ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი
Lansoprazole 30 BENE Pharm
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის აქტიური ნივთიერებაა ლანსოპრაზოლი, რომელიც წარმოადგენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭში წარმოქმნილი მჟავის რაოდენობას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლანსოპრაზოლი (lansoprazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულა №28 (4X7)
- მწარმოებელი
- LABORATORIOS LICONSA S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A02BC03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040478
- რეგისტრირებულია
- 14 მარტი 2024, მოქმედებს 14 მარტი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- JSC GEPHA (საქართველო)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის აქტიური ნივთიერებაა ლანსოპრაზოლი, რომელიც წარმოადგენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭში წარმოქმნილი მჟავის რაოდენობას.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შემდეგი ჩვენებებით:
თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის მკურნალობა;
საყლაპავის ანთების (რეფლუქსეზოფაგიტის) მკურნალობა;
რეფლუქსეზოფაგიტის პრევენცია;
გულძმარვისა და კუჭის მჟავის რეგურგიტაციის მკურნალობა;
ბაქტერია Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ NSAID-ით ხანგრძლივ მკურნალობას (NSAID-ით მკურნალობა ხდება ტკივილის ან ანთების დროს);
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა.
მკურნალმა ექიმმა ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შეიძლება დანიშნოს სხვა ჩვენებით ან დოზით, რომელიც განსხვავდება აღნიშნულ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისაგან. პრეპარატის მიღებისას საჭიროა მკურნალი ექიმის მითითებების დაცვა.
მიღების წესი და დოზირება
საფარველიანი ბლისტერი იხსნება ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:
ერთი ბლისტერი მოცილებულ უნდა იქნას პერფორირებული ხაზის გასწვრივ მოხევით;
ფრთხილად უნდა წამოიწიოს ფოლგის კუთხე, რათა გამოთავისუფლდეს კაფსულა (კაფსულა არ უნდა გამოიდევნოს ფოლგიდან).
უსაფარველო ბლისტერები იხსნება ალუმინის ფოლგიდან გამოდევნით.
მთლიანი კაფსულა უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით. დაუშვებელია კაფსულების ან მათი შიგთავსის გასრესვა ან დაღეჭვა, რადგან ეს ხელს უშლის მათ ეფექტურ მოქმედებას.
თუ პაციენტი იღებს ლანსოპრაზოლ 15 ბენე ფარმს/ლანსოპრაზოლ 30 ბენე ფარმს დღეში ერთხელ, მისი მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. საუკეთესო შედეგი მიიღწევა, თუ პაციენტი დილით პირველს მიიღებს ლანსოპრაზოლ 15 ბენე ფარმს/ლანსოპრაზოლ 30 ბენე ფარმს.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ორჯერ დღეში მიღებისას პირველი დოზა მიიღება დილით, მეორე კი – საღამოს.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მოზრდილებისათვის ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ. ზოგჯერ მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს განსხვავებული დოზა. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
გულძმარვისა და მჟავის რეგურგიტაციის მკურნალობა:
15 მგ ან 30 მგ ერთი კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. თუ სიმპტომები არ ქრება 4 კვირის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში
კუჭის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, 4 კვირის განმავლობაში
საყლაპავის ანთების მკურნალობა (რეფლუქსეზოფაგიტი):

რეფლუქსეზოფაგიტის ხანგრძლივი პრევენცია:
ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.
Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა 30 მგ ერთი კაფსულა ორ განსხვავებულ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და 30 მგ ერთი კაფსულა ორ განსხვავებულ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება ყოველდღე, 7 დღის განმავლობაში.
ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:
30 მგ ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი 250-500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად;
30 მგ ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად.
თუ პაციენტს უტარდება ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა, რადგან აქვს წყლული, ჩატარებული წარმატებული ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელია წყლულის ხელმეორედ განვითარება. იმისათვის, რომ პრეპარატმა კარგად იმოქმედოს, უნდა მოხდეს მისი მიღება სწორ დროს. დაუშვებელია დოზის გამოტოვება.
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ NSAID-ით ხანგრძლივ მკურნალობას:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, 4 კვირის განმავლობაში.
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის პრევენცია პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ NSAID-ით ხანგრძლივი მკურნალობა:
15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 30 მგ ორი კაფსულა ყოველდღე, შემდეგ ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზა დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტურობაზე, რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
დაუშვებელია ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ბავშვებისათვის მიცემა.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული მომდევნო დოზის მიღების დრო. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის გამოტოვება და მისი ჩვეულ დროს მიღება. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება დავიწყებული კაფსულის სანაცვლოდ.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღების შეწყვეტა
დაუშვებელია მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა სიმპტომების, გაუმჯობესების მიუხედავად. დაავადება შესაძლოა ბოლომდე არ იყოს განკურნებული და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნოს მისი რეციდივი.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლანსოპრაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
თუ პაციენტი იღებს აქტიური ნივთიერება ატაზანავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღებისას
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს დამატებითი გამოკვლევის, ენდოსკოპიის, ჩატარება, პაციენტის მდგომარეობის სადიაგნოსტიკოდ და/ან ავთვისებიანი პროცესის გამოსარიცხად.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმით/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმით მკურნალობის დროს, დიარეის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი დაკავშირებულია ინფექციური დიარეის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.
თუ მკურნალმა ექიმმა ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი დანიშნა Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (ანტიბიოტიკებთან) კომბინაციაში ან ტკივილისა და რევმატოიდული დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად: საჭიროა, ასევე, აღნიშნული პრეპარატების ანოტაციების ყურადღებით წაკითხვა.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ხანგრძლივი მკურნალობის დროს (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) საჭიროა პაციენტის რეგულარული მონიტორინგი. პაციენტმა მკურნალ ექიმს უნდა აცნობოს ნებისმიერი ახლად აღმოცენებული და განსაკუთრებული სიმპტომის და გარემოების შესახებ.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღებამდე:
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის რეაქცია კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მსგავსი პრეპარატის მიღების შემდეგ.
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სპეციფიკური სისხლის ანალიზი (ქრომოგრანინი A).
თუ პაციენტს განუვითარდა კანზე გამონაყარი, განსაკუთრებით, მზის სხივების ზემოქმედების ადგილებზე, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა ექიმს ასევე უნდა აცნობოს სხვა მოვლენების შესახებ, როგორიცაა მაგ.: ტკივილი სახსრებში.
სიფრთხილის ზომები
როგორც ზოგადად წყლულის საწინააღმდეგო სხვა თერაპიის დროს, უნდა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე კუჭის წყლულის ლანსოპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე, რადგან ლანსოპრაზოლმა შეიძლება შენიღბოს სიმპტომები და დააყოვნოს დიაგნოზის დასმა.
ლანსოპრაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები 4.2 და 5.2).
ლანსოპრაზოლით გამოწვეულმა კუჭის დაქეითებულ მჟავიანობამ მოსალოდნელია, გაზარდოს ბაქტერიების რაოდენობა კუჭში, რომლებიც ჩვეულებრივ არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ლანსოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების, როგორიცაა Salmonella და Campylobacter, რისკის ოდნავ გაზრდა.
კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების მქონე პაციენტებში H. pylori-ის ინფექციის, როგორც ეტიოლოგიური ფაქტორის, არსებობის შესაძლებლობა უნდა იქნას გათვალისწინებული.
თუ ლანსოპრაზოლი გამოიყენება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში H. pylori-ის ერადიკაციისათვის, დაცული უნდა იქნას ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციები.
1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შემანარჩუნებელი თერაპიის შესახებ უსაფრთხოების მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო, მკურნალობის რეგულარული განხილვა და რისკი/სარგებლის გულდასმით შეფასება რეგულარულად უნდა ჩატარდეს ამ პაციენტებში.
ძალიან იშვიათად კოლიტის შემთხვევები აღწერილ იქნა ლანსოპრაზოლის მიმღებ პაციენტებში. ამიტომ, მძიმე და მუდმივი დიარეის შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნას მკურნალობის შეწყვეტა.
პეპტიკური წყლულების პრევენციის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ NSAID-ით ხანგრძლივ მკურნალობას, შეზღუდულ უნდა იქნას მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (როგორიცაა: ანამნეზში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, პერფორირებული წყლული, ხანდაზმული ასაკი, იმ მედიკამენტების ერთდროული მიღება, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ზემო ტრაქტის გვერდით მოვლენებს [როგორიცაა: კორტიკოსტეროიდები ან ანტიკოაგულანტები], მძიმე თანმხლები ფაქტორის არსებობა ან არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების მაქსიმალური რეკომენდებული დოზების ხანგრძლივი გამოყენება).
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით, მაღალი დოზებით და ხანგრძლივად (>1 წელი) გამოყენებისას, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს ბარძაყის ყელის, მაჯის ან მალების მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან სხვა რისკფაქტორების მქონე პაციენტებში. დაკვირვებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდოს მოტეხილობების მთლიანი რისკი 10-40%-ით. ზოგჯერ ეს ზრდა გამოწვეულია სხვა რისკფაქტორებით. ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში საჭიროა თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებით მკურნალობა და D ვიტამინისა და კალციუმის ადეკვატური მიღება.
ჰიპომაგნემია
მძიმე ჰიპომაგნემია აღწერილ იქნა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, როგორიცაა ლანსოპრაზოლი, არაუმცირეს სამი თვის და უმეტეს შემთხვევებში ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში ნამკურნალებ პაციენტებში. ჰიპომაგნემიის ძლიერი მანიფესტაცია, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, დელირიუმი, კონვულსიები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, შეიძლება განვითარდეს, მაგრამ თანდათანობით და შეუმჩნევლად. უმეტესობა პაციენტებში ჰიპომაგნემია უმჯობესდება მაგნიუმის ჩანაცვლებითი თერაპიის და პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების შეწყვეტის შემდეგ.
პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ მკურნალობას ან იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან ჰიპომაგნემიის გამომწვევ მედიკამენტებთან (მაგ.: დიურეტიკები) ერთად, უნდა შემოწმდეს მაგნიუმის დონე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად მკურნალობის დროს.
რადგან ლანსოპრასოლი შეიცავს საქაროზას, ფრუქტოზის აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემების მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
ქვემწავე კანისმიერი წითელი მგლურა (SCLE)
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები დაკავშირებულია SCLE-ის ძალიან იშვიათ შემთხვვვებთან. თუ ვითარდება დაზიანებები, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ადგილებში კანზე და თან ახლავს ართრალგია, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ექიმი შეწყვეტს მედიკამენტით მკურნალობას {მედიკამენტის სახელწოდება}. პროტონიული ტუმბოს იჰიბიტორების მიღების დროს განვითარებულმა SCLE-მ, შეიძლება გაზარდოს პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს SCLE-ის განვითარების რისკი.
ლაბორატორიულ ანალიზებზე გავლენა
ქრომოგრანინი A-ს (CgA) გაზრდილმა დონემ შეიძლება გავლენა იქონიოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამო ჩატარებულ კვლევებზე.
ამ გავლენის თავიდან ასაცილებლად [პროდუქტის სახელწოდება] მკურნალობა უნდა შეწყდეს არაუმცირეს 5 დღით ადრე CgA-ს გაზომვამდე (იხ. პარაგრაფი 5.1). თუ CgA-ს და გასტრინის დონე არ უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს საწყისი მკურნალობის შემდეგ, ანალიზი უნდა გამეორდეს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა აცნობოს, თუ იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ იღებს მედიკამენტნებს, რომლებიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, რადგან ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმმა/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ)
თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისთვის)
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)
ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის მჟავის რეგურგიტაციის სამკურნალოდ)
სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ)
კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი ხარისხის დეპრესიის სამკურნალოდ)
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად უმჯობესია ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღება ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს, რადგან არ არის საკმარისი გამოცდილება ფეხმძიმობის დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ.
არ არის საკმარისი გამოცდილება ძუძუთი კვების დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე კვლევების შედეგების მიხედვით შესაძლოა, ლანსოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში.
ძუძუთი კვების ან ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმით/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმით მკურნალობის გასაგრძელებლად ან შესაწყვეტად, მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის თერაპიის სარგებელი დედისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღების დროს პაციენტებში ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობის დარღვევები. მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან შეიძლება დაქვეითდეს რეაგირების უნარი.
პაციენტი თავადაა პასუხისმგებელი, შეუძლია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებენ გაზრდილ ყურადღებას, რადგან მათი ეფექტები ან არასასურველი მოვლენები წარმოადგენს ერთ-ერთ ფაქტორს, რაც ამცირებს პაციენტის მიერ ამ ქმედებების უსაფრთხოდ შესრულების უნარს და რაც დაკავშირებულია პრეპარატების გამოყენებასთან.
ეს გვერდითი მოვლენები აღწერილია სხვა პარაგრაფებში.
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მთლიანი ინფორმაციის წაკითხვა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ლანსოპრაზოლმა 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლმა 30 ბენე ფარმი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ფაღარათი, ყაბზობა, ტკივილი კუჭის არეში, გულისრევა ან ღებინება, შებერილობა, პირის ან ხახის სიმშრალე ან სტომატიტი
გამონაყარი კანზე, ქავილი
ღვიძლის ფუნქციური ანალიზების ცვლილებები
დაღლილობა.
კუჭის კეთილთვისებიანი პოლიპები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დეპრესია
სახსრების ან კუნთების ტკივილი
სითხის შეკავება ან შეშუპება
ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ცხელება
მოუსვენრობა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, უძილობა, მხედველობის დარღვევები, ვერტიგო
გემოს ცვლილებები, მადის დაკარგვა, ენის ანთება (გლოსიტი)
კანის რეაქციები, როგორიცაა კანქვეშ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, სისხლჩაქცევა, სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა
სინათლისადმი მგრძნობელობა
თმის ცვენა
კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია), კანკალი
ანემია (სიფერმკრთალე)
თირკმელების პრობლემები
პანკრეატიტი
ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოიხატოს კანის ან თვალის სკლერების სიყვითლით)
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება, იმპოტენცია
კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელმაც შეიძლება დააზიანოს კანი ან ლორწოვანი გარსები)
ანგიონევროზული შეშუპება; პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ანგიონევროზული შეშუპების ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიც არის სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება;
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამ, განსაკუთრებით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან მალების მოტეხილობის რისკი. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ოსტეოპოროზი აქვს ან იღებს კორტიკოსტეროიდებს (რომლებიც ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს).
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკის ჩათვლით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
კოლიტი (ნაწლავის ანთება)
ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებები ანალიზებში
კანის ძალიან მძიმე რეაქციები, რომელსაც თან ახლავს სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა, ძლიერი ანთება და კანის Aაშრევება.
ძალიან იშვიათად, ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი იწვევს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას და ინფექციებისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიც არის ცხელება და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ან ცხელება, რომელსაც თან ახლავს ლოკალური ინფექციის სიმპტომები, მაგალითად, ყელის/ხახის/პირის ღრუს ანთება ან საშარდე გზების პრობლემები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შესაძლო შემცირების გამოსავლენად (აგრანულოციტოზი).
შემდეგი გვერდითი მოვლენების სიხშირე არის უცნობი (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე):
თუ ლანსოპრაზოლით თერაპია გრძელდება სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, სისხლში შეიძლება დაქვეითდეს მაგნიუმის კონცენტრაცია. მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მაგნიუმის დაბალი დონე, ასევე, იწვეს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირებას. მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის განმსაზღვრელი კვლევების რეგულარული ჩატარება;
გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილთან ერთად;
მხედველობითი ჰალუცინაციები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს, ან ვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზა
ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების ეფექტები არ არის ცნობილი (თუმცა, მწვავე ტოქსიკურობა მოსალოდნელია, რომ დაბალი იყოს) და შესაბამისად, მკურნალობის რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია. თუმცა, კვლევებში ლანსოპრაზოლის დღიური დოზებმა პერორალურად 180 მგ-მდე და 90 მგ-მდე ინტრავენურად არ გამოავლინა არასასურველი მნიშვნელოვანი ეფექტები..
იხ. პარაგრაფი 4.8 ლანსოპრაზოლის დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომების შესახებ.
შესაძლო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონტორინგი. ლანსოპრაზოლი ჰემოდიალიზის გზით მნიშვნელოვნად არ გამოიყოფა. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, ნახშირი და სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა ლანსოპრაზოლი.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი 15 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები არის გაუმჭვირვალე, ყვითელი ფერის თავსახურითა და კორპუსით. თითოეული კაფსულა შეიცავს 15 მგ ლანსოპრაზოლს.
ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები არის გაუმჭვირვალე, თეთრი ფერის თავსახურითა და კორპუსით. თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შიგთავსი: შაქრის გრანულები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეგლუმინი, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსიით.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171). 15 მგ კაფსულის გარსი ასევე შეიცავს ქინოლონის ყვითელს (E 104).
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ფორმა და შეფუთვა
ლანსოპრაზოლი 15 მგ გასტრორეზისტენტული კაფუსლები ხელმისაწვდომია ბლისტერებით (საფარველიანი და უსაფარველო ოპა-ალ-პვქ/ალ ბლისტერი) ან PP ხრახნიანი თავსახურის მქონე HDPE ბოთლით, რომელშიც სილიციუმის დოქსიდის დესიკანტია და შეიცავს 14, 28, 30, 56, 84, 98 და 100 კაფსულას.
ლანსოპრაზოლი 30 მგ გასტრორეზისტენტული კაფუსლები ხელმისაწვდომია ბლისტერებით (საფარველიანი და უსაფარველო ოპა-ალ-პვქ/ალ ბლისტერი) ან PP ხრახნიანი თავსახურის მქონე HDPE ბოთლით, რომელშიც სილიციუმის დოქსიდის დესიკანტია და შეიცავს 14, 28, 30, 56, 84, 98 და 100 კაფსულას.
HDPE
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ბლისტერზე, HDPE ბოთლზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
საფარველიანი და უსაფარველო ოპა-ალ-პქვ-ალ ბლისტერი
ინახება არაუმეტეს 30°C-ზე.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
HDPE ბოთლი PP ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის დოქსიდის დესიკანტს
ინახება არაუმეტეს 30°C-ზე. გამოყენებულ უნდა იქნას გახსნიდან 6 თვის გაბმავლობაში.
ბოთლი ინახება მჭიდროდ თავდახურული ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები. ათქ კოდი: A02BC03
ლანსოპრაზოლი არის კუჭის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი. ის თრგუნავს კუჭის მჟავის წარმოქმნის ბოლო სტადიას კუჭის პარიეტალური უჯრედების H+/K+ ATP-აზას აქტივობის ინჰიბირებით. დოზადამოკიდებული დათრგუნვა შექცევადია და ეფექტი ვრცელდება კუჭის მჟავის როგორც ბაზალურ, ისე სტიმულაციურ სეკრეციაზე.
ლანსოპრაზოლი კონცენტრირდება პარიეტალურ უჯრედებში და აქტიური ხდება მჟავა გარემოში, სადაც ის რეაქციაში შედის H+/K+ ATP-აზას სულფჰიდრილის ჯგუფთან და იწვევს ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებას.
ეფექტი კუჭის მჟავის სეკრეციაზე:
ლანსოპრაზოლი არის პარიეტალური უჯრედების პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი. ლანსოპრაზოლის ერთჯერადი პერორალური დოზა თრგუნავს პენტაგასტრინით სტიმულირებული კუჭის მჟავის სეკრეციას დაახლოებით 80%-ით. განმეორებთი დღიური დოზების შვიდი დღის განმავლობაში მიღებით კუჭის მჟავის სეკრეციის დათრგუნვა მოხდა, დაახლოებით, 90%-ით. შესაბამისი ეფექტი იყო კუჭის მჟავის ბაზალურ სეკრეციაზე. ერთჯერადი პერორალური დოზა 30 მგ ბაზალურ სეკრეციას აქვეითებს დაახლოებით 70%-ით და პაციენტების სიმპტომები შესაბამისად იხსნება პირველივე დოზიდან. რვა დღის განმავლობაში განმეორებითი მიღებისას შემცირება მოხდა, დაახლოებით, 85%-ით. სიმპტპოების სწრაფი მოხსნა მიღწეულ იქნა ერთი კაფსულით (30 მგ) დღეში და უმეტესობა პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული შეხორცდა 2 კვირაში, კუჭის წყლული და რეფლუქსეზოფაგიტი ალაგდა 4 კვირაში. კუჭის მჟავიანობის შემცირებით ლანსოპრაზოლი ქმნის გარემოს, რომელშიც შესაბამისი ანტიბიოტიკები ეფექტურია H. pylori-ის მიმართ.
სეკრეციის საწინააღმდეგო სამკურნალო პროდუქტებით მკურნალობის დროს იზრდება შრატში გასტრინის დონე Mმჟავის სეკრეციის დათრგუნვის საპასუხოდ. ასევე, CgA იზრდება კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის გამო. CgA-ის გაზრდილმა დონემ შეიძლება გავლენა იქონოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების კვლევაზე.
გამოქვეყნებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები უნდა მოიხსნას CgA-ის ანალიზამდე 5 დღიდან 2 კვირამდე. ამ პერიოდში CgA-ის დონე, რომელიც იმატებს პროტონული ტუმბოს ინიჰიბიტორებით მკურნალობის დროს, უბრუნდება ნორმის ფარგლებს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ლანსოპრაზოლი აროს ორი აქტიური ენანტიომერის რაცემატი, რომელიც ბიოტრანსფორმირდება აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედების მჟავე გარემოში, რადგან ლანსოპრაზოლი სწრაფად ინაქტივირდება კუჭის მჟავით, სისტემური შეწოვისათვის ის პერორალურად ინიშნება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ფორმით.
შეწოვა და განაწილება
ლანსოპრაზოლი ავლენს მაღალ (80-90%) ბიოშეღწევადობას ერთჯერად დოზაზე. პლაზმური პიკური დონე მიიღწევა 1.5-2 საათში. საკვების მიღება ანელებს ლანსოპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს და აქვეითებს ბიოშეღწევადობას 50%-ით. პლაზმის ცილებთან დაკავშირება 97%-ია.
კვლევებმა აჩვენა, რომ ღია კაფსულების გრანულები იძლევა ინტაქტური კაფსულის ექვივალენტურ AUC-ს, თუ გრანულები იხსნება მცირე რაოდენობით ფორთოხლის წვენში, ვაშლის წვენში ან პომიდვრის წვენში, ერევა სუფრის კოვზ ვაშლის ან მსხლის პიურეს ან იოგურტს, პუდინგს ან ხაჭოს. ექვივალენტური AUC ნაჩვენები იქნა, ასევე, გრანულებისათვის, რომლებიც გაიხსნა ვაშლის წვენში და მიღებულ იქნა ნაზო-გასტრალური ზონდის საშუალებით.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ლანსოპრაზოლი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და მეტაბოლიტები გამოიყოფა როგორც თირკმლისმიერი, ისე ბილიარული გზით. ლანსოპრაზოლის მეტაბოლიზმი ძირითად კატალიზდება CYP2C19 ფერმენტით. CYP3A4 ფერმენტი ასევე მონაწილეობს მეტაბოლიზმში. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-2 საათია ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ ჯანმრთელ პირებში. არ არის მტკიცებულება აკუმულაციის შესახებ ჯანმრთელ პირებში მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ. ლანსოპრაზოლის წარმოებულები -სულფონი, სულფიდი და 5-ჰიდროქსილი - იდენტიფიცირებულ იქნა პლაზმაში. ამ მეტაბოლიტებს არ აქვთ ან ძალიან მცირე ანტისეკრეტორული აქტივობა აქვთ
14C მარკირებული ლანსოპრაზოლის კვლევამ აჩვენა, რომ მიღებული რადიაციის დაახლოებით ერთი მესამედი გამოიყო შარდით და ორ მესამედი - განავალთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში
ლანსოპრაზოლის კლირენსი ქვეითდება ხანდაზმულებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება დაახლოებით 50%-100%-ით. პლაზმური პიკური დონე არ გაიზარდა ხანდაზმულებში.
ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში
ფარმაკოკინეტიკის შეფასებამ 1-17 წლის ასაკის ბავშვებში აჩვენა იგივე ექსპოზიცია მოზრდილებთან შედარებით, 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში 15 მგ დოზებზე და უფრო მეტი წონის მქონე ბავშვებში 30 მგ დოზაზე.
17 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ან 1 მგ/კგ სხეულის წონის დოზების კვლევამ ასევე აჩვენა ლანსოპრაზოლის არაშედარებადი ექსპოზიცია 2-3 თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით.
ლანსოპრაზოლის მაღალი ექსპოზიცია, მოზრდილებთან შედარებით, ნაჩვენები იქნა 2-3 თვემდე ასაკის ბავშვებში 1.0 მგ/კგ სხეულის წონის და 0.5 მგ/კგ სხეულის წონის ერთჯერად დოზებზე.
ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის უკმარისობის დროს
ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია ორმაგდება ღვიძლის სუსტი დაზიანების მქონე პაციენტებში და უფრო მეტად იზრდება ღვიძლის ზომიერი და მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში.
CYP2C19 სუსტი მეტაბოლიზატორები
CYP2C19 ექვემდებარება გენეტიკურ პოლიმორფიზმს და პოპულაციის 2-6%, ე.წ. სუსტი მეტაბოლიზატორები (PMs), ჰომოზიგოტურია CYP2C19 მუტაციური ალელისათვის და ამიტომ, არ აქვს CYP2C19 ფუნქციონალური ფერმენტი. ლანსოპრაზოლის ექსპოზიცია შვიდჯერ მაღალია PMs-ში, ვიდრე ექსტენსიურ მეტაბოლიზატორებში (EMs).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი (ლანსოპრაზოლი) - 15 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები
ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი (ლანსოპრაზოლი) - 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღებამდე
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი და მისი გამოყენება
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის აქტიური ნივთიერებაა ლანსოპრაზოლი, რომელიც წარმოადგენს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ამცირებენ კუჭში წარმოქმნილი მჟავის რაოდენობას.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შემდეგი ჩვენებებით:
თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის მკურნალობა;
საყლაპავის ანთების (რეფლუქსეზოფაგიტის) მკურნალობა;
რეფლუქსეზოფაგიტის პრევენცია;
გულძმარვისა და კუჭის მჟავის რეგურგიტაციის მკურნალობა;
ბაქტერია Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ NSAID-ით ხანგრძლივ მკურნალობას (NSAID-ით მკურნალობა ხდება ტკივილის ან ანთების დროს);
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა.
მკურნალმა ექიმმა ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შეიძლება დანიშნოს სხვა ჩვენებით ან დოზით, რომელიც განსხვავდება აღნიშნულ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისაგან. პრეპარატის მიღებისას საჭიროა მკურნალი ექიმის მითითებების დაცვა.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღებამდე
დაუშვებელია ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლანსოპრაზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
თუ პაციენტი იღებს აქტიური ნივთიერება ატაზანავირის შემცველ პრეპარატს (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღებისას
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს დამატებითი გამოკვლევის, ენდოსკოპიის, ჩატარება, პაციენტის მდგომარეობის სადიაგნოსტიკოდ და/ან ავთვისებიანი პროცესის გამოსარიცხად.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმით/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმით მკურნალობის დროს, დიარეის განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი დაკავშირებულია ინფექციური დიარეის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან.
თუ მკურნალმა ექიმმა ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი დანიშნა Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (ანტიბიოტიკებთან) კომბინაციაში ან ტკივილისა და რევმატოიდული დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად: საჭიროა, ასევე, აღნიშნული პრეპარატების ანოტაციების ყურადღებით წაკითხვა.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ხანგრძლივი მკურნალობის დროს (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში) საჭიროა პაციენტის რეგულარული მონიტორინგი. პაციენტმა მკურნალ ექიმს უნდა აცნობოს ნებისმიერი ახლად აღმოცენებული და განსაკუთრებული სიმპტომის და გარემოების შესახებ.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღებამდე:
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის რეაქცია კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მსგავსი პრეპარატის მიღების შემდეგ.
თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სპეციფიკური სისხლის ანალიზი (ქრომოგრანინი A).
თუ პაციენტს განუვითარდა კანზე გამონაყარი, განსაკუთრებით, მზის სხივების ზემოქმედების ადგილებზე, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა ექიმს ასევე უნდა აცნობოს სხვა მოვლენების შესახებ, როგორიცაა მაგ.: ტკივილი სახსრებში.
სხვა მედიკამენტები და ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი
პაციენტმა მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა აცნობოს, თუ იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, თუ იღებს მედიკამენტნებს, რომლებიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს, რადგან ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმმა/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმმა შეიძლება გავლენა იქონიოს ამ მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ)
თეოფილინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ)
ტაკროლიმუსი (გამოიყენება ტრანსპლანტანტის მოცილების პრევენციისთვის)
ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ)
ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის მჟავის რეგურგიტაციის სამკურნალოდ)
სუკრალფატი (გამოიყენება წყლულების სამკურნალოდ)
კრაზანა (Hypericum perforatum) (გამოიყენება მსუბუქი ხარისხის დეპრესიის სამკურნალოდ)
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად უმჯობესია ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღება ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის დროს, რადგან არ არის საკმარისი გამოცდილება ფეხმძიმობის დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ.
არ არის საკმარისი გამოცდილება ძუძუთი კვების დროს ლანსოპრაზოლის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე კვლევების შედეგების მიხედვით შესაძლოა, ლანსოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში.
ძუძუთი კვების ან ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმით/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმით მკურნალობის გასაგრძელებლად ან შესაწყვეტად, მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის თერაპიის სარგებელი დედისთვის.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღების დროს პაციენტებში ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაღლილობა და მხედველობის დარღვევები. მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან შეიძლება დაქვეითდეს რეაგირების უნარი.
პაციენტი თავადაა პასუხისმგებელი, შეუძლია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებენ გაზრდილ ყურადღებას, რადგან მათი ეფექტები ან არასასურველი მოვლენები წარმოადგენს ერთ-ერთ ფაქტორს, რაც ამცირებს პაციენტის მიერ ამ ქმედებების უსაფრთხოდ შესრულების უნარს და რაც დაკავშირებულია პრეპარატების გამოყენებასთან.
ეს გვერდითი მოვლენები აღწერილია სხვა პარაგრაფებში.
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მთლიანი ინფორმაციის წაკითხვა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შეიცავს საქაროზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღების წესი
საფარველიანი ბლისტერი იხსნება ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:
ერთი ბლისტერი მოცილებულ უნდა იქნას პერფორირებული ხაზის გასწვრივ მოხევით;
ფრთხილად უნდა წამოიწიოს ფოლგის კუთხე, რათა გამოთავისუფლდეს კაფსულა (კაფსულა არ უნდა გამოიდევნოს ფოლგიდან).
უსაფარველო ბლისტერები იხსნება ალუმინის ფოლგიდან გამოდევნით.
მთლიანი კაფსულა უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით. დაუშვებელია კაფსულების ან მათი შიგთავსის გასრესვა ან დაღეჭვა, რადგან ეს ხელს უშლის მათ ეფექტურ მოქმედებას.
თუ პაციენტი იღებს ლანსოპრაზოლ 15 ბენე ფარმს/ლანსოპრაზოლ 30 ბენე ფარმს დღეში ერთხელ, მისი მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. საუკეთესო შედეგი მიიღწევა, თუ პაციენტი დილით პირველს მიიღებს ლანსოპრაზოლ 15 ბენე ფარმს/ლანსოპრაზოლ 30 ბენე ფარმს.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ორჯერ დღეში მიღებისას პირველი დოზა მიიღება დილით, მეორე კი – საღამოს.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მოზრდილებისათვის ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის რეკომენდებული დოზები მოცემულია ქვემოთ. ზოგჯერ მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს განსხვავებული დოზა. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
გულძმარვისა და მჟავის რეგურგიტაციის მკურნალობა:
15 მგ ან 30 მგ ერთი კაფსულა 4 კვირის განმავლობაში. სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. თუ სიმპტომები არ ქრება 4 კვირის განმავლობაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში
კუჭის წყლულის მკურნალობა:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, 4 კვირის განმავლობაში
საყლაპავის ანთების მკურნალობა (რეფლუქსეზოფაგიტი):
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, 4 კვირის განმავლობაში
რეფლუქსეზოფაგიტის ხანგრძლივი პრევენცია:
ერთი 15 მგ კაფსულა ყოველდღე, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.
Helicobacter pylori-თ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა 30 მგ ერთი კაფსულა ორ განსხვავებულ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დილით და 30 მგ ერთი კაფსულა ორ განსხვავებულ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში საღამოს. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება ყოველდღე, 7 დღის განმავლობაში.
ანტიბიოტიკების რეკომენდებული კომბინაციებია:
30 მგ ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი 250-500 მგ კლარითრომიცინთან და 1000 მგ ამოქსიცილინთან ერთად;
30 მგ ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი 250 მგ კლარითრომიცინთან და 400-500 მგ მეტრონიდაზოლთან ერთად.
თუ პაციენტს უტარდება ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა, რადგან აქვს წყლული, ჩატარებული წარმატებული ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელია წყლულის ხელმეორედ განვითარება. იმისათვის, რომ პრეპარატმა კარგად იმოქმედოს, უნდა მოხდეს მისი მიღება სწორ დროს. დაუშვებელია დოზის გამოტოვება.
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ NSAID-ით ხანგრძლივ მკურნალობას:
30 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე, 4 კვირის განმავლობაში.
თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის პრევენცია პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ NSAID-ით ხანგრძლივი მკურნალობა:
15 მგ ერთი კაფსულა ყოველდღე. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა ერთ 30 მგ კაფსულამდე ყოველდღე.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 30 მგ ორი კაფსულა ყოველდღე, შემდეგ ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზა დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტურობაზე, რასაც განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
დაუშვებელია ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ბავშვებისათვის მიცემა.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ არ არის მოახლოებული მომდევნო დოზის მიღების დრო. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის გამოტოვება და მისი ჩვეულ დროს მიღება. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება დავიწყებული კაფსულის სანაცვლოდ.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მიღების შეწყვეტა
დაუშვებელია მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა სიმპტომების, გაუმჯობესების მიუხედავად. დაავადება შესაძლოა ბოლომდე არ იყოს განკურნებული და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნოს მისი რეციდივი.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ლანსოპრაზოლმა 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლმა 30 ბენე ფარმი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ფაღარათი, ყაბზობა, ტკივილი კუჭის არეში, გულისრევა ან ღებინება, შებერილობა, პირის ან ხახის სიმშრალე ან სტომატიტი
გამონაყარი კანზე, ქავილი
ღვიძლის ფუნქციური ანალიზების ცვლილებები
დაღლილობა.
კუჭის კეთილთვისებიანი პოლიპები
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დეპრესია
სახსრების ან კუნთების ტკივილი
სითხის შეკავება ან შეშუპება
ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ცხელება
მოუსვენრობა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, უძილობა, მხედველობის დარღვევები, ვერტიგო
გემოს ცვლილებები, მადის დაკარგვა, ენის ანთება (გლოსიტი)
კანის რეაქციები, როგორიცაა კანქვეშ წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, სისხლჩაქცევა, სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა
სინათლისადმი მგრძნობელობა
თმის ცვენა
კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია), კანკალი
ანემია (სიფერმკრთალე)
თირკმელების პრობლემები
პანკრეატიტი
ღვიძლის ანთება (შეიძლება გამოიხატოს კანის ან თვალის სკლერების სიყვითლით)
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების შეშუპება, იმპოტენცია
კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელმაც შეიძლება დააზიანოს კანი ან ლორწოვანი გარსები)
ანგიონევროზული შეშუპება; პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ანგიონევროზული შეშუპების ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, როგორიც არის სახის, ენის ან ხახის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება;
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის მსგავსი პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამ, განსაკუთრებით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან მალების მოტეხილობის რისკი. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ოსტეოპოროზი აქვს ან იღებს კორტიკოსტეროიდებს (რომლებიც ზრდიან ოსტეოპოროზის რისკს).
შემდეგი გვერდითი მოვლენები არის ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შოკის ჩათვლით. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, გამონაყარს, შეშუპებას და ზოგჯერ არტერიული წნევის დაცემას.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
კოლიტი (ნაწლავის ანთება)
ნატრიუმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის ცვლილებები ანალიზებში
კანის ძალიან მძიმე რეაქციები, რომელსაც თან ახლავს სიწითლე, ბუშტუკების წარმოქმნა, ძლიერი ანთება და კანის Aაშრევება.
ძალიან იშვიათად, ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი იწვევს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას და ინფექციებისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას. თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიც არის ცხელება და ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ან ცხელება, რომელსაც თან ახლავს ლოკალური ინფექციის სიმპტომები, მაგალითად, ყელის/ხახის/პირის ღრუს ანთება ან საშარდე გზების პრობლემები, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შესაძლო შემცირების გამოსავლენად (აგრანულოციტოზი).
შემდეგი გვერდითი მოვლენების სიხშირე არის უცნობი (შეუძლებელია სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე):
თუ ლანსოპრაზოლით თერაპია გრძელდება სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, სისხლში შეიძლება დაქვეითდეს მაგნიუმის კონცენტრაცია. მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. მაგნიუმის დაბალი დონე, ასევე, იწვეს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირებას. მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის განმსაზღვრელი კვლევების რეგულარული ჩატარება;
გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილთან ერთად;
მხედველობითი ჰალუცინაციები.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს მძიმე ხასიათს, ან ვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ბლისტერზე, HDPE ბოთლზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
საფარველიანი და უსაფარველო ოპა-ალ-პქვ-ალ ბლისტერი
ინახება არაუმეტეს 30°C-ზე.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
HDPE ბოთლი PP ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს სილიციუმის დოქსიდის დესიკანტს
ინახება არაუმეტეს 30°C-ზე. გამოყენებულ უნდა იქნას გახსნიდან 6 თვის გაბმავლობაში.
ბოთლი ინახება მჭიდროდ თავდახურული ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი შეიცავს
აქტიური ნივთიერებაა ლანსოპრაზოლი.
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმი 15 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები არის გაუმჭვირვალე, ყვითელი ფერის თავსახურითა და კორპუსით. თითოეული კაფსულა შეიცავს 15 მგ ლანსოპრაზოლს.
ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები არის გაუმჭვირვალე, თეთრი ფერის თავსახურითა და კორპუსით. თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შიგთავსი: შაქრის გრანულები (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეგლუმინი, მანიტოლი (E421), ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, პოლისორბატი 80, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთაკრილის მჟავა - ეთილაკრილატის კოპოლიმერი (1:1) 30% დისპერსიით.
კაფსულის გარსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171). 15 მგ კაფსულის გარსი ასევე შეიცავს ქინოლონის ყვითელს (E 104).
ლანსოპრაზოლი 15 ბენე ფარმის/ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ფორმა და შეფუთვა
ლანსოპრაზოლი 15 მგ გასტრორეზისტენტული კაფუსლები ხელმისაწვდომია ბლისტერებით (საფარველიანი და უსაფარველო ოპა-ალ-პვქ/ალ ბლისტერი) ან PP ხრახნიანი თავსახურის მქონე HDPE ბოთლით, რომელშიც სილიციუმის დოქსიდის დესიკანტია და შეიცავს 14, 28, 30, 56, 84, 98 და 100 კაფსულას.
ლანსოპრაზოლი 30 მგ გასტრორეზისტენტული კაფუსლები ხელმისაწვდომია ბლისტერებით (საფარველიანი და უსაფარველო ოპა-ალ-პვქ/ალ ბლისტერი) ან PP ხრახნიანი თავსახურის მქონე HDPE ბოთლით, რომელშიც სილიციუმის დოქსიდის დესიკანტია და შეიცავს 14, 28, 30, 56, 84, 98 და 100 კაფსულას.
HDPE
მწარმოებელი:
LABORATORIOS LICONSA, S.A.
Avda, Miralcampo, №7, Poligono Industrial Miralcampo
19200 Azuqueca de Henares (Guadalajara)
Spain
ლაბორატორიოს ლიკონზა, ს.ა.
ავდა, მირალკამპო, №7, პოლიგონო ინდუსტრიალ მირალკამპო
19200 ასუკვეკა დე ჰენარეს (გვადალახარა)
ესპანეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.