნეზში ჰიპერტენზიის და/ან გულის მსუბუქი და ზომიერი შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა სათანადო მონიტორინგი და კონსულტაციები, რადგან აასს-ით თერაპიისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგი საწყის ეტაპზე და განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებისას.

კლინიკური კვლევების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად ზოგიერთი აასს-ის გამოყენება მელოქსიკამის ჩათვლით (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკის მცირე ზრდასთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის). საკმარისი მონაცემები მელოქსიკამის ასეთი რისკის გამოსარიცხად არ არსებობს.

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების ოკლუზიის და/ან ცერებროვასკულური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების (მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოწევა) არსებობისას პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ გულდასმით გამოკვლევის შემდეგ.

საუკეთესო შედეგები სჯს-ის და ტენ-ის მკურნალობისას მიიღწევა ადრეული დიაგნოსტიკისა და ნებისმიერი საეჭვო პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტის შედეგად. ადრეული მოხსნა დაკავშირებულია უკეთეს პროგნოზთან. მელოქსიკამის მიღების შემდეგ სჯს-ის და ტენ-ის განვითარების შემთხვევაში ეს პრეპარატი განმეორებით არ უნდა დაინიშნოს.

ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის მაჩვენებლები.

მობიკამის გამოყენებისას ერთეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შრატში ტრანსამინაზების, შრატში ბილირუბინის დონის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების მომატება, ასევე შრატში კრეატინინისა და სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება და ლაბორატორიული მონაცემების სხვა ცვლილებები. ეს ცვლილებები სუსტადაა გამოხატული და გარდამავალია. მკვეთრად გამოხატული ცვლილებების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

თირკმლების ფუნქციური უკმარისობა.

აასს-ებმა თირკმლის პროსტაგლანდინების ვაზოდილატაციური ეფექტის ინჰიბირებით შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციური უკმარისობა გლომერულური ფილტრაციის შემცირებით. ეს გვერდითი მოვლენა არის დოზადამოკიდებული. მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ რეკომენდებულია დიურეზის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში: ხანდაზმულებში, აგრეთვე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოვოლემია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა (შრატისმიერი ალბუმინი < 25 გ/ლ ან ჩაილდ-პიუს ინდექსი ≥10), ნეფროზული სინდრომი, მგლურასმიერი ნეფროპათია და თირკმლის უკმარისობა, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აგფ ინჰიბიტორებს, სარტანებს და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტებს. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი. ჰემოდიალიზზე მყოფი, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში მელოქსიკამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს. თირკმელის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგალითად, პაციენტები კრეატინინის კლირენსით >25 მლ/წთ) დოზის შემცირება საჭირო არ არის.

ნატრიუმი, კალიუმი და წყლის შეკავება.

აასს-ების გამოყენებისას შესაძლოა ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავების ინდუქცია ორგანიზმში, ასევე დიურეტიკების ნატრიურეზული მოქმედების დაქვეითება. გარდა ამისა, შესაძლებელია ჰიპოტენზიური საშუალებების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. ამის შედეგად მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეშუპების, გულის უკმარისობის და ჰიპერტენზიის ნიშნების პროვოცირება ან გაძლიერება. საჭიროა ასეთი პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და ადეკვატური ჰიდრატაცია. რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

კანის რეაქციები.

მელოქსიკამის გამოყენებისას აღწერილია სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები - სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ).

საჭიროა პაციენტების ინფორმირება კანის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათი მკაცრი მონიტორინგი. სჯს-ის ან ტენ-ის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. მელოქსიკამის გამოყენება უნდა შეწყდეს სჯს-ის ან ტენ-ის განვითარების პირველივე სიმპტომების ან ნიშნების შემთხვევაში (მაგალითად, კანის პროგრესირებადი გამონაყარი ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსების დაზიანებით).

მელოქსიკამის გამოყენებისას აღინიშნა ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარის შემთხვევები (FDE). დაუშვებელია მელოქსიკამის ხელახლა დანიშვნა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მელოქსიკამთან დაკავშირებული ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი. შესაძლებელია ჯვარედინი რეაქციების განვითარება სხვა ოქსიკამებთან ერთად მიღებისას.

ჰიპერკალემია.

ჰიპერკალემიის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს შაქრიანმა დიაბეტმა ან ისეთმა თანმხლებმა მკურნალობამ, რომელიც ზრდის სისხლში კალიუმის შემცველობას. ასეთ შემთხვევებში საჭიროა კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

სხვა გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

არასასურველი რეაქციები ხშირად ცუდად გადაიტანება ხანდაზმული პირების, დასუსტებული და დაუძლურებული პაციენტების მიერ, რომლებიც საჭიროებენ სათანადო მონიტორინგს. სხვა აასს-ის მსგავსად, მოითხოვება განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა ხანდაზმულებში, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევა. აასს-ის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში გაზრდილია არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებმაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

ისევე, როგორც სხვა აასს-ებმა, მობიკამმა შესაძლოა შენიღბოს ძირითადი ინფექციური დაავადების სიმპტომები.

მელოქსიკამის გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ფერტილობა ქალებში და არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ქალებში დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს ან უშვილობის გამოკვლევისას განსახილველია მელოქსიკამის მოხსნის საკითხი.

მობიკამი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ლაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

განსაკუთრებული კვლევები არ ჩატარებულა. ფარმაკოდინამიკაზე და ცნობილ გვერდით მოვლენებზე დაყრდნობით, მელოქსიკამი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ განვითარდა მხედველობის დარღვევა, თავბრუ, ძილიანობა ან სხვა დარღვევები ცნს-ის მხრივ, საჭიროა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული რისკები:

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ ან თერაპიულმა ჯგუფმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალემიის განვითარებას: კალიუმის მარილები, კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, (დაბალმოლეკულური ან არაფრაქციული) ჰეპარინები, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი.

ჰიპერკალემიის დაწყება შეიძლება დამოკიდებული იყოს ასოცირებული ფაქტორების არსებობაზე.

ეს რისკი იზრდება ზემოაღნიშნული პრეპარატების მელოქსიკამთან ერთად მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის, გულის მანკის და გასტროშიზის განვითარების რისკზე. გულის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება ≤1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე. მოსალოდნელია, რომ ეს რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად.

ორსულობის I და II ტრიმესტრში მელოქსიკამის გამოყენება არ შეიძლება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა. მელოქსიკამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე, თუ იგი ინიშნება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერი ინჰიბიტორი შეიძლება იწვევდეს შემდეგ დარღვევებს:

ნაყოფში:

კარდიო-პულმონარული ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია);

თირკმლების დისფუნქცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს თირკმლის უკმარისობა ოლიგოჰიდროამნიოზით.

დედასა და ახალშობილში, ორსულობის ბოლოს:

შესაძლებელია სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა, ხოლო ანტიაგრეგაციული ეფექტი შეიძლება განვითარდეს დაბალი დოზის შემთხვევაშიც;

საშვილოსნოს კუმშვადობის დათრგუნვა, შედეგად კი მშობიარობის ხანგრძლივობის გაზრდა.

შესაბამისად, მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვება.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მელოქსიკამის შესახებ კონკრეტული მონაცემები, ცნობილია, რომ აასს-ები გადადის დედის რძეში. ამიტომ არ არის რეკომენდებული გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა.

მელოქსიკამი, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინის სინთეზს, შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობის დაგეგმვისას. ამიტომ, ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან გადიან გამოკვლევას უნაყოფობაზე, გასათვალისწინებელია მელოქსიკამის მიღების შეწყვეტის შესაძლებლობა.

გვერდითი მოვლენები

ზოგადი აღწერა.

კლინიკური კვლევების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი აასს-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) რისკის მცირე ზრდასთან.

შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა აღწერილია ზოგირთი აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებით.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. შეიძლება აღინიშნოს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

არსებობს ცნობები გამოყენების შემდეგ განვითარებული გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, ყაბზობის, დისპეფსიის, მუცლის ტკივილის, მელენას, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავების შემთხვევების შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

აღინიშნა მძიმე გვერდითი რეაქციები კანის მხრივ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

გვერდითი ეფექტები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 - ≤ 1/10), არახშირად (≥ 1/1000 - ≤ 1/100), იშვიათად (≥1/10000 - ≤1/1000), ძალიან იშვიათად (≤ 1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად – დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; არახშირად - ფარული ან ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, სტომატიტი, გასტრიტი, ერუქცია; იშვიათად – კოლიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ეზოფაგიტი; ძალიან იშვიათად – კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია; უცნობია - პანკრეატიტი. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ზოგჯერ შეიძლება იყოს მძიმე და პოტენციურად ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: არახშირად – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის – ღვიძლის ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის მატება); ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; არახშირად – თავბრუ, ძილიანობა.

დარღვევები გულის მხრივ: იშვიათად – გულის ფრიალი; არსებობს ცნობები გულის უკმარისობის შესახებ აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებით.

ვასკულური დარღვევები: არახშირად – არტერიული წნევის მატება, წამოხურება.

სისხლისა და ლიმფური სისტების მხრივ: არახშირად – ანემია; იშვიათად – ლეიკოპენია, ლეიკოციტური ფორმულის ცვლილება, თრომბოციტოპენია, ძალიან იშვიათად - აგრანულოციტოზი.

ფსიქიკის დარღვევები: იშვიათად – გუნება-განწყობის ცვლილებები, კოშმარული სიზმრები; უცნობია - ცნობიერების არევა, დეზორიენტაცია.

თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად – ნატრიუმის და წყლის შეკავება, ჰიპერკალემია, კრეატინინის და/ან შარდოვანას კონცენტრაციის მატება; ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის დარღვევა (მათ შორის არამკვეთრი მხედველობა), კონიუნქტივიტი.

სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: არახშირად - ვერტიგო; იშვიათად – ხმაური ყურებში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად – ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად – ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა; უცნობია - ფოტოსენსიბილიზაცია, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები: იშვიათად - პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ, შესაძლოა განუვითარდეთ ასთმური შეტევები.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები, გარდა ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციებისა; უცნობია - ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: უცნობია - უშვილობა ქალებში, ოვულაციის შეფერხება.

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები: არახშირად – შეშუპება, ქვემო კიდურების შეშუპების ჩათვლით.

ინფორმაცია, რომელიც ახასიათებს ინდივიდუალურ სერიოზულ და/ან ხშირად გამოვლენილ გვერდით რეაქციებს:

აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მელოქსიკამით და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიური პრეპარატებით.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილა ამ პრეპარატის გამოყენებისას, მაგრამ ზოგადად ახასიათებს კლასის სხვა პრეპარატებს:

თირკმლების ორგანული დაზიანება, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას: აღინიშნა ინტერსტიციული ნეფრიტის, მწვავე მილაკოვანი ნეკროზის, ნეფროზული სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ძალიან იშვიათი შემთხვევები.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზა

გადაჭარბებული დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავბრუ, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომების კუპირება ხდება სიმპტომური საშუალებებით. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის დიდი დოზით მოწამვლა გამოიხატება არტერიული ჰიპერტენზიის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, სუნთქვის დათრგუნვის, თირკმლის მწვავე უკმარისობის, კრუნჩხვების და კოლაფსის სახით, შესაძლოა განვითარდეს კომა და გულის გაჩერება. აასს-ების თერაპიული მიღებისას აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები და შესაძლოა ისინი განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგ.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტები საჭიროებენ სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას. მკურნალობა ტარდება სიმპტომების და ინტოქსიკაციის ხარისხის შესაბამისად. კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ 4 გ ქოლესტირამინის დღეში 3-ჯერ მიღება ზრდის მელოქსიკამის ელიმინაციის სისწრაფეს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მელოქსიკამს – 7.5 ან 15 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა აასს-ები და აცეტილსალიცილის მჟავა: რეკომენდებული არ არის ერთდროულად გამოყენება სხვა აასს-თან, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთჯერადი დოზით ≥ 500 მგ ან საერთო სადღეღამისო დოზით ≥ 3 გ.

კორტიკოსტეროიდები (მაგ., გლუკოკორტიკოიდები): კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის განვითარების გაზრდილი რისკის გამო.

ანტიკოაგულანტები ან ჰეპარინი: მნიშვნელოვნად იზრდება სისხლდენის რისკი თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. აასს-ებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, მაგალითად ვარფარინის. აასს-ების და ანტიკოაგულანტების ან ჰეპარინის ერთდროული გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში ან სამკურნალო დოზით არ არის რეკომენდებული. ჰეპარინის გამოყენების დანარჩენ შემთხვევებში (მაგ., პროფილაქტიკური დოზები) სიფრთხილეა საჭირო სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო. თუ აუცილებელია მოცემული კომბინაციის დანიშვნა, რეკომენდებულია სნთ-ის მკაცრი მონიტორინგი.

თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატები: სისხლდენის გაზრდილი რისკი თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკის გაზრდა.

დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ-II ანტაგონისტები: აასს-ებმა შეიძლება შეამცირონ დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. აგფ-ს ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების კომბინაციამ თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე ზოგიერთ პაციენტში (დეჰიდრირებული ან ასაკოვანი პაციენტები) შეიძლება მომავალში გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით. ეს პროცესი, როგორც წესი, შექცევადია. ამიტომ ერთობლივი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი.

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ., ბეტა-ბლოკატორები): ერთდროული გამოყენებისას მცირდება ბეტა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი (პროსტაგლანდინების ინჰიბირებით მცირდება ვაზოდილატაციური ეფექტი).

კალცინევრინის ინჰიბიტორები: მობიკამმა შესაძლოა გააძლიეროს კალცინევრინის ინჰიბიტორების (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი) ნეფროტოქსიკურობა. კომბინირებული თერაპიის ჩატარების შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

დეფერაზიროქსი: მელოქსიკამის დეფერაზიროქსთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკი (ულცერაცია და სისხლდენა). ამ პრეპარატების კომბინირებისას საჭიროა სიფრთილის ზომების დაცვა.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე.

ლითიუმი: ლითიუმის და აასს-ის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან აასს-მ შესაძლოა გაზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია პლაზმაში ლითიუმის რენალური ექსკრეციის დაქვეითების ხარჯზე. ლითიუმის კონცენტრაციამ პლაზმაში შესაძლოა მიაღწიოს ტოქსიკურ მაჩვენებელს. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დასრულების შემდეგ საჭიროა ლითიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა პლაზმაში.

მეთოტრექსატი: აასს-ებმა შესაძლოა დააქვეითოს მეთოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია და გამოიწვიოს პლაზმაში მისი კონცენტრაციის მატება. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის მაღალ დოზას (კვირაში 15 მგ-ზე მეტი), აასს-ს ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის. რისკი არსებობს ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის დაბალ დოზას, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის ფორმულის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. აუცილებელია სიფრთხილე მეთოტრექსატის და აასს-ის ერთდროულად გამოყენებისას 3 დღის განმავლობაში, ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში და გაძლიერდეს ტოქსიკური ეფექტი. ასევე, ერთდროული მიღება ზრდის მეთოტრექსატის ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას.

პემეტრექსედი: მელოქსიკამის პემეტრექსედთან ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 45-დან 79 მლ/წთ-მდე მელოქსიკამის მიღება უნდა შეჩერდეს პემეტრექსედის შეყვანამდე 5 დღით ადრე, მისი შეყვანის დღეს და შეყვანიდან 2 დღის განმავლობაში. თუ აუცილებელია მელოქსიკამის პემეტრექსედთან ერთობლივი გამოყენება, რეკომენდებულია პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება, განსაკუთრებით მიელოსუპრესიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების გამო. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 45 მლ/წთ-ზე ნაკლები) არ არის რეკომენდებული მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება პემეტრექსედთან. თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥ 80 მლ/წთ), მელოქსიკამის მიღებამ 15 მგ დოზით შეიძლება შეამციროს პემეტრექსედის ელიმინაცია და, შესაბამისად, გაზარდოს პემეტრექსედით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შემთხვევები. ამიტომ, სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ერთდროული გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: სხვა პრეპარატების გავლენა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ქოლესტირამინი აჩქარებს მელოქსიკამის ელიმინაციას ენტეროჰეპატური ცირკულაციის შემცირების გზით, რაც ზრდის მელოქსიკამის კლირენსს 50%-ით, და ამცირებს ნახევარგამოყოფის პერიოდს 13±3 საათამდე. ეს ურთიერთქმედება კლინიკურად მნიშვნელოვანია.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის და სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღების გავლენა ფარმაკოკინეტიკაზე.

შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ნატეგლინიდი): მელოქსიკამი გამოიყოფა ღვიძლში მეტაბოლიზმის გზით, რომლის დროსაც დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა ციტოქრომ (CYP) P450 ფერმენტების დახმარებით (უპირატესად CYP 2C9 და ნაწილობრივ CYP 3A4), ხოლო ერთი მესამედი სხვა მექანიზმით, როგორიცაა პეროქსიდაზას დაჟანგვა. მელოქსიკამის ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც აინჰიბირებს ან მეტაბოლიზდება CYP 2C9 და/ან CYP 3A4-ით, გასათვალისწინებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა. CYP 2C9-ით განპირობებული ურთიერთქმედება შეიძლება მოსალოდნელი იყოს ისეთ პრეპარატებთან კომბინაციისას, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების და მელოქსიკამის პლაზმური კონცენტრაციის მომატება. მელოქსიკამის სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ნატეგლინიდთან ერთად გამოყენებისას საჭიროა პაციენტების სათანადო მონიტორინგი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის თვალსაზრისით.

ანტაციდებთან, ციმეტიდინთან და დიგოქსინთან მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს სპირალის ეფექტურობის დაქვეითება.

პედიატრიული პოპულაცია.

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

მობიკამი

MOBICAM

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მელოქსიკამი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მობიკამი, 7.5 მგ: ღია ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტი, დასაშვებია ოდნავ ხორკლიანი, მარმარილოსებრი ზედაპირის არსებობა;

მობიკამი, 15 მგ: ღია ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტი ჭდით, დასაშვებია ოდნავ ხორკლიანი, მარმარილოსებრი ზედაპირის არსებობა.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

მელოქსიკამს – 7.5 ან 15 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები, 7.5 ან 15 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანტირევმატული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ოქსიკამები.

ათქ-კოდი: M01AC06.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მობიკამი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას (აასს), მიეკუთვნება ოქსიკამების ჯგუფს. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიპირექსიული მოქმედება. მელოქსიკამის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დამტკიცებულია ანთების ყველა კლასიკურ მოდელზე.

სხვა აასს-ის მსგავსად, მოქმედების მექანიზმი ზუსტად ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, არსებობს მოქმედების სულ მცირე ერთი საერთო მექანიზმი, რომელიც დამახასიათებელია ყველა აასს-ისთვის (მათ შორის, მელოქსიკამისთვის): ანთების მედიატორების - პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის ინჰიბირება.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია: მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, პერორალური მიღებისას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის ერთჯერადი მიღებიდან 5-6 სთ-ში. მრავალჯერადი მიღებისას წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3-5 დღის განმავლობაში. დღეში ერთხელ მიღებისას პრეპარატის საშუალო პლაზმური კონცენტრაციები ხასიათდება შედარებით მცირე რყევებით პიკსა და მინიმუმს შორის დიაპაზონში 0.4 – 1.0 მკგ/მლ 7.5 მგ დოზისთვის და 0.8 – 2.0 მკგ/მლ 15 მგ დოზისთვის (Cmin და Cmax წონასწორულ მდგომარეობაში, შესაბამისად). სისხლის პლაზმაში მელოქსიკამის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში მიიღწეოდა 5-6 საათის განმავლობაში. საკვებთან ერთდროული მიღება ან არაორგანული ანტაციდების გამოყენება არ ახდენს გავლენას მელოქსიკამის შეწოვაზე.

განაწილება: პლაზმის ცილებთან (ძირითადად ალბუმინებთან) კავშირი აღემატება 99%-ს. განაწილების მოცულობა (Vd) დაბალია, შეადგენს საშუალოდ 11 ლ-ს. ინდივიდუალური მერყეობა შეადგენს 7-20%-ს. მელოქსიკამის მრავალჯერადი პერორალური დოზის (7.5-15 მგ) მიღების შემდეგ განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 16 ლ, ვარიაციების კოეფიციენტით 11-32%-ის ფარგლებში.

გადადის სინოვიურ სითხეში, სადაც პრეპარატის კონცენტრაცია მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის 50%-ს აღწევს.

ბიოტრანსფორმაცია: მეტაბოლიზდება ღვიძლში 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტი 5-კარბოქსიმელოქსიკამი (დოზის 60%) წარმოიქმნება შუალედური პროდუქტის 5-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე ექსკრეტირდება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით (დოზის 9%). მელოქსიკამის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვანია იზოფერმენტი CYP2C9 და ნაკლებად – CYP3A4. სხვა ორი მეტაბოლიტის (რომლებიც შეადგენს შესაბამისად დოზის 16% და 4%-ს) წარმოქმნაში მონაწილეობს პეროქსიდაზა, რომლის აქტივობა ინდივიდუალურად ვარირებს.

ელიმინაცია: გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმლებით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. უცვლელი სახით ნაწლავებით გამოიყოფა სადღეღამისო დოზის არანაკლებ 5%, შარდში უცვლელი სახით პრაქტიკულად არ აღინიშნება. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (T1/2) პერორალურად მიღებისას ვარირებს 13-დან 25 საათამდე. პლაზმის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 7-12 მლ/წთ ერთჯერადად პერორალური მიღებისას.

ხაზოვნება/არახაზოვნება: მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკის ხაზოვნება ნაჩვენებია 7.5-15 მგ-ის დიაპაზონში თერაპიული დოზების პერორალურად ან კუნთში შეყვანისას.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ღვიძლის და სუსტად/ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე სუბიექტებს აღენიშნნებათ პრეპარატის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი საერთო კლირენსი. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა ცილებთან შეკავშირების შემცირება. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის დროს განაწილების მოცულობის (Vd) ზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუკავშირებელი მელოქსიკამის კონცენტრაციის გაზრდა.

მამრობითი სქესის ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ერთმანეთის მსგავსია. მდედრობითი სქესის ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნებოდა AUC უფრო მაღალი მაჩვენებლები და უფრო ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი, ორივე სქესის ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

ხანდაზმულ პაციენტებში საშუალო პლაზმური კლირენსი წონასწორული მდგომარეობის დროს რამდენადმე დაბალია, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

ჩვენება:

ოსტეოართროზის სიმპტომური მკურნალობა;

რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა;

მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პერორალურად ერთხელ დღეში ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

ოსტეოართროზის დროს: 7.5 მგ ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღეში.

რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს: 15 მგ/დღეში. თერაპიული ეფექტის მიხედვით დოზა შეიძლება შემცირდეს 7.5 მგ-მდე დღეში.

მობიკამის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ-ს.

ხანდაზმულ პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროებისას რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს.

ჰემოდიალიზზე მყოფ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს დღეში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 25 მლ/წთ), ასევე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქ და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები:

ზოგადი აღწერა.

კლინიკური კვლევების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი აასს-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) რისკის მცირე ზრდასთან.

შეშუპება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა აღწერილია ზოგირთი აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებით.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. შეიძლება აღინიშნოს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

არსებობს ცნობები გამოყენების შემდეგ განვითარებული გულისრევის, ღებინების, დიარეის, მეტეორიზმის, ყაბზობის, დისპეფსიის, მუცლის ტკივილის, მელენას, სისხლიანი ღებინების, წყლულოვანი სტომატიტის, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავების შემთხვევების შესახებ. ნაკლებად ხშირად აღინიშნა გასტრიტი.

აღინიშნა მძიმე გვერდითი რეაქციები კანის მხრივ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

გვერდითი ეფექტები სიხშირის მიხედვით კლასიფიცირებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥ 1/100 - ≤ 1/10), არახშირად (≥ 1/1000 - ≤ 1/100), იშვიათად (≥1/10000 - ≤1/1000), ძალიან იშვიათად (≤ 1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად – დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; არახშირად - ფარული ან ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, სტომატიტი, გასტრიტი, ერუქცია; იშვიათად – კოლიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ეზოფაგიტი; ძალიან იშვიათად – კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია; უცნობია - პანკრეატიტი. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ზოგჯერ შეიძლება იყოს მძიმე და პოტენციურად ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: არახშირად – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის – ღვიძლის ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის მატება); ძალიან იშვიათად – ჰეპატიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; არახშირად – თავბრუ, ძილიანობა.

დარღვევები გულის მხრივ: იშვიათად – გულის ფრიალი; არსებობს ცნობები გულის უკმარისობის შესახებ აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებით.

ვასკულური დარღვევები: არახშირად – არტერიული წნევის მატება, წამოხურება.

სისხლისა და ლიმფური სისტების მხრივ: არახშირად – ანემია; იშვიათად – ლეიკოპენია, ლეიკოციტური ფორმულის ცვლილება, თრომბოციტოპენია, ძალიან იშვიათად - აგრანულოციტოზი.

ფსიქიკის დარღვევები: იშვიათად – გუნება-განწყობის ცვლილებები, კოშმარული სიზმრები; უცნობია - ცნობიერების არევა, დეზორიენტაცია.

თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: არახშირად – ნატრიუმის და წყლის შეკავება, ჰიპერკალემია, კრეატინინის და/ან შარდოვანას კონცენტრაციის მატება; ძალიან იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში.

მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - მხედველობის დარღვევა (მათ შორის არამკვეთრი მხედველობა), კონიუნქტივიტი.

სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ: არახშირად - ვერტიგო; იშვიათად – ხმაური ყურებში.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირად – ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი; იშვიათად – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება; ძალიან იშვიათად – ბულოზური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა; უცნობია - ფოტოსენსიბილიზაცია, ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ დარღვევები: იშვიათად - პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ, შესაძლოა განუვითარდეთ ასთმური შეტევები.

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირად - ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები, გარდა ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციებისა; უცნობია - ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქტოიდური რეაქცია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: უცნობია - უშვილობა ქალებში, ოვულაციის შეფერხება.

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები: არახშირად – შეშუპება, ქვემო კიდურების შეშუპების ჩათვლით.

ინფორმაცია, რომელიც ახასიათებს ინდივიდუალურ სერიოზულ და/ან ხშირად გამოვლენილ გვერდით რეაქციებს:

აგრანულოციტოზის ძალიან იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მელოქსიკამით და სხვა პოტენციურად მიელოტოქსიური პრეპარატებით.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილა ამ პრეპარატის გამოყენებისას, მაგრამ ზოგადად ახასიათებს კლასის სხვა პრეპარატებს:

თირკმლების ორგანული დაზიანება, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას: აღინიშნა ინტერსტიციული ნეფრიტის, მწვავე მილაკოვანი ნეკროზის, ნეფროზული სინდრომის და პაპილარული ნეკროზის ძალიან იშვიათი შემთხვევები.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიმართ;

ბრონქული ასთმის სიმპტომები, ცხვირის პოლიპები, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების და ასპირინის მიღების შემდეგ;

ანამნეზში სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან პერფორაცია, რომელსაც წინ უძღვოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული/სისხლდენა აქტიურ ფაზაში ან მათი რეციდივები ანამნეზში (ორი ან მეტი განსხვავებული ეპიზოდი, რომელიც ამტკიცებს წყლულის არსებობას ან სისხლდენას);

ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

თირკმლის მძიმე უკმარისობა (თუ არ ტარდება ჰემოდიალიზი);

გასტროინტესტინური, ცერებროვასკულური ან სხვა სისხლდენა/სისხლჩაქცევა;

გულის მძიმე უკმარისობა;

ორსულობა;

ბავშვთა ასაკი 15 წლამდე.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:

ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული რისკები:

ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ ან თერაპიულმა ჯგუფმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰიპერკალემიის განვითარებას: კალიუმის მარილები, კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, (დაბალმოლეკულური ან არაფრაქციული) ჰეპარინები, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი.

ჰიპერკალემიის დაწყება შეიძლება დამოკიდებული იყოს ასოცირებული ფაქტორების არსებობაზე.

ეს რისკი იზრდება ზემოაღნიშნული პრეპარატების მელოქსიკამთან ერთად მიღებისას.

ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება:

სხვა აასს-ები და აცეტილსალიცილის მჟავა: რეკომენდებული არ არის ერთდროულად გამოყენება სხვა აასს-თან, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთჯერადი დოზით ≥ 500 მგ ან საერთო სადღეღამისო დოზით ≥ 3 გ.

კორტიკოსტეროიდები (მაგ., გლუკოკორტიკოიდები): კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულის განვითარების გაზრდილი რისკის გამო.

ანტიკოაგულანტები ან ჰეპარინი: მნიშვნელოვნად იზრდება სისხლდენის რისკი თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო. აასს-ებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების მოქმედება, მაგალითად ვარფარინის. აასს-ების და ანტიკოაგულანტების ან ჰეპარინის ერთდროული გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში ან სამკურნალო დოზით არ არის რეკომენდებული. ჰეპარინის გამოყენების დანარჩენ შემთხვევებში (მაგ., პროფილაქტიკური დოზები) სიფრთხილეა საჭირო სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო. თუ აუცილებელია მოცემული კომბინაციის დანიშვნა, რეკომენდებულია სნთ-ის მკაცრი მონიტორინგი.

თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატები: სისხლდენის გაზრდილი რისკი თრომბოციტების ფუნქციის დათრგუნვისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანების გამო.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკის გაზრდა.

დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ-II ანტაგონისტები: აასს-ებმა შეიძლება შეამცირონ დიურეტიკების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. აგფ-ს ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების კომბინაციამ თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე ზოგიერთ პაციენტში (დეჰიდრირებული ან ასაკოვანი პაციენტები) შეიძლება მომავალში გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით. ეს პროცესი, როგორც წესი, შექცევადია. ამიტომ ერთობლივი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი.

სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ., ბეტა-ბლოკატორები): ერთდროული გამოყენებისას მცირდება ბეტა-ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი (პროსტაგლანდინების ინჰიბირებით მცირდება ვაზოდილატაციური ეფექტი).

კალცინევრინის ინჰიბიტორები: მობიკამმა შესაძლოა გააძლიეროს კალცინევრინის ინჰიბიტორების (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი) ნეფროტოქსიკურობა. კომბინირებული თერაპიის ჩატარების შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

დეფერაზიროქსი: მელოქსიკამის დეფერაზიროქსთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკი (ულცერაცია და სისხლდენა). ამ პრეპარატების კომბინირებისას საჭიროა სიფრთილის ზომების დაცვა.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე.

ლითიუმი: ლითიუმის და აასს-ის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან აასს-მ შესაძლოა გაზარდოს ლითიუმის კონცენტრაცია პლაზმაში ლითიუმის რენალური ექსკრეციის დაქვეითების ხარჯზე. ლითიუმის კონცენტრაციამ პლაზმაში შესაძლოა მიაღწიოს ტოქსიკურ მაჩვენებელს. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დასრულების შემდეგ საჭიროა ლითიუმის კონცენტრაციის განსაზღვრა პლაზმაში.

მეთოტრექსატი: აასს-ებმა შესაძლოა დააქვეითოს მეთოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია და გამოიწვიოს პლაზმაში მისი კონცენტრაციის მატება. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის მაღალ დოზას (კვირაში 15 მგ-ზე მეტი), აასს-ს ერთდროული მიღება რეკომენდებული არ არის. რისკი არსებობს ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის დაბალ დოზას, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის ფორმულის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. აუცილებელია სიფრთხილე მეთოტრექსატის და აასს-ის ერთდროულად გამოყენებისას 3 დღის განმავლობაში, ვინაიდან შესაძლოა გაიზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში და გაძლიერდეს ტოქსიკური ეფექტი. ასევე, ერთდროული მიღება ზრდის მეთოტრექსატის ჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას.

პემეტრექსედი: მელოქსიკამის პემეტრექსედთან ერთდროული გამოყენებისას პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 45-დან 79 მლ/წთ-მდე მელოქსიკამის მიღება უნდა შეჩერდეს პემეტრექსედის შეყვანამდე 5 დღით ადრე, მისი შეყვანის დღეს და შეყვანიდან 2 დღის განმავლობაში. თუ აუცილებელია მელოქსიკამის პემეტრექსედთან ერთობლივი გამოყენება, რეკომენდებულია პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება, განსაკუთრებით მიელოსუპრესიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი რეაქციების გამო. პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 45 მლ/წთ-ზე ნაკლები) არ არის რეკომენდებული მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება პემეტრექსედთან. თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥ 80 მლ/წთ), მელოქსიკამის მიღებამ 15 მგ დოზით შეიძლება შეამციროს პემეტრექსედის ელიმინაცია და, შესაბამისად, გაზარდოს პემეტრექსედით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შემთხვევები. ამიტომ, სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი ერთდროული გამოყენებისას.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: სხვა პრეპარატების გავლენა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ქოლესტირამინი აჩქარებს მელოქსიკამის ელიმინაციას ენტეროჰეპატური ცირკულაციის შემცირების გზით, რაც ზრდის მელოქსიკამის კლირენსს 50%-ით, და ამცირებს ნახევარგამოყოფის პერიოდს 13±3 საათამდე. ეს ურთიერთქმედება კლინიკურად მნიშვნელოვანია.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება: მელოქსიკამის და სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღების გავლენა ფარმაკოკინეტიკაზე.

შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ნატეგლინიდი): მელოქსიკამი გამოიყოფა ღვიძლში მეტაბოლიზმის გზით, რომლის დროსაც დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა ციტოქრომ (CYP) P450 ფერმენტების დახმარებით (უპირატესად CYP 2C9 და ნაწილობრივ CYP 3A4), ხოლო ერთი მესამედი სხვა მექანიზმით, როგორიცაა პეროქსიდაზას დაჟანგვა. მელოქსიკამის ერთდროულად გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც აინჰიბირებს ან მეტაბოლიზდება CYP 2C9 და/ან CYP 3A4-ით, გასათვალისწინებელია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესაძლებლობა. CYP 2C9-ით განპირობებული ურთიერთქმედება შეიძლება მოსალოდნელი იყოს ისეთ პრეპარატებთან კომბინაციისას, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების და მელოქსიკამის პლაზმური კონცენტრაციის მომატება. მელოქსიკამის სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ნატეგლინიდთან ერთად გამოყენებისას საჭიროა პაციენტების სათანადო მონიტორინგი ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის თვალსაზრისით.

ანტაციდებთან, ციმეტიდინთან და დიგოქსინთან მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს სპირალის ეფექტურობის დაქვეითება.

პედიატრიული პოპულაცია.

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ჭარბი დოზირება:

გადაჭარბებული დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავბრუ, ტკივილი მუცლის არეში. აღნიშნული სიმპტომების კუპირება ხდება სიმპტომური საშუალებებით. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის დიდი დოზით მოწამვლა გამოიხატება არტერიული ჰიპერტენზიის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, სუნთქვის დათრგუნვის, თირკმლის მწვავე უკმარისობის, კრუნჩხვების და კოლაფსის სახით, შესაძლოა განვითარდეს კომა და გულის გაჩერება. აასს-ების თერაპიული მიღებისას აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები და შესაძლოა ისინი განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგ.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტები საჭიროებენ სიმპტომურ და შემანარჩუნებელ თერაპიას. მკურნალობა ტარდება სიმპტომების და ინტოქსიკაციის ხარისხის შესაბამისად. კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ 4 გ ქოლესტირამინის დღეში 3-ჯერ მიღება ზრდის მელოქსიკამის ელიმინაციის სისწრაფეს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა.

პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის, გულის მანკის და გასტროშიზის განვითარების რისკზე. გულის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება ≤1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე. მოსალოდნელია, რომ ეს რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად.

ორსულობის I და II ტრიმესტრში მელოქსიკამის გამოყენება არ შეიძლება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა. მელოქსიკამის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე, თუ იგი ინიშნება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ნებისმიერი ინჰიბიტორი შეიძლება იწვევდეს შემდეგ დარღვევებს:

ნაყოფში:

კარდიო-პულმონარული ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვის ჰიპერტენზია);

თირკმლების დისფუნქცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს თირკმლის უკმარისობა ოლიგოჰიდროამნიოზით.

დედასა და ახალშობილში, ორსულობის ბოლოს:

შესაძლებელია სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა, ხოლო ანტიაგრეგაციული ეფექტი შეიძლება განვითარდეს დაბალი დოზის შემთხვევაშიც;

საშვილოსნოს კუმშვადობის დათრგუნვა, შედეგად კი მშობიარობის ხანგრძლივობის გაზრდა.

შესაბამისად, მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ძუძუთი კვება.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მელოქსიკამის შესახებ კონკრეტული მონაცემები, ცნობილია, რომ აასს-ები გადადის დედის რძეში. ამიტომ არ არის რეკომენდებული გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა.

მელოქსიკამი, ისევე როგორც სხვა პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინის სინთეზს, შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობის დაგეგმვისას. ამიტომ, ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან გადიან გამოკვლევას უნაყოფობაზე, გასათვალისწინებელია მელოქსიკამის მიღების შეწყვეტის შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

არასასურველი ეფექტების მინიმიზაცია შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადააჭარბება და დამატებითი აასს-ის გამოყენება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობა კომბინაციის დაუდასტურებელი თერაპიული უპირატესობისას. თავიდან უნდა იქნას აცილებული მელოქსიკამის გამოყენება სხვა აასს-ებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექტიურ ინჰიბიტორებთან.

მელოქსიკამი არ არის მიზანშეწონილი იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც საჭიროებენ მწვავე ტკივილის კუპირებას.

რამდენიმე დღის განმავლობაში გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში, მკურნალობის კლინიკური სარგებელი ხელახლა უნდა შეფასდეს.

მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზში არსებული ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის ნებისმიერი შემთხვევის შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული განკურნება. რეგულარულად უნდა მიექცეს ყურადღება რეციდივის შესაძლო დაწყებას პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მელოქსიკამით და ჰქონდათ მსგავსი ანამნეზი.

გასტროინტესტინური ეფექტები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, აღინიშნა ყველა აასს-ებით მკურნალობისას ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სერიოზული მოვლენების არსებობისას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი მატულობს აასს-ების დოზის გაზრდისას, პაციენტების ანამნეზში წყლულის არსებობისას, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა უნდა დაიწყონ მკურნალობა უმცირესი დოზით. კომბინირებული თერაპია დამცავი მოქმედების საშუალებებთან ერთად (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პაციენტებისთვის, ასევე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზით ერთდროული მიღება ან სხვა პრეპარატების, რომლებიც ზრდის გასტროინტესტინურ რისკს.

პაციენტებმა გასტროინტესტინური ტოქსიკურობით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა მოახდინონ შეტყობინება ნებისმიერი უჩვეულო აბდომინური სიმპტომის შესახებ (უპირველეს ყოვლისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, მაგალითად, ჰეპარინს, ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა ვარფარინი, სხვა აასს-ებს ან აცეტილსალიცილის მჟავას დოზით ≥ 500 მგ ერთჯერადად ან მთლიანი დღიური დოზით ≥ 3 გ, არ არის რეკომენდებული მელოქსიკამთან კომბინაცია.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას მელოქსიკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

აასს-ები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებთან კუჭ-ნაწლავის დაავადებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), მდგომარეობის შესაძლო გამწვავების გამო.

გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური ეფექტები.

ანამნეზში ჰიპერტენზიის და/ან გულის მსუბუქი და ზომიერი შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საჭიროა სათანადო მონიტორინგი და კონსულტაციები, რადგან აასს-ით თერაპიისას აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება.

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური მონიტორინგი საწყის ეტაპზე და განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებისას.

კლინიკური კვლევების და ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად ზოგიერთი აასს-ის გამოყენება მელოქსიკამის ჩათვლით (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობისას) შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკის მცირე ზრდასთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის). საკმარისი მონაცემები მელოქსიკამის ასეთი რისკის გამოსარიცხად არ არსებობს.

არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების ოკლუზიის და/ან ცერებროვასკულური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების (მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოწევა) არსებობისას პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ გულდასმით გამოკვლევის შემდეგ.

საუკეთესო შედეგები სჯს-ის და ტენ-ის მკურნალობისას მიიღწევა ადრეული დიაგნოსტიკისა და ნებისმიერი საეჭვო პრეპარატის დაუყოვნებელი შეწყვეტის შედეგად. ადრეული მოხსნა დაკავშირებულია უკეთეს პროგნოზთან. მელოქსიკამის მიღების შემდეგ სჯს-ის და ტენ-ის განვითარების შემთხვევაში ეს პრეპარატი განმეორებით არ უნდა დაინიშნოს.

ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის მაჩვენებლები.

მობიკამის გამოყენებისას ერთეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შრატში ტრანსამინაზების, შრატში ბილირუბინის დონის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების მომატება, ასევე შრატში კრეატინინისა და სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება და ლაბორატორიული მონაცემების სხვა ცვლილებები. ეს ცვლილებები სუსტადაა გამოხატული და გარდამავალია. მკვეთრად გამოხატული ცვლილებების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

თირკმლების ფუნქციური უკმარისობა.

აასს-ებმა თირკმლის პროსტაგლანდინების ვაზოდილატაციური ეფექტის ინჰიბირებით შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციური უკმარისობა გლომერულური ფილტრაციის შემცირებით. ეს გვერდითი მოვლენა არის დოზადამოკიდებული. მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ რეკომენდებულია დიურეზის და თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში: ხანდაზმულებში, აგრეთვე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპოვოლემია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა (შრატისმიერი ალბუმინი < 25 გ/ლ ან ჩაილდ-პიუს ინდექსი ≥10), ნეფროზული სინდრომი, მგლურასმიერი ნეფროპათია და თირკმლის უკმარისობა, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აგფ ინჰიბიტორებს, სარტანებს და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტებს. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ინტერსტიციული ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის ტვინოვანი ნივთიერების ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი. ჰემოდიალიზზე მყოფი, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში მელოქსიკამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს. თირკმელის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (მაგალითად, პაციენტები კრეატინინის კლირენსით >25 მლ/წთ) დოზის შემცირება საჭირო არ არის.

ნატრიუმი, კალიუმი და წყლის შეკავება.

აასს-ების გამოყენებისას შესაძლოა ნატრიუმის, კალიუმის და წყლის შეკავების ინდუქცია ორგანიზმში, ასევე დიურეტიკების ნატრიურეზული მოქმედების დაქვეითება. გარდა ამისა, შესაძლებელია ჰიპოტენზიური საშუალებების ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება. ამის შედეგად მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეშუპების, გულის უკმარისობის და ჰიპერტენზიის ნიშნების პროვოცირება ან გაძლიერება. საჭიროა ასეთი პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და ადეკვატური ჰიდრატაცია. რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

კანის რეაქციები.

მელოქსიკამის გამოყენებისას აღწერილია სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები - სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სჯს) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ).

საჭიროა პაციენტების ინფორმირება კანის რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათი მკაცრი მონიტორინგი. სჯს-ის ან ტენ-ის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. მელოქსიკამის გამოყენება უნდა შეწყდეს სჯს-ის ან ტენ-ის განვითარების პირველივე სიმპტომების ან ნიშნების შემთხვევაში (მაგალითად, კანის პროგრესირებადი გამონაყარი ხშირად ბუშტუკებით ან ლორწოვანი გარსების დაზიანებით).

მელოქსიკამის გამოყენებისას აღინიშნა ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარის შემთხვევები (FDE). დაუშვებელია მელოქსიკამის ხელახლა დანიშვნა პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მელოქსიკამთან დაკავშირებული ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი. შესაძლებელია ჯვარედინი რეაქციების განვითარება სხვა ოქსიკამებთან ერთად მიღებისას.

ჰიპერკალემია.

ჰიპერკალემიის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს შაქრიანმა დიაბეტმა ან ისეთმა თანმხლებმა მკურნალობამ, რომელიც ზრდის სისხლში კალიუმის შემცველობას. ასეთ შემთხვევებში საჭიროა კალიუმის დონის რეგულარული მონიტორინგი.

სხვა გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

არასასურველი რეაქციები ხშირად ცუდად გადაიტანება ხანდაზმული პირების, დასუსტებული და დაუძლურებული პაციენტების მიერ, რომლებიც საჭიროებენ სათანადო მონიტორინგს. სხვა აასს-ის მსგავსად, მოითხოვება განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა ხანდაზმულებში, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევა. აასს-ის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში გაზრდილია არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებმაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

ისევე, როგორც სხვა აასს-ებმა, მობიკამმა შესაძლოა შენიღბოს ძირითადი ინფექციური დაავადების სიმპტომები.

მელოქსიკამის გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ფერტილობა ქალებში და არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. ქალებში დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემების დროს ან უშვილობის გამოკვლევისას განსახილველია მელოქსიკამის მოხსნის საკითხი.

მობიკამი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატის მიღება არ შეიძლება ლაქტოზას აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

განსაკუთრებული კვლევები არ ჩატარებულა. ფარმაკოდინამიკაზე და ცნობილ გვერდით მოვლენებზე დაყრდნობით, მელოქსიკამი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ განვითარდა მხედველობის დარღვევა, თავბრუ, ძილიანობა ან სხვა დარღვევები ცნს-ის მხრივ, საჭიროა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი,

დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა