პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

მელსიკამი

Melsikam®

ურეცეპტოდ15მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

მელსიკამის ამპულა გამოიყენება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (meloxicam)
ფორმა და შეფუთვა
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
მწარმოებელი
IDOL ILAC DOLUM SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები, ოქსიკამები
ATC კოდი
M01AC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-038449
რეგისტრირებულია
22 ივნისი 2023, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამელსიკამი და სხვა წამალი ერთად

მელსიკამი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მელსიკამის ამპულა გამოიყენება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების დროს.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დღიური დოზაა 1 ამპულა.

მაქსიმალურ რეკომენდირებულ დღიურ დოზას მელსიკამის ამპულისათვის შეადგენს 15 მგ (1 ამპულა).

თირკმლის პროგრესირებადი დაავადების მქონე, დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის მელსიკამის მიღება არ არის რეკომენდირებული.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 ან 3 დღეს. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომში პერორალურ დოზირებული ფორმების გამოყენება არის შესაძლებელი.

მელსიკამის ამპულა გამოიყენება მოზრდილთათვის (>=18 წელი).

უკუჩვენებები

მელსიკამი უკუნაჩვენებია პაციენტებში მელოქსიკამისადმი მომატებული მგრძნობელობით.

მელსიკამი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ: ასთმა, ჭინჭრის ციება ან სხვა ტიპის ალერგიული რეაქციები ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

მსგავს პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ შეიძლება განვითარდეს მძიმე, იშვიათად ფატალური, ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები (იხ. გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).

სიფრთხილის ზომები

კუჭ-ნაწლავის (GI) ეფექტები

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მელსიკამის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის (GI) მხრივ, როგორიცაა ანთება, სისხლდენა, წყლულები და კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

საჭმლის-მონელებელი სისტემის ზედა ნაწილის მხრივ ჩივილები, როგორიცაა დისპეფსია, ხშირია და შეიძლება განვითარდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის ნებისმიერ დროს. ამიტომ, პაციენტებმა და ექიმებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ წყლულებს და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, თუმცა თერაპიის დაწყებამდე პაციენტს შეიძლება არ აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული კუჭ-ნაწლავის სისტემის ტოქსიკურობის სერიოზული სიმპტომებისა და სიგნალების შესახებ. ჯერ არ არის დადასტურებული, რომ პერიოდული ლაბორატორიული ტესტირება სასარგებლოა და არ არის სრულად შესწავლილი.

მხოლოდ ხუთი პაციენტიდან ერთს, რომელსაც განუვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილის მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიის დროს, არის სიმპტომური. კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილში წყლულები, ძლიერი სისხლდენა ან პერფორაცია გამოწვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, გვხვდება პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 2-4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა დაინიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, ვისაც აქვს წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ფატალური მოვლენების სპონტანური შემთხვევების უმეტესობა ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებშია და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. კუჭ-ნაწლავის მხრივ არასასურველი მოვლენების პოტენციური რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლესი ვადით. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ მოიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან/და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში, რომლებიც იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების 10-ჯერ უფრო მაღალი რისკი, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არცერთი რისკის ფაქტორი არ აქვთ. სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკს პაციენტებში, რომლებიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობენ, მოიცავს პერორალური კორტიკოსტეროიდების ან ანტიკოაგულანტების ერთდროულ გამოყენებას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით უფრო ხანგრძლივ თერაპიას, მოწევას, ალკოჰოლის გამოყენებას, ხანდაზმულ ასაკს და ჯანმრთელობის ცუდ ზოგად მდგომარეობას.

ანაფილაქტოიდური რეაქციები

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში მელოქსიკამის წინასწარი ზემოქმედების გარეშე. მელოქსიკამის გამოყენება არ შეიძლება ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებში. სიმპტომების ეს კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი, ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე, პოტენციურად ლეტალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. გადაუდებელი დახმარება საფიქრებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება ანაფილაქტოიდური რეაქცია.

თირკმელების შორსწასული დაავადება

მელოქსიკამით მკურნალობა არ არის რეკომენდებული თირკმელების შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუ საჭიროა მელოქსიკამით თერაპიის დაწყება, რეკომენდებულია პაციენტის თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.

ღვიძლის მხრივ მოვლენები

ღვიძლის ერთი ან მეტი სინჯის ზღვრული მატება შეიძლება განვითარდეს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ საშუალებებს, მათ შორის მელოქსიკამს. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს შექცევადი თერაპიის გაგრძელებისას. ALT ან AST-ს გამოხატული მატება დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 1%-ში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურ კვლევებში. გარდა ამისა, ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, სიყვითლისა და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტის, ღვიძლის ნეკროზისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით, დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას.

მოვლენები თირკმლების მხრივ

სიფრთხილე არის აუცილებელი მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებისას პაციენტებში გამოხატული დეჰიდრატაციით. მიზანშეწონილია ჯერ პაციენტების რეჰიდრატაცია და შემდეგ მელოქსიკამით თერაპიის დაწყება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმლის სხვა მედულარული ცვლილებები. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორეს მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან ისინი, ვისაც აღენიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, ვინც ღებულობს შარდმდენებს და აგფ ინჰიბიტორებს, და ხანდაზმულები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება მკურნალობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.

ჰემატოლოგიური მოვლენები

ანემია ზოგჯერ აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზეგავლენით. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის მელოქსიკამით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები.

პრეპარატებმა, რომლებიც პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს თრგუნავენ, შეიძლება გარკვეულწილად ხელი შეუშალონ თრომბოციტების ფუნქციას და სისხლძარღვთა პასუხს სისხლდენაზე.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ნაჩვენებია, რომ ზოგიერთ პაციენტში ახანგრძლივებენ სისხლდენის დროს. ასპირინისგან განსხვავებით, მათი გავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად ნაკლებია, ან ხანმოკლე და შექცევადია. მელოქსიკამი ზოგადად არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროსა (PT) თუ ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (PTT).

სითხის შეკავება და შეშუპება

სითხის შეკავება და შეშუპება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ არასტეროიდულ საშუალებებს, მელოქსიკამის ჩათვლით. ამიტომ, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, მელოქსიკამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სითხის შეკავების, ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ადრე არსებული ასთმა

ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინ-მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინის-მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ჯვარედინი რეაქტიულობის გამო, ბრონქოსპაზმის ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის რისკის ფაქტორი: C/D (მე-3 ტრიმესტრი)

ორსულობის გვიან პერიოდში, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, უნდა მოვერიდოთ მელოქსიკამის გამოყენებას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი სამკურნალო პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და მეძუძურ ჩვილებში მელსიკამით გამოწვეული სერიოზული გვერდითი რეაქციების შესაძლებლობის გამო, გადაწყვეტილება არის მისაღები ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის შეწყვეტის შესახებ, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

პედიატრიული გამოყენება

უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეხებათ იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ მელოქსიკამს 15 მგ დღიური დოზით 6 თვის განმავლობაში. ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების სიხშირე (%).

გასტროინტესტინური: მუცლის ტკივილი (2.9), ყაბზობა (2.6), ფაღარათი (2.6), დისპეფსია (9.5), მეტეორიზმი (2.6), გულისრევა (7.2), ღებინება (2.6).

ზოგადი სხეული: შეშუპება (1.6), ტკივილი (5.2).

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (2.6), თავის ტკივილი (2.6).

ჰემატოლოგოიური: ანემია (2.9).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: ართრალგია (1.3), ზურგის ტკივილი (0.7).

ფსიქიატრიული: უძილობა (1.6).

სასუნთქი სისტემა: ხველა (1.0), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (7.5).

კანი: გამონაყარი (1.3).

საშარდე სისტემა: გახშირებული შარდვა (1.3), ინფექციები (6.9).

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დროს მიმართეთ ექიმს! ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:

აგფ – ინჰიბიტორები:

აგფ – ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მცირდება მელოქსიკამთან კომბინაციაში, რაც გასათვალისწინებელია იმ პაციენტებთან, რომლებიც ამ კომბინაციას რეგულარულად ღებულობენ.

ასპირინი:

ასპირინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება მელოქსიკამის AUC და Cmax.

კლინიკურად ამისი მნიშვნელობა არ არის ცნობილი. თუმცა სხვა არასტეროიდების მსგავსად, წამლებში, მელოქსიკამის ასპირინთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირაბული, რადგან იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ასპირინის დაბალ დოზასთან ერთად მელოქსიკამის გამოყენებისას, გასტროინტესტინალური წყლულის ან სხვა გართულებების განვითარების რისკის მაჩვენებელი მეტია, ვიდრე მხოლოდ მელოქსიკამის გამოყენების შემთხვევაში. კარდიოვასკულური პროფილაქტიკის მიზნით ასპირინის და მელოქსიკამის ერთობლივი დანიშვნა არაა რეკომენდებული.

ქოლესტირამინი:

ზრდის მელოქსიკამის კლირენსს, რაც მიუთითებს გასტროინტესტინალურ ტრაქტში მელოქსიკამის რეცირკულაციის გზის არსებობაზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი.

ციმეტიდინი:

ციმეტიდინის 200 მგ დოზა არ ცვლის მელოქსიკამის ერთჯერადი დოზის

ფარმაკოკინეტიკას.

დიგოქსინი:

ერთდროულ დანიშვნას

მნიშვნელოვანი

ფარმაკოკინეტიკური

ცვლილებები ან წამლისმიერი ურ

არ

გამოუწვევია.

ფუროსემიდი:

კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ზოგიერთ პაციენტში არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ ფუროსემიდის და სხვა თიაზიდურების ნატრიურეტიკული ეფექტის შემცირება, რაც განპირობებულია რენული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ფუროსემიდის ერთჯერადი და მულტიდოზირება არ ცვლის მელოქსიკამის ფარმაკოდინამიკურ და ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს.

ლითიუმი:

კლინიკური კვლევებით ცნობილია, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ზრდიან სისხლში ლითიუმის კონცენტრაციას და თირკმლის საშუალებით მისი გამოყოფა ორგანიზმიდან რთულდება. ამიტომ მელოქსიკამით მკურნალობისას და მკურნალობის დასრულებისას საჭიროა ლითიუმის ხშირი მონიტორინგი.

მეტოტრექსატი:

არასტეროიდები ამცირებენ მეტოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას, რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის მატებას. ამიტომ, პაციენტებში, რომლებმაც დიდი დოზით (15 მგ-ზე მეტი კვირაში) უნდა მიიღონ მეტოტრექსატი, ასას-ის დანიშვნა არარეკომენდებულია.

ვარფარინი:

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს ან მსგავს ანტიკოაგულანტებს უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ ანტიკოაგულაციურ აქტივობაზე, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების ან ცვლილების პირველ დღეებში, ვინაიდან ასეთი პაციენტების სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ჭარბი დოზა

მელოქსიკამის დოზის გადაჭარბების შეზღუდული გამოცდილება არსებობს. ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები ძირითადად შემოისაზღვრება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით ეპიგასტრიუმში, რომელიც ხშირად შექცევადია სიმპტომური მკურნალობით. მძიმე მოწამვლამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, რესპირატორული დეპრესია, კომა, კრუნჩხვები, კარდიოვასკულარული კოლაფსი და გულის შეტევა. პაციენტის მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია დოზის გადაჭარბების შესაბამისად. ფორსირებული დიურეზი, შარდის გატუტიანება, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო ცილასთან მაღალი ხარისხით შეკავშირების გამო.

შემადგენლობა

ყოველი ამპულა მელსიკამი შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს 1.5 მლ საინექციო ხსნარში.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 25◦C-ზე ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მელოქსიკამი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ენოლის მჟავას კლასს და ახასიათებს: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

მელოქსიკამის მაინჰიბირებელი მოქმედების სელექციურობა ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2)-ზე ციკლოოქსიგენაზა-1 (COX-1)-თან შედარებით თანმიმდევრულად და ზუსტად არის დემონსტრირებული სხვადასხვა ინ-ვიტრო ტესტ სისტემებზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

აბსორბცია

მელოქსიკამი სრულად შეიწოვება პარენტერალურად შეყვანის შემდეგ. კუნთში შეყვანიდან 60 წუთში პლაზმაში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას.

განაწილება

მელოქსიკამის დაახლოებით 99,4% უერთდება ადამიანის პლაზმის ცილებს (უპირატესად ალბუმინს) თერაპიული დოზის დიაპაზონში. ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, მელოქსიკამის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში შეადგენს პლაზმის კონცენტრაციის 40%-დან 50%-ს. თავისუფალი ფრაქცია სინოვიალურ სითხეში 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში, რაც განპირობებულია სინოვიალურ სითხეში თავისუფალი ალბუმინის უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე პლაზმაში.

მეტაბოლიზმი:

ნახევარდაშლის პერიოდი (t1/2) მერყეობს 15-დან 20 საათამდე. საშუალო პლაზმური კლირენსი შეადგენს 8 მლ/წთ და ეს რიცხვი უფრო მცირეა ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყოფა:

მელოქსიკამი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტად. ძირითადი მეტაბოლიტი, 5-კარბოქსი-მელოქსიკამი (დოზის 60%), P-450-ით განხორციელებული მეტაბოლიზმით, წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის 5’-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის გზით.

მელოქსიკამის ექსკრეცია ხდება ძირითადად მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების სახით. უცვლილი საწყისი ნარევის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა შარდის (0,2%) და განავლის (1,6%) საშუალებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

მელსიკამი

Melsikam

ი.მ. საინექციო ხსნარი

15 მგ/1,5 მლ ამპულა

შემადგენლობა:

ყოველი ამპულა მელსიკამი შეიცავს 15 მგ აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს 1.5 მლ საინექციო ხსნარში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

მელოქსიკამი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ენოლის მჟავას კლასს და ახასიათებს: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

მელოქსიკამის მაინჰიბირებელი მოქმედების სელექციურობა ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2)-ზე ციკლოოქსიგენაზა-1 (COX-1)-თან შედარებით თანმიმდევრულად და ზუსტად არის დემონსტრირებული სხვადასხვა ინ-ვიტრო ტესტ სისტემებზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

აბსორბცია

მელოქსიკამი სრულად შეიწოვება პარენტერალურად შეყვანის შემდეგ. კუნთში შეყვანიდან 60 წუთში პლაზმაში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას.

განაწილება

მელოქსიკამის დაახლოებით 99,4% უერთდება ადამიანის პლაზმის ცილებს (უპირატესად ალბუმინს) თერაპიული დოზის დიაპაზონში. ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, მელოქსიკამის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში შეადგენს პლაზმის კონცენტრაციის 40%-დან 50%-ს. თავისუფალი ფრაქცია სინოვიალურ სითხეში 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში, რაც განპირობებულია სინოვიალურ სითხეში თავისუფალი ალბუმინის უფრო მცირე რაოდენობით, ვიდრე პლაზმაში.

მეტაბოლიზმი:

ნახევარდაშლის პერიოდი (t1/2) მერყეობს 15-დან 20 საათამდე. საშუალო პლაზმური კლირენსი შეადგენს 8 მლ/წთ და ეს რიცხვი უფრო მცირეა ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყოფა:

მელოქსიკამი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტად. ძირითადი მეტაბოლიტი, 5-კარბოქსი-მელოქსიკამი (დოზის 60%), P-450-ით განხორციელებული მეტაბოლიზმით, წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის 5’-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის გზით.

მელოქსიკამის ექსკრეცია ხდება ძირითადად მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების სახით. უცვლილი საწყისი ნარევის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა შარდის (0,2%) და განავლის (1,6%) საშუალებით.

ჩვენება:

მელსიკამის ამპულა გამოიყენება ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების დროს.

უკუჩვენება:

მელსიკამი უკუნაჩვენებია პაციენტებში მელოქსიკამისადმი მომატებული მგრძნობელობით.

მელსიკამი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ: ასთმა, ჭინჭრის ციება ან სხვა ტიპის ალერგიული რეაქციები ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

მსგავს პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ შეიძლება განვითარდეს მძიმე, იშვიათად ფატალური, ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები (იხ. გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები).

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები

კუჭ-ნაწლავის (GI) ეფექტები

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მელსიკამის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის (GI) მხრივ, როგორიცაა ანთება, სისხლდენა, წყლულები და კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

საჭმლის-მონელებელი სისტემის ზედა ნაწილის მხრივ ჩივილები, როგორიცაა დისპეფსია, ხშირია და შეიძლება განვითარდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის ნებისმიერ დროს. ამიტომ, პაციენტებმა და ექიმებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ წყლულებს და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, თუმცა თერაპიის დაწყებამდე პაციენტს შეიძლება არ აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომები. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული კუჭ-ნაწლავის სისტემის ტოქსიკურობის სერიოზული სიმპტომებისა და სიგნალების შესახებ. ჯერ არ არის დადასტურებული, რომ პერიოდული ლაბორატორიული ტესტირება სასარგებლოა და არ არის სრულად შესწავლილი.

მხოლოდ ხუთი პაციენტიდან ერთს, რომელსაც განუვითარდა კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილის მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიის დროს, არის სიმპტომური. კუჭ-ნაწლავის სისტემის ზედა ნაწილში წყლულები, ძლიერი სისხლდენა ან პერფორაცია გამოწვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, გვხვდება პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 2-4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა დაინიშნოს განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, ვისაც აქვს წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ფატალური მოვლენების სპონტანური შემთხვევების უმეტესობა ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებშია და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. კუჭ-ნაწლავის მხრივ არასასურველი მოვლენების პოტენციური რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლესი ვადით. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ მოიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან/და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ანამნეზში, რომლებიც იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების 10-ჯერ უფრო მაღალი რისკი, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არცერთი რისკის ფაქტორი არ აქვთ. სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკს პაციენტებში, რომლებიც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობენ, მოიცავს პერორალური კორტიკოსტეროიდების ან ანტიკოაგულანტების ერთდროულ გამოყენებას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით უფრო ხანგრძლივ თერაპიას, მოწევას, ალკოჰოლის გამოყენებას, ხანდაზმულ ასაკს და ჯანმრთელობის ცუდ ზოგად მდგომარეობას.

ანაფილაქტოიდური რეაქციები

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში მელოქსიკამის წინასწარი ზემოქმედების გარეშე. მელოქსიკამის გამოყენება არ შეიძლება ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებში. სიმპტომების ეს კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი, ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე, პოტენციურად ლეტალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. გადაუდებელი დახმარება საფიქრებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება ანაფილაქტოიდური რეაქცია.

თირკმელების შორსწასული დაავადება

მელოქსიკამით მკურნალობა არ არის რეკომენდებული თირკმელების შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუ საჭიროა მელოქსიკამით თერაპიის დაწყება, რეკომენდებულია პაციენტის თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი.

ღვიძლის მხრივ მოვლენები

ღვიძლის ერთი ან მეტი სინჯის ზღვრული მატება შეიძლება განვითარდეს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ საშუალებებს, მათ შორის მელოქსიკამს. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს შექცევადი თერაპიის გაგრძელებისას. ALT ან AST-ს გამოხატული მატება დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 1%-ში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურ კვლევებში. გარდა ამისა, ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, სიყვითლისა და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტის, ღვიძლის ნეკროზისა და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით, დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას.

მოვლენები თირკმლების მხრივ

სიფრთხილე არის აუცილებელი მელოქსიკამით მკურნალობის დაწყებისას პაციენტებში გამოხატული დეჰიდრატაციით. მიზანშეწონილია ჯერ პაციენტების რეჰიდრატაცია და შემდეგ მელოქსიკამით თერაპიის დაწყება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმლის სხვა მედულარული ცვლილებები. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორეს მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან ისინი, ვისაც აღენიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, ვინც ღებულობს შარდმდენებს და აგფ ინჰიბიტორებს, და ხანდაზმულები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება მკურნალობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა.

ჰემატოლოგიური მოვლენები

ანემია ზოგჯერ აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზეგავლენით. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის მელოქსიკამით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები.

პრეპარატებმა, რომლებიც პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს თრგუნავენ, შეიძლება გარკვეულწილად ხელი შეუშალონ თრომბოციტების ფუნქციას და სისხლძარღვთა პასუხს სისხლდენაზე.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ნაჩვენებია, რომ ზოგიერთ პაციენტში ახანგრძლივებენ სისხლდენის დროს. ასპირინისგან განსხვავებით, მათი გავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად ნაკლებია, ან ხანმოკლე და შექცევადია. მელოქსიკამი ზოგადად არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროსა (PT) თუ ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (PTT).

სითხის შეკავება და შეშუპება

სითხის შეკავება და შეშუპება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ არასტეროიდულ საშუალებებს, მელოქსიკამის ჩათვლით. ამიტომ, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, მელოქსიკამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სითხის შეკავების, ჰიპერტენზიის ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ადრე არსებული ასთმა

ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინ-მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინის-მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ჯვარედინი რეაქტიულობის გამო, ბრონქოსპაზმის ჩათვლით.

ორსულობა და მეძუძური დედები

ორსულობის რისკის ფაქტორი: C/D (მე-3 ტრიმესტრი)

ორსულობის გვიან პერიოდში, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, უნდა მოვერიდოთ მელოქსიკამის გამოყენებას, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა.

უცნობია გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი სამკურნალო პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და მეძუძურ ჩვილებში მელსიკამით გამოწვეული სერიოზული გვერდითი რეაქციების შესაძლებლობის გამო, გადაწყვეტილება არის მისაღები ძუძუთი კვების შეწყვეტის ან პრეპარატის შეწყვეტის შესახებ, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

პედიატრიული გამოყენება

უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

გვერდითი ეფექტები/გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეხებათ იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ მელოქსიკამს 15 მგ დღიური დოზით 6 თვის განმავლობაში. ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების სიხშირე (%).

გასტროინტესტინური: მუცლის ტკივილი (2.9), ყაბზობა (2.6), ფაღარათი (2.6), დისპეფსია (9.5), მეტეორიზმი (2.6), გულისრევა (7.2), ღებინება (2.6).

ზოგადი სხეული: შეშუპება (1.6), ტკივილი (5.2).

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა (2.6), თავის ტკივილი (2.6).

ჰემატოლოგოიური: ანემია (2.9).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: ართრალგია (1.3), ზურგის ტკივილი (0.7).

ფსიქიატრიული: უძილობა (1.6).

სასუნთქი სისტემა: ხველა (1.0), ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (7.5).

კანი: გამონაყარი (1.3).

საშარდე სისტემა: გახშირებული შარდვა (1.3), ინფექციები (6.9).

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დროს მიმართეთ ექიმს! ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება:

აგფ – ინჰიბიტორები:

აგფ – ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მცირდება მელოქსიკამთან კომბინაციაში, რაც გასათვალისწინებელია იმ პაციენტებთან, რომლებიც ამ კომბინაციას რეგულარულად ღებულობენ.

ასპირინი:

ასპირინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება მელოქსიკამის AUC და Cmax.

კლინიკურად ამისი მნიშვნელობა არ არის ცნობილი. თუმცა სხვა არასტეროიდების მსგავსად, წამლებში, მელოქსიკამის ასპირინთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირაბული, რადგან იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. ასპირინის დაბალ დოზასთან ერთად მელოქსიკამის გამოყენებისას, გასტროინტესტინალური წყლულის ან სხვა გართულებების განვითარების რისკის მაჩვენებელი მეტია, ვიდრე მხოლოდ მელოქსიკამის გამოყენების შემთხვევაში. კარდიოვასკულური პროფილაქტიკის მიზნით ასპირინის და მელოქსიკამის ერთობლივი დანიშვნა არაა რეკომენდებული.

ქოლესტირამინი:

ზრდის მელოქსიკამის კლირენსს, რაც მიუთითებს გასტროინტესტინალურ ტრაქტში მელოქსიკამის რეცირკულაციის გზის არსებობაზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადგენილი.

ციმეტიდინი:

ციმეტიდინის 200 მგ დოზა არ ცვლის მელოქსიკამის ერთჯერადი დოზის

ფარმაკოკინეტიკას.

დიგოქსინი:

ერთდროულ დანიშვნას

მნიშვნელოვანი

ფარმაკოკინეტიკური

ცვლილებები ან წამლისმიერი ურ

არ

გამოუწვევია.

ფუროსემიდი:

კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ზოგიერთ პაციენტში არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ ფუროსემიდის და სხვა თიაზიდურების ნატრიურეტიკული ეფექტის შემცირება, რაც განპირობებულია რენული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ფუროსემიდის ერთჯერადი და მულტიდოზირება არ ცვლის მელოქსიკამის ფარმაკოდინამიკურ და ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს.

ლითიუმი:

კლინიკური კვლევებით ცნობილია, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ზრდიან სისხლში ლითიუმის კონცენტრაციას და თირკმლის საშუალებით მისი გამოყოფა ორგანიზმიდან რთულდება. ამიტომ მელოქსიკამით მკურნალობისას და მკურნალობის დასრულებისას საჭიროა ლითიუმის ხშირი მონიტორინგი.

მეტოტრექსატი:

არასტეროიდები ამცირებენ მეტოტრექსატის ტუბულარულ სეკრეციას, რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის მატებას. ამიტომ, პაციენტებში, რომლებმაც დიდი დოზით (15 მგ-ზე მეტი კვირაში) უნდა მიიღონ მეტოტრექსატი, ასას-ის დანიშვნა არარეკომენდებულია.

ვარფარინი:

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს ან მსგავს ანტიკოაგულანტებს უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ ანტიკოაგულაციურ აქტივობაზე, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების ან ცვლილების პირველ დღეებში, ვინაიდან ასეთი პაციენტების სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

დოზირება და მიღება:

შეყვანის გზა – კუნთში (ი.მ.).

რეკომენდებული დღიური დოზაა 1 ამპულა.

მაქსიმალურ რეკომენდირებულ დღიურ დოზას მელსიკამის ამპულისათვის შეადგენს 15 მგ (1 ამპულა).

თირკმლის პროგრესირებადი დაავადების მქონე, დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის მელსიკამის მიღება არ არის რეკომენდირებული.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 ან 3 დღეს. საჭიროების შემთხვევაში, შემდგომში პერორალურ დოზირებული ფორმების გამოყენება არის შესაძლებელი.

მელსიკამის ამპულა გამოიყენება მოზრდილთათვის (>=18 წელი).

დოზის გადაჭარბება:

მელოქსიკამის დოზის გადაჭარბების შეზღუდული გამოცდილება არსებობს. ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები ძირითადად შემოისაზღვრება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით ეპიგასტრიუმში, რომელიც ხშირად შექცევადია სიმპტომური მკურნალობით. მძიმე მოწამვლამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, რესპირატორული დეპრესია, კომა, კრუნჩხვები, კარდიოვასკულარული კოლაფსი და გულის შეტევა. პაციენტის მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია დოზის გადაჭარბების შესაბამისად. ფორსირებული დიურეზი, შარდის გატუტიანება, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო ცილასთან მაღალი ხარისხით შეკავშირების გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 25◦C-ზე ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

მელსიკამი 15 მგ/1,5 მლ ამპულა: წარმოდგენილია 3 ამპულიან შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ლიცენზიის მფლობელი:

NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S.

სტამბული/თურქეთი

მწარმოებელი:

Idol Ilac Dolum Sanayii ve Ticaret A.S.

სტამბული/თურქეთი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა