მელოქსიკამი
MELOXICAM
მელოქიკამი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებს (NSAID-ები). არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატები ამცირებენ ანთებასა და ტკივილს სახსრებსა და კუნთებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მელოქსიკამი (meloxicam)
- ფორმა და შეფუთვა
- 15მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- CADILA PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები
- ATC კოდი
- M01AC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042417
- რეგისტრირებულია
- 20 ნოემბერი 2024, მოქმედებს 20 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
მელოქსიკამი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მელოქიკამი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებს (NSAID-ები). არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატები ამცირებენ ანთებასა და ტკივილს სახსრებსა და კუნთებში.
მელოქსიკამი გამოიყენება ოსტეოართრიტის ხანმოკლე შეტევების და რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
მელოქსიკამის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტი ექიმის მიერ ინიშნება მხოლოდ პაციენტისათვის და საჭიროა მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ყოველთვის საჭიროა ეტიკეტის წაკითხვა. თუ პაციენტმა ვერ გაიგო ინსტრუქციები ან არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
მელოქსიკამის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად;
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ჩვეულებრივი დოზირებაა 7.5 მგ ან 15 მგ დღეში წყლის ან სითხის მიყოლებით ჭამის დროს;
თუ პაციენტს ესაჭიროება ორი ტაბლეტის მიღება, მათი მიღება უნდა მოხდეს ერთად, ერთჯერადი დოზის სახით;
თუ რამდენიმე დღის შემდეგ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მელოქსიკამი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
დაშუვებელია 15 მგ-ზე მეტის მიღება დღეში.
მელოქსიკამის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა.
მელოქსიკამის დოზის მიღების დავიწყებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია მელოქსიკამის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს განუვითარდა ასთმის ნიშნები (ხმაურიანი სუნთქვა), ცხვირის პოლიპები (ცხვირის ობსტრუქცია) ცხვირიდან გამონადენთან ერთად, კანის შეშუპება ან გამონაყარი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარტების მიღებისას;
თუ პაციენტს აქვს აქტიური პეპტიკური წყლული ან მისი რეციდივის ანამნეზი (ორ შემთხვევაზე მეტი);
თუ პაციენტს აქვს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების გამოყენებასთან;
თუ პაცინტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა და არ იტარებს დიალიზს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია, როგორიცაა გასტროინტესტინური ან თავის ტვინში სისხლდენა;
თუ პაციენტს მძიმე გაუკონტროლებელი გულის უკმარისობა აქვს;
თუ პაციენტი არის ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან გეგმავს ორსულობას ან ძუძუთი კვებას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა ან ღვიძლის, თირკმლის, ან გულის ნებისმიერი პრობლემა აქვს;
თუ პაციენტს კუჭ-ნაწლავის დაავადების ანამნეზი აქვს, როგორიცაა: კუჭის ანთება (გასტრიტი) ან საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), წყლული, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;
თუ პაციენტი ხანდაზმულია;
თუ პაციენტს სისტემური წითელი მგლურა (სწე) და შემაერთებელქსოვილოვანი შერეული დაავადებები აქვს;
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ბრონქული ასთმა;
თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჩაუტარდა ოპერაცია;
თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით;
თუ პაციენტი ქალია, რომელიც იყენებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციულ მოწყობილობას, ე.წ. სპირალს.
სიფრთხილის ზომები
მედიკამენტები, როგორიცაა მელოქსიკამი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტის”) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო მაღალია მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ უნდა იქნეს გადაჭარბებული რეკომენდებული დოზა ან მკურნალობის ხნგრძლივობა. თუ პაცინტს გულის პრობლემები აქვს, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშაა (მაგ.: აქვს მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მკურნალობის განხილვა.
მელოქსიკამის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს როდესმე განვითარებია ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი (მრგვალი ან ოვალური წითელი ფერის ლაქები და კანის შესივება, რომელიც ჩვეულებრივ ხელმეორედ ვითარდება იმავე ადგილებში, ბუშტუკების განვითარება, ჭინჭრის ციება და ქავილი) მელოქსიკამის ან სხვა ოქსიკამების (მაგ.: პიროქსიკამი) მიღების შემდეგ.
მელოქსიკამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მთლიანი დოზა მიღებულ უნდა იქნას პერორალურად წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით ჭამის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მელოქსიკამმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. ექიმს უნდა ეცნობოს. თუ პაციენტი გეგმავს დაფეხმძიმებას ან დაორსულების პრობლემები აქვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა მელოქსიკამის მიღებისას, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
სხვა მედიკამენტების მიღებისას/გამოყენებისას
მელოქსიკამის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, განსაკუთრებით, ქვემოთ ჩამოთვლილს::
სხვა ანტიანტებითი პრეპარატები, ასპირინის ჩათვლით;
სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები, როგორიცაა მაგ.: ვარფარინი;
სისხლის თრომბების დამშლელი მედიკამენტები (თრომბოლიზური პრეპარატები);
დიურეტიკები (შარდმდენები);
მაღალი არტრიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები;
ციკლოსპორინი, გამოიყენება ორგანის გადანერგვის შემდეგ და იმუნური სისტემის დაავადებებისათვის;
გლუკოკორტიკოიდები, ზოგადად გამოიყენება, როგორც ანტიანთებითი პრეპრატები;
ლითიუმი, გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
მეთოტრექსატი, გამოიყენება კიბოს და სხვა იმუნური დარღვევების სამკურნალოდ;
ქოლესტირამინი, გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის და ქავილის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება სიყვითლის და სხვა მდგომარეობების დროს;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
საგულე გლიკოზიდები, გამოიყენება გულის შეგუბებითი უკმარისობის და გულის არითმიების სამკურნალოდ;
ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსის და აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ტაკროლიმუსი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის დასათრგუნად;
ქინოლონები, სისტემური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები;
მიფეპრისტონი, გამოიყენება, როგორც აბორტის გამომწვევი და გადაუდებელი კონტრაცეპციული საშუალება.
ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა
იშვიათად მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს სახის შესივება, კანის სისხლძარღვების შეშუპება და კანის მძიმე რეაქციები, როგორიცა: სითხით სავსე ბუშტუკები, წყლულები და ქოშინი. წყლულები შეიძლება ასევე განვითარდეს პირსა და ხახაში, ანუსის ირგვლივ და გენიტალიების არეში და თვალების ზედაპირზე. ამ სიმპტომებს ხშირად თან ახლავს სისუსტე, თავის ტკივილი და ცხელება.
კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის სხივების მიმართ.
მცირე რაოდენობით პაციენტებს ალერგიული რეაქციები აქვთ მედიკამენტების მიმართ. თუ პაციენტს განუვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, უნდა შეწყდეს მელოქსიკამის გამოყენება და საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო კონსულტაცია:
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება ან მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
კანის კვანძები ან წითელი ლაქები ქავილით;
მთელი სხეულის ქავილი;
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
სისხლის განავალში
კუპრისფერი განავალი
სისხლიანი ღებინება ან ღებინება ყავის მარცვლების მსგავსი შავი ნაწილაკებით
უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება: დისპეფსია ან გულძმარვა, მუცლის ტკივილი (ტკივილი კუჭის არეში) ან მუცლის სხვა სიმპტომები.
ყველა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
მელოქსიკამის მსგავსი მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკრდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ გაზრდილ რისკთან.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
გაბრუება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, ანემია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ფაღარათი, ქავილი ან გამონაყარი, ფეხების შეშუპება.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
დაღილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), ძილიანობა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (შავი ან კუპრისფერი განავალი), კუჭის წყლულები, საყლაპავის ან პირის ანთება, შესივებული მცირე ადგილები ან ჭინჭრის ციება, ვერტიგო, არითმია (გულის ფრიალი), სისხლის წნევის გაზრდა ან ალები.
ხანდახან შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის, თირკმლის ან სისხლის ანალიზების შედეგების ცვლილებები.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
გუნება-განწყობის ცვლილებები, უძილობა, კოშმარები, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დარღვევები, როგორიცაა დაბინდვა, ნაწლავის პერფორაცია (ხვრელი ნაწლავის კედელში), კუჭის ან ნაწლავის ქვედა ნაწილის (კოლინჯის) ანთება, ღვიძლის ანთება, თირკმლის უკმარისობა ან ასთმის განვითარება პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების მიმართ.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
განსაკუთრებული კანისმიერი ალერგიული რეაქცია, ე.წ. წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი, რომელიც რეციდიულად ვითარდება იმავე ადგილებში მედიკამენტის განმეორებითი ზემოქმედების შემდეგ და შეიძლება განვითარდეს მრგვალი ან ოვალური ლაქების და კანის შესივების, ბუშტუკოვანი გამონაყარის (ჭინჭრის ციება), ქავილის სახით.
თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ყველა გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა დაბრუნდეს ფარმაცევტთან მათი უსაფრთხო უტილიზაციისათვის.
დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას მელოქსიკამის შესახებ. თუ პაციენტს აქვს კითხვები ან არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ ან 15 მგ აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს. ტაბლეტი ასევე შეიცავს: სიმინდის სახამაბელს, პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს, ნატრიუმის ციტრატს, ლაქტოზის მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას და მაგნიუმის სტეარატს.
მედიკამენტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
მელოქსიკამის ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, უგარსო ტაბლეტები და მოწოდებულია ბლისტერებზე შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10, 30 ან 100 ტაბლეტს მუყაოს კოლოფში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
მელოქსიკამი 7.5 მგ და 15 მგ ტაბლეტები
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის მთლიანად წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი რჩვვის ან ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის და დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს მელოქსიკამი და მისი გამოყენება
მელოქსიკამის მიღებამდე
მელოქსიკამის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
მელოქსიკამის შენახვის წესი
მედიკამენტის სახელწოდებაა მელოქსიკამი 7.5 მგ და 15 მგ ტაბლეტები (გამოყენების ინსტრუქციაში ის მოწოდებულია მელოქსიკამის სახელწოდებით).
რას წარმოადგენს მელოქსიკამი და მისი გამოყენება
მელოქიკამი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებს (NSAID-ები). არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატები ამცირებენ ანთებასა და ტკივილს სახსრებსა და კუნთებში.
მელოქსიკამი გამოიყენება ოსტეოართრიტის ხანმოკლე შეტევების და რევმატოიდული ართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის.
მელოქსიკამის მიღებამდე
დაუშვებელია მელოქსიკამის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია მელოქსიკამის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს განუვითარდა ასთმის ნიშნები (ხმაურიანი სუნთქვა), ცხვირის პოლიპები (ცხვირის ობსტრუქცია) ცხვირიდან გამონადენთან ერთად, კანის შეშუპება ან გამონაყარი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარტების მიღებისას;
თუ პაციენტს აქვს აქტიური პეპტიკური წყლული ან მისი რეციდივის ანამნეზი (ორ შემთხვევაზე მეტი);
თუ პაციენტს აქვს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების გამოყენებასთან;
თუ პაცინტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე უკმარისობა და არ იტარებს დიალიზს;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის პათოლოგია, როგორიცაა გასტროინტესტინური ან თავის ტვინში სისხლდენა;
თუ პაციენტს მძიმე გაუკონტროლებელი გულის უკმარისობა აქვს;
თუ პაციენტი არის ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან გეგმავს ორსულობას ან ძუძუთი კვებას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს მაღალი არტერიული წნევა ან ღვიძლის, თირკმლის, ან გულის ნებისმიერი პრობლემა აქვს;
თუ პაციენტს კუჭ-ნაწლავის დაავადების ანამნეზი აქვს, როგორიცაა: კუჭის ანთება (გასტრიტი) ან საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი), წყლული, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება;
თუ პაციენტი ხანდაზმულია;
თუ პაციენტს სისტემური წითელი მგლურა (სწე) და შემაერთებელქსოვილოვანი შერეული დაავადებები აქვს;
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა ბრონქული ასთმა;
თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჩაუტარდა ოპერაცია;
თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით;
თუ პაციენტი ქალია, რომელიც იყენებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპციულ მოწყობილობას, ე.წ. სპირალს.
გაფრთხილებები
მედიკამენტები, როგორიცაა მელოქსიკამი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (“მიოკარდიუმის ინფარქტის”) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო მაღალია მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ უნდა იქნეს გადაჭარბებული რეკომენდებული დოზა ან მკურნალობის ხნგრძლივობა. თუ პაცინტს გულის პრობლემები აქვს, გადატანილი აქვს ინსულტი ან ფიქრობს, რომ ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშაა (მაგ.: აქვს მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე ან მწეველია), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მკურნალობის განხილვა.
მელოქსიკამის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს როდესმე განვითარებია ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი (მრგვალი ან ოვალური წითელი ფერის ლაქები და კანის შესივება, რომელიც ჩვეულებრივ ხელმეორედ ვითარდება იმავე ადგილებში, ბუშტუკების განვითარება, ჭინჭრის ციება და ქავილი) მელოქსიკამის ან სხვა ოქსიკამების (მაგ.: პიროქსიკამი) მიღების შემდეგ.
მელოქსიკამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მთლიანი დოზა მიღებულ უნდა იქნას პერორალურად წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით ჭამის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მელოქსიკამმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. ექიმს უნდა ეცნობოს. თუ პაციენტი გეგმავს დაფეხმძიმებას ან დაორსულების პრობლემები აქვს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ პაციენტს დადგენილი აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა მელოქსიკამის მიღებისას, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
სხვა მედიკამენტების მიღებისას/გამოყენებისას
მელოქსიკამის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, განსაკუთრებით, ქვემოთ ჩამოთვლილს::
სხვა ანტიანტებითი პრეპარატები, ასპირინის ჩათვლით;
სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები, როგორიცაა მაგ.: ვარფარინი;
სისხლის თრომბების დამშლელი მედიკამენტები (თრომბოლიზური პრეპარატები);
დიურეტიკები (შარდმდენები);
მაღალი არტრიული წნევის სამკურნალო მედიკამენტები;
ციკლოსპორინი, გამოიყენება ორგანის გადანერგვის შემდეგ და იმუნური სისტემის დაავადებებისათვის;
გლუკოკორტიკოიდები, ზოგადად გამოიყენება, როგორც ანტიანთებითი პრეპრატები;
ლითიუმი, გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
მეთოტრექსატი, გამოიყენება კიბოს და სხვა იმუნური დარღვევების სამკურნალოდ;
ქოლესტირამინი, გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის და ქავილის სამკურნალოდ, რომელიც ვითარდება სიყვითლის და სხვა მდგომარეობების დროს;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
საგულე გლიკოზიდები, გამოიყენება გულის შეგუბებითი უკმარისობის და გულის არითმიების სამკურნალოდ;
ზიდოვუდინი, გამოიყენება შიდსის და აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ტაკროლიმუსი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის აქტივობის დასათრგუნად;
ქინოლონები, სისტემური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები;
მიფეპრისტონი, გამოიყენება, როგორც აბორტის გამომწვევი და გადაუდებელი კონტრაცეპციული საშუალება.
ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს.
მელოქსიკამის მიღების წესი
მედიკამენტი ექიმის მიერ ინიშნება მხოლოდ პაციენტისათვის და საჭიროა მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ყოველთვის საჭიროა ეტიკეტის წაკითხვა. თუ პაციენტმა ვერ გაიგო ინსტრუქციები ან არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მისი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ;
მელოქსიკამის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად;
პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ჩვეულებრივი დოზირებაა 7.5 მგ ან 15 მგ დღეში წყლის ან სითხის მიყოლებით ჭამის დროს;
თუ პაციენტს ესაჭიროება ორი ტაბლეტის მიღება, მათი მიღება უნდა მოხდეს ერთად, ერთჯერადი დოზის სახით;
თუ რამდენიმე დღის შემდეგ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მელოქსიკამი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
დაშუვებელია 15 მგ-ზე მეტის მიღება დღეში.
მელოქსიკამის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა.
მელოქსიკამის დოზის მიღების დავიწყებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა
იშვიათად მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს სახის შესივება, კანის სისხლძარღვების შეშუპება და კანის მძიმე რეაქციები, როგორიცა: სითხით სავსე ბუშტუკები, წყლულები და ქოშინი. წყლულები შეიძლება ასევე განვითარდეს პირსა და ხახაში, ანუსის ირგვლივ და გენიტალიების არეში და თვალების ზედაპირზე. ამ სიმპტომებს ხშირად თან ახლავს სისუსტე, თავის ტკივილი და ცხელება.
კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის სხივების მიმართ.
მცირე რაოდენობით პაციენტებს ალერგიული რეაქციები აქვთ მედიკამენტების მიმართ. თუ პაციენტს განუვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, უნდა შეწყდეს მელოქსიკამის გამოყენება და საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო კონსულტაცია:
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება ან მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
კანის კვანძები ან წითელი ლაქები ქავილით;
მთელი სხეულის ქავილი;
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
სისხლის განავალში
კუპრისფერი განავალი
სისხლიანი ღებინება ან ღებინება ყავის მარცვლების მსგავსი შავი ნაწილაკებით
უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება: დისპეფსია ან გულძმარვა, მუცლის ტკივილი (ტკივილი კუჭის არეში) ან მუცლის სხვა სიმპტომები.
ყველა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
მელოქსიკამის მსგავსი მედიკამენტები შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკრდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების მცირედ გაზრდილ რისკთან.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
გაბრუება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, ანემია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ფაღარათი, ქავილი ან გამონაყარი, ფეხების შეშუპება.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
დაღილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), ძილიანობა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (შავი ან კუპრისფერი განავალი), კუჭის წყლულები, საყლაპავის ან პირის ანთება, შესივებული მცირე ადგილები ან ჭინჭრის ციება, ვერტიგო, არითმია (გულის ფრიალი), სისხლის წნევის გაზრდა ან ალები.
ხანდახან შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის, თირკმლის ან სისხლის ანალიზების შედეგების ცვლილებები.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
გუნება-განწყობის ცვლილებები, უძილობა, კოშმარები, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის დარღვევები, როგორიცაა დაბინდვა, ნაწლავის პერფორაცია (ხვრელი ნაწლავის კედელში), კუჭის ან ნაწლავის ქვედა ნაწილის (კოლინჯის) ანთება, ღვიძლის ანთება, თირკმლის უკმარისობა ან ასთმის განვითარება პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების მიმართ.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
განსაკუთრებული კანისმიერი ალერგიული რეაქცია, ე.წ. წამლისმიერი ფიქსირებული გამონაყარი, რომელიც რეციდიულად ვითარდება იმავე ადგილებში მედიკამენტის განმეორებითი ზემოქმედების შემდეგ და შეიძლება განვითარდეს მრგვალი ან ოვალური ლაქების და კანის შესივების, ბუშტუკოვანი გამონაყარის (ჭინჭრის ციება), ქავილის სახით.
თუ პაციენტს განუვითარდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებგვერდზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან MHRA Yellow Card უნდა მოიძებნოს Google Play-ზე ან Apple App Store-ში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
მელოქსიკამის ტაბლეტების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ყველა გამოუყენებელი მედიკამენტი უნდა დაბრუნდეს ფარმაცევტთან მათი უსაფრთხო უტილიზაციისათვის.
დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას მელოქსიკამის შესახებ. თუ პაციენტს აქვს კითხვები ან არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ ან 15 მგ აქტიურ ნივთიერება მელოქსიკამს. ტაბლეტი ასევე შეიცავს: სიმინდის სახამაბელს, პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს, ნატრიუმის ციტრატს, ლაქტოზის მონოჰიდრატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას და მაგნიუმის სტეარატს.
მედიკამენტის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა:
მელოქსიკამის ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, უგარსო ტაბლეტები და მოწოდებულია ბლისტერებზე შეფუთვით, რომელიც შეიცავს 10, 30 ან 100 ტაბლეტს მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Somex Pharma, High Road, Ilford, Essex, IG3 8BS, UK
სომექს ფარმა, ჰაი როუდ, ილფორდ, ესექს, IG3 8BS გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
Somex Pharma, High Road, Ilford, Essex, IG3 8RA, UK
სომექს ფარმა, ჰაი როუდ, ილფორდ, ესექს, IG3 8RA გაერთიანებული სამეფო
ინსტრუქციის მომზადების თარიღი: 11/2023.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


