ლოპაზი
LOPAZ
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები მწვავე ფაზაში; • რეფლუქსური ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი; • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელსაც იწვევს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება, სტრესული წყლულები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლანსოპრაზოლი (lansoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ ნაწლავში ხსნადი მყარი კაფსულა №20 (4X5)
- მწარმოებელი
- S.C. SLAVIA PHARM S.R.L, რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042244
- რეგისტრირებულია
- 22 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- S.C. SLAVIA PHARM S.R.L (რუმინეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლოპაზი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები მწვავე ფაზაში;
- რეფლუქსური ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი;
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელსაც იწვევს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება, სტრესული წყლულები;
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (კომბინირებული თერაპიის ფარგლებში);
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში - 30 მგ დღეში 1-ჯერ 2-4 კვირა.
კუჭის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი - 30 მგ დღეში 1-ჯერ 4-8 კვირა.
რეფლუქსური ეზოფაგიტი - 30 მგ დღეში 1-ჯერ 4-8 კვირა.
რეფლუქსური ეზოფაგიტის რეციდივების პროფილაქტიკა - 30 მგ დღეში 1-ჯერ ხანგრძლივად (დაახლოებით 6 თვე).
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით გამოწვეული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება - 30 მგ დღეში 1-ჯერ 8 კვირა.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივების პროფილაქტიკა - 30 მგ დღეში 1-ჯერ.
Helicobacter pylori-ის აღმოფხვრა - 30 მგ დღეში 2-ჯერ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში 7-14 დღე.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ბაზალური სეკრეციის დონის მიხედვით (ბაზალური სეკრეციის დონე არ უნდა აღემატებოდეს 10 მმოლ/სთ-ს). პრეპარატის საწყისი დოზა არის 60 მგ დღეში 1-ჯერ, საჭიროების შემთხვევაში დღიური დოზა იზრდება (120 მგ-ზე მეტი დღიური დოზა უნდა გაიყოს რამდენიმე მიღებად).
ლოპაზი მიიღება პერორალურად, დილით ჭამამდე. კაფსულა მიიღება მთლიანად (არ უნდა დაიღეჭოს).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ორსულობა (განსაკუთრებით I ტრიმესტრი), ლაქტაცია; კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი წარმონაქმნები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლოპაზი მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება სხვა ისეთ პრეპარატებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ, რომლებიც მეტაბოლიზდებიან აღნიშნული სისტემით, მაგ: ანტიპირინი, დიაზეპამი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, პრედნიზოლონი, პროპრანოლოლი, ვარფარინი. პრეპარატი 10%-ით ამცირებს თეოფილინის კლირენსს. ერთდროულად გამოყენებისას ლანსოპრაზოლი ზეგავლენას ახდენს იმ პრეპარატების pH-ზე დამოკიდებულ შეწოვაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს. სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ერთდროულად გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის შეწოვას (ანტაციდები უნდა დაინიშნოს ლან-30-ავერსის მიღებამდე 1 საათით ადრე ან პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ). პრეპარატი თრგუნავს ამპიცილინის, დიგოქსინის, კეტოკონაზოლის, რკინის მარილების, ციანოკობალამინის შეწოვის პროცესს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობის გამორიცხვის მიზნით საჭიროა ენდოსკოპიური კონტროლი, რადგან ლანსოპრაზოლმა შესაძლოა შენიღბოს დაავადების სიმპტომები და გაართულოს დიაგნოსტიკა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ლანსოპრაზოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. ლოპაზით მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა უნდა შეამოწმოს ორგანიზმში მაგნიუმის დონე.
შეფუთვა:
5 კაფსულა პვქ/პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 4 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – დიარეა ან ყაბზობა, ხანგრძლივად მიღებისას – ატროფიული გასტრიტი; ცალკეულ შემთხვევებში – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია.
ნერვული სისტემის მხრივ:
თავის ტკივილი; იშვიათად – თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველება, ფარინგიტი, რინიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ:
იშვიათად – თრომბოციტოპენია (ჰემორაგიული გამოვლინებებით); ცალკეულ შემთხვევებში – ანემია.
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი კანზე; ცალკეულ შემთხვევებში - ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა.
სხვა:
იშვიათად – მიალგია, ალოპეცია.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: არ არის აღწერილი.
მკურნალობა: რეკომენდებულია დაკვირვება, შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
ლანსოპრაზოლი-30 მგ (ნაწლავში ხსნადი პოლიმერული გარსით დაფარული პელეტების სახით);
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, სახამებელი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახმებლის გლიკოლატი, შაქრის გრანულები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, დინატრიუმ ჰიდროგენ ფოსფატი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრიეთილციტრატი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი (არ შედის პელეტების შემადგენლობაში).
მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა:
ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი, ჟელატინი.
წამლის ფორმა:
გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულები, 30 მგ, #20.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: A02BC03.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლოპაზი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალებას. იგი H+-K+-ATF-აზას სპეციფიკური ინჰიბიტორია; მეტაბოლიზდება კუჭის პარიეტულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებად, რომლებიც ახდენენ H+-K+-ATF-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. შესაბამისად, ლანსოპრაზოლი ბლოკავს მარილმჟავას სინთეზის ბოლო სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას მიუხედავად გამომწვევის ხასიათისა. გააჩნია მაღალი ლიპოფილურობა, ადვილად აღწევს და კონცენტრირდება კუჭის პარიეტულ უჯრედებში, აქვს ციტოპროტექტორული მოქმედება, ზრდის კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციას და ბიკარბონატების სეკრეციას.
30 მგ დოზა 80-97%-ით აჩერებს მარილმჟავას წარმოქმნას.
პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. დამთრგუნველი ეფექტი იზრდება პირველი 4 დღის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა აჭარბებს 24 საათს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მჟავიანობა 39 საათის განმავლობაში რჩება ბაზალური დონის 50%-ის ქვემოთ, სეკრეციის ზრდა არ აღინიშნება.
სეკრეტორული აქტივობის აღდგენა ხდება ლანსოპრაზოლის შეწყვეტიდან 3-4-ე დღეს. ლანსოპრაზოლის ეფექტი ხანგრძლივდება ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მქონე პაციენტებში.
ლანსოპრაზოლს არ გააჩნია ანტიქოლინერგული ან ჰისტამინის H2-რეცეპტორების მაბლოკირებელი ეფექტები.
აღნიშნული პრეპარატი ზრდის პეფსინოგენის კონცენტრაციას სისხლის შრატში და ამცირებს პეფსინის წარმოქნას. ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსში სპეციფიკური IgA-ს წარმოქმნას Helicobacter pylori-ს წინააღმდეგ და თრგუნავს მათ ზრდას, აუმჯობესებს სხვა სამკურნალო საშუალებების ანტიჰელიკობაქტერიულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლანსოპრაზოლი არამდგრადია მჟავურ გარემოში და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი დაშლა კუჭში და გაიზარდოს ბიოშეღწევადობა გამოიყენება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით.
ლანსოპრაზოლი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას და ბიოშეღწევადობას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. 30 მგ ლანსოპრაზოლის პერორალურად მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (0.75-1.15 მგ/ლ) მიიღწევა 1.5-2.2 საათში. პრეპარატი 97.7-99.4%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 საათს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ღვიძლით (14-23%) და ნაწლავების საშუალებით. ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ლოპაზი
LOPAZ
(ლანსოპრაზოლი)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლანსოპრაზოლი
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის თეთრი კაფსულები, შევსებულია თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებით (პელეტებით).
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ლანსოპრაზოლი-30 მგ (ნაწლავში ხსნადი პოლიმერული გარსით დაფარული პელეტების სახით);
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, სახამებელი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახმებლის გლიკოლატი, შაქრის გრანულები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, დინატრიუმ ჰიდროგენ ფოსფატი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ტრიეთილციტრატი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი (არ შედის პელეტების შემადგენლობაში).
მყარი ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა:
ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი, ჟელატინი.
წამლის ფორმა:
გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულები, 30 მგ, #20.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: A02BC03.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლოპაზი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალო საშუალებას. იგი H+-K+-ATF-აზას სპეციფიკური ინჰიბიტორია; მეტაბოლიზდება კუჭის პარიეტულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებად, რომლებიც ახდენენ H+-K+-ATF-აზას სულფჰიდრილური ჯგუფების ინაქტივაციას. შესაბამისად, ლანსოპრაზოლი ბლოკავს მარილმჟავას სინთეზის ბოლო სტადიას და ამცირებს კუჭის წვენის ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას მიუხედავად გამომწვევის ხასიათისა. გააჩნია მაღალი ლიპოფილურობა, ადვილად აღწევს და კონცენტრირდება კუჭის პარიეტულ უჯრედებში, აქვს ციტოპროტექტორული მოქმედება, ზრდის კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციას და ბიკარბონატების სეკრეციას.
30 მგ დოზა 80-97%-ით აჩერებს მარილმჟავას წარმოქმნას.
პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. დამთრგუნველი ეფექტი იზრდება პირველი 4 დღის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა აჭარბებს 24 საათს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მჟავიანობა 39 საათის განმავლობაში რჩება ბაზალური დონის 50%-ის ქვემოთ, სეკრეციის ზრდა არ აღინიშნება.
სეკრეტორული აქტივობის აღდგენა ხდება ლანსოპრაზოლის შეწყვეტიდან 3-4-ე დღეს. ლანსოპრაზოლის ეფექტი ხანგრძლივდება ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მქონე პაციენტებში.
ლანსოპრაზოლს არ გააჩნია ანტიქოლინერგული ან ჰისტამინის H2-რეცეპტორების მაბლოკირებელი ეფექტები.
აღნიშნული პრეპარატი ზრდის პეფსინოგენის კონცენტრაციას სისხლის შრატში და ამცირებს პეფსინის წარმოქნას. ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსში სპეციფიკური IgA-ს წარმოქმნას Helicobacter pylori-ს წინააღმდეგ და თრგუნავს მათ ზრდას, აუმჯობესებს სხვა სამკურნალო საშუალებების ანტიჰელიკობაქტერიულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლანსოპრაზოლი არამდგრადია მჟავურ გარემოში და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი დაშლა კუჭში და გაიზარდოს ბიოშეღწევადობა გამოიყენება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით.
ლანსოპრაზოლი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვას და ბიოშეღწევადობას, მაგრამ არ იწვევს მისი მოქმედების მექანიზმის დარღვევას. 30 მგ ლანსოპრაზოლის პერორალურად მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (0.75-1.15 მგ/ლ) მიიღწევა 1.5-2.2 საათში. პრეპარატი 97.7-99.4%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 საათს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით ღვიძლით (14-23%) და ნაწლავების საშუალებით. ღვიძლის უკმარისობის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში ლანსოპრაზოლის გამოყოფა შენელებულია.
ჩვენებები:
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები მწვავე ფაზაში;
- რეფლუქსური ეზოფაგიტი, ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი;
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომელსაც იწვევს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღება, სტრესული წყლულები;
- Helicobacter pylori-ით გამოწვეული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (კომბინირებული თერაპიის ფარგლებში);
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
მიღების წესი და დოზები:
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში - 30 მგ დღეში 1-ჯერ 2-4 კვირა.
კუჭის წყლულოვანი დაავადება მწვავე ფაზაში და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტი - 30 მგ დღეში 1-ჯერ 4-8 კვირა.
რეფლუქსური ეზოფაგიტი - 30 მგ დღეში 1-ჯერ 4-8 კვირა.
რეფლუქსური ეზოფაგიტის რეციდივების პროფილაქტიკა - 30 მგ დღეში 1-ჯერ ხანგრძლივად (დაახლოებით 6 თვე).
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით გამოწვეული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება - 30 მგ დღეში 1-ჯერ 8 კვირა.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივების პროფილაქტიკა - 30 მგ დღეში 1-ჯერ.
Helicobacter pylori-ის აღმოფხვრა - 30 მგ დღეში 2-ჯერ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში 7-14 დღე.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ბაზალური სეკრეციის დონის მიხედვით (ბაზალური სეკრეციის დონე არ უნდა აღემატებოდეს 10 მმოლ/სთ-ს). პრეპარატის საწყისი დოზა არის 60 მგ დღეში 1-ჯერ, საჭიროების შემთხვევაში დღიური დოზა იზრდება (120 მგ-ზე მეტი დღიური დოზა უნდა გაიყოს რამდენიმე მიღებად).
ლოპაზი მიიღება პერორალურად, დილით ჭამამდე. კაფსულა მიიღება მთლიანად (არ უნდა დაიღეჭოს).
გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში; იშვიათად – დიარეა ან ყაბზობა, ხანგრძლივად მიღებისას – ატროფიული გასტრიტი; ცალკეულ შემთხვევებში – არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კუჭ-ნაწლავის კანდიდოზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია.
ნერვული სისტემის მხრივ:
თავის ტკივილი; იშვიათად – თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველება, ფარინგიტი, რინიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ:
იშვიათად – თრომბოციტოპენია (ჰემორაგიული გამოვლინებებით); ცალკეულ შემთხვევებში – ანემია.
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი კანზე; ცალკეულ შემთხვევებში - ფოტომგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა.
სხვა:
იშვიათად – მიალგია, ალოპეცია.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ორსულობა (განსაკუთრებით I ტრიმესტრი), ლაქტაცია; კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი წარმონაქმნები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლოპაზი მეტაბოლიზდება ციტოქრომა P450 ფერმენტული სისტემის მეშვეობით. კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება სხვა ისეთ პრეპარატებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ, რომლებიც მეტაბოლიზდებიან აღნიშნული სისტემით, მაგ: ანტიპირინი, დიაზეპამი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ფენიტოინი, პრედნიზოლონი, პროპრანოლოლი, ვარფარინი. პრეპარატი 10%-ით ამცირებს თეოფილინის კლირენსს. ერთდროულად გამოყენებისას ლანსოპრაზოლი ზეგავლენას ახდენს იმ პრეპარატების pH-ზე დამოკიდებულ შეწოვაზე, რომლებიც მიეკუთვნებიან სუსტი მჟავების ჯგუფს და ფუძეებს. სუკრალფატი 30%-ით ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ერთდროულად გამოყენებისას ანტაციდები თრგუნავენ ლანსოპრაზოლის შეწოვას (ანტაციდები უნდა დაინიშნოს ლან-30-ავერსის მიღებამდე 1 საათით ადრე ან პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ). პრეპარატი თრგუნავს ამპიცილინის, დიგოქსინის, კეტოკონაზოლის, რკინის მარილების, ციანოკობალამინის შეწოვის პროცესს.
ჭარბი დოზა:
სიმპტომები: არ არის აღწერილი.
მკურნალობა: რეკომენდებულია დაკვირვება, შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობის გამორიცხვის მიზნით საჭიროა ენდოსკოპიური კონტროლი, რადგან ლანსოპრაზოლმა შესაძლოა შენიღბოს დაავადების სიმპტომები და გაართულოს დიაგნოსტიკა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში. ლანსოპრაზოლის დანიშვნა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია. ლოპაზით მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა უნდა შეამოწმოს ორგანიზმში მაგნიუმის დონე.
შეფუთვა:
5 კაფსულა პვქ/პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 4 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
ს.კ. სლავიაPფარმ ს.რ.ლ.”
თეოდორ პალადი 44C
ბუქარესტი, რუმინეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



